Category: არქივი

  • რუსთავში გიურზამ მამაკაცი დაკბინა

    რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გიურზამ დაკბინა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

    სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი რუსთავის  ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება.

    როგორც ქვეწარმავლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა “ინფო რუსთავთან” საუბარში აღნიშნა, რომ შხამიანმა გველმა მას საცხოვრებელი სახლის ეზოში უკბინა.

    ახალგაზრდა მამაკაცს ნაკბენი ხელის არეში, 2 ადგილზე აღენიშნება.

    ექიმის ინფორმაციით, თუ მამაკაცს ინტოქსიკაციის სიმპტომები გამოუვლინდება, მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიყვანენ და შესაბამისი დახმარება აღმოუჩნდება.

    მამაკაცმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება თავად გამოიძახა და გველის სახეობის დასადგენად, ქვეწარმავალი კლინიკაში მიიყვანა.

    ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან სპეციალისტებიც, რომლებმაც დაადასტურეს რომ გველის ეს სახეობა ეს ნამდვილად გიურზაა.

  • აქციის დაშლისას მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა-კახა საბანაძე

    აქციის დაშლისას მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა-ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

    „მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც. მასაში ვერ გაარჩევ, ვინ არის მოძალადე და ვინ მშვიდობიანი მომიტინგე. წესით, იმ ღამეს იქ მშვიდობიანი მომიტინგის ადგილი აღარ იყო, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ იწყებოდა კანონისმიერი ზომების მიღება. როცა გამოვიდა წყლის ჭავლის მანქანა, იქ მშვიდობიანი მომიტინგეები არ უნდა დარჩენილიყვნენ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, კი, დაშავდნენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა. როცა იწყებ აქციის დაშლას, ვერ გამორიცხავ, წყლის ჭავლი მოხვდება თუ არა ჟურნალისტს. როცა აქციის დაშლა იწყება, ხშირად შეუძლებელია გამიჯნო ჟურნალისტი მომიტინგეებისგან, როცა ის ექცევა საერთო მასაში. ამ პროცესს, ბუნებრივია, ახლავს დისკომფორტი, არასასურველი შედეგი და რისკები, ამისგან დაზღვეული არავინ ვართ. ჩვენ არ დაგვირბევია მშვიდობიანი მიტინგი, როგორც მავანს ამის თქმა სურს“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

  • “არაფერი დავით გარეჯში არ ხდება ისეთი, რაც არ ხდებოდა გუშინ და გუშინ წინ”-ნანუკა ჟორჟოლიანი

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ  რუსთაველის გამზირზე მყოფი აქტივისტების ყურადღების გადატანა გარეჯის თემაზე ხელოვნურად ხდება.

    ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

    “არაფერი დავით გარეჯში არ ხდება ისეთი, რაც არ ხდებოდა გუშინ და გუშინ წინ. მცდელობა რუსთაველის გამზირის აქტივი წაიღოთ შორს ძალიან ხელის გულზე დევს. ვერც ყურადღებას გაფანტავთ მთავარი მოვლენებიდან”-წერს ჟორჟოლიანი.

    შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯში ვიტარება გუშინ ღამე დაიძაბა, ერთმანეთს გუშინ ქართველი აქტივისტები და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

  • პორტუგალიაში საქართველოს მოქალაქეები ძარცვის ბრალდებით დააკავეს

    პორტუგალიაში საქართველოს სამი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს. პორტუგალიური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც ქვეყანაში 5 თვის წინ ჩავიდნენ, გრანი პორუს რეგიონში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.

    ქურდობაში ეჭვმიტანილები პორტოს პოლიციამ დააკავა.

  • სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება

    2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ვარიანში ლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებულ  ღონისძიებაზე განაცხადა.

    ბახტაძის  განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი “დედა ენას” უფასოდ მიიღებს.

    “სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მინდა მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო რომ ჩვენ დაგვებრუნებინა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა. სექტემბრიდან ყველა პირველ კლასელი დედაენის წიგნს მიიღებს უფასოდ. და დარწმუნებული ვარ ჩვენი ბავშვები, ისევე როგორც მომავალი თაობები შემდეგი თაობების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ დედაენას, როგორც უყვარდათ ჩვენს წინა თაობას და როგორც გვიყვარს ჩვენ,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ

    სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.

    ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

    საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, სამინისტრომ ქართული საანბანე სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადა. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეიქმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ კი, სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეფუძნა.

    იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა.

  • “ბანკი ქართუს” განცხადების შემდეგ ყალბი ფეისბუქგვერდი გაუქმდა

    “ბანკი ქართუს” განცხადების შემდეგ ყალბი ფეისბუქგვერდი გაუქმდა. საუბარია სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე, რომელიც “ქართუ ბანკის” ლოგოს იყენებდა და მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობდა, რისთვისაც ითხოვდა მათ პირად მონაცემებს.

    სავარაუდო თაღლითობის შესახებ “ქართუმ” განცხადება 2 დღის წინ გაავრცელა და მომხმარებლებს სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდა. ლინკი, რომელიც ბანკის სახელს იყენებდა ინტერნეტსივრცეში ამ მომენტისთვის აღარ იძებნება. 

    “აღნიშნული აშკარად შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს. “ბანკი ქართუ“ მომხმარებელს აფრთხილებს, ნუ შეიყვანენ ყალბ გვერდებზე პირად მონაცემს და არ ენდონ ყალბი ინტერნეტ პლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს.

    მომხმარებლთა ინტერესების დაცვის მიზნით, „ბანკმა ქართუმ“ უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს ფაქტის სამართლებრივი რეაგირების მიზნით. იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც ყალბი გვერდები შექმნა, შესაბამისად, დაიბლოკება ყალბი გვერდები და მომხმარებელი იქნება დაცული”-, აღნიშნულია “ბანკ ქართუს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ხატია ბუნიათიშვილის საოცარი შესრულება პარიზში, ბასტილიის აღების დღეს {ვიდეო}

    საზეიმო კონცერტზე პარიზში, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს მიეძღვნა, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუინათიშვილმა  დაუკრა.

    გრანდიოზული კონცერტი ეიფელის კოშკთან გაიმართა.

    ქართველი პიანისტის შთამბეჭდავი შესრულება ფრანგული ტელეარხის france 2-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

    ბუნიათიშვილმა მოცარტის 23-ე სიმფონია შეასრულა.

    ბასტილიის აღების დღე საფრანგეთში ტრადიციულად 14 ივლისს აღინიშნება.

  • დაძაბული ვითარება დავით გარეჯში -ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები პატრულირებენ

    დავით გარეჯში ვითარება ისევ დაძაბულია.  ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები გარეჯში მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ.

    დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში  გუშინ, ადგილობრივ მოსახლეობასა და აზრებაიჯანელ მესაზღვრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

    ქაცარავა და აქტივისტები  გარეჯში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს და უთხრეს, რომ მათ ტერიტორიაზე ამ ხატების ადგილი არ იყო.

    წინააღმდეგობის მიუხედავად, მრევლმა სიწმინდეები კელიებში ისევ დააბრუნა.