Category: არქივი

  • “არ მინდა რომ იბრძოდეთ ვინმეს გამო მინდა იბრძოდეთ საკუთარი სამშობლოს გამო” – მაკო გომური

    20 ივნისს აქციის დარბევის შედეგად 18 წლის გოგონამ, მაკო გომურმა ცალი თვალი დაკარგა. ის ამჟამად სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა დაზიანება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცალ თვალში მას მხედველობა არ აღუდგება. მაკო გომურმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა იმ ხალხისთვის ვინც 12 დღეა პარლამენტის შენობის წინ იკრიბება და აპროტესტებს რუსულ ოკუპაციასა და 20-21 ივნის განვითარებულ მოვლენებს. 

    “უმოძრაოდ ყოფნა საშინელებაა როცა თქვენ მანდ დგახართ და აპროტესტებთ იმას რაც მე გამიკეთეს, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, მე ვერაფერს ვაკეთებ გარდა იმისა რომ აქედან გელაპარაკოთ. ძალიან მიყვარხართ. არ მეგონა ასეთ თანადგომას თუ დავინახავდი  ადამიანებისგან  არ ემგონა ასე თუ შეგვეძლო გაერთიანება არ მეგონა. გული მწყდება რომ ყოველთვის ცუდი ამბები გვაერთიანებს და არა კარგი ამბები, არ ვიყავი აქამდე აქტიური და არასდროს არაფერს ვაპროტესტებდი. თუმცა ყოველთვის ვიყავი უსამართლობის წინააღმდეგი და ახლაც ვარ უსამართლობის წინააღმდეგი, არ მინდა რომ თავი მარტოდ იგრძნოთ იმიტო რო ძალიან ბევრი ადამიანია თქვენს გვერდით ახლა. თუ ვინმე ცუდს ამბობს დღეს ჩვენზე იმიტო ამბობს რომ ვერ ხედავს იმ სინამდვილეს რაც ხდება დღეს. მე მჯერა თქვენი წმინდა გულების თქვენი წმინდა აზრების და ვიცი რომ მართლა საღი აზრი გამოძრავებთ, და უსამართლობის გამო იბრძვით. არ მინდა რომ იბრძოდეთ ვინმეს გამო მინდა რომ იბრძოდეთ საკუთარი სამშობლოს და საკუთარი მომავალის გამო”

  • რუსთავში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

    რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.

    ამ ეტაპზე  უცნობია გარდაცვლილის ვინაობა.

    მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • დემონსტრანტები ჰონგ-კონგის პარლამენტში შეიჭრნენ

    ჰონგ-კონგში დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ.ინფორმაციას ამის შესახებ ბიბისი ავრცელებს.

    ამ ფაქტს წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.

    საბოლოოდ, დემონსტრანტებმა დამცავი ბარიერი გაარღვიეს და საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ.

    დემონსტრანტებმა შენობის ფასადი დააზიანეს და შეჭრის შემდეგ კი შენობის შიგნით კედლებზე წარწერებიც გააკეთეს.

    აღსანიშნავია, რომ შემთხვევის დროს 13 პოლიციის ოფიცერი დაშავდა, დემონსტრანტების მიერ გაურკვევლი წარმოშობის სითხის შესხმის შედეგად.ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მასობრივი პროტესტი იმ კანონპროექტს მოჰყვა, , რომელიც ჩინეთს ექსტრადიციის უფლებას მიანიჭებს. პროტესტი ჰონგ-კონგის დიდი ბრიტანეთის იურისდიქციიდან, 1997 წელს, ჩინეთისთვის გადაცემის დღეს დაემთხვა. ქალაქში 1 ივლისს, ყოველწლიურად პრო-დემოკრატიული გამოსვლები იმართება.

    მასობრივი პროტესტის გამო,კერი ლამმა განაცხადა, რომ ის კანონპროექტს შეაჩერებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საპრეტოტესტო ტალღა არ ჩამცხრალა.

  • „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხანაზე რუსეთის დროშა ფრიალებს

    ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხნის ეზოში რუსეთის დროშა ფრიალებს.

    ფოტოები ონლაინგამოცემა „ლაბორატორიის“ ჟურნალისტმა გადაიღო. ამ ფაქტზე კომპანიაში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

    საქართველოში, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშის აღმართვას რამდენჯერმე მოჰყვა მწვავე რეაქცია საზოგადოების მხრიდან. 

    ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მოხდა ციხისძირში მდებარე პრესტიჟულ სასტუმრო “კასტელო მარეში”, სადაც განმარტეს, რომ რუსეთის დროშა სტუმრების საპატივცემულოდ აღიმართა.საზოგადოების უარყოფითი რეაქციების შემდეგ სასტუმროს ადმინისტრაციამ დროშა ჩამოხსნა და განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

  • მცირეწლოვანმა დედამ შვილზე იძალადა – ბავშვი დაჭრილია გულ-მკერდის არეში

    მარნეულის სოფელ ნორგიულში (ე.წ. მირზოევკაში), მცირეწლოვანმა დედამ 3 წლის ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის დროს ბავშვს ხელში მაკრატელი ეჭირა, რომელიც დაცემისას გულ-მკერდის არეში შეერჭო.არსებული დაზიანებით ბავშვი “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • რუსული ტელეარხის ანტიქართული და ანტითურქული სიუჟეტი

    რუსეთის პირველმა არხმა აჭარის შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ბათუმზე და აჭარაზე თურქული “გავლენის გაზრდაზე“ საუბრობს. სიუჟეტის ტექსტი მკაფიოდ ანტიქართული, ანტითურქული და პროვოკაციულია. ნათელია, რომ სიუჟეტი ბოლო დღეებში განვითარებული პროტესტის საპასუხოდ მომზადდა და რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხს სურდა იმის ჩვენება, რომ საქართველოსთვის სინამდვილეში საფრთხე არა რუსეთი, არამედ თურქეთია. “ქართველები ისევ იქნევენ უკრაინულ და ქართულ დროშებს, კიდევ ევროკავშირის და აშშ–ს დროშებს დამაჯერებლობისთვის. და სანამ ჩვენი შინნაზარდი საქართველოში დასვენების მოყვარულები ფიქრობენ, როგორ აღმოჩნდნენ ყველაფრის მიუხედავად ამ მეგობრულ ატმოსფეროში, როგორ ჩაყვინთონ ზღვაში ან შეჭამონ, რათა მერე რამე რომ იყოს მრისხანედ დაადანაშაულონ რუსეთის ხელისუფლება, რომ ისინი ვერ დაიცვეს, თავად საქართველოში იზრდება დაძაბულობა ჯერ კიდევ შემორჩენილ რეგიონებს შორის“ – ამბობს სიუჟეტის შესავალში წამყვანი.
    “აჭარა თურქულ რეგიონად გარდაიქმნება. ინტერესი აჭარის მიმართ 2.5 მილიარდი დოლარით არის გამყარებული, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში ანკარამ ჩაასხა. ბათუმის მოსახლეობის შთამბეჭდავი რაოდენობა – 15 %–იანი მოსახლეობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე თურქული დიასპორაა. რბილი ძალა, რომელიც შესაძლოა დამპყრობლად იქცეს. მთელი სიუჟეტის განმავლობაში რუსი ჟურნალისტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს.“– ნათქვამია სიუჟეტში, რომელიც ფაქტებზე მეტად შეფასებებზე და პროპაგანდისტულ გზავნილებზეა აგებული.

  • უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე თანამდებობას ტოვებს

    უკრაინაში საქართველოს ელჩს, გელა დუმბაძეს სტატუსი შეუჩერდა და ის საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე დაინიშნა.

    ინფორმაცია ამის შესახებ საგარეო უწყებაში ადასტურებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გელა დუმბაძის გადაყვანა სხვა პოზიციაზე სამინისტრომ განიხილა და ეს გადაწყვეტილება დუმბაძესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

    ვინ გახდება საქართველოს ელჩი უკრაინაში, ამ ეტაპზე უცნობია.

  • ბათუმში, ერთ ეზოში ღამით 4 ავტომობილი გაქურდეს

    ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ერთ ღამეში 4 ავტომობილი გაქურდეს.

    დანაშაული  მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში, გვიან ღამით მოხდა. 

    კონკრეტულად რისი წაღება მოახერხეს, ამ ეტაპზე უცნობია.

    ამ ეტაპზე დამნაშავე დაკავებული არ არის. 

    ფოტოები სოციალურ ქსელში, არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა.

  • “ერთადერთი ტყუილი ვთქვი სასამართლოში”- მაგდა პაპიძის აღიარება

    2015 წელს ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე მკვლელობის დღეს და სასამართლო პროცესებს იხსენებს, ასევე საუბრობს ციხეში ცხოვრებაზე. მასთან ინტერვიუ “იმედის კვირამ” ჩაწერა. როგორც ის ამბობს სასამართლოზე ერთადერთი ტყუილი თქვა, მეორე შვილს, რომელიც ციხეში მოეშალა, არა მეუღლის – ომარ ქაფიაშვილისგან, არამედ ოთო ბერძენიშვილისგან ელოდებოდა.

    “ერთადერთი ტყუილი რაც მე სასამართლოზე ვთქვი და მაიძულეს და ისევ ოთოს გამო ვთქვი, რომ სტრატეგიული ეჭვები ამ ბიჭის მიმართ არ ყოფილიყო, ღმერთი დავიფიცე და ტყუილი ვთქვი და მადლობა ამ შანსისთვის, ვთქვი, რომ ეს ოთოს შვილი არ იყო. ეს იყო ოთოს შვილი, ოთომ იცოდა, რომ მისგან ვიყავი ორსულად მაგ დღეს ვუთხარი ზუსტად. ეს ბავშვი მე ციხეში მომეშალა და აღარაა. ეს ბავშვი არავის უდარდია, იმიტომ რომ არ დარბოდა, მაგრამ 10 დღეში გულის ცემა უნდა მოგვესმინა. ეს იყო ჩანასახი, რომელიც იყო ცოცხალი. ღალატისთვის თავს ვერავინ გაიმართლებს, ვერც ქალი და ვერც კაცი,”- აცხადებს პაპიძე.

    საზარელი მკვლელობა თბილისში 2015 წლის 19 დეკემბერს მოხდა.რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, პროკურორებმა დაამტკიცეს სასამართლოში, რომ მაგდა პაპიძემ თავის ბინაში, მძინარე ქმარს რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ურო. მიღებული ჭრილობების შედეგად ომარ ქაფიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ კი პაპიძემ დაახრჩო თავისი 5 წლის შვილი. ცხედრების თავიდან მოცილების მიზნით, პაპიძემ ისინი ქუჩაში გამოიტანა და ცდილობდა ოჯახის მანქანაში ჩაედო. იგი ვერ მოერია ცხედრებს და ქუჩაში დატოვა.

    მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მან გასული წლის სექტემბერს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, თუმცა ის არ დაკმაყოფილებულა.