Category: არქივი

  • „საბას“ მონაწილეთა სია ცნობილია

    ლიტერატურული კონკურსის “საბა” 2019 წლის მონაწილეთა სია უკვე ცნობილია.
    8 ნომინაციის ფინალისტებს ჟიური შემოდგომაზე გამოავლენს. დანარჩენ 2 ნომინაციაში გამარჯვებულები, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

    ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და პოეტმა, რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები თუ ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

    წელს „საბას“ კონკურსი მეჩვიდმეტედ ჩატარდება. გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

    დაჯილდოების ცერემონიის ჩატარების თარიღი და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

    2019 წლის მონაწილეთა სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ https://bit.ly/2XrmKzB

  • რუსეთის დროშის გამო ატეხილი სკანდალის შემდეგ ქარხანამ ყველა ქვეყნის დროშა ჩამოხსნა

    რამდენიმე დღის წინ კახეთში,  „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხნის თავზე რუსული დროშა ფრიალებდა, შესაბამისი ფოტომასალა გამოცემა “ლაბორატორიამ” გაავრცელა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამხომაურება მოჰყვა, რის შემდეგაც  კომპანიამ მალევე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დროშა ჩამოხსნა.

    თუმცა როგორც ირკვევა  რუსული დროშასთან ერთად, კომპანიამ ყველა ქვეყნის დროშა  ჩამოხსნა. ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ მიიღო ქარხანამ ეს გადაწყვეტილება.

    შეგახსენებთ რომ “კახური ტრადიციული მეღვინეობა“ იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომლის პროდუქციის რუსეთში შეტანა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში 20 ივნისისს განვითარებული მოვლენების გამო აკრძალა.  აკრძალვის მიზეზად, რუსეთის შესაბამისმა უწყებამ ღვინის ხარისხის გაუარესება დაასახელა.

    ფოტო გადაღებულია დღეს 5 ივნისს. 

  • რა მოხდა აშშ-ს საელჩოში?- საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი განმარტებას აკეთებს

    საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 4 ივლისის ფოტოსთან  დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ცნობილია, ამერიკის საელჩოში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები და მეუფეები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველი კადრი  ონჯიმ დააფიქსირა და გაავრცელა.

    დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული იყო რამდენიმე ათასი სტუმარი, საპატრიარქოსთან სტუმრების სია არ შეუთანხმებიათ, იქ აღმოჩნდნენ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები და შესაბამისად, შეხვედრა სპონტანური იყო. მისი 

    „რა მოხდა აშშ-ს საელჩოში? თავდაპირველად მინდა შევახსენო მკითხველს, რომ საპატრიარქო ორი კვირა თავს იმართლებდა იმ სამიტის გამო, რომელიც მას არ დაუორგანიზებია და გავრილოვის გამო, რომლის მოწვევაც საპატრიარქოსთვის არავის შეუთანხმებია. ახლა კი ფაქტიურად აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, ისევ საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი? ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო ამ მიღებაზე გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული საუბარი შედგა მღვდელმთავრებსა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს შორის. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივი და ბანალურია. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული იყო რამდენიმე ათასი სტუმარი, რაგასაკვირია და საპატრიარქოსთან სტუმრების სია არ შეუთანხმებიათ. იქ აღმოჩნდნენ აღნიშნული ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები და რაღაც მომენტში ასევე სტუმრად მიწვეულ ჩვენს მღვდელმთავრებთან მივიდნენ. სავარაუდოდ ფოტოს გადაღებაზე წინასწარვე იზრუნეს და ეს შემთხვევით შერჩეული კადრი არაა. რაც შეეხება საუბრის შინაარსს, აქაც ყველაფერი ჩვეული და მარტივი გასაგებია მათთვის, ვინც იცის ეკლესიის დამოკიდებულება სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით. ასეთი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია ეკლესიას სხვადასხვა ფორმით. მათ გამოთქვეს სურვილი ეკლესიასთან ურთიერთობისა, და მღვდელმთავრებმა უპასუხეს, რომ ეკლესია მუდამ მზადაა ნებისმიერ ადამიანთან სასაუბროდ მის მოსაქცევად და მონანულს ყოველთვის სიხარულით იწყნარებს. ხოლო რაც შეეხება ცოდვის პოპულარიზაციას, ეს შეუწყნარებელია და კიდევ უფრო მძიმე ცოდვაა. ეკლესია მუდამ კატეგორიული და შეუვალია ცოდვის განსაზღვრასთან, გამოაშკარავებასთან დაკავშირებით, მუდამ სიფხიზლეს გამოიჩენს და ძალიხმევას არ დააკლებს მის განსაკურნებლად. მღვდელმთავრებმა საუბარში განუმარტეს მათ, რომ ე.წ. პრაიდის გამართვა არის ცოდვის პოპულარიზაცია, ძალადობა საზოგადოებაზე და სრულიად დაუშვებელია. ჯობს გავიაზროთ, რომ ერთი ძალის მოგონილია ეს ორივე სცენარი და ჩვენს ემოციურ ბუნებაზე გათვლილი პროვოკაციაა, რომელსაც ეკლესიის სამტროდ იყენებენ. დავაკვირდეთ, მიზანი ერთია, როგორმე საზოგადოებაში ეკლესიისადმი ნდობა შემცირდეს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

  • “გახარია წადი! ხელები სისხლში გაქვს დასვრილი!“–აქცია პერფორმანსი თბილისში

    გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დღეს აქცია პერფორმანსი თბილისში, გმირთა მოედნაზე გაიმართა. პროტესტის მონაწილეებმა, რომლებიც უკვე მე-16 დღეა გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, ტრანსფარანტებით გმირთა მოედნიდან ვარაზის ხევთან დამაკავშირებელი ესტაკადის ქვეთთა გზა დაიკავეს და გადმოფინეს პლაკატი, რომელზეც შს მინისტრია გამოსახული, წარწერით – გახარია წადი!
    აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი სახის საპროტესტო პერფომანსები აქციის პარალელურად ყოველდღე გაიმართება.
    აქცია კი დღეს 19:00 საათზე პარლამენტის წინ განახლდება. დღეს აქციის სპიკერები მწერლები და პოეტები იქნებიან.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი 3 სეტში – ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონს დაემშვიდობა

    3:6, 2:6, 6:7 (2:7) – სწორედ ამ ანგარიშით დამარცხდა ქართველი ჩოგბურთელი დანიელ ევანსთან.

    ნიკოლოზი უიმბლდონზე მე-18 ჩოგნად იყო განთესილი, ხოლო მისი მეტოქე ATP რეიტინგის 61-ე პოზიციას იკავებდა, თუმცა ამის მიუხედავად ბრიტანელი ჩოგბურთელი ფავორიტად ითვლებოდა.

    ბასილაშვილმა პირველივე სეტში საკუთარი მოწოდება დათმო, თუმცა უმალვე მოახერხა ბრეიკით ანგარიშის გათანაბრება და სეტშიც სიტუაცია დაიძაბა 3:3. ამის შემდეგ ნიკოლოზმა კვლავ ვერ მოახერხა საკუთარი მოწოდების გამოსწორება და ზედიზედ 3 სეტში დამარცხდა – 6:3.

    მეორე სეტში კვლავ გაგრძელდა ნიკოლოზის პრობლემები საკუთარ მოწოდებაზე და ევანსმა მარტივად 6:2 იმარჯვა. მესამე სეტში წაგებული მოწოდების მიუხედავად ნიკოლოზმა თამაშის ხარისხი გამოასწორა და სიტუაციაც დაიძაბა, თუმცა ტაიბრეიკში კვლავ საკუთარმა მოწოდებამ უმტყუვნა და ტაიბრეიკი 7:2 წააგო.

    ამ მარცხით ქართველი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირს გამოეთიშა და ,,ბალახის სეზონი” დაასრულა.

  • ,,ეს ურთულესი ნაბიჯია ჩემს კარიერაში” – არიენ რობენმა კარიერა დაასრულა

    ჰოლანდიელმა ლეგენდამ არიენ რობენმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

    იმის შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მიუნხენის ბაიერნი მფრინავ ჰოლანდიელს ახალ კონტრაქტს აღარ გაუფორმებდა რობენის მომავალი არაერთ გუნდში განიხილებოდა. იყო სპეკულაციები ამერიკაზეც, ჩინეთზეც და ევროპის წამყვან კლუბებზეც. თუმცა ყველასთვის გასაკვირად 35 წლის ფეხბურთელმა კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა.

    “გადავწყვიტე, საფეხბურთო კარიერა დავასრულო. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა და ეს ურთულესი ნაბიჯი იქნება ჩემს კარიერაში, თუმცა ვთვლი, რომ დრო მოვიდა”. – ციტირებს რობენის სიტყვებს ჰოლანდიური მედია.

    ჰოლანდიელ გარემარბს კარიერის განმავლობაში მუდამ სტანჯავდა ტრავმები. მიუხედავად ამისა, მას ფენომენალური კარიერა ჰქონდა და 602 მატჩში 210 გოლის გატანა და 162 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. რობენმა კარიერის საუკეთესო წლები უდაოდ მიუნხენის ბაიერნში გაატარა, სადაც 10 წლის განმავლობაში (2009-2019) 8-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 5-ჯერ გერმანიის თასის მფლობელი, 5-ჯერ გერმანიის სუპერთასის მფლობელი და თითოჯერ ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის მფლობელი.

  • “დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს”- ქართველი მხატვრის პროტესტი

    “დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს”, მწერალთა სახლის შესასველთან   ახალი სტენსლი გამოჩნდა სადაც ცნობილი მეცენატი ჩემოდნით ტოვებს  ეზოს. ეს  მწერალთა სახლში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. 

    ნახატის ავტორი ქართველი ქუჩის მხატვარი გიორგი გაგოშიძეა მეტსახელად “გაგოშა’. 

    აღსანიშნავია რომ მწერალთა სახლი ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის ფუძემდებელმა დავით სარაჯიშვილმა 1903-1905 წლებში ააგო.  სახლი გერმანელი არქიტექტორის კარლ ცაარის დაპროექტებულია. 

    „ტფილისის ჰამქარის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი აღნიშნულ ნახატს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება, ის წერს რომ ახალი ხელმძღვანელობა  შეშფოთბულია და  კამერების ნახვას აპირებენ რათა გაიგონ თუ ვინ ჩაიდინა და ვინ დააზიანა კულტურული ძეგლი. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაურეკა  ცირა ელისაშვილს რათა გაერკვიათ ვინ დააზიანა კულტურული ძეგლი თუმცა ცირა ელისაშვილმა განაცხადა რომ ეს არ არის ძეგლის დაზიანება ეს არის დღევანდელი რეალობა ხოლო მათ  დაზიანებები სხვაგან უნდა  ეძებონ. 

    “დავით სარაჯიშვილი მაჩაბლის ქ. #13-დან მიდის!როგორი სიმბოლური სტენსილია. დღეს გადავიღე..შეშფოთებულია ახალი ხელმძღვანელობა, ვინ გააკეთაო, კამერები უნდა ვნახოთო, ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და ძალიან უნდოდა მეთქვა, რომ ეს არის ძეგლის დაზიანება.არა, აბტონო! შენობის გვირაბში წასასვლელად მომზადებული დავითი რეალობაა. დაზიანება სხვაგან ეძებეთ!”

    რამდენიმე დღის წინ მწერალთა სახლმა გაავრცელა განცხადება სადაც  წერია, რომ მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ ქართული ლიტერატურის ფონდი გამოცხადდა. 

    „მწერალთა სახლი გაუქმდა. მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი.

    ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო.

    განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში.“- აღნიშნულია განცხადებაში.

  • კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა

    კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა, ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ ავრცელებს.

    ძიუდოისტებს მონაწილეობა მონრეალში დაგეგმილ ტურნირში უნდა მიეღოთ.

    ვიზა გუნდის მხოლოდ სამმა წევრმა მიიღო: მწვრთნელმა, ექიმმა და ერთმა სპორტსმენმა.

  • “მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით სამართლიან პროტესტს”- პირველი არხის წამყვანი

    საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ღამის შოუ პირველზე” წამყვანის მიმართვით დაიწყო. წამყვანმა ბაჩო ქაჯაიამ მხარდაჭერა გამოუცხადა საზოგადოების პროტესტს და დაგმო რუსი დეპუტატების  ვიზიტი პარლამენტში. 

    წამყვანის განცხადებით, შემოქმედებითი ჯგუფი ასევე გმობს 20 ივნისს  აქციის დაშლის რა ფორმას.

    ტელემიმართვისას, ბაჩო ქაჯაიას ანტისაოკუპაციო, მავრთულხლართებიანი  მაისური ეცვა, რომელსაც “რუსეთი ოკუპანტია” ეწერა.

  • როგორც უსინდისოდ დაინიშნა ისე უსინდისოდ მიდის-უგულავა გიორგაძეზე

    “ვროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის პოსტიდან გადადგომას ეხმაურება.

    “მოედინება და მოაქვს მდინარეს. როგორც უსინდისოდ დაინიშნა, ისე უსინდისოდ მიდის. სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია, წასვლის მიზეზად სტანდარტულ მოტივს “სისტემაში ახალ სისხლს” ასახელებს.

    სინამდვილეში, მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას და აბა რობიკას უფროსი გიორგაძე ისედაც არასდროს ყოფილა“,- წერს  უგულავა სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კულტურის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა.