Category: არქივი

  • “პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ , ასე არ ხდება”- კალაძე

    “პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ  ასე არ ხდება”, ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე  20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. 

    “იყო გადაცდომები, რა თქმა უნდა, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიციელს, ვინც მონაწილეობდა გადაცდომაში, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ის ქმედებები, ის განცხადებები, ის მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ 20-ში საღამოს, ეს იყო ძალიან მძიმე, რასაც რა შედეგი მოჰყვა, ყველამ კარგად დავინახეთ. ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ ასე არ ხდება”, განაცხადა კალაძემ. 

    შეგახსენებთ რომ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გამოსული მომიტინგეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაშავდა ათეულობით ადამიანი.

  • დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ბილიკის გამაგრება დაიწყო – სასულიერო პირი

    უდაბნოს მონასტერთან მომლოცველებს და ადგილობრივებს არ უშვებენ. დავით გარეჯში ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით აზერბაიჯანულმა მხარემ ბილიკის გამაგრება დაიწყო –  ამის შესახებ  დავით გარეჯში მცხოვრებმა სასულიერო პირმა განაცხადა.

    მისი თქმით, ბილიკს აკეთებენ იმ გზის მიმართულებით, რომელიც ტრაქტორებით გაიყვანეს. მისი განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებმა ტომრებით მიიტანეს ქვები და ტერიტორიაზე დაყარეს.

  • “ვინც გახარიას უკიჟინებს, არ გადადგეს ასეთივე აღტყინებით ჩადებს მიწაში“ – ხუხაშვილი

    პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, მასობრივ აქციებს არ ჰყავს ბელადი. ხუხაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევის შემდგომ დაწყებული პროტესტის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ “ჩვენ მოწმე ვართ ეპოქალური ცვლილებების” ხუხაშვილის განცხადებით ახალგაზრდების ახალი ენერგიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მიმართვა, ან ტალახში ამოსვრა არავინ უნდა სცადოს.

    „საქართველოს უახლესი ისტორია სავსეა დრამატული მოვლენებით, რომელსაც მრავალი წლით განუსაზღვრავს ქვეყნის განვითარების დინამიკა. ასეთ დროს, უფრო საკუთარი სიმართლით შეიარაღებულნი და საკუთარი მონოლოგით სმენადახშულნი ვიძირებით ორთაბრძოლებში და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საბოლოოდ მაინც ქვეყანა მარცხდება.

    ჩვენ ახლა გავხდით 20 ივნისის შვილების „ამბოხი“-ს მოწმენი რუსეთის თავგასულობის, ხელისუფლების ძალადობის, ძალაუფლების უზურპაციის, უსამართლობის, მამების პოლიტიკური ცხოვრების წესის, ფასადურობის და სიყალბის წინააღმდეგ.

    სასტიკად ცდება ყველა, ვინც ამ მოვლენას განიხილავს „მიშა-ბიძინა“, „ამერიკა-რუსეთი“, თუ სხვა რომელიმე პოლიტიკურ-კონიუნქტურულ ჩარჩოებში. სინამდვილეში, ჩვენ მოწმე ვართ ეპოქალური ცვლილების, შესაძლოა, ბოლშევიზმის საბოლოო დამარცხებისა. მიუხედავად მავანთა მცდელობებისა, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავალდღიან მასობრივ აქციებს არ ჰყავს ბელადი. წინამძღოლია არა ადამიანი, არამედ ადამიანური ღირებულებები.

    ნუ ვეცდებით ამ ახალი ენერგიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მიმართვას, ან ტალახში ამოსვრას. სწორედ ახალი თაობა, არა მხოლოდ აქციებში მონაწილე, არამედ ისიც, ვინც ჯერ კიდევ ემზადება ასპარეზზე გამოსასვლელად, არის ის მესამე ძალა, რომელსაც ასე ელოდება ქართული საზოგადოება.

    ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ისტორიის ეს მომენტი კომპრომისის გზით ვაქციოთ არა ვიღაცის დამარცხების, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი გამარჯვების, სრულმასშტაბიანი დიალოგის დაწყების წერტილად. ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი შეუსრულებელი დაპირება. ახლა ეძლევა ბიძინა ივანიშვილს მისი შესრულების კიდევ ერთი, ალბათ უკანასკნელი ისტორიული შანსი.

    ამისათვის, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ:

    1. ძალის გამოყენება იყო კანონიერი.

    2. ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების მრავლობით და არა ცელკეულ ფაქტებს. ვითარება გამოვიდა კონტროლიდან და დადგა მძიმე შედეგი.

    ბატონმა გახარიამ უნდა გააცნობიეროს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით არის პასუხისმგებელი ამ პროცესებზე, აქვს შანსი, თავისი გადადგომით გზა გაუხსნას საერთო სახალხო დიალოგს, გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი განვითარების ფორმულის შემუშავების მიზნით. მან უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს განსაკუთრებული აღტყინებით უკიჟინებენ, რომ „არ გადადგეს“, ასეთივე აღტყინებით „ჩადებენ მიწაში”, როგორც კი რაღაც შეიცვლება. მათ ეს არაერთხელ გაუკეთებიათ.

    ამით ჩვენ ვეტყვით ახალგაზრდობას, რომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი არ იყო ფუჭი. ვეტყვით, რომ მათი თვალის ჩინის დაკარგვის ფასად ჩვენ აგვეხილა თვალები და მათთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპს, რომელმაც უნდა მოგვიტანოს ჭეშმარიტო თავისუფლება, სამართლიანობა და კეთილდღეობა“, – ნათქვამია გია ხუხაშვილის განცხადებაში.

  • თიბისი TKT.GE -ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

    თიბისი ბანკის ჯგუფმა (TBC BANK GROUP PLC) ბილეთების შეძენის ონლაინ პლათფორმა TKT.GE – ში თავისი წილი 26 % – დან 55 %-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ჯგუფმა TKT.GE -ს 26 % -იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა. მხარეებს შორის გარიგება სრულად შეესაბამება თიბისი ჯგუფის გადახდების ბიზნესის, ეკოსისტემების განვითარების და რეგიონში ექსპანსიის, კერძოდ აზერბაჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე შესვლის სტრატეგიას.

    ონლაინ პლათფორმა TKT.GE 2015 წელს შეიქმნა და დაარსებიდან 3 წლის თავზე მინიმალური კაპიტალით და ძლიერი გუნდის დამსახურებით უპირობო ლიდერი გახდა ქართულ ბაზარზე. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით და მომხმარებელზე ზრუნვით. TKT.GE – მ შეცვალა მომხმარებლის ქცევა, თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს.

    მუდმივად განვითარებადი პლათფორმის და გამოცდილი, პროფესიონალური გუნდის დახმარებით, TKT.GE – მ წარმატებით ჩაატარა 3000-მდე ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო დონის A Class-ის არტისტების მონაწილეობით. TKT.GE – ს მენეჯმენტი მზად არის მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს, უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.

    TKT.GE -ს ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია „ლემონდუს“ მიერ, რომელიც რჩება შპს „ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად და თიბისი ჯგუფთან ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე. „ლემონდუ“ არის წარმატებული IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა.

  • ხელისუფლებამ მომიტინგეების დასარბევად სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზიდან მოხსნა და თბილისში ჩამოიყვანა

    ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

    საქართველოს მთავრობამ, 20 ივნისის ღამეს, მომიტინგეების დასარბევად სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზიდან მოხსნა და თბილისში გადმოისროლა.

    „კურიერმა“ 20 ივნისის სისხლიანი ღამის სკანდალური დეტალები გაარკვია. სულ თბილისში ანტისაოკუპაციო მიტინგის დასარბევად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის 15 000 თანამშრომელი იყო მობილიზებული. ინფორმაციამ უშუალოდ დარბევაში მონაწილე პირებისგან გაჟონა.

    „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გივი თარგამაძე “კურიერთან” ექსკლუზიურად ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზიდან პარლამენტის შენობასთან რამდენიმე დანაყოფი მიიყვანეს.

    “რაც ყველაზე მთავარი და ყველაზე კატასტროფულია, იყო გარკვეული საკმაოდ დიდი რაოდენობა, რამდენიმე დანაყოფი, რომელიც მოხსნეს საოკუპაციო ხაზიდან და მოიყვანეს აქ. დაცვის სამსახურები, რომლებიც არის აკუმულირებული, აფელირებული შსს-სთან, ეს იქნება „ალგანი“ თუ სხვა სამსახური, ამ ადამიანებს კიდევ ცალკე დავალება ჰქონდათ, ისინი იყვნენ გაფანტული ხალხში, ისინი ახერხებდნენ პროვოკაციების შექმნას, ადამიანები, რომლებიც პოლიციის მიღმა უსწორდებოდნენ ხალხს, ჩემი აზრით, ეს არის სწორედ ამ დაცვის სამსახურის წარმომადგენლები,“ – განაცხადა გივი თარგამაძემ.

    თარგამაძე ამბობს, რომ დარბევაში ყველა ის უწყება მონაწილეობდა, რომელსაც ძალოვან სტრუქტურებთან კავშირი აქვს. სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა, გივი თარგამაძეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ დარბევა წინასწარ იყო განზრახული.

    „მთლიანობაში, როტაციის გათვალისწინებით, ამ დარბევაში მონაწილეობდა 15 ათასი პოლიციელი დავარქვათ პირობითაც, იმიტომ, რომ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები იყვნენ. დასაწყისში პარლამენტის შენობაში იყო 7 ათასი პოლიციელი, რაც თავისთავად გამორიცხავდა იქ შესვლას და ა.შ. ეს რიცხვიც ალბათ მეტყველებს იმაზე, რომ დარბევა იყო წინასწარ განზრახული, მე ასე მგონია, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რიცხვია. აქ მონაწილეობდა ყველა უწყება, რომელიც შეხებაში არის ძალოვანთან,“ – ამბობს თარგამაძე.

    თარგამაძის ინფორმაციით, დარბევაში მონაწილებდნენ, კახეთის, აჭარის, ზუგდიდის, რუსთავის, მცხეთის, თბილისის, გორის, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოები, კრიმინალური პოლიცია, საოკუპაციო ხაზიდან მოიხსნა რამდენიმე დანაყოფი. ამ პროცესებში ასევე ჩართული იყო სასაზღვრო პოლიცია და სხვა უწყებებიც.

    თარგამაძის თქმით, სულ განხორციელდა 18 ათასი გასროლა. სულ ასი მსროლელი იყო, მათგან 50 -სნაიპერი.

    თუ ვინ არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ გვარს არ ასახელებს გივი თარგამაძე.

    „ბრძანებებს ვინ გასცემდა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ამ მომენტში, იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის შენობაში ბატონი გახარია, მისი მოადგილე საბანაძე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ჩუბინიძე, საპატრულო პოლიციის მოადგილე სირაძე, კაკუჩიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი,“ – განაცხადა თარგამაძემ.

  • მომხმარებელმა “ნიკორას” პროდუქციაში წრუწუნას ფეხი აღმოაჩნია

    სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნიკორაში“ შეძენილ პელმენში წრუწუნის ფეხი აღმოჩნდა. რუსკა შონია ფეისბუქზე აქვეყნებს ფოტოებს და ავრცელებს ინფორმაციას რომ მისი მეგობარი  ახლა საავადმყოფოში წევს.  

    “ეს არის ნიკორას პროდუქცია! რომელშიც აღმოჩნდა წრუწუნის ფეხი, ჩემი თვალით ვნახე, ჩემი მეგობარი ახლაც საავადმყოფოში წევს”- წერს რუსკა შონია 

  • ტურისტების შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოლოდინებზე აისახა- კობა გვენეტაძე

    ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, აისახა მოლოდინებზე, – ამის შესახებ  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

    „გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო სერვისების შემოსავლები, რომლებიც უნდა ყოფილიყო, იქნება ნაკლები. სწორედ ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციას. ის კორექტირება, რომელიც ეკონომიკაში ხორციელდება, აუცილებლად არის ისეთი, რომელიც ყველაზე ნაკლები დანახარჯებით გამოიყვანს ასეთი სიტუაციებიდან ქვეყანას.

    დღესდღეობით რთულია იმის შეფასება, რა რაოდენობის და რა გავლენა ექნება ამას, რადგანაც ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იმ შედეგების მიხედვით, რომელიც იყო მიმდინარე ანგარიშების კუთხით პირველ კვარტალში, ვფიქრობ, წნეხი დიდი არ უნდა იყოს“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

  • “რა ხდება, გადაეცით გარეჯი აზერბაიჯანელებს და არ გვეუბნებით?”- დავით ქაცარავა

    მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემას ააქტიურებს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სადაო ტერიტორიის, ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანელებს ბილიკი გაჰყავთ.

    “ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანელებს გაყავთ ბილიკი. ამ მოცემულობითდელიმიტაციის კომისიის ე.წ. მუშაობა სუფთა ფორმალობაა.დუმს როგორც დელიმიტაციის კომისიის ყველა წევრი, ასევე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ოპოზიციის ჩათვლით.რა ხდება ბატონებო და ქალბატონებო, გადაეცით გარეჯი აზერბაიჯანელებს და არ გვეუბნებით???.”

    დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა მაისში დაიწყო. 

  • “რომელ ნიჭიერზე ნაკლები ნიჭიერი მე ვარ?მთავრობა არ მაფინანსებდა არასოდეს”-იუნა შაფათავა

    მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში მსოფლიოში ცნობილ, ქართველ საოპერო მომღერალს ანიტა რაჭველიშვილს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ მისგან განსხვავებით ის მთავრობისგან დაფინანსებას არ ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერია. მან ასევე განაცხადა, რომ ანიტა რაჭველიშვილის არც ერთ ნამღერს პროტესტის ნიშნად ტაშს არ დაუკრავს.
    “არ ვიცოდი, რომ ასეთი უზრდელია ეს ჩვენი ანიტა რაჭველიშვილი.
    caption ჩაასწორა და ელემენტარულად ჩემ ადამიანურ კომენტარზე ფსიქოზი დაემართა.
    არა ბატონო, ერთხელ თამარ ივერის ისტერიკებს ვუთმინე Bollywoodის გადაღებაზე თბილისში და ახლა ამის ბულინგს რატომ უნდა ვუთმინო? ის კომეტარები მის კედელზე ჩემზე,ნორმალურია? იურისტის “მუქარაზე” გამეცინა, თვითონ არღვევს ადამიანის უფლებებს და ვერც ხვდება ამდენს
    ქართველი “სელებრითი” და უზრდელობა სინონიმია?
    რომელ “ნიჭიერ”ზე ნაკლები ნიჭიერი მე ვარ? ერთი სხვაობაა- მთავრობა არ მაფინასებდა არასოდეს არაფერში და არ მიმათხოვრია ფული, თქვენი ივერების, რაჭველიშვილების და სხვათა და სხვათაგან გასხვავებით, სია დიდია.
    ჩემი ბრალია მე დავისვი თავზე, ფასს არ ვიდებ.
    ამისი გამიკვირდა, ნაცი თურმე დიაგნოზია, გინდ მეტ ოპერაში იმღერე, გინდ ლა სკალაში და სადაც გინდა….
    არ წავალ ამის ნამღერ არც ერთ ოპერაზე, დოლარს არ გადავიხდი არც აპლოდისმენტს გავიმეტებ”-წერს შაფათავა.
    დაპირისპირება სოციალურ ქსელში განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს მოჰყვა.
    შეგახსენებთ, რომ მსახიობმა იუნა შაფათავამ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარია  მხარდაჭერა ნიუ იორკიდან გამოუცხადა. ვიდეოზე რომელიც სანაპიროზეა ჩაწერილი შაფათავა გახარიას უმღერის და სთხოვს არ წავიდეს, რადგან მისი აზრით მინისტრმა “ნაცები“ უნდა დაამარცხოს.
  • როგორ გამოიყურება ახალი ათლარიანი, რომელიც მიმოქცევაში ოქტომბრიდან ჩაეშვება

    ეროვნულმა ბანკმა ახალი 10 ლარის ნომინალის ბანკნოტი წარმოადგინა, რომელსაც მიმოქცევაში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან  გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.
    ლარის ბანკნოტების განახლების პროცესი 2015 წლიდან დაიწყო. პირველ რიგში 20, 50, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდა. 2017 წელს მიმოქცევაში ჩაეშვა ახალი 5 ლარიანი ბანკნოტები. ათლარიანი ბანკნოტი კი ბოლოა. ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა.
    განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.
    უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი” და საქართველოს სახელმწიფო გერბი.
    ეროვნული ბანკის ინფორმაციით განახლებული ბანკნოტი დაცულია, როგორც მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით.