Category: არქივი

  • „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

    „რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი მეწილე  ნიკა გვარამიას უჩივის. 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პროკურატურას არხის გენერალური დირექტორის  წინააღმდეგ საჩივრით ცოტა ხნის წინ მიმართა.
    ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორს  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედევება.
    პროკურატურაში დოკუმენტაცია ნინო  ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჩააბარა.
    „ჩვენ 2014 წლიდან ვითხოვთ დოკუმენტების გადმოცემას და ვერ მივიღეთ, ხოლო რა დოკუმენტებიც იქნა გამოგზავნილი, იქიდან აშკარად  გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები. საუბარია 220-ე მუხლზე კომპანიის ხელმძღვანელის მიერ საზოგადოების მიმართ საზიანოდ მოქმედება, რასაც თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის გამოყენება და გამორჩენა მოჰყვა, ეს გახლავთ 182-ე მუხლი, რომლეიც გულისხმობს მითვისებას და გაფლანგვას”, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.
  • ჩეჩნეთში თვითმფრინავი სახლს დაეცა

    ჩეჩნეთში მცირე ზომის თვითმფრინავი კერძო სახლს დაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სმაინისტრომ დაადასტურა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი.

    “მოსკოვის დროით 07:58 სთ-ზე მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაეცა ჩეჩნეთის სოფელ ნოვოშჩედრინსკაიაში ერთ-ერთ კერძო სახლს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზები უცნობია”-განაცხადა მინისტრმა.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო გარეჯში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში, სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.

    საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად, ინციდენტი მალევე იქნა აღმოფხვრილი, ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

    მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფების და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას.

    ამასთანავე, მნიშნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან, სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • თბილისში „აიტექნიკსის“ მაღაზია გაქურდეს

    პეკინის ქუჩაზე მდებარე „აიტექნიქსის“ მაღაზია გაქურდეს. მაღაზიიდან წაღებულია ტექნიკა: ტელეფონები, აიპადები  და სხვა აქსესუარები.

    ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები. 

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით დაიწყო.

  • ბაჩუკი ქარდავას დღეს გამოკითხავენ

    ბაჩუკი ქარდავას დღეს გამოკითხავენ.მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.

    შეგახსენებთ, რომ შსს-მ  ბაჩუკი ქარდავა, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერები, გამოკითხვაზე  12 ივლისს დაიბარა. 

    ქარდავა სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 325-ე მუხლითაც, რაც ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობასა და ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

  • 20-21 ივნისის დარბევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მსხვერპლი პარლამენტთან აქციაზე პირველად მივიდა

    სისხლიანი დარბევის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაშავებული გიორგი სულაშვილი დღეს პირველად დაბრუნდა იმ ადგილზე, სადაც 20 ივნისის ღამით, ანტისაოკუპაციო აქციაზე, ქართულმა სპეცრაზმმა პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაიმეტა. მკვლელი ნარინჯისფერი ტყვია, “რსუთავი 20”-ის თანამშრომელს, პირდაპირ თვალში მოხვდა.

    ახლაც კარგად ახსოვს გასროლის ხმა და ძლიერი ტკივილი თვალში, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. თუმცა, უშუალოდ იმ მომენტში 28 წლის ახალგაზრდა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თბილისის ცენტრში, ანტირუსულ მიტინგზე, რომელსაც დარბევამდე ბოლო ნახევარ საათში შეუერთდა, მარცხენა თვალს დაკარგავდა და სახის ძვლები ჩაემსხვრეოდა.

    ამბობს, რომ ეს გასროლა მისთვის მოულოდნელი იმიტომ იყო, რომ რუსთაველის გამზირზე იმ მომენტში ვითარება განმუხტული იყო. დღესაც უკვირს, რატომ გაუშვეს იმ მომენტში ცრემლსადენი გაზი და რატომ ესროდნენ ადამიანებს დამიზნებით, რატომ დასჭირდათ მომიტინგების დასახიჩრება. მაკო გომურის შემდეგ, გიორგი მეორე პაციენტი იყო, რომლსაც ურთულესი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

    “რუსთავი 2”-ის თანამშრომელმა პირველადი შემოწმება მიუნხენში გაიარა. მარცხენა თავლის აღდგენა ვერ მოხერხდა, გიორგის აღარ აქვს ქვედა ქუთუთოს ნაწილიც. მის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ჩამსხვრეული ძვლების აღსადგენად იმპლანტები და პროთეზები არ გამოდგება, ამიტომ 28 წლის ახალგაზრდას სახეზე საკუთარი ძველები უნდა გადაუნერგონ.

  • “მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ”- ლევან ბერძენიშვილი

    “მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ”- ასე გამოეხმაურა რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება.

    “საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!”- წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში

  • 20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

    20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს.  ამის შესახებ ცოტა ხნის წინ  შსს-ში ბრიფინგზე განაცხადეს.  შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პირები  პირები ჯგუფურ ძალადობაში არიან ბრალდებულები.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.

    გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა კიდევ 4 პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. 1979 წელს დაბადებული ვ. გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.

    1996 წელს დაბადებული ი. მ. სამართალდამცველს ურტყამდა რეზინის ხელკეტს და შეკრებილებს მოუწოდებდა პოლიციელებზე თავდასხმისკენ. რაც შეეხება, 1997 წელს დაბადებულ მ. ფ. – ს, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე.

    აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დღეის მდგომარეობით პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი – ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში“, – განაცხადეს შსს-ში.

    მანამდე კი დღეს, მთავარ პროკურატურაში განაცხადეს რომ  20 ივნისის ღამეს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს.

    საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ პირზე იძალადა.

  • უკაცრავად, ბებოს მაღალი წნევა აქვს და შეგიძლიათ მოხვიდეთ? – 112-ის გმირი ბავშვები (ვიდეო)

    10 წლის ნინი მირუაშვილმა, 76 წლის ბებოს დასახმარებლად დარეკა 112-ზე. ოპერატორს საჭირო კითხვებზე უპასუხა და ბებიის სიცოცხლე გადაარჩინა.

    2019 წელს „112-ის გმირის“ წოდებით ოთხი ბავშვი: ნუცა საჯაია, დავით ტალახაძე, ნინი მირუაშვილი და საბა მაზიაშვილი დაჯილდოვდნენ.

    ასევე, იმ 5 ბავშვს, რომლებმაც ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს, მადლობის სიგელები გადაეცათ.

    შესაბამის აუდიომასალას 112 Georgia/112 საქართველო საკუთარ „ფეისბუქ გვერდზე“ აქვეყნებს.

  • თეა დარჩიას პროტესტი- პატარა მოცეკვავეები თვალზე ხელაფარებულები ცეკვავენ {ვიდეო}

    სუხიშვილების სოლისტმა, მოცეკვავე თეა დარჩიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი სტუდიის პატარა მოცეკვავეები თვალებზე ხელებაფარებული ცეკვავენ.

    თეა დარჩიამ მორიგი პერფომანსით, 20 ივნისს აქციის მონაწილეების დარბევა დაგმო და პარლამენტის წინ შეკრებილებს  სოლიდარობა გამოუცხადა.