Category: არქივი

  • პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბაითს იშენებს მარსზე- სააკაშვილი ბრალდებებს პასუხობს

    ყოფილი პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება. სიუჟეტში საუბარია, რომ სააკაშვილს უკრაინაში საბიუჯეტო თანხების და ქონების მითვისებას ედავებიან.

    “მე სახლები მარტო მაიამიში, მონაკოში და იტალიაში კი არ მაქვს, არამედ მეკუთვნის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 49% და ახლა პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბაითს იშენებს მარსზე. ივანიშვილის მონებო თქვენ ნამდვილად არსებულ სახლებში უკვე ბოლომდე ჩაგისხეს წყალი თუ როგორაა თქვენი საქმე. ბინძური მოშეს მადლი შეგეწიოთ და ვაი თქვენს პატრონს!”-წერს სააკაშვილი.

  • პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა

    20-21 ივნისის საქმეზე შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს- ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

    „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.

    გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

    ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ 20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოძიების შედეგებს ეტაპობრივად აცნობებს საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • არასდროს არავის არ დავენახები მგლოვიარე, დაჩოქილი და მოტირალი- მაია ასათიანის ემოციური მიმართვა (ვიდეო)

    მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში საცურაო აუზზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წითელი საცურაო კოსტიუმი აცვია. ჩაცმულობის გამო ის ის ინსტაგრამზე გააკრიტიკეს.   ცნობილმა ტელეწამყვანმა ინსტაგრამზე ვიდეო მიმართვა  ინსტაგრამის “სთორიში” გაავრცელა.

    “ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ თითოეული თქვენი თბილი სიტყვა,ჩემთვის ნიშნავს ძალიან ბევრს. იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მე ვარ ნებისმიერი ნებისმიერი პოზიტიური სიტყვები ჩემთვის არის მართლაც სიმართლის სხივი. ჩემ თავს სულ ვაძლევ პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე აღარ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ეს ჩემზე. მაპატიეთ ამის ახსნა მუდმივად რომ მჭირდება და ახლა იმ ადამიანებს მივმართავ ვისაც ახსნა ჭირდება რას ნიშნავს ქალისთვის ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას.

    თქვენ მინდა გითხრათ – ქალებს და დედებს, რომლებიც მლანძღავთ რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია ჩემი შვილი გვედით მომყვება.არ მინდა არავინ დავამძიმო მადლობა ყველას ვინც გვერდით მიდგას, უცნობებს და ნაცნობებს.ძალიან დიდი ბოდიში მძიმე თემებს ვეხები.

    რატომ მჭირდება აგიხსნათ რომ მძიმედ და ცუდად ვარ არ ვიცი. მინდა იცოდეთ ყოველთვის კარგად არ ვარ. კარგად ყოფნა ჩემნაირი ქალისთვის შეუძლებელია. რა გითხრათ აბა? გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი. მე ვცდილობ ეს კოშმარი ჩემთვის გაძლებადი იყოს და ვაკეთებ იმას, რაც მე და ჩემს შვილს ძალიან გვიყვარდა – ვცურავ. გაგიკვირდებათ და 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმით არის შესაძლებელი. ღმერთმა არავის მოუვლინოს ეს სასჯელი, ყველას თავისი ჯვარი აქვს“ ,-აღნიშნას ასათიანი. 

    {{VIDEO}}

    შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი მაია ასათიანის შვილი  ნუცა მახვილაძე 2 წლის წინ წინ პარიზის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის იყო.

  • მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

    მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა, რომელიც  20:00  საათზე დაიწყება.

    ბრიფინგი, სავარაუდოდ,  20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე დაწყებულ  გამოძიებას შეეხება.

  • “იაკობ გოგებაშვილი ქვეყნის მუხრუჭად აქციეს” – შალვა ტაბატაძე

    განათლების საკითხთა მკვლევარმა შალვა ტაბატაძემ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების საკითხზე განუცხადა. მისი თქმით, სკოლებში, დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები ყოველთვის ითვალისწინებდნენ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპებს.

    „გოგებაშვილის „დედა ენა“ თავის დროზე რამდენიმე ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველი – ის კარგად ითვალისწინებდა იმ დროს არსებულ კონტექსტს, ანუ იმ კონტექსტში როდესაც მიდიოდა რუსიფიკაცია, ქართულს ემუქრებოდა საფრთხე, როდესაც ადამიანებმა არ იცოდნენ წერა -კითხვა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია იყო დაბალი, მან ამ კონტექსტის შესაბამისად შექმნა სახელმძღვანელო, რომელიც იყო მნიშვნელოვანი რესურსი იმ კონტექსტისთვის. დღეს კი, 21-ე საუკუნეა, სულ სხვა კონტექსტია და სხვა მიმართება სჭირდება განათლების სფეროს და მის განვითარებას. კონტექსტზე მორგებული პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო გოგებაშვილის დროს, ეს პრინციპი დარღვეულია.

    გოგებაშვილი თავის დროზე იყო პროგრესი და განვითარება საზოგადოების, ქვეყნის, დღესდღეობით სამწუხაროდ გოგებაშვილი აქციეს მუხრუჭად, იმიტომ, რომ გოგებაშვილის მიდგომის მიღმა თუ რაიმე გაჩნდა საგანმანათლებლო სისტემაში, ის აუცილებლად იქნება გაკიცხული და მე-19 საუკუნის მიდგომებით, ვდგავართ 21-ე საუკუნეში, ანუ ვართ მუხრუჭისა და რეგრესის ქვეშ. ამის მაგალითი იყო შარშან, სახელმძღვანელო პირველი კლასის, რომელიც იყო დაწუნებული , სწორედ იმიტომ, რომ გოგებაშვილის პრინციპებზე იყო დაფუძნებული, თუმცა ამას აკეთებდა მრავალფეროვანი და განსხვავებული მიდგომებით, სწორედ ეს იყო მისი დაწუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სწორედ ლუსტრაცია მოხდა, პროგრესი და განვითარება კი არ არის, რაც თავის დროზე იყო გოგებაშვილი და მისი მიდგომები, არამედ ვართ რეგრესისკენ წასულები და არანაირი პერსპექტივა საზოგაოდების განვითარების არ გვაქვს და არც უნარი, რომ შევქმნათ რაიმე ახალი და ღირებული, რომელიც იქნება 21-ე საუკუნის კონტექსტისა და მიდგომების შესაბამისი“, – აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.

  • გახარია შს მინისტრი აღარ არის,მიუხედავად იმისა რომ დილაობით კაბინეტში შედის- ვაშაძე

    „ათასობით მოწმე არის იმის, რომ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა უხეშად და არავის არავინ გაუფრთხილებია და განზრახვაც კი არ ჰქონიათ არავის გაფრთხილებაზე,“ – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

    გრიგოლ ვაშაძე შს მინისტრის მოადგილის, Ipn-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლასთან დაკავშირებით მოქალაქეები საქმის კურსში არ ჩააყენეს. საბანაძის ეს განცხადება კი წინააღმდეგობაში მოდის შს მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუსთან, სადაც გახარიამ თქვა, რომ მომიტინგეები 4-ჯერ გააფრთხილეს.

    „შს მინისტრი მერამდენედ უკვე უტიფრად იტყუება, რასაც მისივე მოადგილის განცხადება ამტკიცებს და ერთი რამ უნდა შეიგნოს ამ ხელისუფლებამ, რომ 20-21 ივნისის ტრაგედია და ის ბავშვები, ვინც ჯანმრთელობა დაკარგა ამ პროტესტის დროს, არის წყალგამყოფი. „ძველებურად“ პოლიტიკით დაკავება უკვე აღარ გამოვა, ეს ქვეყანა, ეს სახელმწიფო 20-21 ივნისს რადიკალურად შეიცვალა.

    „საქართველოს მოქალაქე გახარიას ამ პოსტზე ყოფნას არასოდეს არ შეურიგდება და ეს დროის საკითხია, რაც მალე მოხდება მისი პოლიტიკური, მორალური პასუხისმგებლობის ატვირთვა, მით უკეთესი იქნება. გახარია შს მინისტრი უკვე აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომელ კაბინეტში შედის დილაობით,“ – განაცხადა ვაშაძემ.

    20 ივნისს პარლამენტის წინ აქცია რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტში სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ. გვიან ღამით კი სამართალდამცაველებმა მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, მათ შორის სტაფილოსფერი და ასევე, წყლის ჭავლი გამოიყენა. შს მინისტრმა აღნიშნა, რომ მომიტინგეების დასაშლელად ძალის გამოყენება პარლამენტის შტურმით აღების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა.

  • “ოქროს გასაღები არც “ოცნების” და არც “ნაციონალური მოძრაობის” ხელში არ იქნება”- ხუხაშვილი

    კოალიციური მთავრობა – ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, კოალიციური მთავრობის ფორმირებით დასრულდება.

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება მესამე ძალის ირგვლივ მოხდეს. მისი აზრით, ეს მესამე ძალა კი შესაძლოა, მამუკა ხაზარაძის ახალშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს.

    „პროპორციული არჩევნების შემთხვევაში მთელი რესურსების მონოპოლიზებაც რომ მოახდინოს ხელისუფლებამ და მაქსიმალურად რომ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, კოალიციური მთავრობა მაინც გარდაუვალია. ვის ირგვლივ მოხდება კოალიციური მთავრობის ფორმირება ეს ჯერ რთული სათქმელია, მით უმეტეს თუ, სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირებას, რაც შეცვლის სურათს და შეცვლის სურათს ისევ და ისევ ხელისუფლების საზიანოდ.

    საინტერესო ამ არჩევნებზე იქნება ის, რომ ოქროს გასაღებს დაიჭერს ვინმე მესამე, ეს ოქროს გასაღები არ იქნება არც “ქართული ოცნების” და არც “ნაციონალური მოძრაობის” ხელში. ვიღაცას ექნება ეს ოქროს გასაღები და იქნება მანევრი. ვინც უკეთეს პირობებს შესთავაზებს, იქით გადაიხრება და ასე გადაწყდება ძალაუფლების ბედი. ეს შეიძლება იყოს მამუკა ხაზარაძის პლატფორმა. ორივეს დასჭირდება, ვინც მეტს შესთავაზებს, ეს იქნება ერთგვარი საარჩევნო აუქციონი,“ – ამბობს გია ხუხაშვილი.

    დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმაც არ გამორიცხა პროპორციული არჩევნების პირობებში კოალიციური მთავრობის ფორმირება.

  • წამლები 1 ლარად – ბახტაძემ ის ჯგუფები ჩამოთვალა, რომელიც ამ შეღავათით ისარგებლებენ

    პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა სოციალური ჯგუფი ქრონიკული დაავადების მედიკამენტებს 1 ლარად შეიძენს. საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებზე შეღავათებითაც მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირები სარგებლობდნენ.

    „ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ხარჯი, რომ მოქალაქეების ხარჯი მედიკამენტებისთვის ძალიან მაღალია. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება. სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს შეეძლება მედიკამენტების შეძენა 1 ლარად.საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც 6 ქრონიკული დაავადებისას: დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, პარკინსონის, ფილტვის, ეპილეფსიის დროს გამოიყენება,” – განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე.

    პრემიერი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამ მხრივ ძალიან აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, შეჭირვებული მოსახლეობის მიერ “ჯიბიდან გადახდილი თანხები” მედიკამენტებზე, მინიმალური იყოს.