Category: არქივი

  • ჯობდა ისევ პროვინციულ პორნოფილმებში ეთამაშა – ცოტნე გამსახურდია მაკა ჩიჩუას გუშინდელ შესრულებაზე

    ცოტნე გამსახურდიამ ყოფილი პირველი ლედის მაკა ჩიჩუას გუშინდელი შესრულება გააკრიტიკა.

    “ხომ არ შეიძლება ყველაფრის გაბანძება შენი უნიჭო ეგოს წარმოსაჩენად? რა გათხლეშილ კაიფშია ნახეთ…ჯობდა ისევ პროვინციულ პორნოფილმებში ეთამაშა ადრინდელივით”-წერს გამსახურდია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ გუშინდელ აქცია-კონცერტზე ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა სიმღერა “არასდროს” შეასრულეს, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ეძღვნება.

  • ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი დააკავეს

    ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალჩინოსანი დააკავეს. 

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია ს. დააკავეს.

    უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია ს-მ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3300 ლარი.

    გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • მიხეილ გიორგაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

    მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს.

    ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

    „მეგობრებო, მსურს, ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი – სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. დღეს კი, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ, 5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო.

    მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ჩვენს გუნდს, ჩემს კოლეგებს, თითოეულ იმ პროფესიონალს, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი! სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებებს“, – წერს გიორგაძე.

  • მაკო გომური,რომელმაც 20 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა, თბილისში დაბრუნდა

    გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, გერმანიიდან  თბილისში გვიან ღამით დაბრუნდა.

    ის გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

    მაკო გომური რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობას საქართველოში განაგრძობს, რის შემდეგაც  ისევ გერმანიაში გაემგზავრება.

  • მედეას ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია – პრეზიდენტი

    “ჩვენ მედეას ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია” – ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა,ბათუმში საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

    “ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში”- ამ სახელწოდებით ბათუმში სასტუმრო შერატონში საერთაშორისო კონგრესი იმართება. კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

    ” მედეას ქვეყანა ვართ ბოლოს და ბოლოს და რადგანაც მედეას ქვეყანა ვართ, ჩვენთვის მედიცინა არის ძალიან ბუნებრივი, ეს არის დარგი, რომელიც ყველა ქართველისთვის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები, რაც მრავლად გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დანიშნულების,”-განაცხადა პრეზიდენტმა.

    ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს. ორგანიზატორების თქმით, კონგრესის მიზანი, ქალთა ჯანმრთელობა და ქალთა უფლებები პრობლემურ თემებს წარმოადგენს.

  • პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყაზახ ოპოზიციონერს „ღირსების ორდენი“ ჩამოართვა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზახ ოპოზიციონერ მუხტარ აბლიაზოვს  „ღირსების ორდენი“ ჩამოართვა. 

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ღირსების ორდენის ჩამორთმევის მიზეზი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გახდა.

    საქართველოს პრეზიდენტს გასულ წელს   შესაბამისი რეაგირებისათვის საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა და ადმინისტრაციაში წარმოადგინა ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან წარმოდგენილი წერილი შესაბამისი საქმის მასალებით.

    აბლიაზოვი 2016 წლამდე  სასჯელს   საფრანგეთში იხდიდა, მას ბრალი  ქონების უკანონო მითვისებისთვის, ფულის გათეთრებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ჰქონდა წარდგენილი.

    აბლიაზოვი ყაზახეთის ენერგეტიკის, ინდუსტრიისა და ვაჭრობის ყოფილი მინისტრის პოსტს იკავებდა და ყაზახეთის “ბი-თი-ეი” ბანკის  ხელმძღვანელიც იყო. 

    მის წინაშე ყაზახეთში რამდენიმე საქმეა აღძრული. ოპოზიციურად განწყობილი აბლიაზოვი დევნის საფუძვლად მის პოლიტიკურ შეხედულებებს მიიჩნევს. 

    საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა აბლიაზოვი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნიეს. მათ შორის იყო  „ჰიუმან რაით ვოთჩი“ და „ამნესტი ინტერნეიშენალი“. 

    აბლიაზოვი ამჟამად  საფრანგეთში ცხოვრობს. თავად მუხტარ აბლიაზოვი ყველა  ბრალდებას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

    აბლიაზოვი,  ყაზახეთის გარდა, უკრაინასა და რუსეთშიც იძებნება. ყოფილ ბანკირს ამ ქვეყნებში ყაზახური ბანკიდან მილიარდების მითვისებას ედავებიან. თავად აბლიაზოვს მიაჩნია, რომ ტრანზაქციები კანონიერად განხორციელდა. დევნის საფუძვლად ის ნურსულთან ნაზარბაევის კრიტიკას მიიჩნევს.

    2006 წლის 16 ოქტომბერს აბლიაზოვი “ღირსების ორდენით” დაჯილდოვდა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ. აბლიაზოვი საქართველოში მსხვილ ინვესტიციებს აანონსებდა.

  • რუსეთმა საფრანგეთს ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე გადასცა

    რუსმა სამართალდამცველებმა საფრანგეთს ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე სევდინ ბროიანი გადასცეს.

    ბროიანი, ინტერპოლის მიერ საფრანგეთში ჩადენილი დანაშაულის გამო იძებნებოდა, კერძოდ,  დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ფულადი სახსრების გათეთრების ბრალდებით.

    რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უკვე დაკავებულია ბროიანის დაჯგუფების 21 აქტიური მონაწილე.

    ამოღებულია იარაღი და დაახლოებით 60 ათასი ევრო, რომელიც კრიმინალურ ჯგუფს ეკუთვნოდა.

    ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე სევდინ ბროიანი რუსეთში 2018 წლის აპრილში დააკავეს.