Category: არქივი

  • საქართველომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობის უფლება მოიპოვა!!

    გერმანიის ქალაქ მიუნხენში 2021-ის ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების სია გამოქვეყნდა. საბედნიეროდ, ამ სიაში საქართველოც მოხვდა.

    როგორც მოგეხსენებათ, ფიბამ გადაწყვიტა ჩემპიონატის ფორმატი შეცვალოს და სხვადასხვა ჯგუფების შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნებში ჩაატაროს. ზუსტად ამ ფორმატით საქართველო 2021 წლის კონტინენტის პირველობის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. ეს მართლაც დიდი მოვლენაა ქართული კალათბურთის ისტორიისთვის.

    თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ კანდიდატი სულ 7 იყო: ბუდაპეშტი, ტალინი და ლიუბლიანა მასპინძლებს შორის ვერ მოხვდნენ.

    ტურნირის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავტომატურად მოუტანა ევრობასკეტის საგზური.

  • “პუტინის შნირები ხართ”-ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოს სხდომაზე

    ფოთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.  ,,ნაციონალური მოძრაობის”” წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსახულებიანი პლაკატით მივიდა, რასაც ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერი წევრი მოითხოვდა 20 ივნისის სისხლიან ღამეზე მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

    ცხვიტარიას განცხადებას  საკრებულოს უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა.

    საკრებულოს წევრთა ნაწილმა მოითხოვა ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომა დაეტოვებინა. მთელი სხდომის განმავლობაში დარეჯან ცხვიტარია პლაკატებით ხელში ფეხზე იდგა და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდა. მას დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

  • ახალციხეში მასწავლებელმა გამოცდაზე ტელეფონიდან გადაწერა სცადა

    12 ივლისს, მათემატიკაში კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, მასწავლებელმა ტელეფონი მალულად შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას “სახმრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
    გაფრთხილების მიუხედავად, მასწავლებელმა გამოცდაზე  ტელეფონი ჩუმად  შეიტანა.

    გამოცდის პროცესში, პედაგოგმა ჯერ რამდენჯერმე შენიშვნა მიიღო, შემდეგ გაფრთხილება, ბოლოს კი გამოცდიდან მოხსნეს.

    მასწავლებლის ვინაობა და სხვა პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია.

  • თამარ მეფის ხიდიდან მამაკაცი გადახტა

    თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მამაკაცი გადახტა. მან, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა.

    მამაკაცი მტკვრიდან მაშველებმა  დროულად გამოიყვანეს და მისი გადარჩენა შეძლეს.

    მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

  • „მოგზაური მერი“- გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნა

    „მოგზაური მერი“, – „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ამ წარწერით  ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას  ქალაქის მერიასთან ვარსკვლავი გაუხსნა.

    წულაიას განმარტებით, ვარსკვლავი ქუთაისის მერს, როგორც სახელოვან მოგზაურს გაუხსნა.

    წულაიას განცხადებით, მერის მოგზაურობასა და მივლინებებზე 6 თვის განმავლობაში 150 000 ლარი დაიხარჯა.

    „ სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობითაც ყველაზე რთული ვითარებაა ამ ქალაქში. ამ დროს, ქალაქის მერი დადიოდეს ექსკურსიებზე და ამდენ ფულს ხარჯავდეს, უტიფრობაა“, – განუცხადა წულაიამ ჟურნალისტებს.

  • თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

    მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და   ადგილზე გარდაიცვალა.

    უბედური შემთხვევა თბილისში  დოლაბაურის ქუჩაზე მოხდა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ტყუილია, თითქოს მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს-კალაძე

    “ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში გადაინაცვლებს ტყუილია”- ამის შესახებ  თბილისის  მერმა დედაქალაქის  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    კალაძის თქმით, მიკროავტობუსები ივლის იმ ქუჩებზე სადაც 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გაბარიტების გამო ვერ იმოძრავებს.

    „საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო, ვინაიდან არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთდა იმ კვლევებს და ანალიზს, რომელიც კომპანია „სისტრამ“ წარმოგვიდგინა. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. ეს არ არის სწორი. მიკროავტობუსები და ავტობუსები გადაინაწილებენ ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით დაფარულ არეალს და მიკროავტობუსები შეასრულებენ ავტობუსებთან დამაკავშირებელ ფუნქციას. ამასთანავე, ისინი იმოძრავებენ ისეთ ქუჩებზე, სადაც ქუჩის გაბარიტებიდან გამომდინარე ავტობუსის გადაადგილება არ არის მიზანშეწონილი. ასეთი ადგილები ბევრია ძველ თბილისში, ქალაქის ცენტრში..ჩვენ არასდროს დაგვიყვია უბანი ცენტრალურ და გარე უბნებად, ეს ჩემთვის მიუღებელია”,- განაცხადა კალაძემ.

    თბილისის მერის თქმით, ქალაქში 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები  მალე შემოვა.

  • საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირიდან ერთი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

    საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირიდან ერთი თავისუფალია. სასამართლომ  ლაშა ჩაფიძეს პატიმრობა 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.  ვახტანგ ჯაყელი, ირაკლი ხუჭუა და ნიკა დაოშვილი კი პატიმრობაში დატოვა.

    „ბრალდების მხარე დაეთანხმა ერთ-ერთი ბრალდებულის გათავისუფლებას, ვინაიდან მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და გარდა ამისა, სამივე არის წარსულში ნასამართლევი,“- განაცხადა საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ.

    სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე ფეხბურთელები მაისში დააკავა.

  • “მაპატიე, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი”-ნინი ქარსელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

    მომღერალი ნინი ქარსელაძე რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ მამას ემოციურ პოსტს უძღვნის.

    “აი ასე…. გამომეცალა ყველაზე დიდი ძალა… ჩემი “აპორა” 
    წარმოდგენა არ მაქვს უშენოდ რა უნდა ვქნა 
    ჩემო სიცოცხლე და სიყვარულო…
    თურმე რამდენი რამ არ მცოდნია შენს შესახებ და ამ 4 დღეში იმდენი გავიგე, მოვისმინე….
    დარწმუნებული ვარ იმ გზასაც, რომელიც ახლა გაქვს გასავლელი, ისე ვაჟკაცურად გაივლი, როგორც აქ გაირე და დატოვე უსაზღვრო სიყვარული…
    წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვიცხოვრო შენს გარეშე. არც ის ვიცი რა დავწერო… შენნაირები ნამდვილად აღარ იბადებიან…
    მადლობა სიყვარულისთვის და ყველაზე დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ამაყად მატარე 28 წელი…
    მა, დარწმუნებული ვარ ოდესმე შევხვდებით და მოგიყვები უშენოდ გატარებულ ყველა წამს და წუთს
    მაპატიე, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი…