Category: არქივი

  • ბათუმში აქციის მონაწილეებმა პუტინის ბანერი გამოფინეს და გადაუარეს

    ბათუმში აქციის მონაწილეებმა პუტინის  პრეზიდენტის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად მას ფეხით გადაუარეს.

    აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ, საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად იმართება,სადაც  პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები იმყოფებიან, მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტი  დონალდ ტუსკი.

    ბათუმში ახალგაზრდების პროტესტს თბილისიდან ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეები შეუერთდნენ.

    ისინი ოკუპაციასთან ერთად 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ და გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

  • დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას წერილიდან ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა

    “ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნადვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი”- ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე,ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა.

    „მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: “ ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია,“- ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნადვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, რომ უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას“, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

    დღეს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. 

  • დღეს მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება

    ხორავას ქუჩის საქმეზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.  

    პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

    დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები უნდა წარადგინონ.

    მიხეილ კალანდია  დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს.

    კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

  • ვიდეო, რომელმაც შესაძლოა ნიკა მელიას საქმე თავდაყირა დააყენოს.რა დროს დაიწყო სროლა პარლამენტის წინ

    ნიკა მელიას  ადვოკატმა დეპუტატის წინააღმდეგ წარმოებული საქმიდან ის უწყვეტი ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ ამშვიდებს გაბრაზებულ დემონსტრანტებს ოპოზიციის ლიდერი და სახიფათო ვითარების განეიტრალებას ცდილობს.

    ვიდეომასალა იმ მტკიცებულებებს შორისაა, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დევს. კადრებში ჩანს, რომ მელია მომიტინგეებს მიმართავს და ეუბნება, რომ ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროა და ვითარება დიალოგით უნდა განიმუხტოს. მელიას შემდეგ მეგაფონს გრიგოლ ვაშაძე იღებს და დემონსტრანტებს ნებართვას სთხოვს, რომ მათი სახელით პარლამენტის შენობაში პრემიერთან მოლაპარაკებებზე შევიდეს.

    ვიდეომტკიცებულებებში ჩანს, რომ ამ განცხადებების შემდეგ ლიდერები გიორგი გახარიასთან მოლაპარკებებისთვის ხელებაწეული მიდიან, თუმცა ვიდრე პარლამენტში შევლენ, სპეცრაზმი შტურმს იწყებს და დიალოგს ხელისუფლება სროლით შლის. მომიტინგეებს სპეცრაზმი პირველად წიწაკის გაზის კაფსულებით უსწორდება. ჟურნალისტის კითხვაზე, შედიან თუ არა ლიდერები მოლაპარაკებებზე, გიგი უგულავა პასუხობს, რომ ცეცხლის გახსნით მოლაპარაკებები ჩაიშალა.

    ადვოკატის თქმით, ახალი ვიდეომტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ მოსამართლემ ნიკა მელიასთვის დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმოს. გიორგი კონადხიშვილის განცხადებით, პროკურატურას გაყალბებული საქმე თავზე ჩამოენგრა.

    ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გიგი უგულავამ დღეს ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი საგამოძიებო უწყების მხრიდან ოპოზიციონერების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს გამოცხადებულ გაყალბების ქრონიკად აფასებს.

  • “მალე თბილისშიც გვეყოლება”- კახა კალაძის ახალი ფოტო სკუტერით

    თბილისში მალე შესაძლებელია სკუტერებისთვის შესაბამისი ინფასტრუქტურა მოეწყოს. ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დაპოსტა. მან  პარიზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის სკუტერით არის. ფოტოს  მომხმარებლების არაერთი გამოხმაურება მოყვა.

    “ეს თბილისშია? მშვენიერი იქნებოდა ჩვენს ქალაქშიც ასეთი …. მტკვარში რომ არ გადაყარონ და სახლში რომ არ წაიღონ”,
    “გვჭირდება თბილისშიც სკუტერები” უწერენ თბილისის მერს გამომწერები ფოტოს ქვემოთ რაზეც მან ასე უპასუხა: “მალე თბილისშიც გვეყოლება”

  • ბაკურიანში მშენებარე ობიექტზე 1 ადამიანი გარდაიცვალა,1 დაშავდა

    ბაკურიანში მშენებარე ობიექტზე მუშაობისას მამაკაცი გარდაიცვალა. ცემენტმზიდი მუშაობის დროს მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    შსს–ს  ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხობს.

  • პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა 20 ივნისის ამსახველი ფოტოები, მავთულხლართებზე ჩამოკიდეს

    ფოტო: კონსტანტინე შუბითიძე 

    პროტესტის 21-ე დღე – პარლამენტის წინ, მავთულხლართებზე 20 ივნისის სისხლიანი დარბევის ამსახველი ფოტოები გამოიფინა. ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები, კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

    სიმბოლურად, 20 ივნისის აქციის მონაწილეების სისხლიანი დარბევის ამსახველი ფოტოები, მავთულხლართებზე ჩამოკიდეს.

    2000 ფოტოდან 500 შეირჩა. აქციის მონაწილეები ახსენებენ ხელისუფლებას, რომ სირცხვილია, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელში გავრილოვის ღამის ავტორი და შემსრულებელი ზის.

    გამოფენის პარალელურად პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე კადრები გავა. გამოფენის დასრულების შემდეგ აქციის ორგანიზატორები, მავთულხლართებს საკუთარი ხელით მოშლიან. მათი მიზანია ოკუპირებული რეგიონებიდანაც გაქრეს ეს ბარიერები.

    დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იქნება სიტყვით გამოსვლებიც.

  • “უნდა ვაჩვენოთ ჩერნობილი მსოფლიოს”- ზელენსკი ჩერნობილში „მწვანე დერეფნის“ შექმნას გეგმავს

    “უცილებელია ჩერნობილის მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, ეკოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის და ტურისტებისთვის ჩვენება”- წერს სოციალურ ქსელში ვლადიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ჩერნობილში ტურისტებისთვის და მეცნიერებისთვის „მწვანე დერეფნის“ მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ ვლადიმირ  ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

    როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, შეიქმნება „მწვანე დერეფანი“ ტურისტებისთვის და აღმოიფხვრება კორუფცია. მისივე თქმით, აღარ იქნება რიგები ჩერნობილის ზონაში მოსახვედრად საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, მოიხსნება ფოტო-ვიდეო გადაღებაზე დაწესებული შეზღუდვები.

    „უნდა ვაჩვენოთ ჩერნობილი მსოფლიოს: მეცნიერებს, ეკოლოგებს, ისტორიკოსებს, ტურისტებს. სამწუხაროდ, დახურული ზონა ამ დრომდე წარმოადგენს კორუფციის სიმბოლოს – ძალოვნები ტურისტებისგან ქრთამს იღებენ, ხდება ჯართის არალეგალურად გატანა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება. ამ ყველაფერს ჩვენ მალე დავასრულებთ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

    როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვლადიმირ ზელენსკის მიერ 10 ივლისს ხელმოწერილი განკარგულება ითვალისწინებს ჩერნობილის ზონის როგორც ტურისტული ობიექტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და დამტკიცებას. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება ჩერნობილის ზონაში ახალი ტურისტული მარშრუტების შედგენა.

    1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

  • ნიკა გვარამია “რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორად რჩება

    ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად რჩება.

    სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას გვარამიას გათავისუფლების შესახებ მხარი არ დაუჭირა.

    ნიჟარაძის მხარის ადვოკატის განმარტებით, დირექტორის გადადგომის ერთ-ერთი არგუმენტი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაა, მისი თქმით, ნიჟარაძის აზრით ის განცხადება რაც გაბუნიამ გააკეთა არხისთვის საზიანოა.

    “მოსალოდნელი რაც იყო ის შედეგი მივიღეთ დომინანტი პარტნიორების მხრიდან იყო აბსოლუტური ერთსულოვნება ყველა საკითხზე. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც მოხდა იმ განცხადების გაკეთება რა განცხადების გაკეთებაც მოხდა, ვსაუბრობ გაბუნიას ინციდენტზე იყო კომპანიისთვის საზიანო, საზოგადოების ნდობის დაკარგვის საფუძველი, ამას უნდა მოჰყოლოდა კომპანიის ხელმძღვანელის გადადგომა, არავინ მხარი არ დაგვიჭირა, მათ ჩათვალეს რომ პირიქით რეიტინგმა მოიმატა”-განაცხადა ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

    კენჭისყრაზე მოთხოვნას თავად 9 %-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ არ დაეთანხმა.