თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობისას 51 წლის მეხანძრე დაიღუპა.
მამაკაცი ხანძარს სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში აქრობდა.
გარდაცვლილი მამაკაცი თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში მეხანძრე-მაშველად მუსაობდა.
თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობისას 51 წლის მეხანძრე დაიღუპა.
მამაკაცი ხანძარს სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში აქრობდა.
გარდაცვლილი მამაკაცი თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში მეხანძრე-მაშველად მუსაობდა.
მედიის განვითარების ფონდმა (MDF), რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას აკვირდებოდა,გამოავლინა 39 ტროლი, რომელთაგან 32 სახელისუფლებო, ხოლო 7 პრორუსულ და სიძულვილის ჯგუფებს წარმოადგენს.
MDF-ის ანგარიშის მიხედვით, სოციალურ ქსელებში აქციის დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, რომელშიც როგორც სახელისუფლებო, ასევე პრორუსული და სიძულვილის ჯგუფების ტროლები და Facebook გვერდები ორგანიზებულად ჩაერთვნენ.
ორგანიზაცია ფეისბუქ ტროლებს სოციალურ ქსელში 20 ივნისიდან 15 ივლისამდე აკვირდებოდა.
ანგარიშის მიხედვით შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:
ანგარიშის მიხედვით ასევე გამოიკვეთა, რომ იმ დროს როცა პარლამენტთან აქციის მონაწილეები მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, სახელისფულებო ტროლები
მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მხარდასაჭერად და ხელისუფლების მხირდან ძალის გამოყენებას ამართლებდნენ. ამასთანავე მხრადაჭერამ კიდევ
უფრო ორგანიზებული სახე მიიღო 12 ივლისს მინისტრის ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” ინგა გრიგოლიასთან სტუმრობის შემდეგ, როდესაც ტროლები ერთი მხრივ, გახარიას
წარმატებულ ეთერს და ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმს უსვამდნენ ხაზს. ამასთანავეხდებოდა როგორც ქრისტიანობით მანიპულირება (ვინც ქრისტიანია, დაუჭირეთ მხარი), ასევე
ჰომოფობიური კონტექსტის შექმნა (გახარია არ მოსწონთ ლიბერალებს იმის გამო, რომ ის გარყვნილებისგან გვიცავს).
საქართველოს პარლამენტის წევრი, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მზადაა, მთელი თავისი ქონება ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ქობულეთში მდებარე სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“ გადაუცვალოს.
თუ როგორ მოახერხა დეპუტატმა 6 წელიწადში ამდენი უძრავი ქონების შეძენა, ზაქარია ქუცნაშვილმა ასე უპასუხა:
„ეს შეკითხვა არის არაკვალიფიციური იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ წაკითხულიც არ გაქვთ ჩემი დეკლარაცია. დაჯამებულიც არ გაქვთ ჩემი ოჯახის საერთო შემოსავლები და შესაბამისად, „რუსთავი 2“-ზე დაყრდნობით გამოტანილი გაქვთ არასწორი დასკვნა. შესაბამისად, მე ერთი, რაც შემიძლია გითხრათ და შეგიძლიათ დაბეჭდოთ, ეს არ მეწყინება, რომ თუ თემურ ჭყონიას მიაჩნია, რომ მე მასზე მეტი ქონება მაქვს დაგროვილი პოლიტიკაში ყოფნის განმავლობაში, ვუცვლი მას მთელს ჩემს ქონებას მის ერთ სასტუმროში – ქობულეთში“, – თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში შეხვედრებს მართავენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ადა მარშანიას განცხადებით,ისინი მოსკოვში ერის სახელით ჩავიდნენ.
„ჩვენ ჩამოვდივართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ერის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ნება-სურვილი და დაკვეთა. ის ჩვენგან მოითხოვს, რომ ყველანაირად ვეცადოთ დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან მიუხედავად იმისა, რაც ჩვენს შორის მოხდა,“-განაცხადა ადა მარშანიამ.
ადა მარშანიასთან ერთად რუსეთში შეხვედრებში მონაწილეობს გიორგი ლომიაც.
20 ივნისის ღამეს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს.ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ პირზე იძალადა.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის გამოკითხულია ასეულობით პირი, მიმდინაროებს საქმეზე მოპოვებული ვიდეო-აუდიო მტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.
საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საქართველოს გენერალური პროკურატურა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოცემული საქმის ფარგლებში მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული”, – განაცხადეს პროკურატურაში.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელზეც სამართალდამცველმა იძალადა, დავით ნიორაძეა.
ხელვაჩაურში მამაკაცმა საკუთარ თანამშრომელ ქალბატონს სცემა.დაშავებული 47 წლის ქალი სხვადასხვა დაზიანებებით ბათუმში კლინიკა “მედინაში” მოათავსეს.
ქალის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ქალს დაზიანებული აქვს თვალი და აღენიშნება დაჟეჟილობები.
მამაკაცი ქალზე ფიზიკურ ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ მას მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაშავებული ქალი კი ყვება, რომ მას საკუთარი კოლეგა ფიზიკურად გაუსწორდა.
სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი ხელმძღვანელობიდან ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მომხდარ ფაქტს შეესწრო, თუმცა ოთახში არავის უშვებდა ქალბატონის დასახმარებლად.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
მოსამართლე ილონა თოდუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ილონა თოდუამ მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დედის სახელზე გადააფორმა ჩუქების პრინციპით. ამის შემდეგ კი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ილონა თოდუას მისცენ ბინის ქირის საფასური.
ილონა თოდუა განმარტავს, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვისთანავე მიმართა იუსტიციის საბჭოს შესაბამის დეპარტამენტს იმისთვის, რომ შეეწყვიტათ მისთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავების თანხის გადახდა.
თოდუას თქმით, 2018 წელს მან შეიძინა უძრავი ქონება, ხოლო მანამდე არსებული ბინა მშობლების მიერ იყო შეძენილი, თუმცა, გარკვეული პერიოდი მის სახელზე იყო გაფორმებული.
„სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანონით მისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, მოსამართლის დისკრედიტაციას ეწევა მიუღებელი ფორმით.
“ზემოაღნიშნული ცილისმწამებლური კამპანია, ჩემი მოსაზრებით, მიზნად მხოლოდ ერთ რამეს, ჩემი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის დისკრედიტაციას ისახავს,“ – აცხადებს თოდუა.
საგარეჯოში, სასტიკად ნაწამები ძაღლი იპოვეს – ინფორმაციას და შემზარავ ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს რომ ძაღლი დამწვარია და კიდურები არ აქვს. ცხოველი სავარაუდოდ ნაწამებია, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე ამის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ ვთაგავ! კანონის გამკაცრების გვირგვინია ეს ფაქტი ! საბრალო ცხოველები როდემდე უნდა ტანჯოს ამ ნაძირალა ხალხმა? ხტფუი მიმიფურთხებია ამ ნაძირალა მთავრობისთვის !!!!!! პ.ს. ვიყავი პოლიციაში. დავწერე განცხადება. შემპირდნენ რომ ყველაფერს ეცდებიან გაარკვიონ რა მოხდა და დამნაშავე იპოვონ, თუმცა დამნაშავის დასჯა უკვე პროკურატურას და სასამართლოს ევალებათ რომლებიც ზედმეტად ლოიალურები არიან ასეთ შემთხვევებში”-წერს მედეა ლომსაძე.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც აფრიკელი ბავშვები ქართული დროშის ფონზე რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ. პროტესტის ამსახველი ვიდეო-კაადრები ფეისბუქზე გიგა თედორაძემ გაავრცელა. ვიდეოს ავტორი მეზღვაური გოჩა მესხიძეა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის ციხისძირის მკვიდრია. ვიდეოს გადაღების ადგილს რაც შეეხება, ზუსტი ლოკაცია უცნობია.