Category: არქივი
-
საქართველოს მიმართ უარყოფითად რუსების მხოლოდ 8 პროცენტია განწყობილი.ახალი კვლევა
რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, ანუ 48% საქართველოს მიმართ ნეიტრალურად არის განწყობილი, 37% დადებითად. 7%–ს უჭირს პასუხი, 8% კი საქართველოს მიმართ უარყოფითად არის განწყობილი.ეს მონაცემები რუსული ფონდის, “საზოგადოებრივი აზრის“ მიერ 6–7 ივლისის პერიოდში რუსეთის მაშტაბით 104 დასახლებულ პუნქტში 1500 ადამიანის გამოკითხვის შედეგად გახდა ცნობილი. კვლევა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტას.საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულების მიზეზად გამოკითხულებმა ჩამოთვალეს: “სტუმართმოყვარე და კარგი ხალხია“, “კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მიმართ“ , “მომწონს საქართველო, არ მაქს მიზეზი ცუდად ვიყო განწყობილი.“უარყოფითად განწყობილი რესპოდენტები მიზეზად საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიმართ ცუდ დამოკიდებულებას ასახელებენ ან კიდევ იმას, რომ უბრალოდ არ მოსწონთ ეს რესპუბლიკა.რუსების 71 % თვლის, რომ კარგი ურთიერთობები რუსეთ–საქართველოს შორის ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 19% თვლის, რომ კარგი ურთიერთობები საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია. 3%–ის აზრით მოსკოვისთვის. 8%–ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.5% თვლის, რომ 5–10 წლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უკეთესი იქნება. საპირისპიროში დარწმუნებულია რუსების 7%. პასუხი უჭირს 36%–ს.გამოკითხვის მონაწილეებს შეკითხვები დაუსვეს ტურიზმთან დაკავშირებითაც.კითხვაზე: “ყოფილხართ თუ არა ოდესმე საქართველოში და თუ არ ყოფილხართ ისურვებდით თუ არა იქ ოდესმე ჩასვლას?“15% პასუხობს, რომ ნამყოფია. 41% ამბობს, რომ ისურვებდა საქართველოში წასვლას. 42 %–ს სურვილი არ აქვს. 2%–ს პასუხი უჭირს.გამოკითხვის მონაწილეებს დაუსვეს კითხვა :“როგორ ფიქრობთ, ქართველების უმრავლესობას რუსი ტურისტების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს თუ უარყოფითი?“პასუხები ასე გადანაწილდა:გამოკითხულთა უმრავლესობა, ანუ 60% თვლის, რომ ქართველებს რუსი ტურისტების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ. 14% თვლის, რომ უარყოფითი. 26%–ს უჭირს პასუხი. -
გახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი – დათო გაბუნია
„გახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი“, – ეს განცხადება მუსიკოსმა დათო გაბუნიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გააკეთა. გაბუნია სისხლიანი ღამის შემდეგ გიორგი გახარიას პირველ აღიარებას ეხმაურება, როდესაც მინისტრმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მან გასცა მომიტინგეების დარბევის ბრძანება.გაბუნიას შეფასებით, გიორგი გახარია არ იმსახურებს, რომ იკავებდეს შს მინისტრის თანამდებობას და ის უნდა გადადგეს.„რაც შეეხება იმ მიზეზს და იმ არარაობას, ვის გამოც ჩვენ ამდენი ხანია, ქუჩაში ვდგავართ, ის ადამიანი აღარ არსებობს, მით უმეტეს გუშინდელი ინტერვიუს მერე, რაც ჩვენ ვნახეთ, ის ადამიანი არის ნული. ის ადამიანი ააყროლებს უკვე ყველაფერს და მისი სახელი არის ვირეშმაკა აფერისტი და ის არ არის ღირსი, რომ ჰქონდეს ქართული, მეგრული გვარი, გახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დათო გაბუნია.პროტესტი 24-ე დღეა, მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა, რადგან გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.მანამდე კი, მოქალაქეები რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, აქციის პირველ დღეს მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.აქცია კი შს მინისტრმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. გახარიას თქმით, ქვეყანაში ამბოხი იგეგმებოდა. -
“დროა ივანიშვილს შეახსენონ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას“–სალომე სამადაშვილის სტატია “ვაშინგტონ პოსტში““
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი გავლენიან ამერიკულ გამოცემა “ვაშინგტონ პოსტში“ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?”“20 ივლისს ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში რათა საქართველოს პარლამენტში რუსი კანონმდებლის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას დაპირისპირებოდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შელახვის მოსკოვისეული პოლიტიკის ღია მხარდამჭერია. ახალგაზრდა ადამიანები და სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირის, ნატოს და ამერიკის დროშებით რუსეთის მიერ ქვეყნის ნაწილის ოკუპაციას და ქვეყნის დემოკრატიის ხელყოფის მცდელობებს გმობდნენ. მე რამდენიმე კოლეგასთან ერთად ვაპროტესტებდი პარლამენტის შიგნით გავრილოვის გამოჩენას. შემდეგ რაც მოხდა, გამაოგნებელი იყო.
საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ კრემლის სტილში იმოქმედა. სპეცრაზმმა ხალხი ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა. პოლიცია დამიზნებით ესროდა პროტესტანტებს სახეში. თინეიჯერმა გოგონამ და ჟურნალისტმა თვალები დაკარგეს. 200ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, ათეულობით ადამიანი დააკავეს. სისასტიკემ საპასუხო რეაქცია გამოიწვია. სამი კვირაა პროტესტი ყოველდღიურად გრძელდება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, რომელმაც ძალადობრივი ანგარიშსწორების ბრძანება გასცა.თუმცა ფუნდამენტური პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე გავრილოვი ან გახარია. მართალია პუტინი არ მალავს თავის იმპერიულ ამბიციებს, მაგრამ საქართველოს დასავლური მომავლისთვის მთავარი საფრთხე შემდეგია: საქართველოს ხელისუფლებამ კრემლის ტაქტიკის შიდა მოხმარებისთვის ადაპტირება მოახდინა.2012 წლიდან მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ კონტროლი დაამყარა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე. მისი ჩრდილოვანი დამფინანსებელი ოლიგარქი ბიძინა ივაშვილი, რომლის ქონება საქართველოს მშპ–ს მესამედს შეადგენს, პუტინის მართვის სისტემის კოპირებას ახდენს. მაგრამ ქვეყანაში, რომელიც ასჯერ მცირეა რუსეთზე, შედეგი უფრო სახელმწიფოს მიტაცებას გავს.მმართველი პარტია პოპულარობის დაკარგვის პარალელურად ძალაუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. გასული წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის უკუსვლის ნიმუში იყო. მეორე ტურში მმართველმა პარტიამ ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას მიმართა. ისევე როგორც პუტინის რუსეთში, საქართველოს მმართველმა პარტიამ გააძლიერა თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე.გავრილოვის ვიზიტმა აჩვენა, რომ ქართული ოცნება ცდილობს ქართველთა უმრავლესობის რეალური ოცნების დანგრევას, როგორიც არის დემოკრატიული ქვეყანა, დაფუძნებული კანონის უზენაესობაზე, სადაც ევროპული ფასეულობები დომინირებს.“– წერს სამადაშვილი და სტატიაში აქცენტს აკეთებს ხელისუფლების მიერ ძალადობრივი ჯგუფების წახალისებაზე, საბჭოური სტილის პროპაგანდაზე და რუსთავი2–ზე შეტევაზე.“თუ ივანიშვილი წარმატებას მიაღწევს დემოკრატიის განადგურებაში, ეს იქნება პუტინის გამარჯვება და საქართველოს ტრაგედია. უფრო მეტიც, ეს იქნება დანაკარგი რეგიონში ამერიკული და ევროპული ინტერესებისთვის. ქართველი ხალხი ისევ და ისევ ირჩევს დასავლეთს, ახლა დასავლეთმა უნდა აირჩიოს საქართველო. დროა ივანიშვილს შეახსენონ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, მასთან ერთად ან მის გარეშე,”- წერია სტატიაში.სამადაშვილი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს ნათელი მესიჯი გააგზავნონ, რომ ივანიშვილმა პირობა შეასრულოს და ჩაატაროს სრულად პროპორციული არჩევნები, შეწყვიტოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკა და საჯაროდ აღიაროს, რომ მზადაა, დათმოს ძალაუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით, როგორც ეს 2013 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.“პროტესტის ზაფხული საქართველოში გარდამტეხი მომენტია, რომელიც სათანადოდ უნდა იქნას შეფასებული. შესაძლოა ორი შედეგი: პუტინის ილიბერალიზმის მორიგი გამარჯვება ან იმის დამტკიცების შანსი, რომ ის არასწორია“- წერია სალომე სამადაშვილის სტატიაში. -
“საქართველოში დაწყებული პროტესტი პოლიტიზირებულია“–სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ გერმანული ტელეარხისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე სამიტის დროს ინტერვიუ მისცა გერმანული ტელეარხის, “დოიჩე ველეს“
ჟურნალისტს. ინტერვიუ ტელეარხის რუსული რედაქციისთვის ჩაიწერა. ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, პუტინზე, გაბუნიას გინებაზე, ოკუპაციაზე და რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი პოლიტიზებულია და ამაში ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ადანაშაულებს.
გერმანული არხის ჟურნალისტმა პირდაპირ უთხრა მას, რომ პირადად ესაუბრა აქციის მონაწილეებს, რომლებიც სამი კვირაა, აქციებზე დგანან და გაარკვია, რომ რუსული საკითხი საზოგადოებისთვის მთავარი პრობლემაა. ზურაბიშვილის თქმით, აქცია, თავდაპირველად, სპონტანური იყო, თუმცა შემდეგ პოლიტიზირებული გახდა და ამის ნიშნებს ახლაც ხედავს.„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი დაინტერესდა, აქვს თუ არა პირადი კონტაქტები კრემლთან, რაზეც საქართველოს პრეზიდენტს გაეცინა და უარყოფითი პასუხი გასცა.„ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო – იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა. ამ პოლიტიზირებას ახლაც აქვს ადგილი. ჩემი აზრით, ამის მიზეზია კონფლიქტის ღია ჭრილობა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც ჩვენში და ჩვენს ევროპელ პარტნიორებში უნდა იწვევდეს ღრმა შეშფოთებას. პრობლემების გადაუჭრელობა, გაყინული ვითარება – ადამიანები დიდხანს ამას ვერ შეეგუებიან. ქართველები ამაყი ხალხია. საქართველოს ისტორია გვაჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან ეს საკითხი უნდა დავარეგულიროთ,” – განაცხადა პრეზიდენტმა.სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეების მთავარი დაკვეთა ტერიტორიების დეოკუპაცია და ამ მიზნით რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატის შეცვლაა.„საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე – და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი. ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს დიპლომატიური საშუალებები იმისთვის, რომ მოაგვაროს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან არ გაგვაჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. ჩემი აზრით, სწორედ ამის მოტანა უნდოდათ ჩვენამდე პროტესტის მონაწილეებს – ჩვენ ყველამ ერთად რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად “ჟენევის ფორმატში”. ამ ფორმატმა თანდათან დაკარგა, არა, მნიშვნელობა არა, რადგან სხვა ფორმატი არ არსებობს და ის ჩვენთვის უკიდურესად საჭიროა – თუმცა, საჭიროა, მისი ახალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა, რომ მან რეალურად იმუშაოს. მან უნდა გადაწყვიტოს პრობლემები და არა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის საკითხები განიხილოს. სწორედ ასეთი იყო სიგნალი, რომელიც წამოვიდა საქართველოს ქუჩებში მყოფი პროტესტის მონაწილეებისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. -
“ვწუხვარ, რომ დღეს “იმედი” ისეთი არ არის, როგორსაც ბადრი ისურვებდა“–გია ხუხაშვილი
“ისტორიის პარალელები” – ყოველ შაბათს თითო ისტორია– ამ სათაურით აქვეყნებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეისბუქზე სტატუსს, რომელშიც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებს.“2007 წლის 3 ნოემბრის დილით ბადრის შევხვდი ოქროყანაში, რის შემდეგაც გაფრინდა ისრაელში. მეორე დღეს დამირეკა და დამპატიჟა ეილათში. 7 ნოემბრის დრამატულ მოვლენებს მე, ბადრიმ და ბორის ბერეზოვსკიმ ერთად ვუყურეთ ტელევიზორში. აბსოლუტურად დაზაფრულები იმავე ღამით გადავფრინდით ლონდონში. თბილისში უკვე აღიძრა საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. ბადრიმ მითხრა, რომ არ ჩამოვსულიყავი თბილისში, რადგან სავარაუდოდ დამაპატიმრებდნენ. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს მაინც ჩამოვედი. მართლაც, 10-ში დილით ძალის გამოყენებით მიმიყვანეს გენ. პროკურატურაში. საღამოს გამომიშვეს და ამის შემდეგ 5 იანვრამდე (საპრეზიდენტო არჩევნები) ვიყავი ფაქტობრივ არაფორმალურ შინაპატიმრობაში სოდის 3 მანქანით ალყაშემორტყმული. ბადრი ამის შემდეგ აღარ მინახავს. ჩემი მორალური ვალი მისი ხსოვნის წინაშე იმით მოვიხადე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთეთ ტვ “იმედი” დავუბრუნეთ ბადრის ოჯახს. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს “იმედი” ისეთი არ არის, როგორსაც ბადრი ისურვებდა. მე რომ “შავ სიაში” ვყავარ, ეს ხომ საერთოდ ტრაგი-კომედიაა. ყველა დამთხვევა და პარალელი შემთხვევითია…ან არა…“ – წერს გია ხუხაშვილი. -
თბილისი–რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. შუახნის მამაკაცს, რომელიც გზაზე გადადიოდა, ავტომანქანა დაეჯახა და ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
-
დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული, რის გამოც, დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც მოიხსენება.დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურღიას სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს. -
“არაფერი არ მუშაობს უკვე ბოტების, ტროლების და ბიძინავიზიების“–გვარამია
რუსთავი2–ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოში მიმდინარე პროცესებს რეალურად რუსეთ–საქართველოს შორის დაპირისპირებას უწოდებს და თვლის, რომ სხვა ყველა საკითხი მეორეხარისხოვანია:“არაფერი არ მუშაობს უკვე ბოტების, ტროლების და ბიძინავიზიების. არ ილექება, ისხლიტავს ხალხი. სინამდვილეში, რუსეთ საქართველოს დაპირისპირებაა ქვეყანაში და ესაა მთავარი თემა. მორჩა უკვე გაშიშვლებულია ეგ ამბავი და ვერ გადაფარავს ვერც გაბუნიას ყ@@ობა, ვერც ჩემი ღვინოზე აგორებული დეზინფორმაცია, ვერც რუსთავი 2ს წავიღებთ სიცრუით დამამშვიდებელი კამპანია და საერთოდ ვერაფერი.
გახარია სისხლიანი ჟანდარმია! ივანიშვილი რუსეთიდან მართული უზურპატორია! ოცნების ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანის მმართველობას პუტინისტები უნდა ჩამოშორდნენ. დაიხურა საკითხი.ვინც ამას ვერ ხვდება და ამ გეოპოლიტიკურ მომენტუმს ვერ გრძნობს;ვისაც გონია, რომ ახლა რაღაც სანქციებზე, ღვინოზე, ვაჭრობაზე და ეკონომიკაზე ლუღლუღის დროა და ესაა მნიშვნელოვანიარა მგონია, საერთოდ ესმოდეს, ქართულ პოლიტიკაში ახლა რა ხდება და ჯობია პოლიტიკას შეეშვას და სხვა საქმით დაკავდეს.p.s არც ქოცებს არ გაუვათ ამის გადაფარვა და ოპოზიციამაც დაასრულეთ ძლაუნებრუად ქოცების წისქვილზე წყლის დასხმა და მთავარი მესიჯის გადღაბნა რაღაც მეორეხარისხოვანი და სულელური, სუსის მიერ მოგონილი მესიჯებით.“–წერს გვარამია. -
ქუცნაშვილის მადლობები რუსეთს და ელჩის სკანდალური წერილი,რომელმაც მედიაში გაჟონა
საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიპლომატების მიმოწერამ გაჟონა. „კურიერმა“ მოიპოვა წერილი, საიდანაც დგინდება რომ გავრილოვის, ქუცნაშვილის და მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის საშიშ თამაშებზე, დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ 2 წლის წინ აფრთხილებდა. თამარ გრძელიძე საქართველოს იმდორინდელი ელჩი ვატიკანში წერილში წერს, რომ ქუცნაშვილის გამოსვლები მართლმადიდებლურ ფორუმზე საშიშია და ქვეყნის ეროვნულ ინტერებს ურტყამს.თამარ გრძელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვატო მახარობლიშვილს წერილს 2017 წელს წერს. ის ქუცნაშვილის გამოსვლის შემდეგ იძულებული გახდა, რომ დეპუტატის მხრიდან გახმოვანებული გზავნილებიდან გამომდინარე საფრთხეებზე ესაუბრა.ზაქარია ქუცნაშვილს დიპლომატი ასევე აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის ასამბლეაზე რუსულ ენაზე საუბრობს და არა მშობლიურზე, სხვა გამომსვლელების მსგავსად. მისივე თქმით, ქუცნაშვილმა კრიზისის გადალახვის ქრისტიანულ გზებზე ისაუბრა.გრძელიძის ინფორაციით, ქუცნაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის როლზე ისაუბრა. მან პატრიარქ კირილს მადლობა იმის გამო გადაუხადა, რომ თითქოსდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისდა მიუხედავად, პატრიარქი ლოცვაში საქართველოსთან ერთად მოიხსენიებდა.„ისაუბრა ბატონმა ზაქარიამ გლობალური კრიზისის გადალახვის ქრისტიანულ გზებზე. მან ბრძანა, რომ კრიზისიდან გამოსვლაში, სწორედაც რომ, ქრისტიანული მიდგომა დაგვეხმარება, საამისოდ დაასახელა სამი ფაქტორი. შემდეგ ისაუბრა ლტოლვილების თემაზე და საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე მდგომარეობაზე. მისი დისკურსი აგებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მიმართ დიალექტიკურ მიდგომაზე რუსულ სინამდვილეში: რუსეთის სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოსგან დამოუკიდებლობას, ხოლო მოსკოვის საპატრიარქო განაგრძობს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის აღიარებას. ამ კონტექსტში ბატონმა ზაქარიამ მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილეს. ეს ყოველივე კი გაჟღერებული იყო რუსულ ენაზე (რომელსაც იგი სრულყოფილად არ ფლობს). საინტერესოა, რომ ამ, ვითომდა საერთომართლმადიდებლურ, ფორუმზე ყველა საკუთარ ენაზე ლაპარაკობს: პირად საუბარში ბატონ ზაქარიასთან ვცადე იმის დამტკიცება რომ დეფაქტო სიტუაცია აფხაზეთში განსხვავდება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადებებისგან, თითქოს იგი აღიარებდეს აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციაში ყოფნას, ხოლო ოსეთის ე.წ. მთავრობას პატრიარქი კირილე მისალოცებს უგზავნის. იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქი კირილე რუსეთის მთავრობის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, მძიმე მოსასმენია, რომ საქართველოს მთავრობის მმართველი გუნდის წარმომადგენელი მას მადლობას უხდიდეს,“ – აღნიშნულია წერილში.მაშინ, როდესაც ზაქარია ქუცნაშვილი მადლობებს იხდიდა, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ამ მართლმადიდებლურ ფორუმებზე, პირველ რიგში, კრემლის პოზიციების დაცვით იყვნენ დაკავებული. მათ შორის დიპლომატი თამარ გრძელიძე იხსენებს შემთხვევას, როდესაც რელიგიურ შეკრებაში მონაწილე კონსტანტინე ზატულინმა მსოფლიოში და განსაკუთრებით სირიაში რუსეთის სამშვიდობო როლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.„ასამბლეა დიდად არ შეცვლილა ამ წლების მანძილზე, მას რუსი და ბერძენი პარლამენტარები უძღვებიან. იგი რეგულარულად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. პარლამენტარები იყენებენ ამ ფორუმს საკუთარი ქვეყნების პოზიციების დასაფიქსირებლად. მაგალითად, რუსეთის დუმის წვერმა კონსტანტინე ზატულინმა გუშინ ვრცლად ისაუბრა რუსეთის სამშვიდობო როლის შესახებ მსოფლიოში და განსაკუთრებით სირიაში, სადაც ხალხი უკვე საკუთარ კერას უბრუნდება,“ – აღნიშნულია წერილში. -
“მეთვალყურეები ბიჭის ქცევამ დააეჭვა”-როგორ აღმოუჩინეს აბიტურიენტს ტელეფონი გამოცდაზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მობილური ტელეფონის გამოყენების გამო მოხსნეს.
EDU.ARIS.GE-ის ინფორმაციით, აბიტურიენტი გამოცდის დაწყებიდან დიდი ხნის შემდეგ მოხსნეს. როგორც გაირკვა გამოცდის მიმდინარეობისას მეთვალყურეები აბიტურიენტი ბიჭის ქცევამ დააეჭვა, ის საპირფარეშოში არაერთხელ გავიდა. საეჭვო გარემოების გამო დამკვირვებლებმა მისი გაჩხრეკა მოითხოვეს.
„ეს ბავშვი, საოცარი სიხშირით, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ითხოვდა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას, რამაც დამკვირვებლის ეჭვი გამოიწვია. მან მიმართა შესაბამის წარმომადგენლებს, რომ გაეჩხრიკათ და სწორედ გაჩხრეკის დროს, ბიჭს შარვლის ტოტიდან მობილური ტელეფონი ჩამოუვარდა, რომელიც თურმე, საცვალზე ჰქონდა მიმაგრებული. შვილს გარეთ მშობლები ელოდებოდნენ. მამა, როგორც აღმოჩნდა, სასულიერო პირი იყო. ფაქტი ბიჭის მშობლებმა მაშინვე გააპროტესტეს, სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა დედას, მაგრამ აბიტურიენტს გამოცდა აღარ გააგრძელებინეს“, –უყვება EDU.ARIS.GE-ის წყარო.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გამოცდებზე წელს თბილისში კიდევ ორი აბიტურიენტი მოხსნეს გამოცდიდან.ორივე შემთხვევაში გამოცდაზე შესვლას და გამოცდის დაწერას აბიტურიენტის მაგივრად სხვა პირი ცდილობდა.
რაც შეეხება მასწავლების გამოცდაზე მომხდარ ინციდენტს 2 მასწავლებელი ე.წ შპარგალკით, ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა.