Category: არქივი

  • ნეიმარი პსჟ-სთან ერთად ვარჯიშს აღარ აპირებს – ბრაზილიელი ფორვარდი გაიფიცა

    ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა პარიზულ კლუბს გაფიცვა მოუწყო. იგი პარიზულ კლუბთან ერთად წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

    როგორც ესპანური მედია წერს, პარი სენ-ჟერმენმა და ბარსელონამ ნეიმარის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლეს და ნეიმარის ერთადერთი სურვილიც სწორედ კატალონიურ გრანდში დაბრუნებაა.

    პარიზული კლუბის ბოსები ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა თუ ბარსელონა პსჟ-ს მოთამაშეებს შესთავაზებს სატრანსფერო თანხა დაიკლებს.

    პარი-სენ ჟერმენის წინასასეზონო შეკრება 1 კვირაში დაიწყება, თუმცა ნეიმარი საფრანგეთშიც კი არ იმყოფება. იგი ბრაზილიაშია და ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობას გადის.

  • პარლამენტის წინ ერთ-ერთი მოშიმშილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

    პარლამენტის წინ მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, გოგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გაირკვა, რომ გოგა ლემონჯავას შაქარი დაუვარდა. ის „ამტელ ჰოსპიტალში“ მოათავსეს.

    ამ დროისთვის მოშიმშილეთა კარავში 3 ადამიანი რჩება, ისინი უკვე მერვე დღეა გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

  • ნამუსიც კარგი საქონელია, ბოკერიას ცოლი ამბობს, მიშა და „ნაცები“ ცუდები არიანო-თაკო ჩარკვიანი

    თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი  და მაშინდელი ხელისუფლების წევრი გიგა ბოკერია საუბრობს, რომ  7 ნოემბრის აქციის დაშლა კანონიერად მოხდა. თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიას და მის მეუღლეს თამარ ჩერგოლეიშვილს აკრიტიკებს.

    „აი, მართლა ნამუსიც კარგი საქონელია, რა. ამის ცოლი იძახის, მიშა და „ნაცები“ ცუდიაო, პროვოკაცია მოაწყვესო და ფინალში თვალებდათხრილი ხალხი მივიღეთო (ერთი ერთში, ბიძინას და გახარიას მესიჯი). კიდევ კარგად ყოფილა სააკაშვილი და კიდევ კარგად მოუხერხებია ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში. დიახ, მე ვამბობ ამას 7 ნოემბრის აქციის მონაწილე! ხალხის დარბევას მაშინ თუ ვაპროტესტებდით, ახლა აღარ აპროტესტებთ, ჩვენი შვილების თვალების დათხრას ზოგიერთი „ლაგამამოდებული“????? დიიიდი ქარხანა მუშაობდა მაშინაც და ახლაც საქართველოს განვითარების წინააღმდეგ? ახლა უფრო ნათლად ჩანს ყველაფერი, კიდევ კარგად მოგვიხერხებია ამ ხნის მანძილზე განვითარება დიახ, იყო დანაშაულებები და იყო განვითარება და შენება (ყოფილი ხელისუფლების დროს)! ახლა მხოლოდ დანაშაულებებია, არანაირი განვითარება, „რუსული ჭაობია“ წინ! ეს ნიჭიერი ხალხი, უნიჭოებივითვიქცევით“ რით ვერ გავიგეთ, რომ „ძალა ერთობაშია”, ანუ შეცდომების გაანალიზებაში და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში კოალიციური მთავრობის დროს, კანონის უზენაესობაა, თავისუფალი პროკურატურა,სადაც ანტიკორუფციული კანონი მუშაობს, საშიში არაფერია! ამიტომ ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, რომ , „ძალა ერთობაშია“!!!, – წერს თაკო ჩარკვიანი.

  • მირჩევნია დამარცხებული ვიყო, ვიდრე გამამარჯვებინოთ და გამოვიდე ქუცნაშვილი-ნათელაშვილი

    მირჩევნია დამარცხებული ვიყო, ვიდრე გამამარჯვებინოთ და გამოვიდე ქუცნაშვილი-“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს მიმართავს და მათ იმის გამო აკრიტიკებს, რომ მხარი ზაქარია ქუნაშვილს დაუჭირეს. ამის შესახებ ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “დუშელ–თიანელ–ყაზბეგელო ამომრჩევლებო,მე იქ გყავდით ასარჩევი და თქვენ ჩემს ნაცვლად ზაქარია ქუცნაშვილი ამოირჩიეთ მხოლოდ იმიტომ,რომ მას ქონდა ფული და ივანიშვილ–ოცნება უჭერდა მხარს. ხომ მოგჭრათ თავი მთელ მსოფლიოში და ხომ შეგაწერათ მილიონიანი ბიზნესები ლარსი ჰესიდან დაწყებული რესტორან ერწოს მადლითა და ასეულობით ათასი ჰექტარი მიწებითა თუ თბილისში მთელი პრესტიჟული ქუჩების მიტაცებით.ორი ვადით ვიყავი თქვენი მაჟორიტარი და ერთი ბიზნესი,ერთი მეტრი მიწა, ტყე,ჭალა ერთ ხე და ერთი ბალახი არ ამიღია და ჩემსკენ არ გადმომიდია,გადაგარჩინეთ მხედრიონ—გვარდიის თარეშს,არ გავაყიდინე ბაზალეთის ტბა ყაჩაღ გუბერნატორ ბუჩუკურს ფეთხულა გიულენის თურქულ უნივერსიტეტზე. თქვენ მაინც ვერაფერი დაგანახეთ სამაგიეროდ აი ესაა ჩემი სიმდიდრე.მირჩევნია თქვენგან დამარცხებული ვიყო და დავრჩე ზნეობრივად, ვიდრე გამამარჯვებინოთ და გამოვიდე ქუცნაშვილი. ისე მე მრცხვენია თქვენს მაგივრად,ჯიგარი მაინც ვინ და რამ ამოგაცალათ,ჯიიგარი”-წერს ნათელაშვილი.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 15:33 საათზე დაფიქსირდა.

    პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში იყო.

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 2.9 მაგნიტუდა შეადგინა.

  • ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ფინეთი გახდა

    ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ფინეთი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში მისთვის პრიორიტეტულ საკითხებს განახორციელებს, როგორიცაა კლიმატური პრობლემები და საიმიგრაციო პოლიტიკა.

    ფინეთამდე თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი რუმინეთს ჰქონდა.

    ევროკავშირის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ფინეთს თავმჯდომარეობა მიულოცეს, ხოლო რუმინეთს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.

  • გახარია, თვალთხარია, წადი! – სუსის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

    გახარია, თვალთხარია წადი! – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

    აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ სუს-ი არა სახელმწიფო, არამედ პოლიტიკური დაწესებულებაა  სპეცრაზმელებმა სუს-თან შეთანხმებით დათხარეს თვალები ახალგაზრდებს.

    აქციის მონაწილეების თქმით, 20-21 ივნისის ღამეს დარბევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, მისი დავალება კი გახარიამ და გომელაურმა შეასრულა.

    მინისტრ გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია სასტუმრო “შერატონთანაც” იმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზენტაციას მართავს.

  • თურქეთი ბათუმზე გადაღებულ ვიდეო რგოლით საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

    რამდენიმე წლის წინ თურქებმა გადაიღეს რეკლამა ბათუმში სადაც თურქი წყვილის ბათუმში მოგზაურობაა ასახული. კადრებში მოხვდა ბათუმის ცენტალური ქუჩები, ბოტანიკური ბაღი, ადგილობრივი სამზარეულო, სანაპირო, ღამის ცხოვრება, ქართული ცეკვა და ა.შ.”9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაისვენოთ ბათუმში” – ასე ჰქვია რეკლამას. 

    აღნიშნული ვიდეორგოლო განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა რაც რუსეთმა  ე.წ. ტურისტული ემბარგო დაგვიწესა. სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“, რომლის მიზანიც ქართული ტურიზმის პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მეტი უცხოელის დაინტერესებაა ჩვენი ქვეყნით.

    {{VIDEO}}

  • პოლიცია 21 ივნისს დაკავებულს ავტოფარეხიდან აგდებს (ვიდეო)

    ტელეკომპანია რუსთავი 2 კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები ერთ-ერთ დაკავებულს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ.

    ტელეკომპანიის ცნობით, კადრები 21 ივნისს ნიკოლაძის ქუჩაზე თვითმხილველმა გადაიღო. კადრებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩანან და  ეს ვიდეოკადრები საქართველოს მთავარ პროკურატურასაც აქვს და საქმეში მტკიცებულებად დევს.

  • “შერატონთან” პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

    “ოცნების” საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია, გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩაივლის. სასტუმრო “შერატონთან” პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

    სამართალდამცველების ყოფნა სავარაუდოდ სასტუმროსთან მიმდინარე აქციას უკავშირდება. ისინი მმართველი გუნდის წევრებს “სირცხვილის დერეფანს” უწყობენ. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას 12 დღეა არ ესმის ხალხის ხმა – გადააყენოს თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მმართველი გუნდის ნაწილი უკვე სასტუმროში იმყოფება. ადგილზე ელოდებიან “ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც. მასაც “სირცხვილის დერეფანში” მოუწევს გავლა.

    დეპუტატები სასტუმროში სტვენისა და შეძახილების ფონზე შედიან.

    პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით – “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პროექტის ინიცირების პროცესს დღეიდან იწყებს. სიახლის პრეზენტაციას უმრავლესობა რამდენიმე საათში, ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე ჩაატარებს.