Category: არქივი

  • “ბატონო გახარია,კეთროვნად გაქცევთ,იმ ცინიზმის გამო, რაც ეთერში დაღვარეთ“–თამარ ჩერგოლეიშვილი

    შინაგან საქმეთა მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები აფასებენ. ტაბულას დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი გახარიას ინტერვიუს ასე აფასებს:

    “ბატონო გახარია, ჰედლაინებს გადავავლე მხოლოდ თვალი – თქვენ გქონდათ შესაძლებლობა (სასამართლოში – უფლებაც) დუმილი შეგენარჩუნებინათ და გადამდგარიყავით. ამის ნაცვლად, თქვენ პოსტზე დარჩენა და ტყუილების ლაპარაკი არჩიეთ.

    ყველაფერი, რაც თქვით, თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

    არ მოგასვენებთ არსად.

    სადაც წახვალთ, ყველგან დაგხვდებით.

    ყველგან პოლიციის კორდონები დაგჭირდებათ.

    ყველგან შერცხვებათ თქვენს დაქვემდებარებულ პირებს თქვენ გამო.

    ყველა მნიშვნელოვანი სტუმარი გაიგებს, რომ არალეგიტიმური ბრძანდებით.

    კეთროვნად გაქცევთ, სწორედ იმ ცინიზმის გამო, რაც თქვენ ტვ პირველის ეთერში დაღვარეთ.“– წერს ჩერგოლეიშვილი.

  • “ფსიქიურად არამდგრადი, ისტერიული ბოროტი ადამიანი“–ნიკა გვარამია გახარიაზე

    რუსთავი2–ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ინგა გრიგოლიასთან შს მინისტრის ინტერვიუს შემდეგ გახარიას შეუმდგარ ჩიკატილოს და არაადეკვატურ ფსიქოპატს უწოდებს.

    “ნამდვილად კარგად ვართ გადარჩენილები. ამ სისხლიან კაცს სტოპი არა აქვს, ნამდვილი ფსიქოპატია და თუ უბრძანეს, მიტინგს ცეცხლსაც დაუშვებს. თუმცა, გადარჩენილები ვართ თუ არა, ჯერ არავინ არ იცის – არსად არ აპირებს წასვლას და არსად არ უპირებენ გაშვებას.

    მოკლედ, შსს მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი გვყავს რუსეთის გავლენის აგენტი, ფსიქიურად არამდგრადი, ისტერიული ბოროტი ადამიანი.“– წერს გვარამია.

  • თალაკვაძე გახარიას საერთაშორისო კონფერენციაზე არ მისვლის მიზეზებს განმარტავს

    საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში და შს მინისტრის შეცვლილი დღის წესრიგი – კონფერენციის პროგრამიდან გიორგი გახარიას გამოსვლის ამოღებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.

    თალაკვაძე განმარტავს, რომ შს მინისტრს სხვა გეგმები ჰქონდა, რის გამოც, ვერ დაესწრო კონფერენციას.

    „მე მგონი, ცოტა უცნაური კითხვა არის, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვთ განმარტებას, თუ მინისტრს, როგორ შეეცვალა თავის სამუშაო განრიგი. თუმცა, მე მაინც არ ავარიდებ თავს კითხვას და გეტყვით, რომ მას ჰქონდა სხვა გეგმები დღის მეორე ნახევარში და შესაბამისად, ვერ დაესწრო კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

    საქმე ეხება ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას, სადაც დღეს სიტყვით შს მინისტრიც უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილებები შევიდა. გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა.

    თავად შს მინისტრი კი საერთაშორისო კონფერენციის ნაცვლად, ტვ “პირველის” ეთერში მივიდა.

  • ბრძანება მე გავეცი – გახარია 20 ივნისის დარბევასა და სროლაზე

    ბრძანება მე გავეცი – ეს განცხადება, საქართველოს შს მინისტრმა გააკეთა. ტვ “პირველის” ეთერში, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მან საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედა. მინისტრის განცხადებით, სროლის ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ხასიათი.
    ნარინჯისფერ ტყვიებზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი ამბობს, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები ლეტალური არ არის. მისი თქმით, ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად.
    „ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. რატომ – იმიტომ, რომ პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი ამ ქვეყანაში“,- განაცხადა გახარიამ.
  • შს მინისტრის ინტერვიუს პარლამენტის წინ შეკრებილები დიდ ეკრანზე უყურებენ

    სისხლიანი ღამის შემდეგ შს მინისტრის პირველ ინტერვიუს, რომელიც „ტვ პირველზე“ მიმდინარეობს, პარლამენტის წინ შეკრებილები უსმენენ.

    აქციის მონაწილეები ისმენენ იმ განცხადებებს, რასაც გიორგი გახარია მომხდარი დარბევის შეფასებისას აკეთებს.

    მინისტრის თქმით, დარბევის ბრძანება მან გასცა, მიზეზი კი აქციის ძალადობრივი ხასიათი იყო.

    გიორგი გახარია ამბობს, რომ პარლამენტის წინ ვითარება საღამოს 10 საათის შემდეგ დაიძაბა და შეკრებილები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. მინისტრის შეფასებით, მომიტინგეებმა პარლამენტზე შტურმი მიიტანეს.

  • “ამ მომენტში წასვლა არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა“– გიორგი გახარია

    შინაგან საქმეთა მინისტრმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში კიდევ ერთხელ ისაუბრა 20 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებებზე. გახარია, რომელიც სტუდიაში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა თვლის, რომ იმ ღამეს პოლიცია ადეკვატურად მოქმედებდა. კითხვაზე, რატომ არ მიდის თანამდებობიდან, გახარია პასუხობს, რომ ახლა ყველაზე მარტივი გამოსავალი გადადგომა იქნებოდა და ამ მომენტში წასვლა არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.
    “როდესაც ეს ახალგაზრდები გამოთქვამენ თავის აზრს და შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული რას ნიშნავს სახელმწიფო სამსახური , რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შსს მინისტრი და რას ნიშნავს შენი ქვეყნის პარლამენტს როცა ესხმიან თავს ჯგუფურად და ორგანიზებულად.
    როცა კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ შტურმად პარლამენტზე და შენ, შს მინისტრი დგეხარ არჩევანის წინაეშე რა უნდა გააკეთო– გადაარჩინო შენი იმიჯი თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც თვლი რომ არის სწორი.
    ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით, პარლამენში შეჭრით ძალაუფლების მოპოვება ან შეცვლა შეუძლებელი უნდა იყოს.“– ამბობს გახარია.
    რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი ისროლა მაშინ, როცა პარლამენტის წინ ვითარება ჩაწყნარებული იყო, გახარია პასუხობს:
    “ეს კადრები არის სრული ფარსი. მელიას რა თქმა უნდა აქვს თავდაცვის უფლება და შეუძლია ყველა სახის კადრები იპოვნოს, მოძებნოს , გამოაქვეყნოს. მაგრამ ამ კადრებიდან ჩანს რომ ნიკანორ მელია და მისი პარტიელები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები.
    როცა ეს კადრები იქნება გამოქვეყნებუი სასამართლოზე ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ.
    სიტყვა დარბევა ამ შემთხვევაში სამართლებრივადაც არ გამოიყენება.  ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია
    ეს აქცია ათი საათის შემდეგ გახდა ჩვეულებრივი, სისტემური ორგანიზებული შტურმი პარლამენტის წინააღმდეგ.როდესაც მელია ამას საუბრობს, რასაც აკეთებდა. ზუსტად იგივე მომენტში, სხვადასხვა ფლანგებიდან შტურმი მიდიოდა პარლამენტის შენობაზე. ეს არის ერთი რაკურსი. აიღეთ რამოდენიმე კამერა, რა ხდებოდა პარლამენტისწინ იმავე დროს, რცა ნიკა მელია მიმართავდა მომიტინგეებს.
    ეს იყო აქცია, რომელიც დაიწყო 7 –ზე და 10 მდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი.რაღაც მომენტში კონკრეტული პოლიტიკოსების, მათ შორის პარლამენტარების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი. ამ მომეტიდან პოლიციას ქონდა ყველა სახის ძალის გამოყენების უფლება.
    როცა ფიზიკური შეტევა მიგვაქვს პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე აქ უკვე პოლიცია ვალდებულია გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, რათა არ დაუშვას ინსტიტუციური ჩამოშლა და სამოქალაქო დაპირისპირება.
    როგორც კი ორგანიზებული შეტევა მიიტანეს პარლამენტზე ეს აქცია გახდა ძალადობრივი.ათი საათიდან დაახლოებით ორსაათნახევარი ჩემი ბრძანებით არცერთ პოლიციელს არავითარი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია. მათ მხოლოდ ქონდათ ბრძანება ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტი. არცერთი ნაბიჯი პარლამენტის პერიმეტრს მიღმა პოლიციას არ გაუკეთებია.
    პოლიციას გასტაცეს 300ზე მეტი ფარი.
    როდესაც პოლიციისთვის გახდა შეუძლებელი ფიზიკურად თავისი თავის დაცვა როცა ვეღარ ახერხებდა, რადგან ფარები არ ქონდათ, ამის შემდგომ პოლიცია გახდა იძლუებული გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომლებიც კანონიერად მას ქონდა აღჭურვილობაში.“–ამბობს გახარია.
  • როგორ შედის შს მინისტრი TV პირველის შენობაში საპროტესტო აქციის ფონზე (ვიდეო)

    შს მინისტრ გიორგი გახარიას ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებზე პასუხის გაცემა, ტელეკომპანიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევს.  შს მინისტრი უკვე მივიდა გადაცემაში  და მას  ტელეკომპანიაში შესვლა საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია.  მას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

  • ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები TV პირველის შენობასთან მივიდნენ

    დღეს 11 ივლისს 8 საათზე  შს მინისტრ გიორგი გახარიას ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებზე პასუხის გაცემა, ტელეკომპანიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევს.  ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ ტვ პირველის შენობასთან სადაც მოითხოვენ შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. დღეს ანტისაოკუპაციო  აქციის მონაწილეებმა ბათუმში შს მინისტრს სიტყვით გამოსვლაში შეუშალეს ხელი ხოლო დღეს ტვ პირველში მის  მეორე გამოსვლასაც არ დატოვებენ ხმაურის გარეშე, განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

  • ნანა ლეჟავა “იმედს“ტოვებს- საინფორმაციო სამსახურს ინგა დადიანი უხელმძღვანელებს

    ნანა ლეჟავა ტელეკომპანია “იმედს” ტოვებს. მის ადგილს პალიტრა ტვ-ის დირექტორი ინგა დადიანი დაიკავებს.  ინგა დადიანი საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს.

    ლეჟავას ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა, არსებული ინფორმაციით ტელეკომპანიას ტოვებს ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძეც.

  • ვფიქრობ, საქართველოში ყველაფერი შესანიშნავადაა-დონალდ ტუსკი

    პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ბათუმში უმასპინძლა.

    ივანიშვილმა ტუსკს მადლობა გადაუხადა.თავის მხრივ, ტუსკმა ივანიშვილთან შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა და გამოთქვა აზრი, რომ საქართველო კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.

    “ბატონო თავმჯდომარევ, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჩემი მისასალმებელი გამოსვლით დავიწყე. შემდეგ შედგა ჩემი შეხვედრები ქალბატონ პრეზიდენტთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან, ოპოზიციის ლიდერებთან და ახლა მმართველი პარტიის ლიდერს ვხვდები. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედის მომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად. ძალიან ღია და გახსნილი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად, პოლიტიკური დებატების პირობებში და ვიდრე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილნი, ასეც იქნება. მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის. თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოში ყველაფერი შესანიშნავადაა”,- განაცხადა დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას.

    ბიძინა ივანიშვილმა ტუსკთან პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გამართული პირველო შეხვედრა გაიხსენა.

    “მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა – ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში – როგორც პოზიციას, ისე – ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას. დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში – განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.