Category: არქივი

  • „ქიშ, ქიშ წიწილებო“ – ადა მარშანია ჟურნალისტებს (ვიდეო)

    „ქიშ, ქიშ წიწილებო“ – ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ადა მარშანიამ ჟურნალისტებს.

    „მე ვარ ის ადამიანი, რომელიც თქვენ ამას გეტყვით ყოველთვის. იმას, რომ თქვენ პროვოკატორი ტელევიზია და ქვეყნის დამანგრეველი ტელევიზია ხართ. გადაეცით თქვენს კოლექტივს. პატიოსანმა ხალხმა დატოვოს თქვენი ტელევიზია, ჯობია, პატიოსანმა ჟურნალისტებმა უნდა დატოვონ “რუსთავი 2“ – აღნიშნა ადა მარაშანიამ.

    ამ წუთებში, „პატრიოტთა ალიანსი“ მხარდამჭერებთან შეხვედრას სპორტის სასახლეში მართავს. ადა მარშანიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდა.

  • გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს ბოლო გზაზე გააცილეს

    გოგიჩა დღეს ბოლო გზაზე გააცილეს. ჟურნალისტი და მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად კი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ისეთივე ხალისიანი და ოპტიმისტური იყო, როგორაც თავის დროზე მაყურებლებს დაამახსოვრა და შეაყვარა თავი.

    მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე გოგიჩა 51 წლის ასაკში 4 ივლისს  გარდაიცვალა. მას წლების წინ ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლო პერიოდში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

    მას არაერთი გადაცემა მიჰყავდა, მის სახელთან არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა „ბასტი-ბუბუ“.

  • “ხალხს ირაკლის ხმაზე მოძალადე რეჟიმები და მმართველები არ უნდა აგონდებოდეს”- ქეთათო ჩარკვიანი

    ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე, ქეთათო პოპიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებზე “მეფის” შემოქმედების უნებართვოდ გამოყენებით, მისი უფლებები დაირღვა. პარლამენტის მიმდებარე აქციებზე ჩარკვიანის მუსიკის გაჟღერებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და განმარტავს, რომ ირაკლის შემოქმედება ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების სახელებთან, მათ გაძევებასა თუ აღზევებასთან ასოცირდებოდეს.

    “აქციების დასაწყისში, როცა მუსიკა ძალადობის საპასუხოდ გაჩენილი მუხტის ასამაღლებლად იყო გამოყენებული, როდესაც საკუთარი ღირსების დასაცავად გამოსულ ხალხს ნადირის ტყვიებით დამიზნებით უმასპინძლდებოდნენ, როდესაც არაერთი უდანაშაულო ადამიანი დაშავდა და როდესაც დაჩოქილ და ხელებაწეულ დემონსტრანტებს გადაუარეს, მაშინ სხვა რა, თუ არა ,,საქართველო?!” სხვა ვინ, თუ არ ირაკლი?! მაგრამ ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც ამ ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს და შესაძლოა მთელი ზაფხული ამ არასახარბიელო რეჟიმში მოგვიწიოს ყოფნა, ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ამ სიმღერის გაშვება ნამდვილად ზედმეტია. ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების სახელებთან, მათ პოლიტსივრციდან გაძევებასთან, ან მათ აღზევებასთან იყოს დაკავშირებული, პოლიტიკოსების, რომლებიც თუ შევლენ ისტორიაში, არამგონია კარგი კვალი დატოვონ და ნამდვილად არ მინდა ამ დროებით სახელებთან ეს მართალი და მრავლისმთქმელი მუსიკა ასოცირდებოდეს. ხალხს ირაკლის ხმაზე მხოლოდ მოძალადე რეჟიმები და ამ რეჟიმების მოძალადე მმართველები არ უნდა აგონდებოდეს.
    რაც შეეხება აქციების ორგანიზატორებს, მე მათ ვიცნობ და ანტისაოკუპაციო გამოსვლების დროს არაერთხელ დამკავშირებიან და სიტყვიერი თანხმობით მომხდარა კომპოზიციის გაშვება, რაშიც ანაზღაურება არ მომითხოვია. ახლა უკვე მე დავურეკე ერთ-ერთ ორგანიზატორს და ვთხოვე აღარ გაეშვათ კომპოზიციები, რისი მოთხოვნის — არადა, მე თხოვნით მივმართე, — როგორც მორალური, აგრეთვე სამართლებრივი უფლება მაქვს და ამდენი უაზრო ქილიკი, ქოც-ნაცობის ჟრიამული, დაუოკებელი და ღვარძლიანი კომენტარი, მორალის კითხვა ნამდვილად აღარ არის საჭირო. წინა სტატუსი ერთ კონკრეტულ ადამიანს ეხებოდა და ალბათ რომ დამეთაგა, ამხელა ემოციურ ფოიერვერკს აგარიდებდით:) სხვის საქმეში ყველა ბრძენია და ოკუპანტის, მთავარი ჩორთის ჩამგდების ენაზე ვიტყვი, რომ каждый судит по мере своей испорченности
    არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ გვინდა ნეგატივის კულტივირება, საკმაოდ რთული, ეკლიანი გზა გვაქვს გასავლელი მთავარ მიზნამდე. მე მჯერა, რომ – ჩვენ მოვიგებთ ომს!- წერს ქეთათო სოციალურ ქსელში

  • “ჩვენ გამოვდივართ!“–თბილისი პრაიდის ღირსების მარში 8 ივლისს გაიმართება

    თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო ხვალ გაიმართება. ამის შესახებ პრაიდის ოფიციალურ გვერდზე განცხადება და ვიდეო ვრცელდება:
    “22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში.
    ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ.
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.
    ჩვენ გამოვდივართ!“– ნათქვამია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

  • ჩვენ გამოვდივართ!-ღირსების მარში გაიმართება

    თბილისი პრაიდის ინფორმაციით, გადადებული ღირსების მარში ხვალ გაიმართება.

    “22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში

    ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა რუისთან. დაღუპულია 3 ადამიანი

    თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, რუისის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. 5 კი მძიმედ დაშავდა.
    შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი. დაშავებულები გორისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მძიმედ დაშავებული 14 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს, 16 წლის გოგონა გორის კლინიკის რეანიმაციაში რჩება. მძიმე მდგომარეობაშია ავარიაში დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე.
    დაღუპულები სომხეთის მოქალაქეები არიან.
    შსს-ს ინფორმაციით, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ, მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
    მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
  • ინციდენტი შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე

    შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან გახარიას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. პარალელურად კი შეკვეთილში გრძელდება შიმშილობის აქციაც. 3 ადამიანი უკვე მე-13 დღეა შიმშილობს და რეზიდენციასთან გაშლილ კარავში ათევს ღამეს. ერთ-ერთ მათგანს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ექიმების დახმარება დასჭირდა და საბოლოოდ ის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები მოშიმშილეებს პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარის თქმას ურჩევენ, თუმცა მოშიმშილეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
    აქციაზე გუშინ მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. ნასვამ მდგომაროებაში მყოფი მამაკაცი მიტინგის მიმდინარეობისას სცენაზე ავიდა და გამომსვლელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო. ორგანიზატორები გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან, თითქოს მოშიმშილეები საკვებს იღებენ. მათი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
  • როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება, გახარიამ კი არა, ვინმე სხვამ გასცა ბრძანება, ესეც არის სახელმწიფოს ეროზია – ნინო გოგუაძე

    „ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ამბოხი კონფორმიზმის მიმართ, ამ თვალთმაქცური პოლიტიკის მიმართ,“ – ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.
    ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი და მათი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისგან რუსი დეპუტატების შემოსვლასთან დაკავშირებით პროტესტს არ ელოდა.
    „რაც არ უნდა მოიფიქრონ, ეს პროტესტი იყო ღირსებაშელახული, თავმოყვარეობაშელახული ადამიანების პროტესტი და ეს ადამიანები იმ დღეს ითხოვდნენ ერთადერთ რამეს, ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის გადადგომას,“ – განაცხადა გოგუაძემ.
    ნინო გოგუაძის თქმით, პარლამენტის წინ მისულებს გულწრფელი რეაქცია ჰქონდათ და „ოცნების“ მხრიდან განხორციელებული სისასტიკე მომიტინგეების მისამართით ვერანაირად ვერ გამართლდება.
    „ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ჩადგა აღელვებული მოქალაქეების ნაწილსა და სპეცრაზმს შორის და სპეცრაზმს რა უნდოდა საერთოდ პარლამენტის მიღმა. თუ პარლამენტში არ უნდა შეეშვათ ეს ხალხი და, რასაკვირველია, არ იყო სწორი, შიგნით შევარდნის გაფიქრებაც კი, რატომ იყო სპეცრაზმი გარეთ და რატომ არ იყო შიგნით, კარი რომ ჩაეკეტათ, ვინ შეაღწევდა იმ პარლამენტში, ფიზიკურად ვერ შევაღწევდით და ვერანაირი ვერსია ვერ გაამართლებს იმ სისასტიკეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 20- 21 ივნისის ღამეს ჩაიდინა,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
    გოგუაძის თქმით, შს მინისტრმა არ თქვა, რომ მან გასცა ბრძანება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას იღებს.
    „თუ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა, ე.წ. სახელმწიფო რიგითი პოლიციელების თვითშემოქმედების იმედად უნდა იყოს, ასე, რომ თვითონ აიბარდნენ, ასე, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო მესიჯები აქვთ… როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება, გახარიამ კი არა, ვინმე სხვამ გასცა ბრძანება, ესეც არის სახელმწიფოს ეროზია და ესეც არის არაფორმალური მართვის შედეგი,“ – განაცხადა გოგუაძემ.
  • გახარია იქნება მოწმე, რომელიც ჩვენებას მისცემს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასცა ბრძანება – გუბაზ სანიკიძე

    „ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო გადატრიალებასთან. ეს არის ფაქტი, ადრე თუ გვიან ეს დადასტურდება და როგორც ჩანს, გახარია იქნება მოწმე, რომელიც ჩვენებას მიცემს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასცა ბრძანება,“ – ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, გუბაზ სანიკიძემ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.
    გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ შს მინისტრმა არ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მან გასცა დარბევის და რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება. შესაბამისად, ეს ბადებს ეჭვს, რომ ბრძანება სხვამ გასცა.
    „უკანონო ბრძანება, როგორც ჩანს, გაცემული აქვს ბიძინა ივანიშვილს, რაც იკვეთება ზუსტად წუთი წუთზე, როცა პრემიერი გამოვიდა და 15 წუთით ადრე თქვა, რომ არ დაგარბევთ, მერე როგორც ჩანს, გახარია და პრემიერი მართლა აპირებდნენ ოპოზიციასთან საუბარს, ეს გაიგო ბიძინა ივანიშვილმა, მიიღო გადაწყვეტილება, გასცა ბრძანება, როგორც ჩანს, ბრძანების ავტორი იყო ანზორ ჩუბინიძე, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი არ არის არც სახელწმიფოს მეთაური, არც მთავრობის მეთაური და მის ბრძანებას დაემორჩილა პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება,“ – განაცხადა სანიკიძემ.
    გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დავალებებს და მითითებებს რუსეთიდან იღებს.
    „ბიძინა ივანიშვილს აქვს დირექტივა მიღებული მოსკოვიდან, თან სასწრაფოდ უნდა ამოქაჩოს უნდა იმიტომ, რომ შემჩნეულია ორგულობაში რუსებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მას გარკვეული მისია ჰქონდა დაკისრებული, რომ საქართველო ჩაებარებინა,“ – განაცხადა სანიკიძემ.