Category: არქივი
-
20 ივნისის ღამეს მომიტინგეების დარბევა სახელმწიფოს 190 ათასი ლარი დაუჯდა
20-21 ივნისს მომიტინგეების დარბევა სახელმწიფოს ასობით ათასი ლარი დაუჯდა – ამის შესახებ განცხადებას, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი აკეთებს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ დარბევის ღამეს რეგიონებიდან გადმოსროლილი დამატებითი ძალების კვებასა და სასტუმროებზე ბიუჯეტიდან 190 ათასი ლარი დაიხარჯა.ხოლო 27 ივნისს, გიორგი გახარიას პრესკონფერენციის, პირდაპირი სატელევიზიო მომსახურების შესყიდვისთვის, სამინისტრომ 14 000 ლარი გადაიხადა.ოპოზიციაში, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და კონკრეტული პირების პასუხიმგებლობის საკითხზე საუბრობენ.„ადამიანები რომლებიც ჩამოიყვანეს ჩვენს გასალახად, დასარბევად, თვალების დასათხრელად და თავების გასატეხად ჩვენ შემდეგ დავაპურეთ, საჭმელი ვუყიდეთ, ლანჩი ვუყიდეთ, წყალი ვუყიდეთ სასტუმროში გავუმასპინძლდით და ამის შემდეგ გახარიას რომ პირდაპირ ეთერში ეს ყველაფერი უტიფრად მოეყოლა, რომ თურმე კი არის სისხლიანი ჟანდარმი მაგრამ გადადგომას არ აპირებს, ამაში დამატებით კიდევ 14 ათასი ლარი გადავიხადეთ,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. -
“ჩვენი ვიზიტი მოსკოვში, სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას”-პატრიოტთა ალიანსი
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის გიორგი ლომიას განცხადებით, პარტიის წევრები მოსკოვში კონკრეტული მიზნით მიდიან – რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება გადააფიქრებინონ. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მათი მოსკოვში ვიზიტი საქართველოს სიკეთეს მოუტანს.
„20 ივნისის განვითარებული მოვლენების შემდეგ ძალიან დაიძაბა ისედაც რთული ურთიერთობა რუსეთთან, შეწყდა გზავნილები, 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა, შეწყდა პირდაპირი ფრენა, აღარ გავა ჩვენი პროდუქცია რუსეთის ფედერაციაში, ჩვენ სერიოზული ეკონომიკური ზარალი განვიცადეთ. „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მოსკოვში და შევხვდეთ რუს კოლეგებს, რომ რამენაირად ეს ამოქმედებული სანქციები შევარბილოთ და საერთოდ მოვახსნევინოთ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ვიზიტი მოსკოვში, სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. პუტინმა თქვა, რომ მას არ სურს სანქციების ამოქმედება, თუმცა მიუხედავად ამისა, დუმა მაინც მოქმედებს და სასანქციო პაკეტი მთავრობას გადაუგზავნა. ზუსტად იმისთვის ჩავდივართ, რომ პრევენციულად გავესაუბროთ ჩვენს კოლეგებს და გამოიწვიონ სასანქციო პაკეტი, რათა არ ამოქმედდეს, ან შეარბილონ მაინც. რუსეთში უკვე დაიწყეს ქართველების შემოწმება, რაც ფაქტობრივად დევნაა. როდესაც ქართველი ქუჩაში, რესტორანში დადის, მას თუ არ აქვს რეგისტრაცია, ადრე მას შეეძლო მუშაობა, ახლა პირდაპირ დეპორტაციას ექვემდებარება. გზავნილიც აღარ იგზავნება, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ე.ი სანქციები გარკვეულ წილად უკვე მოქმედებს“, – აღნიშნა გიორგი ლომიამ.
„ჩემთვის გავრილოვის შესახებ არაფერია ცნობილი, ინტერნეტიდან მივიღე ინფორმაცია, თავად გავრილოვი წერს, რომ სურდა ჩვენთან შეხვედრა, მაგრამ ეს არაოფიცილაურ დონეზე. ჩვენი მხრიდან არანაირი მცდელობა არ ყოფილა, თუ მას სურვილი ექნება, რომ შეგვხვდეს, არავის ვემალებით, ნებისმიერ დეპუტატს შევხვდებით“, – აცხადებს გიორგი ლომია.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში შეხვედრებს 15 ივლისიდან დაიწყებენ და ის სავარაუდოდ 2 დღეს გაგრძელდება. ამასთან, გიორგი ლომია ირწმუნება, რომ ისინი მოსკოვში მივლინებით პარლამენტიდან არ მიდიან, შესაბამისად, სამივლინებო ხარჯებისტვის არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწერია ხელი.
-
კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა
ირლანდიელმა მებრძოლმა კარიერის დასრულებაზე უკვე მესამედ გააკეთა განცხადება. ირლანდიელი საკუთარ განცხადებას ტვიტერზე ავრცელებს და ამბობს, რომ იგი დაბრუნებას აღარ აპირებს.
“ვიტყოდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ არ დამიჯერებთ” – წერს კონორი სოციალურ ქსელ Twitterze.
შეგახსენებთ, ირლანდიელმა კარიერის დასრულებაზე პირველად 2016 წელს განაცხადა, თუმცა ძალიან მალე დაბრუნდა და ნეით დიაზს დაუპირისპირდა. მეორედ კონორმა კარიერის დასრულებაზე წელს მარტში დაწერა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ უარყო ყოველივე და თქვა, რომ ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა.
კონორმა პროფეიონალური კარიერის განმავლობაში 25 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 21-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და 4-ჯერ დამარცხდა. ის ისტორიაში ერთადერთი მებრძოლია, რომელმაც ერთდროულად ორ წონით კატეგორიაში მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება.
-
„არ გელაპარაკები”- “ოცნების” დეპუტატი რუსთავი2-ის ჟურნალისტს
„არ გელაპარაკები,“ – ასე მიმართა ჟურნალისტს დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ „გამჭვირვალობის“ მონაცემებთან დაკავშირებით ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.ჯაფარიძეს „კურიერის“ კორესპონდენტი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევასთან დაკავშირებით დაუკავშირდა, საიდანაც ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არც ერთ საკითხზე არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით.
მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი სწორედ ამ სიაშია, თუმცა მან ჟურნალისტთან კომენტარი არ გააკეთა.
-
წყლის ჭურვის გამოყენების პროცესში, ჩვენ ყველას გვესმოდა გაფრთხილების ხმა – ცქიტიშვილი ამტკიცებს რომ მომიტინგეები გააფრთხილეს
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაფრთხილებები იყო, წყლის ჭურვის გამოყენების პროცესში, ჩვენ ყველას გვესმოდა გაფრთხილების ხმა,“ – ეს განცხადება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.
მაია ცქიტიშვილი 20-21 ივნისის სისხლიან ღამეს ეხმაურება და აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გადაიზარდა, რასაც მოჰყვა აქციის დაშლა.
„ვაკვირდებოდით იმას, როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ აქციაში. ვაკვირდებოდით იმას, თუ რა მოწოდებები, რა ოფიციალური განცხადებები, კომენტარები, ყველა სახით ვრცელდებოდა და მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ დაშლილიყვნენ. გარდა ამისა, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, როდესაც იქ შეკრებილი ადამიანების ნაწილი, რომელიც დარჩა ღამე, თუ მონაწილეობას არ იღებდნენ პოლიციაზე ძალადობრივ ქმედებებში, ისინი უშუალოდ ხედავდნენ თუ რა პროცესი ვითარდებოდა იქ. როდესაც შტურმის მოგერიება ხდებოდა პოლიციის მხრიდან, ასეთი სახით გაფრთხილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში არ იყოს საჭირო და ეს აუცილებლობით გამოწვეული მოქმედებაა, თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაფრთხილებები იყო, წყლის ჭურვის გამოყენების პროცესში, ჩვენ ყველას გვესმოდა გაფრთხილების ხმა და არაერთი მოწოდება მთელი დღის განმავლობაში ჟღერდებოდა სახელისუფლებო ორგანოების, შსს-ს მხრიდან,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
-
“მე პლენარული განცხადებებისთვის ნაკლებად მცალია” – დეპუტატი ლევან ბეჟანიძე
ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრი, ლევან ბეჟანიძე იმ დეპუტატთა სიაშია, ვისაც პარლამენტში სხდომაზე ერთი წლის განმავლობაში განცხადება არ გაუკეთებია. „როგორც ირკვევა, „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არცერთ საკითხზე არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით.
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ბეჟანიძე ამბობს, რომ პლენარულ სესიაზე განცხადებას არ აკეთებს, თუმცა კომიტეტებზე აქტიურად მუშაობს. დეპუტატის შეფასებით, მისი საქმიანობა პარლამენტში აქტიურია
„მე პლენარული განცხადებებისთვის ნაკლებად მცალია. ნახეთ, მაგის ჩანაწერებიც არსებობს, კომიტეტებზე ძალიან აქტიურად ვთვლი ჩემს თავს. კომიტეტზე ვარკვევთ სიტუაციას, რაც გაუგებარია, ყველაფერს გავდივართ კომიტეტის სხდომაზე, სასესიოდ მე პრობლემა არ მქონია. მე პრობლემა ჩემს საქმიანობაში არ მქონია,“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრმა, ლევან ბეჟანიძემ.
-
გერმანიის ელჩი იყო პარლამენტში, სხვა ელჩები ხაზზე იყვნენ-შს მინისტრის მოადგილე
გახარიას სკანდალური განცხადების შემდეგ, განმარტებას მისი მოადგილე აკეთებს.
გახარიას მოადგილე ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა,რაც შეეხება სხვა ელჩებს, ისინი ხაზზე იყვნენ მთელი ღამის განმავლობაში.
“იმ ღამეს თუ გახსოვთ, გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, პროცესს აკვირდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში. გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
გახარიას განცხადება, იმის თაობაზე რომ ის სხვა ელჩებთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტში, უარყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, საფრანგეთის ელჩი და უკრაინის ელჩი უარყოფენ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში ყოფნას.
-
დიდი ბრიტანეთის ელჩი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში არ ყოფილა – დიდი ბრიტანეთის საელჩოს განმარტება
დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში არ ყოფილა – ასეთ განმარტებას აკეთებს დიდი ბრიტანეთის საელჩო გიორგი გახარიას განცხადებაზე. დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა სხვა საელჩოების მსგავსად, არ ადასტურებს რომ დარბევის ღამეს ელჩი პროცესებს შს მინისტრთან ერთად აკვირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად ელჩები იმყოფებოდნენ, რომლებიც დარბევის პროცესს აკვირდებოდნენ. კურიერმა ეს ინფორმაცია რამდენიმე ქვეყნის ელჩთან გადაამოწმა. მათშორის არის ნიდერლანდების სამეფო, აშშ, საფრანგეთი, რუმინეთი, ესტონეთი და უკრაინა. მათგან ყველამ თქვა რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილან.
-
ხელით დაფარული თვალი მახსენებს ტკივილს, ცისფერებს და გახარიას გმირობას-“ოცნების” საკრებულოს დეპუტატი
“ჟესტი – ხელით დაფარული თვალი – მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე პარტიებს! ასევე, გახარიასა და პოლიციელთა გმირობას,” – ამ პოსტის ავტორი ქუთაისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ალექსანდრე ახალაძეა.
მან სოციალურ ქსელში 20 ივნისის მოვლენები შეაფასა.
ახალაძემ მოგვიანებით სტატუსი წაშალა, პოსტი ფეისბუქზე აღარ იძებნება.

-
“ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის”-რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის სექსისტური კომენტარი
“ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის” — რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა ინგა გრიგოლიას მისმაართით სოციალურ ქსელში სექსისტური და შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა.
კომენტარი მან სხვის პოსტზე დაწერა, რომელიც ასევე ინგა გრიგოლიას მისამართით იყო დაწერილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, TV პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იყო.
