Category: არქივი

  • ქართველ მორაგბეებს რუსულმა გუნდმა პროტესტის მხარდამჭერი ჟესტის გამო კონტრაქტი შეუწყვიტა

    რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე “სლავამ” რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა.ინფორმაციას ამის შესახებ რაგბი ტვ ავრცელებს.

    მიზეზი კი ლელოს ის აღნიშვნა გახდა, სადაც ქართველმა მორაგბეებმა თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

    “ჩათვალეს, რომ პოლიტიკურჺდ დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს.” – განაცხადა რეზი ბროძელმა.

  • აივნიდან გადმოვარდნილი წლინახევრის გოგონა გარდაიცვალა

    წლინახევრის გოგონა, რომელიც 2 კვირის წინ აივნიდან გადმოვარდა, დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

    როგორც ცნობილი გახდა, უბედური შემთხვევა მეზობლის ბავშვის დაბადების დღეზე 18 ივნისს  მოხდა, გოგონა სათამაშო მანქანაზე იჯდა და უმოაჯირო აივნიდან გადავარდა.

    ბავშვის გადარჩენას ექიმები 2 კვირის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. 

  • “მშვენივრად შეგფუთავთ ბიძინა ივანიშვილი”…„გუბაზ, შეფუთულები გარშემო,სხვაგან ნახე” – კამათი სანიკიძესა და უსუფაშვილს შორის

    ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესში ხელისუფლებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება კოლეგების გადაწყვეტილებას, რომლებიც გუშინ ქართული ოცნების მიერ გამართული პროპორციული სისტემის პრეზენტაციაზე მივიდა. ამ საკითხზე კამათი რუსთავი2–ის გადაცემა არჩევანში გაიმართა. აზრთა სხვადასხვაობაა გუბაზ სანიკიძეს და დავით უსუფაშვილს შორის:
    „თუ ბიძინა ივანიშვილი კობახიძეს გისვამს მოსალაპარაკებლად და შენ კობახიძეს ელაპარაკები, ჩათვალე, მის ველზე ხარ უკვე,“ – ამ სიტყვებით მიმართა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ „შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს.
    გუბაზ სანიკიძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ივანიშვილი რეალურად არ გეგმავს. მისივე განცხადებით, „ოცნების“ ლიდერი შეეცდება, რომ პატარა პარტიებზე გავლენა მოახდინოს.
    „ისე მშვენივრად შეგფუთავთ ის ბიძინა ივანიშვილი, შენ კი მიხვდები, მაგრამ ბევრი ვერ მიხვდება,” – მიამრთა სანიკიძემ უსუფაშვილს.
    სანიკიძის პოზიცია სრულიად მიუღებელია დავით უსუფაშვილისთვის.
    „გუბაზ, შეფუთულები გარშემო სხვაგან ნახე რა,“ – ამბობს უსუფაშვილი.
    გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება თუ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ექნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
    „ჩემი თხოვნა იქნება, თუ ოპოზიციური ერთობა გვინდა და ერთი პირობებით გვინდა, წარვდგეთ კოლაბორაციონისტებთან, ჩვენ უნდა, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იქიდან ვინ იჯდება, ამას აქვს მნიშვნელობა. კობახიძე რომ არ უნდა იჯდეს მოსალაპარაკებლად, ეს არის ჩემთვის ცხადზე უცხადესი,“ – განაცხადა სანიკიძემ.
    დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა.
    „ექნება მცდელობა და მე კიდევ თავი მაბია ამისთვის და ყველა ცდილობს, სადმე შემითრიოს და არსად არ შევეთრევი, აქეთ შემოეთრიოს ვინმე თუ უნდა,“ – ამბობს უსუფაშვილი.
  • აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მდგარი სკულპტურა წითლად შეღებეს

    13 დღეა  პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  დღეს გიორგი ყოლბაიას ინიციატივით აქტივისტებმა პარლამენტთან სკულპტურა დადგეს რომელიც შემდეგ წითელი სარებავით შეღებეს. 
    პერფორმანსის ავტორის განცხადებით,  სკულპტურა დღევანდელი ძალადობრივი ხელისუფლების სიმბოლოა, ხოლო წითელი საღებავი 20 ივნისის დარბევის დროს მოქალაქეების დაღვრილი სისხლია.

  • მაკო გომურს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა

    მაკო გომურს გერმანიაში  პირველი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

    როგორც აქციის წევრებმა განაცხადეს, 18 წლის მაკო გომურის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.

    შეგახსენებთ, 20 ივნისს ღამით, პარლამენტის წინ აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზთან ერთად რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. 

    აქციის დაშლის დროს  240 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანმა მხედველობა დაკარგა.  მათ შორის იყო 18 წლის მაკო გომური, რომელმაც თვალი დაკარგა.  მისი თქმით, მცირე შანსი არსებობს, იმის რომ მისთვის თვალის გადანერგვა მოხერხდეს.

    20 ივნისის აქციის დროს დაშავებული ხუთი პაციენტი კვლავ რჩება კლინიკებში.

    მძიმე იყო 2 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ.  23 წლის  პაციენტს ნეიროქირურგიული და თვალის აღდგენითი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის  დამაკმაყოფილებელია ასევე 32 და 46 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც მკურნალობას ინტენსიური დაკვირვების პალატაში აგრძელებენ.

  • “თუ პოლიციელს ემუქრება საფრთხე ზოგ შემთხვევაში არ სჭირდება ბრძანების მიცემა”- თალაკვაძე

    გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა, ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოება და სახელმწიფო ძალადობრივი სცენარისგან, დაეცვა პარლამენტი ამ ძალადობრივი შეჭრისგან. ეს არის მისი, როგორც მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. თუ ვინ გასცა აქციის დარბევას ბრძანება მან ასე უპასუხა:

    “მეც ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და თქვენი შვილიც  მუშაობდა. ჩემი კოლეგა იყო და შეგიძლიათ მასაც ჰკითხოთ: როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს ხდება უსაფრთხოების ზომების მიღება, ეს ყველაფერი ბრძანებით წინასწარ არის გაწერილი, თუ რა დანაყოფები რა საპოლიციო მოქმედებებს გამოიყენებენ. ეს წინასწარ არის გაწერილი.  როდესაც ადგილზე არის საუბარი ოპერატიულ მართვაზე, იქ, რეალურად, პოლიციელებს აქვთ წინასწარ შემუშავებული სცენარი, რომ თუ მათზე მოხდება თავდასხმა, თუ მათ დაემუქრებათ პირდაპირი საფრთხე, რაც იქ ჩანდა და ყველა დავრწმუნდით, პოლიციელებს დაემუქრათ პირდაპირი საფრთხე. ისინი ვალდებულნი არიან იმოქმედონ და ამას ზოგ შემთხვევაში ბრძანების მიცემაც არ სჭირდება. როდესაც პოლიციელს უახლოვდება ადამიანი, სხვა სტანდარტულ სიტუაციაში და ვთქვათ, ხელში უჭირავს დანა, პისტოლეტი ან რაღაც ნივთი, რომელიც პირდაპირ საფრთხეზე მიანიშნებვს, პოლიციელი იქ მოქმედებს პირდაპირ. ეს ასე არის ყველა დასავლურ სახელმწიფოში, მას არ სჭირდება გადარეკვა მინისტრთან, ეს ადამიანი მემუქრება და ვიმოქმედო თუ არა”.  – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

  • „მე მომწონს რუსეთი“ – „ქართული ოცნების“ წევრი ოკუპაციას ამართლებს

    „ქართული ოცნების“ საჯარო მოხელე ოკუპაციას ამართლებს. სოფელ მელაურის თემში მერის წარმომადგენელი სოფიკო კიკაჩეიშვილს ევროპულ ცივილიზაციას ერთმორწმუნე რუსეთის პოლიტიკა ურჩევნია. საჯარო მოხელისთვის სულ ერთია, მეზობელი ქვეყანა ოკუპანტია თუ არა, მთავარია, რომ მას მოსწონს რუსული კულტურაც, სამზარეულოც და რუსული მოდაც.

    ანტირუსული დამოკიდებულებების გამო, სოფიკო კიკაცეიშვილი 13-დღიანი პროტესტის ახალგაზრდა მონაწილეებს დაუპირისპირდა. სამტრედიის მერის წარმომადგენელმა საკრებულოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების გამო, ახალგაზრდებს კი, რომელიც გახარიას გადადგომას მოითხოვენ, შეურაცხყოფა მიაყენა.

    ოპოზიციამ ანტიქართული განცხადებების გამო, სოფიკო კიკაჩეიშვილის გადადგომა მოითხოვა. თავად საჯარო მოხელე კი მის გამოსვლებში პრობლემას ვერ ხედავს.

    საჯარო მოხელის მხრიდან გაკეთებული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოფელ მელაურის თემში მერის წარმომადგენელის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.

    ოპოზიციისგან განსხვავებით, სოფიკო კიკაჩეიშვილის ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ პასუხობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

    სოფელ მელაურის თემში მერის წარმომადგენელმა პროტესტი ჯერ სოციალური ქსელით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე გამოთქვა.

    ის ახალგაზრდა გამომსვლელების განცხადებებმა გააღიზიანა, მოგვიანებით დამოკიდებულება შეარბილა, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ერთმორწმუნე რუსეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა „ქართული ოცნების“ მთავარი სამოქმედო გეგმა უნდა იყოს.

  • გაურკვეველი ორინეტაციის არსებები-ყვარელში “ოცნების” საკრებულოს დეპუტატი აქციის მონაწილეებზე წერს

    ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ნინო ხუციშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე  პარლამენტის წინ შეკრებილლ აქციის მონაწილეებს “გაურკვეველი ორიენტაციის” არსებებს უწოდებს.

    დისკრიმინაციული პოსტი მან საკუთარ ფეისბუქზე  დღეს გამოაქვეყნა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პოსტი, სადაც საკრებულოს მოქმედი დეპუტატი აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობს.

    “მოწევენ და გახარია და დაზარალებული ახალგაზდდები კი არა, საკუთარი გამჩენი ავიწყდებათ”-წერს ხუციშვილი აქციის მონაწილეებზე.

    ხუციშვილმა  აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის სალომე ბარკერის  შესახებაც დაწერა და აქციის მონაწილეებს “სექსტანტები” უწოდა.

    “ამისი დაორგანიზებული აქცია და იქ მდგომი სხვადასხვა ჯურის სექტანტები კი ორმაგად, ამაზე უფრო მეცოდებიან”-წერს ხუციშვილი.

  • რამდენი ათასი პოლიციელი მონაწილეობდა 20 ივნისის დარბევაში

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  20 ივნისის ღამეს პოლიციელების რაოდენობაზე დღეს გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.უწყების ინფორმაციით,  20 ივნისის ღამეს რუსთაველზე დაახლოებით 5000 პოლიციელი იმყოფებოდა.

    შსს-ს განმარტებით, პოლიციელების ეს რაოდენობა დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციულია.

    შეგახსენებთ, გივი თარგამაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის დაშლაში დაახლოებით 15 000 პოლიციელი მონაწილეობდა. მისი ინფორმაციით, სამართალდამცავთა მიერ განხორციელდა დაახლოებით 18 000  გასროლა.

    “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, აქციის დასარბევად გამოიენეს საოკუპაციო ხაზთან მყოფი პოლიციელები. ისინი გახარიას ბრძანებით, 20 ივნისის საღამოს საგუშაგოებიდან მოხსნეს და თბილისში გადმოისროლეს.

  • თბილისში ეროვნულ გამოცდებზე შესვლას აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა

    თბილისში ორი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს. ერთ-ერთს საგამოცდო ცენტრში ტელეფონი შეჰქონდა, ხოლო მეორე შემთხვევაში გამოცდაზე შესვლას და გამოცდის დაწერას აბიტურიენტის მაგივრად სხვა პირი ცდილობდა.

    ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ  დაიწყო და დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მე-3 და მე-4 სესიები შედგა.  ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.