Category: არქივი
-
ბექა ბასილაიამ შიმშილობა შეწყვიტა. ის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. პარლამენტის წინ კარვებში მოშიმშილეები გუშინ საღამოს სასწრაფო დახმარებამ კლინიკებში გადაიყვანა.ერთ-ერთი მათგანი, ბექა ბასილაია, რომელიც 19 დღეს შიმშილობდა ამ დროისთვის უკვე სახლში იმყოფება და ამბობს, რომ პარლამენტთან აქციის მონაწილეების რიგებს შეუერთდება.„ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია და მადლობა ამისთვის “ნიუ ჰოსპიტალის” ექიმებს. რაც შეეხება გეგმებს, რამდენადაც ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, თუ სამედიცინო ჩარევა გახდებოდა საჭირო, მოგვიწევდა შიმშილობის შეწყვეტა, მაგრამ ჩვენ აქციებში აქტიურ მონაწილეობას არ შევწყვეტთ. პირადად მე, ამ ეტაპზე შიმშილობა შევწყვიტე, თუმცა როგორც ვიცი, შეკვეთილში პროტესტის უკიდურესი ფორმა გრძელდება და სამწუხაროდ, მთვარობა კვლავ სირაქლემას პოზიციაშია“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ. -
“ამ გადაცემაში ხუმრობას არ ვაპირებ“– ვასიკო ოდიშვილის უჩვეულო ეთერი და პოლიტიკური განცხადებები
ვასიკო ოდიშვილის ვასმედია იმედის ეთერში დღეს უჩვეულო ფორმატით გავიდა. წამყვანმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ამ გადაცემაში იუმორისტულ ჟანრზე უარი ეთქვა და სერიოზულად ესაუბრა.“ამ გადაცემაში ხუმროობას არ ვაპირებ. ხანდახან დგება მომენტი, როცა ყველანაირ ჟანრს, ფორმატს, წესს, კონტექსტს და პირობას თავი თავი უნდა გაანებო და თქვა ის, რისი თქმის გარეშეც არ შეგიძლია.“– განაცხადა ოდიშვილმა და ამის შემდეგ თორმეტწუთიანი მონოლოგი წაიკითხა. წამყვანზე როგორც ჩანს გავლენა 20 ივნისის მოვლენებმა მოახდინა. მან საკუთარი და ქვეყნის ცხოვრების ბოლო 30 წლის მოვლენები მოკლედ მიმოიხილა იმ მომენტიდან, როცა სკოლიდან გამოპარული რუსთაველის გამზირზე 13 წლის ასაკში საპროტესტო აქციაზე იდგა.ვასიკო ოდიშვილმა საკუთარ გადაცემაში ხელისუფლებაც გააკრიტიკა. მართალია მსუბუქად, მაგრამ მკაფიოდ გამოხატული პროსახელისუფლო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეიმედში ასეთი პოზიცია ბოლო წლების მანძილზე არ დაფიქსირებულა. ოდიშვილი თვლის, რომ გახარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ნიკა მელია კი ციხეში წავიდეს:“ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ განგებ არავის დაუმიზნებია თვალში 18 წლის გოგოსთვის ტყვიები, მაგრამ კადრებიც ხომ ვნახეთ. “ბებერმა პარტიულმა მუშაკებმა“ ახალგაზრდების გულწრფელ ემოციებში თავისი შანსი დაინახეს.ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს გახარია ბოდიშს მოიხდიდა, ოღონდ ნამდვილს. ნორმალურ სახელმწიფოში თავის მხრივ ნიკა მელიაც მოიხდიდა ალბათ რამდენიმე წელს.როდემდე შეიძლება ნაცების დაბრუნება იყოს პასუხი ყველა დაშვებულ შეცდომაზე, შეუსრულებელ დაპირებებზე და ახლა უკვე თვალებდათხრილ ახალგაზრდებზე. ის სისხლიანი ცხრა წელიც გამოგეცალათ ხელიდან და რაღა დაგრჩათ?პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არა ქვეყნის მართვა, არამედ ოპოზიციასთან ჭიდილია.ოპოზიციის საზრუნავი არა ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკა, არამედ ნებისმიერი ბინძური თუ არაკანონიერი გზით ძალაუფლების დაბრუნების მცდელობაა, თუნდაც ეს ძალაუფლება უფსკრულში გადაჩეხილი სახელმწიფოს მმართველობა იყოს.ვისაც გინდათ ააშენეთ ეს ქვეყანა, ოღონდ კარგი იქნება სხვისი აშენებულიც დავინახოთ და ვაღიაროთ. “ – ამბობს ოდიშვილი და მიმოიხილავს ნაციონალური მოძრაობის მმართველობას, რომელმაც მისი თქმით ისიც გვასწავლა, რომ როდესაც ხელისუფლება 18 წლის ბავშვებს ნადირისთვის განკუთვნილ ტყვიებს ესვრის და თითქმის სასიკვდილოთ იმეტებს ჟურნალისტებს მაგ დროს მთავრობას პასუხი მყისიერად უნდა მოთხოვო.“მთავრობა თუ გვასწავლის ღირებულებების დაცვას, ჩვენ ვასწავლით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობების აღებას.თორემ ეგეც ისეთივე თავდაჯერებულ და უტიფარ მმართველად იქცევა როგორც წინა.ნაციონალურ მოძრაობას კი მინდა ვთხოვო, გაქვთ შანსი რომ თქვენ ასწავლოთ ხელისუფლებას საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება უბრალოდ იმით რომ დაიშალოთ, გაანებოთ პოლიტიკას თავი, რათა გამოაცალოთ ქართულ ოცნებას ის ერთადერთი თავის გასამართლებელი არგუმენტი სისხლიანი ცხრა წელი. თუკი მართლა ფიქრობთ რომ ქართული ოცნება ქვეყნისთვის საფრთხეა და მისი მოშორება აუცილებელია,დაიშალეთ თქვენ და დაიშლება ოცნებაც.მაგრამ ვიცი ამას არ იზამთ – არც თქვენ დაიშლებით და არც ოცნება მოგცემთ ამის საშუალებას. რეალურად თქვენ ხომ ერთმანეთს ასულდგმულებთ და სასიცოცხლო ენერგიას აძლევთ. ყველანაირი მტრობა თქვენს შორის ხალხის მოტყუებაა. “– თქვა ოდიშვილმა. -
“არსად არ უნდა გადადგეს. არაჩვეულებრივი მინისტრია“–ქეთი დოლიძე გახარიაზე
რეჟისორი ქეთი დოლიძე თვლის, რომ რუსთაველზე ვინც დგას მოსახლეობის 1 პროცენტია, ამიტომ მათ ხელოვანებს უნდა დაუჯერონ, ვინც ფიქრობს, რომ გახარია საუკეთესო მინისტრია.“არავითარ შემთხვევაში არსად არ უნდა გადადგეს. არაჩვეულებრივი მინისტრია. ასეთი შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვენ ჯერ არ გვყოლია. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს. და მოქალაქეებმა ერთმა, ორმა, ათმა, იმ ერთმ აპროცენტმა რომელიც გახარიას ებრძვის უნდა გაგვიწიოს ჩვენ ანგარიში.რა უნდა ვუთხრა მე ადამიანებს, რომლებსაც მართავენ დღეს ნაციონალები.“ – ამბობს ქეთი დოლიძე. -
ყოფილი პირველი ლედი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა, რომელიც პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციების აქტიური გულშემატკივარია დღეს პარლამენტთან კიდევ ერთხელ მივიდა. ის ამბობს, რომ პროტესტი ლეგიტიმურია, მოთხოვნები გულწრფელი და უერთდება აქციის მოთხოვნებს.
მაკა ჩიჩუა საპროტესტო აქციაზე რამდენიმე დღის წინ სიტყვითაც გამოვიდა. გარდა ამისა, ჩაწერა სიმღერა – “არ დავნებდებით რუსს“ რომელიც გასულ კვირას აქციაზეც შეასრულა.
-
მე მომწონს გახარია, იმიტომ, რომ კაცი არის და ყვ…ებიანია“- თათარაშვილი (ვიდეო)
argadadge.ge – ასე ჰქვია ვებ-გვერდს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვენ არ გადადგეს.
გახარიას მხარდამჭერების სიას მომღერალი თემურ თათარაშვილი შეუერთდა.
“მე მომწონს გახარია, იმიტომ, რომ კაცი არის და ყვ…ებიანია,” – ეუბნება თათარაშვილი ჟურნალისტებს. თემურ თათარაშვილი ჟურნალისტებთან აგრესიული იყო, ხოლო ჟურნალისტის კითხვებისგან გაქცევა რამდენჯერმე სცადა, კითხვებისგან გასაქცევად ჯერ ოთახში ჩაიკეტა, შემდეგ კი დასახმარებლად ძაღლი მურა გამოიძახა.
{{VIDEO}}
ამ ეტაპზე გახარიას მხარდამჭერების რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ არ გადადდგეს შს მინისტრი 5975-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ფეისბუქის საშუალებით, რაც არარეალური მომხმარებლების ე.წ. “ფეიქების” არსებობას არ გამორიცხავს. ამას მოწმობს ხელმომწერთა შორის იმ ფეისბუქ ანგარიშების სახელწოდებაც, რომლებსაც შემდეგი სახელები ქვიათ: Граф Монте Кристо, კოლხურ იბერიული ორდენი, ليكا ليكا, ერნესტო ჩე-გევარა, ყველაფერი საუკეთესო, にな ガビリ ワト, კოლხი კაცი, შემოსავლიანი ინტერნეტ სერვისი, 和 野, არმაზ ზევსის ძე გარდაბნელი, Kirchxibi, უფაალო გაძლიერე საქართველო ამინ, Спартак Кудба, აკაკი ბასლანძე ცხუმ-აფხაზეთი, ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ნამცხვრები ტორტები საჩხერეში, Çiğdem Merttürk
-
ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში – დაიღუპა ერთი ადამიანი და 9 დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სამი “მინივენი” შეეჯახა, რის შემდეგაც 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა ასევე 9 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
დაშავებულები ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებულები. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
-
საჯარო მოხელეები „რუსთავი 2-თან” აქციაზე – ვინ ითხოვდა ტელეკომპანიის დახურვას
გიორგი გაბუნიას სკანდალური გადაცემის შემდეგ, როცა მან რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა, ტელეკომპანიასთან საპროტესტო აქციები გაიმართა. ორი დღის მანძილზე იქ მისული ხალხი გაბუნიას გადადგომას, ხან დაჭერას და ხანაც ქვეყნიდან წასვლას ითხოვდნენ. მათი მოთხოვნა რუსთავი2–ის დახურვაც იყო. აქციებზე ნათლად ჩანდა ქართული ოცნების არაერთი ღია მხარდამჭერი, თუმცა კურიერმა გადაწყვიტა გაერკვია, ვინ იყვნენ ნაკლებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც აქციაზე რუსთავი2–ის დახურვას ითხოვდნენ. როგორც გაირკვა, დიდი ნაწილი მათ შორის, ვინც აქციაზე იდგა, საჯარო მოხელე იყო. ისინი ჯგუფ-ჯგუფად მიიყვანეს.ერთ-ერთი, ვინც აგრესიულობით გამოირჩეოდა და „რუსთავი 2-ში” შეჭრით იმუქრებოდა, ბოლნისის მერიის კომუნალური მეურნეობის დირექტორი, შმაგი სვანიძეა. ის ამბობს, რომ აქციის დროს შვებულებაში იყო.რუსთაველზე გამართულ აქციას კი შმაგი სვანიძე არ დასწრებია. ის აქციის მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ კატეგორიულად არ ეთანხმება.დგინდება, რომ ბოლნისიდან საჯარო მოხელეები ორგანიზებულად წამოიყვანეს და წინასწარ გააფრთხილეს, ვის, რა უნდა ეთქვა, მათ შორის იყო გიორგი გაბიძაშვილი – ბოლნისის სადეზინფექციო სამსახურის დირექტორი. ის ამბობს, რომ თბილისში შემთხვევით მოხვდა.აქციაზე მყოფი გიორგი ცხოვრებაშვილი კი ბოლნისის მერიის შპს გამწვანების სამსახურის უფროსია. ბოლნისში ჩასულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ის დაემალა.აქციაზე იმყოფებოდა ასევე რონალდ ფრუიძე, ბოლნისის სტადიონების გაერთიანებების დირექტორი.„რუსთავი 2-თან” გამართული აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით „კურიერთან“ საუბარს თავი აარიდა ბოლნისის მერმა.„რუსთავი 2-თან” ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციაზე საჯარო მოხელეები მარნეულიდანაც იყვნენ. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც აქციაზე აქტიურობდნენ, ტელეკამერის წინ არ საუბრობენ.გარდა საჯარო უწყებებში დასაქმებული პირებისა, გუშინ “რუსთავი 2-თან” გამართულ აქციაზე ასევე იყვნენ კრიმინალური წარსულის მქონე პირები. მაგალითად, აქციაზე იყო ლევან გრემელაშვილი, მეტსახელად „ცეტა“, რომელიც პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული. გარდა ამისა, იყო ვანო სეფიაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი ყვარელში, მეტსახელად „ქარიშხალა“. -
პარლამენტის წინ მოშიმშილეები საავადმყოფოში გადაიყვანეს
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა შიმშილი შეწყვიტეს. მათი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება გახდა. საავადმყოფოში გადაყვანამდე პარლამენტის წინ კარვებში მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ბექა ბასილაიამ, რომელიც 19 დღე შიმშილობდა, პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ხვალ მათ რიგებს ისევ შეუერთდება.
დღეს პროტესტის 24-ე დღეა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა, რადგან გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.
მანამდე კი, მოქალაქეები რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, აქციის პირველ დღეს მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აქცია კი შს მინისტრმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, მათ შორის, ნარინჯისფერის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. გახარიას თქმით, ქვეყანაში ამბოხი იგეგმებოდა.
-
“საქართველოს სამსახურში” – პარლამენტის წინ აქცია დაიწყო
“საქართველოს სამსახურში” – პარლამენტის წინ აქცია დაიწყო. უკვე 24 დღეა, საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეკრებილები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტი მანამ გადაგრძელდება, სანამ მათი ერთადერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა, რადგან გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.
მანამდე კი, მოქალაქეები რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, აქციის პირველ დღეს მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აქცია კი შს მინისტრმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, მათ შორის, ნარინჯისფერის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. გახარიას თქმით, ქვეყანაში ამბოხი იგეგმებოდა.
-
“პროკურატურამ ამდენი კი არ უნდა ისაუბროს, ვიდეომტკიცებულებები უნდა დადოს”- ნიკა მელია
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელია განცხადებას აკეთებს.
ნიკა მელია პროკურატურის მიერ ვიდეომტკიცებულებების გასაჯაროებას ეხმაურება, რომელიც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის საქმეში მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს.
ნიკა მელია და მისი ინტერესების დამცველი აცხადებენ, რომ პროკურატურა დამონტაჟებული ვიდეომასალით ცდილობს საქმის შეკერვას.
„24-ე დღეა, პროკურატურის წარმომადგენელი ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერით გვიკითხავს ერთი და იგივე ზღაპარს. ნამდვილად, გულახდილად ვამბობ, ყოველ შემთხვევაში, მე ამ ტონალობით და ამ მანერით ვუკითხავ მე ჩემს ბავშვს ძილის წინ ზღაპარს. ამ ნაწილში ჩემს თავს მაგონებს, უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ ის არის პროკურატურის წარმომადგენელი და სახელმწიფო ამბოხს და გადატრიალებას გვაბრალებს. კომიკურია, არა უფრო ტრაგიკულია, ალბათ, პროკურატურის მდგომარეობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოვაქვეყნე უწყვეტი ვიდეომასალა, სადაც საპირისპირო რამ ჩანს, ვიდრე პროკურატურა და მისი პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ, თითქოს მყისიერი საფრთხე რახან არსებობს პარლამენტში შეჭრისა, ამიტომ დავიწყეთ დარბევაო და იმ კადრებშიც ჩანს ძალიან კარგად, რომ არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, პოლიციის კორდონის ირგვლივაც კი არ ხდებოდა არანაირი შეხლა-შემოხლა და არანაირი აუცილებლობა და საჭიროება იმისა, რომ თვალები დაეთხარათ და გაზი გაეშვათ და დილის 06:00 საათამდე დევნა განეხორციელებინათ, არ იყო. მთავარი, რაც პროკურატურამ უნდა ქნას, კი არ უნდა ისაუბროს ამდენი, კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები უნდა დადოს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომლის ქრონომეტრაჟი, დაახლოებით, სამი წუთია, ნაჩვენებია სხვადასხვა ტელევიზიაში გასული კადრები, რომელიც 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ასახავს.
პროკურატურის ვიდეომასალაში ასევე მოხვდა აქციიდან ერთი ფრაგმენტი, ოღონდ არასრული ვერსიით. ამის საფუძველზე აცხადებს ადვოკატი, რომ პროკურატურა ცდილობს, ფრაგმენტულად უჩვენოს საზოგადოებას 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები.
დღესვე, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე „კურიერის“ კითხვა, უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები თუ არის ამოღებული, საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა უპასუხოდ დატოვა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
მისწერე წერილი ჟურნალისტს