Category: არქივი

  • პუტინის „ ნომერ პირველმა პროპაგანდისტმა“ ფოტო გამოაქვეყნა სადაც ბორჯომს სვამს

    ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და რუსული პროპაგანდის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა  სახემ ვლადიმერ სალავიემ,  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო სადაც დაწერა რომ ფოტოს გადაღებისას ის ახალი გადაცემისთვის ემზადებოდა.  

    მისმა გამომწერებმა შენიშნეს რომ ფოტო რომელიც ატვირთა ჟურნალისტმა  მაგიდაზე ბორჯომის 2 ბოთლი ედო. ამის გამო მას ახსნა განმარტება მოსთხოვეს.  
    „ანუ  ვზივართ ვსვამთ ბორჯომსა და ეთერში საქართველოს ვაკრიტიკებთ“, –  უწერს ერთ-ერთი გამომწერი სალავიეევს.

    ვლადიმერ სალავიოვმა ბოლო დღეებში  საქართველოში განვითარებულ მოვლენებს  რამდენიმეჯერ გამოეხმაურა ერთი გადაცემა კი  მთლიანად  საქართველოს დაუთმო, სადაც ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას სრულიად ეთანხმებოდა, ასევე აღნიშნა ისიც რომ  ყველაფერის პროვოკატორები ამერიკელი აგენტები არიან.

    შეგახსენებთ რომ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გამოსული მომიტინგეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაშავდა ათეულობით ადამიანი.

  • “შიმშილით გარდაიცვალა, გესმით? ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა” -ყოფილი ჟურნალისტის ტრაგიკული ისტორია

    ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნანა ნა­დი­რა­ძე უკიდურეს სიღარიბეში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი ავ­ცე­ლებს. სინ­ჯი­კაშ­ვი­ლის ინფორმაციით,ნანა ნა­დი­რა­ძე უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში, შიმ­ში­ლით და­ი­ღუ­პა.

    “ბო­დიშს ვიხ­დი, ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია! გუ­შინ ნა­პოვ­ნი ნანა დე­ი­დას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ და დი­ლას გარ­და­იც­ვა­ლა. ქალი რამ­დე­ნი­მე წელი იწვა გა­უნ­ძრევ­ლად, პას­პორ­ტის და ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბუ­თის გა­რე­შე და ავად­მყო­ფო­ბით და შიმ­ში­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, გეს­მით? შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და მისი გა­დარ­ჩე­ნა! სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ძა­ხე­ბა დაგ­ვჭირ­და რომ უბ­რა­ლოდ მა­ცი­ვარ­ში ჩა­ვას­ვე­ნოთ. აირ­წი­ნა­ღე­ბით ვმუ­შა­ობთ სახ­ლში, ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. ერთ დროს ცნო­ბი­ლი, გა­ზე­თი “თბი­ლი­სი”-ს ჟურ­ნა­ლის­ტი, ქა­ლაქ­ში ცნო­ბი­ლი ლა­მა­ზი ქალი – ნანა ნა­დი­რა­ძე რამ­დე­ნი­მე წელი უშუ­ქოდ, უწყლოდ და ერთ კუ­თხე­ში მი­წო­ლი­ლი სიკ­ვდილს ელო­დე­ბო­და.

    ნანა დე­ი­დას დავ­კრძა­ლავთ ისე, რო­გორც მას შე­ე­ფე­რე­ბო­და, გა­ვუ­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, თუკი რა­მე­ღაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ გული მე­რე­ვა იმ ქვე­ყა­ნა­ზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლით კვდე­ბა ნა­გავ­ში. გული მე­რე­ვა ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს აბ­რა­ლე­ბენ ამ ქა­ლის სიკ­ვდილს. გული მე­რე­ვა ყვე­ლა­ზე ვინც პრე­მი­ე­ბით სკდე­ბა და მის ქა­ლაქ­ში უპატ­რო­ნო­ბით კვდე­ბა ახალ­გაზ­რდა ქალი.ეხლა ნანა დე­ი­დას პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ვას­ვე­ნებთ, პა­ნაშ­ვიდ­საც გა­და­ვუხ­დით და ღირ­სე­უ­ლა­დაც გა­ვას­ვე­ნებთ მისი სახ­ლი­დან. დაკ­რძალ­ვა იქ­ნე­ბა ზეგ, ხუთ­შა­ბათს. ჩვენ აქ ვართ ბი­ჭე­ბი, ნანა დე­ი­დას ჭი­რი­სუფ­ლე­ბი. მოს­ვლა თუ გინ­დათ ვინ­მეს, ტე­ლე­ფონ­ზე და­მი­რე­კეთ, ინ­ფო­ში მი­წე­რია. ბო­დი­ში, მეტი აღა­რა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია”, – წერს აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი.

    აკა სინჯიკაშვილმა ლოგინად ჩავარდნილი ქალის შესახებ პირველად გუშინ დაწერა. ის ყველას სთხოვდა დახმარებოდნენ ქალს, თუმცა როგორც ჩანს მისი დახმარება ექიმებმა ვერ შეძლეს.

    “ძალიან სასწრაფოდ სჭირდება ექიმი და მკურნალობა, თორემ მართლა რამდენიმე დღეც შეიძლება ვერ იცოცხლოს”-წერდა სინჯიკაშვილი ჯერ კიდევ გუშინ.

  • სურსათის სააგენტო შეისწავლის, იყო თუ არა “ნიკორას” პელმენში ვირთხის ფეხი

    სურსათის ეროვნული სააგენტო შეისწავლის, იყო თუ არა ვირთხის ფეხი ნიკორას პელმენში. მათი ინფორმაციით, შესაბამისი მოკვლევა დაიწყება, რის შემდეგაც სააგენტო  შესაბამის ზომებს მიიღებს.

    შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნიკორაში“ შეძენილ პელმენში ვირთხის ფეხი აღმოჩნდა. 

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი დრონების შესაძენად 32 598 ლარს გამოყოფს

    საზოგადოებრივი მაუწყებელი დრონებს ყიდულობს.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 32598 ლარია.

    ელექტრონული ტენდერი დღეს,  გამოცხადდა და დაინტერესებულს პირებს წინადადებების შეთავაზება 13-დან 15 ივლისამდე შეუძლიათ.

    ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს უპილოტო საფრენი აპარატები, იგივე დრონები და მისი სათადარიგო ნაწილები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

  • „სვეტის“ დამფუძნებელს 8 წლით, გენერალური დირექტორს კი 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

    სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის გივი ჯიბლაძისა და გენერალური დირექტორის თორნიკე ჯანელიძის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

    ჯიბლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯანელიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

    სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანელიძე გასული წლის 3 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

    მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წაუყენეს, რაც თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებას გულისხმობს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

  • შეკვეთილში მიკროავტობუსი გადაბრუნდა – დაშავებულია 12 ჯარისკაცი

    ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში –  მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ, გადაბრუნდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

    ისინი ბათუმიდან სენაკის სამხედრო ბრიგადაში მიდიოდნენ. 12-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

    ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

  • ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 20 ივნისს დაშავებული დავით გრიგორიანი მკურნალობას საზღვარგარეთ გააგრძელებს

    ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 20 ივნისის ღამეს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  ამ დროისათვის საავადმყოფოებში 4 დაშავებული რჩება, 5 კი – მკურნალობის კურსს საზღვარგარეთ გადის.

    „ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა და კარგი შედეგი, ვინაიდან ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ ოთხი პაციენტი და მათი მდგომარეობა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი. ხუთი პაციენტი იმყოფება საზღვარგარეთ და ისინი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან ჩვენი მხრიდანაც და ასევე, ჩვენი პარტნიორი კლინიკების მხრიდანაც. ჩვენ გვაქვს მუდმივი ინფორმაცია პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

    ტიკარაძემ კომენტარი დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის შესახებაც გააკეთა, რომელსაც 20 ივნისის ღამეს ტყვია თავში მოხვდა და თავის ქალა ჩაუმსხვრია. მინისტრის განმარტებით, გრიგორიანი კლინიკიდან გაეწერება, თუმცა მკურნალობას საზღვარგარეთ განაგრძობს.

    „გრიგორიანს აქვს ძალიან კარგი დინამიკა. გრიგორიანი კლინიკას დატოვებს, მაგრამ გაემგზავრება საზღვარგარეთ სამკურნალოდ,“- განაცხადა ტიკარაძემ.

  • განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა

    2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

    განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

    განახლებული ბანკნოტების დიზაინში ასახულია საქართველოს ის კულტურულ-ისტორიული და ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც თითოეულ ნომინალზე თემატურადაა წარმოდგენილი. განახლებულ ბანკნოტებზე გამოსახულია/დატანილია ძველ ნომინალზე არსებული სურათები, თუმცა განსხვავებული პორტრეტებითა და რაკურსებით. ასევე, ლარის ბანკნოტზე შეიცვალა და დაემატა დიზაინის ცალკეული ელემენტებიც. აღსანიშნავია, რომ თემატიკის შენარჩუნების თვალსაზრისით, ახალი ბანკნოტების, კერძოდ კი 5 და 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტების დიზაინში გადატანილია 1 და 2-ლარიანი ბანკნოტების დიზაინში არსებული ძირითადი მოტივები. ყოველივე ეს კიდევ უფრო მეტი სიზუსტითა, მრავალფეროვნებით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

    დღეს კი წარმოგიდგენთ განახლებული ლარის ოჯახის ბოლო წევრს – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტს, ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა”, – განაცხადა პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

    განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან “გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

    უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები “იმერეთი-დედაჩემი” ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს დავით კაკაბაძეს დაბადებიდან 130 წლისთავი უსრულდება და ამდენად, გარკვეულწილად სიმბოლურია, რომ განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის გამოშვება სწორედ საიუბილეო წელს მოხდება.

    განახლებული ბანკნოტი დაცულია, როგორც მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით.

    განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.

    ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინის შემადგენელი დეტალები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული დამცავ ნიშნებთან, მათი გაფორმების სტილი, პარამეტრები და დამცავი ნიშნები თანამედროვე, აპრობირებული და თანმიმდევრულია თითოეული ნომინალისათვის და მთლიანობაში ქმნის ერთიანი ოჯახის კონცეფციას, რაც იყო კიდევაც პროექტის ძირითადი მიზანი.

    ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინი შექმნა ბაჩა მალაზონიამ.

  • ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8237 ლარი გახდა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 შეადგინა.

    ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 1 ევროს ღირებულება 3.1902 ლარია.

  • “მინდა მანდვე დაგბრიდო და ვისიამოვნო”- პარლამენტთან გამართული აქციების ორგანიზატორს მოკვლით ემუქრებიან

    პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ მას მოკვლით ემუქრებიან.ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა  სადაც ასევე  აქვეყნებს მუქარის შემცველ კომენტარის სქრინს.
    ამ დროისთვის გიგა მაქარაშვილი პოლიციაში იმყოფება, სადაც მუქარის შესახებ განცხადება შეიტანა. 

    “შევედი მე პოლიციაში და ვნახოთ როგორ უნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა!!!” – წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

    გიგა მაქარაშვილი მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ერთ-ერთი დამფუძნებელია.