Category: არქივი

  • თბილისში გახარიას გადადგომის მოთხოვნით მსვლელობა იმართება

    პროტესტის მეთოთხმეტე დღეს,  თბილისში მსვლელობა იმართება, ამ წუთებში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ავტოკოლონა  რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შსს-სკენ მიემართება.

    შეძახილებითა და საყვირებით მათი ნაწილი სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივა.

    საღამოს შვიდ საათზე კი აქცია პარლამენტის წინ გაიმართება. 

  • შსს 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    “გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ოფიციალური ინფორმაცია, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ.
    გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.

    სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სამინისტროები ანდა მათი ქვედანაყოფები.

    ამის ერთ-ერთი დადასტურებაა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ღონისძიებაში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს ე.წ. სპეცრაზმი. გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სპეციალური დანიშნულების ძალების სამმართველო 2019 წლის 14 თებერვლიდან გაუქმებულია.

    შესაბამისად, ამ ქვედანაყოფის საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს”,-აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

  • რუსული მედიის ცნობით, ჯგუფი “მგზავრები” მოსკოვში კონცერტს გამართავს

    ჯგუფი “მგზავრები” მოსკოვში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

    მათი  ცნობით, “მგზავრების” კონცერტი 2019 წლის 26 ივლისს მწვანე თეატრში  შედგება.

  • რუსეთის ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის-Amnesty International

    რუსეთის  ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის-ამის შესახებ Amnisty International-ის ანგარიშშია აღნიშნული.
    60- გვერდიანი ანგარიშის ძირითადი ნაწილი ეთმობა “ბორდერიზაციის” პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების შელახვას.

    ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოჯახები მავთულხლართების გამო რისკის ქვეშ არიან, ასევე გახლეჩილები  არიან ერთმანეთისგან სოფლები  და დაშორებული არიან საარსებო წყაროებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ასევე ოჯახის წევრების სასაფლაოებს. 

    „რუსეთის ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ათასობით ადამიანი უკანონოდ დაპატიმრების  რისკის ქვეშ დგას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას ნათესავების სანახავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუშავებლად თუ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისთვის.  ოჯახები მოწყვეტილი არიან შემოსავლის ძირითად წყაროს “, – ნათქვამია ანგარიშში.

    Amnesty International-მა ერთწლიანი კვლევა აწარმოა. კვლევის ფარგლებში 150-ზე მეტი დაზარალებული გამოიკითხა. 2018 წელს ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისსა და კონფლიქტით დაზარალებულ იმ სოფლებში ჩავიდნენ, რომლებიც  “ბორდერიზაციის” ზონაში მოხვდა.

  • მაკო გომური და გიორგი სულაშვილი საავადმყოფოდან ერთობლივ ფოტოს აქვეყნებენ

    20 ივნისის აქციაზე დარბევისას დაშავებული მაკო გომური და გიორგი სულაშვილი ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებენ. ისინი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებიან.

    ორივე მათგანს მარცხენა თვალი სპეცრაზმის ნასროლი რეზინის ტყვიებით აქვს დაზიანებული. მაკო გომურს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 3 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    საბურთალოს რაიონში  10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, ირაკლის გამრეკელის, ნუცუბიძის და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუკიას ბაღის, გამრეკელის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ხოლო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლაზოს ჩიხის, დავით სარაჯიშვილის, კაჭარავას, გელა ჭედიას და ედიშერ გარაყანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ბეთლემის აღმართის, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, კოტეტიშვილის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კერესელიძის, დავით თორაძის, მაყაშვილის, ზანდუკელის და ჭოველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კიტა აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, 09:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, კაჭარავას, დესპინე გელოვანის, ეთერ კაკულიას, უჯარმის, ბოცვაძის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, მიშველაძის და პატარძეულის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „წერეთელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, გორის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, ცემის, ცაბაძის, იამანიძის, მაიაკოვსკის, ფოთის, სოხუმის, ვლადიმერ ვორონინის, იროდიონ ევდოშვილის და სლავა მეტრეველის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 20 საათიდან 21 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, აეროდრომის დასახლების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”-აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.