Category: არქივი

  • “ველოდებით გახარიას გადადგომას!”-აქცია #სირცხვილიას მანიფესტი

    სამოქალაქო აქტივისტები #სირცხვილიას ორგანიზატორები მანიფესტს აქვეყნებენ, სადაც  ითხოვენ რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

    “დღეს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის მე-11 დღეს, როცა გაცხადებულია მზაობა 2020 წელს პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ და როდესაც დაიძრა სამართლიანი მართლმსაჯულების პროცესები, რაც გულისხმობს ძალის გადამეტებაზე საქმეების აღძვრასა და ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული თანამებრძოლების გათავისუფლებას, ძალაში რჩება აქციის მესამე და ფინალური მოთხოვნა: დაკავებული თანამდებობები დატოვოს, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და ვიცეპრემიერმა- გიორგი გახარიამ.
    სწორედ სამართლიანი, პრინციპული და უცვლელი მოთხოვნების, პროტესტის მშვიდობიანი ხასიათისა და უკომპრომისობის დამსახურებაა, მრავალმხრივ განსხვავებული ქართული საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა.” -ნათქვამია განცხადებაში.

    ქართული სახელმწიფოებრიობის დამცირებაში ოკუპანტის პარტნიორი და შემდეგ საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლება, თავსაც იტყუებს, როდესაც ცდილობს შექმნას განწყობა, რომ ჩვენს ბრძოლას აზრი არ ან აღარ აქვს. მათ ყოველდღე უწევთ ისეთი რამის აღიარება, რასაც უარყოფდნენ წინა დღეს და ისინი ყოველდღე უფრო და უფრო იმძიმებენ პასუხისმგებლობას, რომლის შესაბამისადაც იხდიან და გადაიხდიან დიდ პოლიტიკურ ფასს.

    სრულიად დემოკრატიული საარჩევნო სისტემა არის აქციების მე-4 დღის ისტორიული მონაპოვარი, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების ერთი ადამიანის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ხელში საშიშ კონცენტრაციას და მეორე მხრივ, უზრუნველჰყოფს მრავალფეროვან პარლამენტს, იდეების თავისუფალი კონკურენციით და რეალურ დემოკრატიას პრაქტიკაში, საზოგადოების მაღალი ჩართულობით.

    თუმცა, ჩვენ არ გვაქვს აქ გაჩერების უფლება, რადგან ჯერ მისაღები გვაქვს მეორე ისტორიული მონაპოვარი, რომელიც ცივილიზებულ ქვეყანაში თავისთავადი და ბუნებრივი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ თითოეული ჩვენგანის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად დადგება.

    ჩვენ, მთელ ქვეყანას, ჰაერივით გვჭირდება პრეცედენტი, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა – შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ღირს. რაც უნდა გახდეს, წინაპირობა იმისა, რომ20 ივნისი იყოს ბოლო სისხლიანი თარიღი ჩვენს ისტორიაში!
    სანამ გამოძიება დასრულდება, არსებობის უფლება აქვს ორ ვერსიას:

    1. ერთი, გახარია იყო სასტიკი ანგარიშსწორების ინიციატორი – და ამ შემთხვევაში, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ეკისრება.

    2. ან მეორე, გახარია არის უუნარო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ვერ აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ ძალებს და რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებს მათ მიერ მოწყობილი ყოვლად გაუმართლებელი და სრულიად დამთრგუნავი ძალადობის აღკვეთას. მაშინ, როცა მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით მძიმე შედეგების ჩათვლით – ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ – მთელი ღამის განმავლობაში ყველასათვის მყისიერად ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო იყო.

    შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო პროტესტის „სირცხვილია“ს საორგანიზაციო ჯგუფი, ამჩნევს რა ხელისუფლების მორიგ მცდელობებს გახლიჩოს და დაანაწევროს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, ხმამაღლა აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ აქციები გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი გახარია არ იქნება გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობებიდან.

    აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში სრული თანხმობაა
    და ის რაც შეიძლება მალე უნდა დაკმაყოფილდეს!

    ველოდებით გახარიას გადადგომას!

    რის შემდეგაც, ჩვენი აქცია – დასრულდება.

    მანიფესტი

  • “ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა”-რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი

    რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.:

    „ის ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოშია, ყველაფერს აკეთებს, რომ შეწყვიტონ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა. ისინი არ არიან დამოუკიდებლები. ისინი ამას კარნახით აკეთებენ. ამიტომ, მანამდე, ვიდრე ხელისუფლება არ დაალაგებს ქვეყანაში ურთიერთობას, ვიდრე არ შეწყდება ეს რუსოფობიული ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოსწიეს, ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს – ჯერ დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლებელია დიალოგი“ , – განაცხადა მატვიენკომ.

    მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის არავითარი კონფლიქტი არ არის. პროვოკაცია მანამდე დაიგეგმა, რათა წამოწეულიყო რუსოფობიული ტალღა.

  • იოსებიძეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში იოსებიძის ქუჩაზე ხილბოსტანის მაღაზიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებული ხილბოსტანის გამყიდველია, როგორც ირკვევა ინციდენტი შელაპარაკებას მოჰყვა. ამჟამად დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

  • “ბოდიშს ვიხდი.ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!“–ნინო ქათამაძე

    მომღერალი ნინო ქათამაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციებს პროტესტს უცხადებს და ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ გავრილოვის ვიზიტის და ქართველების პროტესტის ფონზე მან რუსეთში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. კონცერტი 22 ივნისს გაიმართა, მაშინ როდესაც თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია იმართებოდა. ნინო ქათამაძე თავის მხარდაჭერას ფეისბუქ სტატუსში გამოხატავს და ბოდიშსაც ამავე სტატუსში იხდის. გთავაზობთ მის განცხადებას სრულად: 

    “ჩემო ძვირფასო მსმენელო და უმაგრესო ადამიანებო ვინც 10 დღეა აპროტესტებთ, ძალადობას და უსამართლობას, პირველ რიგში მოგმართავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა და პროტესტი თქვენთან არის! ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს იმას რომ რაიმე მქონდა საფიქრალი და გადასაწყვეტი, პირველივე წამიდან ვგრძნობ იმას რასაც თითოეული თგვენგანი გავრილოვის სპიკერის სავარძელში ხილვისას!

    არასოდეს არ მომრიდებია ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ წასვლა, არასოდეს არ დამეზარა და ჩემი ხმით, ქართულად მსოფლიოს ყველა ნაწილში და მათ შორის რუსეთშიც ყოველთვის ვამბობ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩემი ქვეყნის მტერი და მაშასადამე ჩემი მტერიც!

    ერთია ჩემი საგასტროლო გრაფიკი და მეორეა ჩემი შინაგანი შეგრძნება ჩემი ქვეყნის, ქართული სიტყვის, მუსიკის წინაშე. ჩემს ხელში მხოლოდ ეს იარაღია, მხოლოდ ამით შემიძლია ვუთხრა ჩემს მსმენელს ის ტკივილი რაც ჩემს ქვეყანას სტკივა, იმ უმარავ მსხვერპლს რაც საქართველოს გაუღია თავისუფლებისთვის, კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდას თვალის ჩინი დაემატა და ადამინი რომელიც ამ წუთამდეა უმძიმეს მდგომარეობაშია, თითოელი მტკივა და თითოელს ვგრძნობ დღე და ღამე! ბოდიშს ვიხდი ჩემო ძვირფასებო რომ არ ვიდექი თქვენთან ერთად იმ ღამეს, რომ ვერ დაგიცავით ფიზიკურად და ერთ ტყვიაშიც ვერ შეგეხიდეთ, არჩევანი რომ მქონდეს უყოყმანოდ მივიღებდი ყველა იმ ტყვიას რაც თითოეულ თქვენგანს მოგხვდათ ოკუპაციის გაპროტესტებისთვის.

    დიახ რა თქმა უნდა გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია. ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემს მიმართ და ვიზიარებ თითოელ შენიშვნას, ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული! ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი. მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!!

    მინდა რომ იმ ახალგაზრდებს რომელიც 10 დღეა ქვეყნის სამსახურში 19:00 საათიდან იკრიბებიან ვუთხრა: არასდოს ჩემს გულში სამშობლოს ღალატი არ ყოფილა, არასოდეს რუსულად არ მიმღერია, არასოდეს სამთავრობო (რუსეთში) დაფინანსებულ კონცერტიში მონაწილეობა არ მიმიღია, არ მიმღერია არც ერთი რუსი პოლიტიკოსის დაბადების დღეზე. ჩემი მუსიკა ეკუთვნის უბრალოდ ადამიანებს განურჩევლად, ეროვნებისა, რასისა, რელიგიისა და სექსუალური ორინტაციისა! ამ პოსტით მინდა ჩემი პროტესტი გამოვხატო პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, შეუერთდე მოთხოვნას რომ გახარია უნდა გადადგეს!

    რუსთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი! თითოელი თქვენგანის სახის დანახვისას, თოთოელი თქვენი ქცევისას ყურებში მკაფიოდ ჩამესმის დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ზურაბ ჟვანიას ხმა: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”. მხოლოდ თქვენ ხართ ნათელი გამოხატულება ევროპელი ქართველისა, თქვენ დაამტკიცეთ რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერასოდეს ვერავინ ვეღარ შეცვლის. უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის, ქედს ვიხრი თქვენი თავდადების წინაშე.“ –წერს ნინო ქათამაძე

  • “ქართული ოცნება” მარტო, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ გაიტანს”- ჩუგოშვილი

    თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” მზად არის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის.ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ამბობს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ოპოზიციური პარტიების ხმები გადამწყვეტია.

    „ინდივიდებს, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომლებიც სახელმწიფოს დამხობისკენ აკეთებენ მოწოდებებს, პირადად მათთან, ჩვენ პოლიტიკური მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, მაგრამ ეს შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს და არა პარტიებს. “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მათ თუ სურვილი ექნებათ ან შეხვედრაზე მოსვლის ან საუბრის, ამის პრობლემა არ ექნებათ. რომც დაუჭიროს უმრავლესობის ყველა წევრმა, უმრავლესობას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. “ქართული ოცნება” მარტო, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ გაიტანს და ამისთვის მას დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს უმრავლესობის რამდენიმე წევრი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და ეს თქვენთვის სიახლე არ არის. უხერხულია, მეტი თუ არაფერი, გინდოდეს პოლიტიკურ ძალას რომ პარტიად მიიჩნეოდე ქვეყანაში, ადგილი გინდოდეს საქართველოს პარლამენტში და ამბობდე, რომ 0.7%-იც კი არ დამიჭერს მხარს მე ქვეყანაში, მაგრამ მაინც უნდა აღმოვჩნდე პარლამენტში. მე მგონი, ეს არ არის ჯანსაღი და სწორი მიდგომა, ამიტომ 0%-იანი ბარიერი და ბლოკები, ფაქტობრივად გამორიცხავს ერთმანეთს,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

  • “სიმშვიდე თუ არ იქნება ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი”- ილია მეორე

    ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროში, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი.

    „აი, ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს. ბერის ცხოვრება ძალიან რთულია, ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით და თავით. ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, დადგეს აღმავლობის კიბეზე. ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი გუშინდელი დღით და დღეს უნდა, რომ იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია. გილოცავთ მთაწმინდელების დღესასწაულს. შეგვეწიოს იმათი ლოცვა ჩვენ და მთელს მსოფლიოს.ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით და ითხოვენ ახალ პირობებს. უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი, სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

  • საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებით საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოყოფენ

    გამოცდების ეროვნული ზენტრი ავრცელებს, ინფორმაციას რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყოფა. 

    დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი ასეთია:

    მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;

    მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;

    მეტრო „ვარკეთილიდან“ N117 საჯარო სკოლამდე;

    მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;

    მეტრო „დიდუბიდან“ N147 საჯარო სკოლამდე.

    მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის.  საგამოცდო სექტორები აღჭურვილია გაგრილების სისტემით. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

    2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

  • რუსეთში წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

    რუსეთში ირკუტსკის ოლქში, წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად დატბორილია 4200 საცხოვრებელი სახლი. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რეგიონში გამოცხადებულია საგანგებო მდგომაროება.წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 800 მილიონ რუბლს აჭარბებს.

  • “ყველა ნაძირალა სპეცრაზმელი,ზონდერი,პროკურორი და მოსამართლე თანამდებობაზეა და დაწინაურებულია“–ცოტნე გამსახურდია

    ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ პროცესებს აფასებს:

    “ვანო მერაბიშვილი, გარდა იმისა, რომ კრიმინალი დაამარცხა ქუჩაში, არბევდა მიტინგებს და ამისათვის დღეს ციხეშია. ფორმალურად – უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ბოროტად გამოყენებისთვის. მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რეალურად რატომ არის ვანო ციხეში? იმიტომ, რომ ბიძინე ვერ იტანდა, იმიტომ, რომ ვანომ არ უღალატა ნაცმოძრაობას, იმიტომ, რომ არ წაყვა რაღაც ბინძურ თამაშებზე და სააკაშვილზე ჩვენება არ მისცა.

    მტკიცებულებები გინდათ? ძალიან მარტივია! მე იქ არც სანთლით ხელში ვმდგარვარ და არც კამერით, მაგრამ ყველა ის ნაძირალა სპეცრაზმელი თუ ზონდერი, პროკურორი და მოსამართლე, ვინც მიტინგებს არბევდა, ხალხს აწამებდა და კიდევ სასჯელს აკისრებდა, თანამდებობაზეა და დაწინაურებულია, ზოგი – ტკბილად გაქცეულია ევროპაში დიდი ფულით და არც არავინ იწუხებს თავს ძებნით; მაგალითად, ამირან მესხელი, მერაბიშვილის მოადგილე. მხოლოდ ვანოა ციხეში.
    ხვდებით ახლა, რატომ არის ნაძირალა ხიხო და მისი კანტორა?!“– წერს ცოტნე გამსახურდია.