Category: არქივი

  • “მასზე კარგი არავინ შემხვედრია ცხოვრებაში”- ნინო დარასელის ემოციური პოსტი ციხეში მყოფ დედას

    ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო და­რა­სე­ლი ცი­ხე­ში მყოფ დე­დას, “ცენ­ტრ პო­ინ­ტის” დამ­ფუძ­ნე­ბელ რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს დაბადების დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ულო­ცავს.

    “რუსო ამ ბოლო დროს რამდენჯერაც მირეკავს, არც კი დამაცლის ხოლმე აქედან მოკითხვას,რომ იწყებს:დედიკო შოვში კუნტრუშაკს რომ ეძახდი კულტმუშაკს გახსოვს? და გაგრაში, გრებეშოკში რა ლამაზი იყო მარწყვის ხე? ისე რა გრძელი კიბე იყო არა სანაპირომდე? მაყვალს რომ ვკრეფდით სორში ?ნინო იქნებ მეგრული ისწავლო? გახსოვს ზაზა რა მაგრად ლაპარაკობდა, კახათშიც,მერე ზღვაზე სოხუმელებთანაც…გრძელდება ასე რამდენიმე თვეა კარგი ამბების გახსენება.მე კი აქედან რას ვუყვები? ჩვენს არეულ დარეულ ამბებსჰოდა ბოლოს მობეზრდა ჩემი წუწუნი და ცნობილ ეიჯისტს სუსტი წერტილი მომინახა: ნინო, აქ წავიკითხე ბევრი და თუ გინდა ახალგაზრდობა შეინარჩუნო და სკლეროზი არ დაგემართოს,ამისათვის საუკეთესო სავარჯიშო ვიცი; თურმე-თავისუფალი დრო, მხოლოდ რაც კარგი გადაგხდენია იმის მოგონებას უნდა დაუთმო, საოცრად ავარჯიშებს ტვინსო
    ჰოდა თუ გავითვალისწინებთ იმას,ის სადაა და მე სად და მაინც ის როგორ ხასიათზეა და მე როგორზე,სხვა გზა არ მაქვს,რომ არ დავუჯერო. მაშინ თუ კარგზე ფიქრია ვიწყებ რუსოთი, საუკეთესო რაც ეხლა მომდის თავში სწორედ ისაა. აქვე ვიტყვი, რომ 15 ივლისს დაიბადა და მასზე კარგი არავინ შემხვედრია ცხოვრებაში.და მაინც როგორ არ ვიჩივლო თუკი ეს ყველაზე კარგი გოგო 2 წელზე მეტია არ მინახავს?” – წერს ნინო დარასელი

  • ირაკლი ღლონტი საქალაქო სასამართლოში დაიბარეს

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი, დღეს საქალაქო სასამართლოშია დაბარებული, ამის შესახებ  ღლონტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

    “დამიბარეს, 17:30 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში. OK. მეც მაქვს შეკითხვები და ველოდები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას”.

    ირაკლი  ღლონტი 20 ივნისის აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით  დაიბარეს, მან ჩვენების მიცემა  მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.

  • “დაგიმტვრევ ეხლა ამას”-სტიქაროსანი ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა

    ზუგდიდში,  ვლაქერნობის წირვის დასრულების შემდეგ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს ემა გოგოხიას სტიქაროსანი დაუპირისპირდა. 

    შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შეკითხვების დასმას  კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრისა  და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოსთვის ცდილობდა. 

    მიტროპოლიტმა შეკითხვებს არ უპასუხა და მანქანაში ჩაჯდა. სტიქაროსანმა კი ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევა ცადა და ძალის გამოყენებით გაწია.

    ფაქტის ამსახველ ვიდეოს “ლაივპრესი” ავრცელებს.

    ამის შემდეგ სტიქაროსანი და მისი თანხმლები პირები  ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ.

  • გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა – ლევან გოგიჩაიშვილი

    „გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა,“ – ეს განცხადება,  დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

    „უბედურებაა არის, ჩვენი სასამართლო სისტემამ, სამწუხაროდ, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელთან ერთადაც ჩვენ გავიმარჯვეთ 2016 წელს, იქცა უბედურებად, გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანები უნდათ, რომ გაიყვანონ მოსამართლეებად – კლანის წევრები, ბინძური საქმეები თავის დროზე ნაკეთები ადეიშვილის გაზრდილები, უბრალოდ ადგა და ამ სისტემამ შეიწოვა ის და ამიტომ, ვამბობთ, ხოლმე, რომ ფაქტობრივი, შინაარსობრივი განსხვავება, მართვის სტილში აღარ არის ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

  • საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერებების შემოტანა აღკვეთეს

    საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერებების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგზე განაცხადეს.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ სატვირთო მიკროავტობუსით საქართველოს ტერიტორიის გავლით სოხმეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება თორიუმის გადატანის მცდელობას. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს თორიუმ 232-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. დაკავებულ იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი სომხეთის მოქალაქე, რომელსაც ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა”-განაცხადეს სუს-ში.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

    გამოძიება სსკ-ს 230 მუხლის პირველი ნაწილით და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპოვებისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გერმანიაში ვიზიტის დროს სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ სტუდენტებს შორის ინციდენტი მოხდა

    გერმანიაში, საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველის სტუდენტების შეხვედრა, ინციდენტით დასრულდა.

    სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო სოფიტელში, იმ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა, რომლებიც გერმანიაში სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან ან სწავლობენ.

    რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელმა გერმანიაში ქართველ სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა.

    ვითარება შეხვედრაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც საქართველოს პრეზიდენტს კრიტიკული კითხვები 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე დაუსვეს. პრეზიდენტი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ შეხვედრის მონაწილეებს არც კი დამშვიდობებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა.

    “პრეზიდენტი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ არც კი დაგვემშვიდობა. შოკირებულები ვიყავით,”-განუცხადა “კურიერს” გიორგი ხიმშიაშვილმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მირცხულავას, კლდიაშვილის, ნინო რამიშვილის, ბაზალეთისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის დასახლების, პეტეფის, ალუბლებისა და დავითაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, ასათიანის, ინგოროყვას, მაჩაბელის, სულხან საბას, დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, კოსტავას, მაჭავარიანის, ზანდუკელის, ყაზბეგისა და მილორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • უკრაინის პრეზიდენტის ესკორტი ავტობუსს დაეჯახა, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ

    უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ესკორტის ავტომობილი ავტოავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახური ავრცელებს.

    უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ბავშვები გადაჰყავდა, რომლებიც კურორტიდან ბრუნდებოდნენ. შემთხვევას მსხვერპლი არა მოჰყოლია.

    გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილებს შორის ზელენსკის ავტომობილი არ იყო.

    ავარიის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის დედაქალაქში თვითმფრინავით გაემგზავრა.

  • ანტისაოკუპაციო შეფუთვის შემდეგ “მაკნატუნაში” შემოსავლების სამსახური შევიდა

    მზესუმზირის მწარმოებელ კომპანია „მაკნატუნაში” შემოსავლების სამსახური შევიდა.

    ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „მაკნატუნამ“საკუთარ პროდუქციას ანტისაოკუპაციო შეფუთვა გაუკეთა.

    კომპანიაში მიიჩნევენ, რომ  შევიწროების მიზეზი სწორედ ანტისაოკუპაციო გამოსვლების მიმართ მათი სოლიდარული განწყობა გახდა.

    „შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელიც ეხებოდა ოკუპაციას. გავითვალისწინეთ საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი და გულისტკივილი. ეს ჩვენი ახალი პროდუქტი ჩვენმა მეგობარმა, თორნიკე ცერცვაძემ მიიტანა თბილისში გამართულ აქციაზე, რის შემდეგაც მოხდა ასეთი ფაქტი, რომ თორნიკე გამოუშვეს რაგბის გუნდიდან, რომელშიდაც ის თამაშობდა და აღარ გაუგრძელეს კონტრაქტი და აგრეთვე დაემთხვა ის ფაქტი, რომ კომპანია „მაკნატუნაში“ ისევ შემოვიდა შემოსავლების სამსახური და მოითხოვა დეტალური, აბსოლუტურად ყველანაირი საბუთების ამოღება კომპანიიდან,“- განაცხადა “მაკნატუნას” პიარ-მენეჯერმა დავით კუხიანიძემ.