Category: არქივი

  • “სახლშიც ცეკვა ცეკვით წავედით” – ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ იცეკვა (ვიდეო)

    „ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გუშინდელი აქციიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის მეგობართან ერთად ცეკვავს.

    „გუშინდელი აქცია სიყვარულის ამოფრქვევით დამთავრდა, ბიჭმა გოგოს ცოლობა თხოვა და ისე გადაგვედო სახლშიც ცეკვა ცეკვით წავედით“, – წერს ხოშტარია.

  • თიბისი კაპიტალმა საქართველოს საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი ზომის ევროობლიგაცია განათავსა

    თიბისი ბანკმა აშშ დოლარში დენომინირებული, 300 მილიონი დოლარის, 5 წლიანი ევროობლიგაცია გამოუშვა. ობლიგაცია ერთდროულად განთავსდა ირლანდიის საფონდო ბირჟასა (Euronext Dublin) და საქართველოს საფონდო ბირჟაზე A კატეგორიის ლისტინგში. საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) ევროობლიგაციაზე 5.75%-ს შეადგენს, რაც საქართველოდან გამოშვებულ ევროობლიგაციებზე ყველაზე დაბალი პროცენტია.

    ევროობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია თიბისი კაპიტალმა განახორციელა. თიბისი კაპიტალის მონაწილეობით არაერთ ადგილობრივ ინვესტორს მიეცა საშუალება ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში მიეღო მონაწილეობა.

    “ეს განთავსება არის უპრეცედენტო შემთხვევა, როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის, ასევე ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და საქართველოში საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობას 88% -ით ზრდის.“-აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

    თიბისი ბანკის ევროობლიგაცია ამჟამად საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი მოცულობის ობლიგაციაა.

    საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა განაცხადა: „აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანია იმით, რომ გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი ორმაგი ლისტინგის (Dual Listing) შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ფასიანი ქაღალდი ერთდროულად ივაჭრება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე. თიბისი ბანკის ევროობლიგაციის ორმაგი საჯარო განთავსებით შესაძლებელი ხდება საქართველოში აღნიშნული ფასიანი ქაღალდის შეძენა საქართველოს საფონდო ბირჟის და ქართული საბროკერო კომპანიების მეშვეობით. ჩვენი ვარაუდით ეს და სხვა მსგავსი ტრანზაქციები, რომლებსაც მომავალში ველოდებით, მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ ინვესტორთა ბაზას და ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.“

  • “სირცხვილის დერეფანი ოცნებას” – აქციის მონაწილეები სასტუმრო “შერატონთან” მივიდნენ

    სასტუმროში “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას გეგმავს. საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

    მმართველი გუნდის ნაწილი უკვე სასტუმროში იმყოფება, თუმცა არსებული ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მისვლას გეგმავს “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, მასაც “სირცხვილის დერეფანში” მოუწევს გავლა.

    აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა. მიზეზი კი 20 ივნისის აქციის სისხლიანი დარბევაა.

    „ვერანაირი ახალი ინიციატივის, მათ შორის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პრეზენტაცია, ვერ გადაფარავს იმ გაბრაზებას, რაც გვაქვს თვალებდათხრილი, დასახიჩრებული, მოწამლული ადამიანის გამო.

    ჩვენ მივიღებთ მესამე მოთხოვნას(გახარიას გადადგომა), ამის შემდეგ გამართონ პრეზენტაცია. ვიქნებით ყველგან, სადაც ისინი იქნებიან,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

    აქციის მონაწილეების თქმით, ვინაიდან ივანიშვილი არის რეალურად გადაწყვეტილების მიმღები, ისინი მას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ გადააყენოს შს მინისტრი.

  • გორში გამოცდაზე უცნობმა ბიჭმა აბიტურიენტ გოგონას სიყვარული აუხსნა

    გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა  თქვა, რომ მას საგამოცდო პროცესზე სიყვარული აუხსნეს. ნინო დალაქიშვილი ამბობს, რომ ბიჭს არ იცნობს და პირველად მხოლოდ სექტორში ნახა. ინფორმაციას ამის შესახებ EDU.ARIS.GE- ავრცელებს.

    ,,გამოცდის დროს ჩემმა მუცელმა რაღაცნაირი ხმა გამოსცა. გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა კი მკითხა მშიერი ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე კი თქო და მითხრა, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი და გამოცდის შემდეგ კაფეში დამპატიჟებდა. ძალიან ნაყოფიერი დღეს მქონდა და თუ უმაღლესში ვერ ჩავაბარე მომავალი საქმროს გაცნობა ხომ მაინც შემრჩება“,- განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

    ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს

    ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

  • “კიდევ კარგად მოუხერხებია სააკაშვილს ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში”- თაკო ჩარკვიანი

    პოლიტიკური პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს სადაც 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ გიგა ბოკერია საუბრობს.

    თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიასა და მისი მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ წერს:

    „აი, მართლა ნამუსიც კარგი საქონელია, რა. ამის ცოლი იძახის, მიშა და „ნაცები“ ცუდიაო, პროვოკაცია მოაწყვესო და ფინალში თვალებდათხრილი ხალხი მივიღეთო (ერთი ერთში, ბიძინას და გახარიას მესიჯი). კიდევ კარგად ყოფილა სააკაშვილი და კიდევ კარგად მოუხერხებია ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში. დიახ, მე ვამბობ ამას 7 ნოემბრის აქციის მონაწილე! ხალხის დარბევას მაშინ თუ ვაპროტესტებდით, ახლა აღარ აპროტესტებთ, ჩვენი შვილების თვალების დათხრას ზოგიერთი „ლაგამამოდებული“????? დიიიდი ქარხანა მუშაობდა მაშინაც და ახლაც საქართველოს განვითარების წინააღმდეგ?

    ახლა უფრო ნათლად ჩანს ყველაფერი, კიდევ კარგად მოგვიხერხებია ამ ხნის მანძილზე განვითარება დიახ, იყო დანაშაულებები და იყო განვითარება და შენება (ყოფილი ხელისუფლების დროს)! ახლა მხოლოდ დანაშაულებებია, არანაირი განვითარება, „რუსული ჭაობია“ წინ! ეს ნიჭიერი ხალხი, უნიჭოებივით ვიქცევით“ რით ვერ გავიგეთ, რომ „ძალა ერთობაშია”, ანუ შეცდომების გაანალიზებაში და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში კოალიციური მთავრობის დროს, კანონის უზენაესობაა, თავისუფალი პროკურატურა,სადაც ანტიკორუფციული კანონი მუშაობს, საშიში არაფერია! ამიტომ ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, რომ , „ძალა ერთობაშია“!!!, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. 

  • ჩემო დედოფალო – კალაძე ანუკის დაბადების დღეს ულოცავს

    დიზაინერი და თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე დღეს  30 წლის გახდა.  ოთხი შვილის დედას დაბადების დღეს  კახა კალაძე ინსტაგრამზე ემოციური სტატუსით ულოცავს.

    “დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო გულის დედოფალო, მიყვარხარ” – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში. 

    View this post on Instagram

    Happy birthday queen of my heart

  • დღეიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა

    იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საარჩევნო სიის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყება.

    აქციის მიზანი საარჩევნო სიიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე-სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში აქციით ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი.

    2020 წლის 1-ლ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მღება შეუძლიათ პირებს, თუ:

    მათ სახელზე 2019 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული;

    მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის 1 ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის 1 ნოემბრამდე;

    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

    რეგისტრაციიდან არიან მოხსნილნი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა

    მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, აქვთ გაუქმებული პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე;

    რეგისტრირებულნი არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე

  • ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 8% არ გამოცხადდა

    დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე გამოცდის ჩასაბარებლად 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    „ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო; დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდის ჩასაბარებლად. ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება“, – ნათქვამია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

    ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და პირველი გამოცდა  ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.  23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

    ეროვნულ გამოცდებზე ჯამში 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

  • აბიტურიენტებს, რომლებმაც დღეს ენგურის ხიდზე გადმოსვლა ვერ შეძლეს, შემდგომ გამოცდაზე დაუშვებენ

    აბიტურიენტებს, რომლებმაც დღეს ენგურის ხიდზე გადმოსვლა ვერ შეძლეს, შემდგომ გამოცდაზე დაუშვებენ. ამის შესახებ განათლების სამინისტროში აცხადებენ.

    “იმ აბიტურიენტებმა, რომელთაც შესაძლოა დღეს ვერ მოახერხეს გამოცდაზე დარეგისტრირება (ენგურის ხიდიდან გადმოსვლა), ამას ზოგადი უნარების ან სხვა გამოცდების ფარგლებში შეძლებენ. ისინი აუცილებლად მიიღონ შემდგომ გამოცდებში მონაწილეობას, როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება.

    ჩვენი ინფორმაციით, ენგურის ხიდიდან აბიტურიენტების ნაწილმა გადმოსვლა შეძლო, დაახლოებით ნახევარი უკვე გადმოსულია. ველოდებით ყოველ დღე სიტუაციის გაუმჯობესებას. ჩვენ ერთადერთი იმის თქმა შეგვიძლია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ უმაღლესი განათლება.

    აქედანვე მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, მათ შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაზე მონაწილეობა, აუცილებლად, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, შემდგომ გამოცდებზე ჩაერთონ. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით ვუზრუნველყობთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.

    ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 

    ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.