Category: არქივი
-
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მე-3 სესიაზე აბიტურიენტთა 2% არ გამოცხადდა
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე სესიაზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 2% არ გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს მეოთხე სესიის შემდეგ დასრულდება, 3 ივლისიდან კი აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.
შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ, 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და დღეს მე-3 და მე-4 სესია იმართება.
-
ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ დღეს დააკავონ
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს იმართება,სადაც გადაწყდება დატოვებს თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში სააპელაციო სასამართლო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა დააპატიმრებენ თუ არა მას დღეს, მთავარი არის ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს რა არის სიმართლე.
„რთულია ამოიცნო „ქართული ოცნება“, ხელისუფლება რომელიც არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს. ვფიქრობ, ყველაზე რთული პერიოდი უდგას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, აქედან არის გამოწვეული არარაციონალური ნაბიჯები.
დამიჭერენ არ დამიჭერენ – რა ამით აყვავდება ხეზე ნუში, თუ რა მოხდება. დარწმუნებული ვარ საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორად აფასებს მოვლენებს. მე რომ მკითხოთ, ხელისუფლება ცდილობს სისხლის სამართლის დონეზე დაიყვანოს ის, ვითარება რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ქვეყანა. არა, სახეზე გვაქვს უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული. ძალიან დიდი მორალური დისკომფორტი აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მე არ მიხილონ პარლამენტში, “-ამბობს მელია.
-
ენგურის ხიდზე დაგვიანებით გადმოსული აბიტურიენტები ქართულის გამოცდას დღეს აბარებენ
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ზუგდიდის 207-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას დღეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის ხიდის გავლით გადმოსული 9 აბიტურიენტი აბარებს. ინფორმაციას ამის შესახებ edu.aris.ge ავრცელებს.
27 ივნისს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, აბიტურიენტეთა ნაწილმა ეროვნულ გამოცდების გუშინდელ სესიაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა.
განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ამის მიუხედავად აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემდნენ, მონაწილეობა მიეღოთ სხვა გამოცდებზე.წელს გამოცდებზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 150-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ისინი ოკუპირებულ გალში 27 ივნისს სასკოლო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდნენ. სწორედ 27 ივნისის საღამოს ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმმა ე.წ. საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
-
ჩვენს ტრადიციებში არ შედის ჩვენი ხალხის მისამართით თავხედობისა და მუქარების მოთმენა – კარასინი
ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში, განაცხადა, რომ ახალმა ატმოსფერომ რუსეთსა და საქართველოს შორის, უკვე დაიწყო ხალხების სასარგებლოდ მუშაობა.“სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრები ჟენევაში ეძღვნება მხოლოდ აფხაზეთის სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს. იქ არ განიხილება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები. მაგრამ რადგანაც იქ იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები, ჩვენ ნამდვილად დავუთმობთ ამ თემას გარკვეულ დროს ღონისძიების ჩარჩოებში.
როგორც ჩანს, საქართველოში დაავიწყდათ, რომ რუსეთს პატივსა და ღირსებაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. ჩვენს ტრადიციებში არ შედის ჩვენი ხალხის მისამართით თავხედობისა და მუქარების მოთმენა,
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ადეკვატური რეაქციის შედეგად გონს მოეგნენ ისინი, ვისაც პოლიტიკურ, თამაშში ანტირუსული რიტორიკისა და მუქარების ხარჯზე, ქულების ცინიკურად მიღება სურს,”-განაცხადა კარასინმა. -
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ბაბუცაძის, ქინძმარაულის, ნაკადულის, მამისაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ოქტომბრის, ჭყონდიდელის, დაისის, კნოლევის, ზესტაფონის, ერესთავის, მოლითის, მექანიზაციის, ღოღობერიძის, ტოროშელიძის, მაგნიტოგორსკის, ნინუას, ცოტნე დადიანის და ღრმაღელეს ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, კიევის, პასტერის, უზნაძის, სანაპიროს და დგებუაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ზემო ვაკის, რჩეულიშვილის, კეკელიძის, შატბერაშვილის და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, პარკი „მზიური“-ს მიმდებარე ტერიტორიის და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ერისთავ-ხოშტარიას, ბარნოვის, თვალჭრელიძის, კერესელიძის და გოგებაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), საავიაციო ქარხნის დასახლების, სამრეწველო დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძის და გეთიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიდი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, მისის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, მიშა ხელაშვილის, გვირილების, პაპაშვილის და შალიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ” თელასის” ინფორმაციაში
-
ევროპის მოედანზე დღეს, 12:00 საათამდე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით,შპს “თბილსერვის ჯგუფის” მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, ევროპის მოედანზე, 1 ივლისის 00:00 საათიდან 2 ივლისის 12:00 საათამდე, ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალა.
„მოძრაობა ასევე აკრძალული იქნება: – ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის გავლით, ევროპის მოედნის მიმართულებით; – მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნისა და მეტეხის ხიდის გავლით, ვახტანგ გორგასალის და კოტე აფხაზის ყოფილი ლესელიძის ქუჩის მიმართულებით. 2 ივლისის 09:00 საათამდე მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან (მტკვრის მარცხენა სანაპირო) მეტეხის გვირაბის პანდუსის გავლით, მარცხნივ ჩამსვლელი გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით (წრიული მოძრაობა დაკეტილი იქნება). 9 საათის შემდეგ კი ამ მიმართულებებზეც აიკრძალება ავტოტრანსპორტით გადაადგილება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
“ივანიშვილი არის ორჯონიკიძე მაგრამ არ გამოსდის ეს ორჯონიკიძეობა, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ “- დავით აქუბარდია
რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დავით აქუბარდიამ განცხადება გააკეთა.
ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და შეკრებილ მოქალაქეებს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა.
„რუსები სხვანი არიან და მათი ეს პოლიტიკური ელიტა არიან იმპერიალისტები და ამ იმპერიალისტებთან, რატომღაც უცნაურ ტანგოს ცეკვავს ჩვენი ბიძინა ივანიშვილი და ეს არის პრობლემა ჩვენი. გავმიჯნოთ უნდა მათი იმპერიული, აგრესიული რაღაცა წიაღსვლები და ჩვენი ხელისუფლების ეს უბედურება და საშინელება. უწვებიან, ცუდს აკეთებენ. მართლა გეუბნებით, ორჯონიკიძე მონაგონია. ალბათ გეხსომებათ, სტალინმა რომ ორჯონიკიძეს წერილი მისწერა – დასტური არის აიღე ქალაქიო. არც პუტინი არის სტალინი და არც ბიძინა ივანიშვილი არის ორჯონიკიძე, ან არ გამოსდის ეს ორჯონიკიძეობა, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ, ჩვენი ახალგაზრდობა დგას აქ და მე მეამაყებით ყველა,“ – აღნიშნა დავით აქუბარდიამ.