Category: არქივი

  • ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს

    ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

    დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +27+32 გრადუსი, თბილისში კი +30 გრადუსია მოსალოდნელი.

    სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ღამით, ქარის სიჩქარე დროგამოშვებით 17-22 მ/წმ იქნება, ხვალიდან კი 10-15 მ/წმ-ს არ გადააჭარბებს.

    3 ივლისს, საქართველოში +27+32 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი.  4 ივლისს შესაძლოა, დღისით დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დაფიქსირდეს, აღმოსავლეთში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

  • ციხეში ნარკოტიკების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

    N15 პენიტენციური დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იუწყება.

    “პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ არიან მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ.

    საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 04 ივნისს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის. ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • 1 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 1-ელ ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ელექტროენერგიის მიწოდება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მუხათგვერდის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დემეტრე თავდადებულის და თოფურიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, საყვირის, ჭილაიას, ხვინგიას, ნათაძის, წიწამურის, ტრაქტორის, ილურიძის და ხუთწლედის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ლევან ღოღობერიძის, სურგულაძის, ჟორდანიას და თელეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის, გუნიას, ალეკო შენგელიას და გაიოზ იმედაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, აწყურის, ცუცხვათის, შორაპნის, შირაქის და ლასხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, ბაქოს, წინამძღვრიშვილის და კარგარეთელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

  • მეტროპოლიტენი დღეიდან მუშაობას 1 საათით ადრე დაასრულებს

    დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას, ერთი საათით ადრე, 23:00 საათზე შეწყვეტს. მიზეზი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რ ომელიც დღეს იწყყება. მეტროში ელექტროუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების სამუშაოები ჩატარდება.

    რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკის დახმარებით 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი. მოხდება ძალოვანი კაბელების ჩანაცვლება და სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

    ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.  საგამოცდო ცენტრებში აბიყურიენტების პირველი ნაკადი დილის 8:00 საათზე გამოცხადდა.
    გამოცდა  დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.

    წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.

    2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

    ეროვნული გამოცდები 23 ივლისს დასრულდება და ბოლო გამოცდა ამ დღეს ფიზიკაში ჩატარდება.

    10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

    საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა;

    სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას კი 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

  • “რატომ არ მიდის გახარია? არავინ არ ეკითხება და იმიტომ ” – კოტე იოსელიანი

    ნაციონალური მოძრაობის წევრი კოტე იოსელიანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს  სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი აზრით გახარიას საერთოდ არავინ არ ეკითხება და ყველაფერს ბიძინა წყვეტს, სწორედ გახარიია ჰყავს ბიძინას მეხამრიდად.

    “რატომ არ მიდის გახარია?

    არავინ არ ეკითხება და იმიტომ.

    ჩემი აზრით რეალობა ასეთია:

    ბიძინას გახარია ყავს მეხამრიდად. არ დაგვავიწყდეს, რომ დარბევის დღიდან ერთი ადამიანი ებრძვის სიკვდილს და ბიძინა ელოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკას.

    თუ დღეს დაითხოვს გახარიას მაშინ პროტესტი დაიშლება. თუმცა ის ადამიანი კვლავ დარჩება სიცოცხლის დაკარგვის რისკის ქვეშ. თუ გამოჯანმრთელდება მაშინ ყველანი ვიქნებით ბედნიერი!

    თუ გახარიას გადადგომის შემდეგ იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასრულდება ფატალური შედეგით (ღმერთმა დაიფაროს!!!!) მაშინ პროტესტი კვლავ იფეთქებს და დარტყმის მთავარი ადრესატი იქნება თავად ბიძინა. ის ამ დარტყმას ვეღარ გაუძლებს.

    სწორედ ამ მიზეზის გამო დააჭედა გახარია სკამზე. თუ არასასურველი მიმართულებით განვითარდა მოვლენები, მხოლოდ მერე გადააყენებს გახარიას და ბოლომდე მას შეაწმინდავს ხელებს, ისე რომ თვითონ გამოვიდეს წყლიდან შედარებით მშრალად. შესაძლოა მთლიანად მთავრობაც მიაყოლოს, პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების მქონე პოლიტიკური აქტორის იმიტაციის შესაქმნელად.

    თავად გახარიაც მძევლად ყავს აყვანილი. რომელიც გაუაზრებლად ან სრული მონური მორჩილებით ყაბულს არის ბიძინას სათამაშოდ ყოფნაზე.

    აი ესეთი თაღლითია და აი ესე თამაშობს ეს სვავი ადამიანების სიცოცხლით!”- წერს იოსელიანი საკთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • “გახარია არის ჩემი მინისტრი“–სოციალურ ქსელებში შს მინისტრის მხარდამჭერი კამპანიის ორგანიზებას ცდილობენ

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო მიმართვები სადაც მოქალაქეები  გახარიას მხარდაჭერას უცხადებენ და მოუწოდებენ რომ არ გადადგეს. ეს კამპანია  გიორგი გიორგაძემ წამოიწყო სადაც ის მოქალაქეებს თხოვს რომ ჩაწერონ ვიდეო მიმართვები და მხარი დაუჭირონ გახარიას. კამპანიის მიზანია სოციალური მედია დაიპყრონ გახარიას მხარდასაჭერი  ფოტოებითა და ვიდეოებით. 

    მისი თქმით  გიორგი გახარია არის მშვიდობის გარანტია საქართველოსთვის  და მოქალაქეები რომლებიც უკვე 11 დღეა ყოველ საღამოს პარლამენტის წინ იკრიბებიან და გახარიას გადადგომას მოითხოვენ და  ღიად აცხადებენ რომ რუსეთი არის ოკუპანტი დამპყრობელი, სინამდვილეში მავნე  ოპოზიციური ძალები არიან. 

    ის ასევე ავრცელებს პარლამენტთან გადაღებულ ფოტოებს რომლებიც  დღის საათებშია გადაღებული და ამბობს, რომ სინამდვილეში  საპროტესტო აქცია #სირცხვილიაზე ცოტა ხალხი დადის.

    ამდენი კაცი ახლა რო დავიძახო ნადში დამეხმარება”- წერს გიორგი გიორგაძესაკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

    “გთხოვთ 1წუთიანი ვიდეო მიმართვით მხარი დავუჭიროთ შინაგან საქმეთა მინისტრს რომელიც, არის მშვიდობის გარანტი, რომლის განეიტრალებასაც აგერ უკვე 9 დღეა ცდილობენ მავნე ძალები და ოპოზიციური, დამნაშავე პარტია. ერთად დავიპყროთ სოციალური მედია… ” – წერს გიორგი გიორგაძე.

  • ნინო ქათამაძე პარლამენტთან აქციაზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა

    რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ნინო ქათამაძე მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ბოდიში მოუხადა მოსკოვში გამართული კონცეტრისთვის.
    „ჩემი მთავარი ტკივილი დღეს, და მე ვფიქრობ რომ არა მარტო ჩემი ტკივილი რომელიც ძალიან ისეთი უდიდესია, რადგან მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე აუცილებლად ველოდებით დროს რომ შეცდომა , გადამეტება თუ რაც კი ხდება , ყოველთვის დაველოდოთ როდის გაფუჭდება სიტუაციას იმისთვის რომ თავი ავარიდოთ რაღაც პასუხისმგებლობას. ჩემი მთავარი ტკივილია ის რომ დავიჯერო ასი თვალი, ასი გარდაცვლილი ადამიანი გვჭირდება რომ ვაღიაროთ შეცდომა. დღეს ხომ თანამედროვე სივრცეში ყველაფერი ძალიან მკვეთრად ჩანს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეს აქტიურად ითხოვენ დამნაშავის დასჯას ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური,“-განაცხადა ნინო ქათამაძე.
    მისივე თქმით, გახარია თუ ძლიერია უნდა გადადგეს. რაც შეეხება მოსკოვში გამართულ კონცერტს, ქათამაძე განმარტავს, რომ ამის მზიეზი 9 წლის გოგონაა, რომელმაც სიმსივნის გამო 5 წლის ასაკში გაიკეთა ოპერაცია და მხედველობა დაკარგა. ნონო ქათამაძის თქმით, ამ გოგონას სურვილი იყო, რომ ემღერა ნინო ქათამაძესთან.
    „ნებისმიერი არგუმენტი ძალიან პატარაა იმ ტკივილის პირისპირ, რაც აქ მოხდა. იმდენად პატარა იყო რომ მე ის ვერ გავიმეტე, მაგრამ იმ დროს მე მქონდა საშუალება რომ მეთქვა რომ შესაძლებელი იყო რომ ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო და ძალიან ტკივილიანი კონცერტი,”აცხადებს ნინო ქატამაძე.
    ნინო ქათამაძე 22 ივნისს მოსკოშვი კონცერტზე გამოვიდა, რასაც საქართველოში საზოგადოების ნეგატიური გამოხაურება მოჰყვა. დღეს ნინო ქათამაძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც აქციის მონაწილებს მოუბოდიშა და ასევე განაცხადა, რომ ის მოსკოვში არასდროს იმღერებს. ნინო ქათამაძემ აღნიშნა, რომ ის იზიარეებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს. მომღერალი ამბობს, რომ გახარია უნდა გადადგეს.
  • პარლამენტთან აქციაზე მონაწილემ შეყვარებულს ცოლობა სცენიდან თხოვა (ვიდეო)

    პარლამენტთან აქცია #სირცხვილია უკვე მე-11 დღეა მიმდინარეობს. დღეს საპროტესტო აქციის მონაწილემ შეყვარებულს ცოლობა სცენიდან სთხოვა. გოგონა სცენაზე ავიდა და თანხმობა განაცხადა.

    დღევანდელი აქცია დასრულდა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, აქცია ხვალ, 19:00 საათზე განახლდება.