Category: არქივი

  • “რუსთავი 2-ის” შენობასთან კახელი მეღვინეების აქცია მიმდინარეობს

    “რუსთავი 2” – ის შენობასთან კახელი მეღვინეების აქცია მიმდინარეობს. ისინი “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ.

    ისინი ჯერ გომბორის გადასახვევთან შეიკრიბნენ და და ნახევარი საათით მაგისტრალი გადაკეტეს.მეღვინეებმა განაცხადეს, რომ მათთვის  შეურაცხმყოფელია გვარამიას  უხამსი გამონათქვამები ქართულ ღვინოზე და მოითხოვენ, რომ გვარამიამ ბოდიში მოიხადოს.

    ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ  ტელეეთერში განცხადება რუსულ სანქციებთან დაკავშირებით გააკეთა და ქართული მინერალური წყლები და ღვინო შეურაცხმყოფელად მოიხსენია.

    „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. “-განაცხადა გვარამიამ.

  • საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას მეექვსე დღეა ეძებენ

    საბერძნეთში  16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძე­ბენ. არასრულწლოვანი  ქა­ლაქ ათენ­ში ერთი კვი­რის წინ გაუჩინდარდა. მას საბერძნეთის პოლიცია ეძებს. 

    გოგონა  სა­ბერ­ძნეთ­ში მე­უღ­ლე­სა და ხუთი თვის შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ოჯახი გოგონას სახლიდან გაქცევის ვერსიას განიხილავს. ქმრის ოჯახის წევრების ინფორმაციით, შესაძლოა მათი რძალი უცნობ მამაკაცთან ერთად წავიდა. ისინი ამტკიცებენ, რომ გოგონა  ღამე აივნიდან გადაძვრა და საცხოვრებელი ბინა ჩუმად დატოვა. 

  • “პატრიოტთა ალიანსს” მოსკოვში გავრილოვი უმასპინძლებს

    “პატრიოტთა ალიანსს” მოსკოვში სერგეი გავრილოვი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას   “РИА новости” ავრცელებს. “სერგეი გავრილოვმა რუსეთში ქართველი დეპუტატების დაგეგმილ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისთვის მზად არის,”- წერს რუსული მედია სერგეი გავრილოვის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
    როგორც სერგეი გავრილოვი აცხადებს, შეხვედრის ადგილი არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია იყოს თუმცა  მან ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტისთვის რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი შეარჩია. РИА новости იუწყება, რომ კვირას მოსკოვში პარტიის ​”პატრიოტთა ალიანსი” დეპუტატების ვიზიტზე ინფორმაცია მათ დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ლომაიამ დაუდასტურა.
    „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში შეხვედრებს 15 ივლისიდან დაიწყებენ და ის სავარაუდოდ 2 დღეს გაგრძელდება. ამასთან, გიორგი ლომია ირწმუნება, რომ ისინი მოსკოვში მივლინებით პარლამენტიდან არ მიდიან, შესაბამისად, სამივლინებო ხარჯებისთვის არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწერია ხელი.
  • აშშ-ს სანაპირო დაცვამ წყნარი ოკეანიდან 7 ტონა კოკაინი ამოიღო (ვიდეო)

    აშშ-ს სანაპირო დაცვამ წყნარი ოკდეანიდან 7 ტონა კოკაინი ამოიღო. უწყებამ ბოროტმოქმედების დაკავების ოპერაციის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

    ვიდეოში ჩანს თუ  როგორ უახლოვდება სანაპირო დაცვის კატარღა წყალქვეშა ნავის მსგავს მცურავ ობიექტს. ამის შემდეგ ერთ-ერთი სამართალდამცველი ნავის სახურავზე ხტება და ლუქის გახსნას ცდილობს. რის შემდეგაც ლუქი შიგნიდან იღება და ნავიდან ნარკოკურიერი ამოდის. სამართალდამცველებმა 232 მილიონის დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღეს და 5 პირი დააკავეს.

    უწყების ინფორმაციით, მხოლოდ ბოლოს სამი თვის განმავლობაში წყნარი ოკეანეს წყლებში მცურავი გემებიდან ამოღებულია 17 ტონა კოკაინი და 400 კილოგრამი მარიხუანა, რისი საერთო ღირებულებაც 569 მილიონ დოლარს აღწევს.

    {{VIDEO}}

  • 20 ივნისს გერმანიის ელჩი პარლამენტში იმყოფებოდა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

    გერმანიის საელჩომ ცოტა ხნის წინ განცხადება გავრცელა.
    გერმანიის ელჩი საქართველოში ადასტურებს, რომ 20 ივნისს პარლამენტში იმყოფებოდა.
    თუმცა, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით,აქციის დაშლის გადაწყვეტილების მიღებაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
    “ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე. რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად,“ – აცხადებს გერმანიის ელჩი.
    შეგახსენებთ, რომ გუშინ ტვ პირველზე ინგა გრიგოლიას გადაცემაში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა,რომ 20 ივნისს აქციის ღამეს უცხო ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.
    აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, საფრანგეთის ელჩი და უკრაინის ელჩი უარყოფენ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში ყოფნას.
  • ოფიციალურად: ანტუან გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელია

    ოფიციალიურად ანტუან გრიზმანის საგა დასრულდა. ფრანგი თავდამსხმელი კატალონიურ კლუბს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

    გრიზმანისა და ატლეტიკოს ურთიერთობა არც თუ სასიამოვნოდ დასრულდა. კონფლიქტებითა და ვარჯიშზე გამოუცხადებლობის შემდეგ მადრიდული კლუბი როგორც იქნა ფრანგ ფორვარდს შეელია.

    გრიზმანმა ბარსელონასთან კონტრაქტს 2024 წლამდე მოაწერა ხელი.

  • ვინ არიან ყველაზე აქტიური დეპუტატები პარლამენტში-კვლევის შედეგები

    “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ” საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობა შეაფასა და ყველაზე აქტიური დეპუტატები გამოავლინა.

    ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ტრიბუნიდან განცხადებებს ყველაზე ხშირად ეკა ბესელია აკეთებდა, მას შემდეგ კი, რაც მან მმართველი გუნდი  დატოვა, საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველაზე აქტიური ანრი ოხანაშვილია.

    კვლევის მიხედვით, პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან – ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო.

    პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან – რომან გოცირიძე.

    ხოლო ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი  ხათუნა გოგორიშვილია. 

    არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე გამოავლინა ის დეპუტატები,  რომლებმაც ყველაზე მეტი კანონპროექტი წარადგინეს.

    გაირკვა, რომ პირველ ადგილზეა  ანრი ოხანაშვილი 128 კანონპროექტით, შემდეგ მოდის ეკა ბესელია 110ინიციატივით , გედევან ფოფხაძე კი 97 საკანონმდებლო ინიციატივით.

  • მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს, ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი – ადა მარშანია

    ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი რუს კოლეგებთან შეხვედრას და მათთვის სანქციების მოხსნის თაობაზე საუბარს გეგმავენ. გიორგი ლომია დარწმუნებულია, რომ მათი ვიზიტი მოსკოვში საქართველოსთვის სასარგებლო იქნება.

    პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე ადა მარშანიამ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, სადაც მან საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა. მარშანიას თქმით, ის პუტინის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. რაც შეეხება იმ განცხადებას, სადაც პუტინი აფხაზების გენოციდზე საუბრობს, დეპუტატი ირწმუნება, რომ ამას ქართველების მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა.

    „პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო, მიიღო რას ჰქვია, აღსაქმელად მიიღო ეს მისი ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია ჩვენ საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი. თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან არ არის მიღებული ამაზე საუბარი. გენოციდი იყო ქართველი მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემი მხარე, გუგუშვილები, სულყველა დამიხოცეს. 13 ადამიანი, სხვათა შორის, მე არასდროს არ მითქვამს ეს საჯაროდ,“- განაცხადა მარშანიამ.