Category: არქივი

  • “პანორამა ჩემს მიერ შექმნილი უნიკალური პროექტია”- ივანიშვილი

    „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ძირითადად 20ივნისის მოვლენებსა და მინისტრ გახარიას ეხებოდა. მან ასევე “პანორამა თბილისი” პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროექტს მხოლოდ ოპოზიცია და მათი მართული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.

    “თქვენ ნახეთ, მთელი ნაციონალური მოძრაობა, აბა ნახეთ და მათგან მართული NGO-ები, საშინელ შეტევაზე იყვნენ ნებისმიერ მშენებლობაზე. აბა ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული NGO-ები. მათ უნდათ რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. მათ უნდათ რომ დაანგრიონ ქვეყანა,”- განაცხადა ივანიშვილმა.

  • თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ჯაზმატარებელი 19 ივლისს გავა

    თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 19 ივლისს, 08:45-ზე გავა.

    ყველას, ვისაც ჯაზფესტივალის მინიმუმ ერთი ბილეთი აქვს, ბათუმში ჯაზმატარებლით ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლია გამგზავრება. ამისთვის მსურველებმა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე უნდა გაიარონ – https://www.jazztrain.ge/

    ჯაზმატარებლის მზაგვრებს თიბისი სტატუსისგან სიურპირზები, საჩუქრები და მუსიკალური მზგავრობა ელოდებათ.

    ჯაზფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიხსნება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი – „The Funk Apostles“ ჩაატარებენ. 19 ივლისს, ჯაზფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“ დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი – „ინკოგნიტო“ დახურავს.

    ფესტივალის განმავლობაში ბათუმში, “ივერია ბიჩი” თიბისი სტატუსის სანაპიროდ გადაიქცევა. სანაპიროზე მოხვედრა სტატუსის მომხმარებლებისთვის 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი, სადაც დღის განმავლობაში ყველა დამსვენებლისთვის თიბისი სტატუსის საზღვაო საჩუქრები დარიგდება; 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სპეციალურად გამოყოფილ ბარში, სასმელი უფასო იქნება; დღის სხვადასხვა მონაკვეთში კი სხვადასხვა მუსიკალური გაფორმებაა დაგეგმილი.

    ჯაზფესტივალის ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE-ზე. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი მოქმედებს.

  • “რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში უფრო კარგია”-ივანიშვილი ხაზარაძეზე

    ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება თიბისის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ. 

    “კარგია, მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პარტიაში, უფრო სწორად პოლიტიკაში უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ქონდეს, რაც შეიძლება მეტი… ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ”, — განაცხადა ივანიშვილმა.

  • “შვილო, სად გაიზარდე…ზრდილობა ისწავლე”-ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს

    “”შვილო, სად გაიზარდე…შვილო, ზრდილობა ისწავლე”, — ეს ფრაზები   ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების მისამართით რამდენჯერმე გამოიყენა.

    მან ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელმაც გახარიაზე შეკითხვა დასვა, ზრდილობისკენ მოუწოდა, ხოლო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს უთხრა, რომ აჭარის ტელევიზია “რუსთავი 2-ის” ფილიალია.

  • “კობახიძე გადაეფარა გუნდს..გახარია კიდევ უფრო მაგარი კაცია”-ივანიშვილი

    „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. შეკითხვები ძირითადად  20ივნისის მოვლენებსა და მინისტრ გახარიას ეხება.

    “კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას ის გადაეფარა გუნდს და დატოვა მანდატი, ესეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი. გახარია კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს, გახარიას გადადგომა რაც სურს დღეს ნაციონალურ მოძრაობას ეს ნიშნავს იმას რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია არ უნდა დახვდეს იქ მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში. ის რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება მთელმა მსოფლიომ აღიარა რატომ  უნდა გადადგეს გახარია? ნაცებს უნდათ მარტო, უნდათ იმიტომ რომ ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ ვერც ძალით ვერ მოვლენ გარწმუნებთ”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

  • ზუგდიდში მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

    ზუგდიდის ცენტრში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილას რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

    თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს ავტომობილი შუქნიშანზე დაეჯახა. 
    ამ დროისთვის გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    სამგორის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების III, IV, V, VI ქუჩების, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაკურიანის, დოლიძის, ბალანჩივაძის, სიმონ ჩიქოვანის, ლიხაურის და ბაკურციხის ქუჩების მცხოვრებლებს.​ 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, რუსთაველის გამზირის, პუშკინის, გუდიაშვილის, ნიშნიანიძის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, წავკისის, ამაღლების, ოქროყანის, ავთანდილის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მეველეს, ლომოურის, აბდუშელაშვილის, ცუცქირიძის და სამოქალაქოს ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და დიღმის მასივის I, II კვარტლების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრუკენის მოედნის, რომის, ჭოროხის, კოლხეთის, კიევის, კოტე და სოსო წერეთლების და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

  • შსს-მ მაღაზია „აიტექნიკსის“ გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ორი პირი 2000 წელს დაბადებული ლ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორ თანამზრახველთან ერთად, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. დაკავებულებმა სავაჭრო ობიექტიდან 5 მობილური ტელეფონი და 1 ლეპტოპი მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ასევე დადგენილია თანამზრახველთა ვინაობა და მათ დასაკავებლად ტარდება ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.