Category: არქივი

  • კივილი მოსკოვში ზურაბიშვილის განცხადებით დაიწყო-ვაშაძე

    “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით,  რუსეთის ხელისუფლების მძაფრი რეაქცია  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მოჰყვა.  

    “სალომე ზურაბიშვილის სახელის და გვარის ხსენებას ვერიდები, რომ რამე პირადულში არ ჩამეთვალოს. პრინციპულად არ ვლაპარაკობ ამ მოქალაქეზე. მაგრამ ადამიანი გამოდის და იმ ტრაგედიის შემდეგ მეორე დღეს ცდილობს, ყველაფერი, მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს რუსეთის ფედერაციაზე და შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს გავრილოვი ხოხვით შემოვიდა დივერსანტად.

    პირველი კივილი მოსკოვში მისი განცხადებით დაიწყო, როდესაც ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია სალომე ზურაბიშვილმა გადააქცია საგარეო პოლიტიკურ საკითხად. კამერებში ვამბობ ამას. მაპატიეთ ჩემი არადიპლომატიური გამოთქმისთვის – კლინიკური იდიოტიზმი დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა, რომელიც შეიტანეს პრეზიდენტის კაბინეტში, გადააქცია შიდა პოლიტიკური საკითხი საგარეო პოლიტიკურ საკითხად, ყოველგვარი მიზეზის, ყოველგვარი აზრის, ყოველგვარი დაგეგმვისა და შეთანხმების გარეშე, როგორც ჩანს. აი, მერე დაიწყო პანიკა, მერე დაიწყო დაბრალებები, სიტუაციის დალაგების მცდელობები და ა.შ. ეს არის საერთოდ კოშმარი, როცა ადამიანს არ ესმის, რა უნდა თქვას და როდის უნდა თქვას”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

  • რუსული საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ეთერში ქართული ღვინით გავიდა

    რუსული ტელეკომპანია ” ДОЖДЬ”-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ეთერი ქართული ღვინის თანხლებით წაიყვანა. წამყვანმა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე ისაუბრა ხოლო ქართული ღვინო სტუდიაში სოლიდარობის ნიშნად დადგა.

    8 ივლისს დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დეპუტატები ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტისა და ქვეყნებს შორის ფული გზავნილების აკრძალვას ემხრობიან. ამ შეთავაზებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

    9 ივლისს ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

    რუსეთის დუმამ მთავრობას მიმართა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური სანქციები აამოქმედოს. გუშინ, 9 ივლისს დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შესაბამის წინადადებას.

    შეგახსენებთ, რომ დუმის დეპუტატების გაღიზიანება, გიორგი გაბუნიას განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან “პოსტ სკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. ტელემიმართვის ტექსტი რუსეთის პრეზიდენტისა და მისი მშობლების გინებას შეიცავდა.

  • “პუტინმა ღირსეული კომენტარი გააკეთა”-პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში მიემგზავრება

    “პატრიოტთა ალიანსი ” მოსკოვში მიემგზავრება. ამის შესახებ განცხადება ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში  გააკეთა.

    ინაშვილმა  რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ღირსეული უწოდა.

    “რუსეთის პრეზიდენტმა ძალზედ ღირსეული და დროული კომენტარი გააკეთა. პირადად მე გამახარა ამ დამოკიდებულებამ. ნამდვილად, ქართულ- რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს.

    არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა.

    პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება… მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში ჩვენს სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს”, – აცხადებს ინაშვილი.

  • “რუსთავი 2”- ის 9%-იანი წილის მფლობელი დღეს ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დააყენებს

    “რუსთავი 2”- ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დღეს პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირეტორის ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დააყენებს, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი”  ნიჟარაძის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც   გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, “რუსთავი2”-ის პარტნიორთა კრება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. 

    “პარტნიორთა კრება გაიმართება. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი იქნება განხილული. ერთია, ნინო ნიჟარაძის მიერ დაყენებული საკითხი, რომელიც შეეხება აუდიტორებისთვის შესარჩევი კითხვების ორგანიზებას. თუმცა, ამისთვის “რუსთავი2” – მა ფინანსური დოკუმენტაცია უნდა მოგვაწოდოს. ეს ჯერჯერობით განხორციელებული არ არის. სავარაუდოდ, აუდიტორებისთვის დასასმელი კითხვების ორგანიზება დღეს, ვერ შედგება. გარდა ამისა, მათ, დანარჩენ პარტნიორებს აქვთ დაყენებული საკითხი, რომ მოწონებული იქნეს ნიკა გვარამიას მიერ გაწეული საქმიანობა. ამას ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით. დღეს ვაპირებთ კრებაზე დავაყენოთ საკითხი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდეს. ამ საკითხის დაყენებას ვაპირებთ, მისი საქციელის მოწონების სანაცვლოდ. ბოლოს გავრცელებული განცხადება, ჩვენი შეხედულებით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის სრულიად მიუღებელი განცხადებაა, გასულია ყველანაირი დასაშვები ფარგლებიდან. ჩვენი, როგორც პარტნიორის შეხედულებით, იწვევს “რუსთავი2″-ის დისკრედიტაციას და იწვევს ტელეარხის ნდობისა და პატივისცემის დაკარგვას. მიგვაჩნია, რომ შეგნებულად არის ასეთი სარედაქციო პოლიტიკა ხელმძღვანელის მიერ არჩეული. ეს არის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. მიგვაჩნია, რომ დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს. თუ ამაში დანარჩენი პარტნიორები მხარს არ დაგვიჭერენ, ეს იქნება მათი ერთობლივი ბრალი”, – განაცხადა ყავლაშვილმა.

  • ნინო ქათამაძეს შესაძლოა რუსეთში შესვლა აუკრძალონ

    ნინო ქათამაძეს შესაძლოა რუსეთში შესვლა აუკრძალონ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის საბჭოში  ქათამაძის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებას ითხოვენ. ამ ინიციატივით დეპუტატი ალექსეი პუშკოვი წარსდგა. მისი განცხადებით ქათამაძეს რუსეთი სძულს, თუმცა ქვეყანაში ფულის გასაკეთებლად ჩამოდის რაც მიუღებელია. პუშკოვის ამ  განცხადებამ დარბაზში აპლოდისმენტები დაიმსახურა, ხოლო  საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ  ამ იდეის ფორმალიზება მოითხოვა. 

    “პერსონ ნონ გრატა”- არის დიპლომატიაში გამოყენებული ტერმინი, რომელიც ეხება იმ პირს, რომლის ქვეყანაში ყოფნა აკრძალულია ან არასასურველია.

    ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში 22 ივნისს Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის ქართველმა ხალხმა ის გააკრიტიკა. ამის შემდეგ ნინო ქათამაძემ სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა და ქართველ ხალხს მისცა პირობა რომ ეს იყო ბოლო კონცერტი რუსეთში ამის შემდეგ ის პარლამენტთან აქცია “სირცხვილიას” შეუერთდა და ქართველ ხალხთან ერთად გააპროტესტა რუსული ოკუპაცია.  

  • სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის. რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული, ჯერ-ჯერობით უცნობია.

    სამაშველო სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 5 ერთეული სახანძრო- სამაშველო მანქანა. ტექნიკას ამ დროისთვის კიდევ ამატებენ.

    ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

  • ბათუმის კამპუსის გახსნაზე წაქცეული ბანერი – მინისტრის მოადგილე დაშავებას გადაურჩა {ვიდეო}

    კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის გახსნაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა, მაშინ როცა, მინისტრის მოადგილე იდგა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავდა. ირინე აბულაძემ დროული რეაგირება მოასწრო და არ დაშავებულა.

    უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე იგეგმება. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით.

    ათას 500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტსა და 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

  • ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღის აღლუმი გააუქმა – განკუთვნილ ფულს კი სამხედროებს გადაურიცხავს

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღლუმი არ ჩატარდება, ამის ნაცვლად ზელენსკი  სამხედროებს პრემიებს დაურიგებენ.

    ამ გადაწყვეტილების შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

    მისი თქმით,  უკრაინელი სამხედროებისს პრემიებისთვის 300 მილიონი გრივნა გამოიყოფა, რაც თითქმის 12 მილიონი დოლარს უდრის.

    “მინდა გაგიზიაროთ ახალი იდეა.როგორც იცით  ტრადიციულად, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს,იმართება სამხედრო აღლუმი, რაც პომპეზური და ძვირი ღონისძიებაა. წელს კი ვაპირებ, რომ ეს თანხა ჩვენს გმირებს, სამხედრო მოსამსახურეებს ჩავურიცხოთ”- აცხადებს ზელენსკი.

  • გიგი უგულავას გამოკითხვა დასრულდა

    გიგი უგულავას გამოკითხვა დასრულდა. ევროპული საქართველოს წევრმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. უგულავა ფიქრობს, გამოძიება ვერ იქნება ობიექტური, რადგან ხელისუფლება ცდილობს საქმე სხვა მიმართულებით წაიყვანოს.

    “მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე გაუგებრობაშია, იძიებენ რაღაც მისტიურ გადატრიალებას, პირველი კითხვა იყო, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობის მუხლზე იყო, მერე როდესაც დავაზუსტე, არა ეს ერთი საქმეაო თუმცა მუხლი არ იყო მითითებული, ეს შეიძლება პროცედურული ხრიკებია.

    ფაქტია, რომ ეს საქმე ხელოვნურად არის დაჩეხილი, ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან რას აკეთებენ, ფაქტია, რომ აქვთ სურვილი ორკესტრირებულად რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად .შეკითხვები ეხებოდა იმას ახსენებდა თუ არა ვინმე რევოლუციას ამაზე იყო სულ შეკითხვა, დაწყებული აქედან დამთავრებული რას ვფიქრობ მე ვარდების
    რევოლუციაზე. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია რაღაცნაირად პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან”-განაცხადა უგულავამ.

    შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანხლებით სასამართლოში მოითხოვა.

  • თქვენ არ მიესალმებით?-ზალკალიანი პუტინის განცხადებაზე

    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მან სანქციების ამოქმედებას ხელი ქართველის ხალხის პატივისცემის გამო არ მოაწერა. 

    “თქვენ არ მიესალმებით ამ გადაწყვეტილებას? ვინ არ მიესალმება?! იმ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, იმ უპასუხისმგებლო, დესტრუქციული და პროვოკაციული განცხადებების ფონზე, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები აკეთეს და მხარდამჭერმა სხვადასხვა ორგანიზაციამ, ქვეყანა შესაძლოა, მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე და სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ხალხის კეთილდღეობაზე არ აისახება, მაგრამ მთავრობა რომ ყველაფერს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის, ფაქტია. ეს განცხადებები სწორედ იყო პროვოკაციული, მიმართული იმისკენ, რომ ასეთი რეაქცია გამოეწვია, რა რეაქციაც მას მოჰყვა რუსეთის დუმის მხრიდან,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.