Category: არქივი

  • უნდა აცნობიერებდეთ, რომ აქ, რომ მოდის ვინმე სალია ან თუნდაც ხალვაში, ეს არის ივანიშვილი – ირაკლი ოქრუაშვილი

    „თქვენც კარგად უნდა აცნობიერებდეთ, რომ აქ, რომ მოდის ვინმე სალია ან თუნდაც ხალვაში, ეს არის ივანიშვილი,“ – ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „შაბათის კურიერთან“ ინტერვიუში გააკეთა.

    ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელი ის არის და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს. ოქრუაშვილის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშმა ხელი ბერლინში, 2010 წლის 4 თებერვალს მოაწერა.

    ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშთან ამ ეტაპზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან დღეს მიმდინარე მოვლენების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

    რაც შეეხება ივანიშვილთან მოლაპარაკებას, ოქრუაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს მასთან საუბარს.

    „იყო ერთი შემთხვევა – მისი ბიზნესპარტნიორი და ჩემი ძველი ნაცნობი გამომიგზავნა, ძალიან ზედაპირული უაზრო საუბრით, ზოგადად, რომ მოვრიგდეთ, შევრიგდეთ. ხალვაში არ არის ხალვაში, ხალვაში არის ივანიშვილი, შესაბამისად, მასთან საუბარი, ამ შემთხვევაში, ხალვაშთან, აბსოლუტურად, არაფრისმომცემია. თქვენც კარგად უნდა აცნობიერებდეთ, რომ აქ, რომ მოდის ვინმე სალია ან თუნდაც ხალვაში, ეს არის ივანიშვილი და არა ის კონკრეტული სახელი და გვარი, ვინც შეიძლება მოდიოდეს. ივანიშვილთან საუბარს ვაპირებ თუ არა, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს – არა,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

  • “მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს მშენებლობის”- მარგველაშვილი პარლამენტთან აქციაზე მივიდა

    პარლამენტთან აქციაზე  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მან ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ ხალხის რაოდენობის დათვლას თავი დაანებონ.

    „მე მინდა მივმართო აგრეთვე, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა, როგორც მითხრეს, დათვლა დაიწყო და 200 კაცზე მეტს ვეღარ კრიბავენო, აქ ხალხს არ კრიბავენ, აქ ხალხი იკრიბება. იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე, ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაც ვიღაცას კრებს, არა, თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება და ნუ ზომავთ რაოდენობით, ეს არ არის მევახშის საზომი ამბავი. თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრება, სულ რომ მეათედი იყოს აქ, ბევრად უფრო მეტის გამკეთებელია, ვიდრე 100, 200 და 300 ათასი მოყვანილი და შეკრებილი სწორედ. მოდით და თქვენც ჩაერთეთ ამაში, მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს მშენებლობის, იმიტომ, რო აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი და სამართლიანობის უკან, როდესაც 2 ადამიანი დგას, იცოდეთ, რომ ის სამართლიანობა ყოველთვის გაიმარჯვებს,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

  • “დაგვთვალეთ” – პარლამენტთან აქციის მონაწილეებს საკუთარი ციფრი აქვს

    ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები ისევ აპროტესტებენ სისხლიან ღამეს და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. უკანასკნელი 1 თვეა გაბრაზებული მოქალაქეები პასუხისმგებელი პირების დაკავებას, პირველ რიგში კი გახარიას გადადგომას, უწყვეტ რეჟიმში ითხოვენ.

    დღევანდელ აქციაზე ისინი ბანერებით მივიდნენ, რომლებზეც რიცხვებია გამოსახული – ეს სიმბოლური ნიშანია მათი სიმრავლისა და პასუხი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ 200 კაცი დგას, ისიც ოპოზიციის მობილიზებული.

  • სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიტინგები უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ-ოქრუაშვილი

    “სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით,”-ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა შაბათის კურიერში გააკეთა და განმარტა, რომ ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, მას ყოველთვის ჰქონდა იმისა საშუალება, რომ მოეზიდა საჭირო თანხები სხვადასხვა საქმეებისთვის, მათ შორის იყო “რუსთავი 2”-ის წილების ყიდვაც.

    “ყოველთვის მქონდა გარკვეული სახის ბერკეტები იმისათვის, რომ გარკვეული საქმისთვის, ეს არ იყო მარტო “რუსთავი 2,” ეს იყო მთელი პოლიტიკური პროცესი და შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავედი, გარკვეული ფინანსების მოზიდვის.

    “სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით, არამედ იმ ადამიანების დაჯერებით და დარწმუნებით, რომლებთანაც ნდობა მქონდა და რომლებსაც ამ პროცესის მიმართ ჰქონდათ გარკვეული დაინტერესება და გულგრილები არ იყვნენ. იგივე სახის მეთოდით მოვიზიდე ეს ფული და არამარტო ეს ფული,”- აცხადებს ოქრუაშვილი.

    კითხვაზე, მოახდინა თუ არა მან გარკვეული ზეწოლა თანხების მოსაპოვებლად, იმ ადამიანებზე, ვინც ფული გადაიხადა, ოქრუაშვილი პასუხობს:

    “ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ “მე ფული მომთხოვეს.”

  • კობა კოშაძის დაკავება მგონია რომ დაკავშირებულია „რუსთავი 2“-თან-ირაკლი ოქრუაშვილი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, “შაბათის კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში, მისი დაცვის წევრის, კობა კოშაძის დაკავებას ეხმაურება და პირდაპირ აცხადებს, რომ ის ამ ფაქტს “რუსთავი 2”-ის საქმეს უკავშირებს. ოქრუაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ მეთოდებით ცდილობს მის შეჩერებას, იმისათვის რომ ოქრუაშვილმა ტელეკომპანიის საკუთრებაზე პრეტენზია არ განაცხადოს და ბრძოლა შეაჩეროს.

    „ივანიშვილმა გარკვეული სახის გზავნილი უკვე გამომიგზავნა და მან უკვე გადაკვეთა წითელი ხაზი ჩემი უახლოესი მეგობრის დაკავებით, როდესაც მას იარაღი ჩაუდეს, კობა კოშაძეს… ეს არის აკრძალული, ჩემს მიმართ არაერთხელ გამოყენებული მეთოდი და ამ მეთოდს არასდროს უმოქმედია იმისთვის, რომ ჩემზე რამე ზეგავლენა მოეხდინა.“

    „მივყვეთ ქრონოლოგიურად მოვლენებს, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ჩემზე ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ვერაფერი ვერ მონახა – არც კადრებით, არც პირდაპირი მტკიცებულებებით, არც არაპირდაპირი მტკიცებულებებით, ბუნებრივია, ისმის კითხვა, ვიყავი თუ არა გარკვეული საფრთხის მატარებელი მე, როგორც ჩვეულებრივი ერთი ადამიანი მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. არამგონია, ეს ასე იყოს. კობა კოშაძის დაკავება მე მგონია, დაკავშირებულია „რუსთავი 2“-თან, რომ თუ მე ამ ნაბიჯებს გადავდგამდი, რა ნაბიჯებიც გადავდგი, ამდაგვარი ტიპის რაღაც მეთოდებით ჩემ წინააღმდეგ დაიწყებოდა რაღაც კამპანია, იმისთვის, რომ კუთხეში მივემწყვდიე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ასეთი მეთოდები ჩემ მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული და ასეთი მეთოდები ჩემზე არ ჭრის. ეს ივანიშვილმა თუ არ იცის, შეუძლია დღეს კარგად გაიგოს,“-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

  • სამოქალაქო პროტესტის 1 თვე- პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

    “31:0 სირცხვილია” – პარლამენტის მიმდებარე ტრიტორიაზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია უკვე ზუსტად 1 თვეა მიმდინარეობს . მოქალაქეები  პროტესტს  სხვადასხვა ფორმით 20 ივნისის ღამის შემდეგ გამოხატავენ. აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნად ისევ შს მინისტრის გადადგომა რჩება. 

    აქციების ორგანიზატორები მოქალაქეებს პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ:

    “1 თვის წინ, რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, ჩვენს პარლამენტში სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან უძღვებოდა.

    1 თვის წინ, შს მინისტრმა, გიორგი გახარია, მთავრობის უმოქმედობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსული ადამიანების დარბევის ბრძანება გასცა. შედეგად, მივიღეთ დასახიჩრებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, მედიის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებსაც სახლამდე სდიეს, სახეში აფურთხეს, მიჯრით ესროლეს და სცემეს.

    1 თვის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ, შს მინისტრ, გიორგი გახარიას ბრძანებით, გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წესის დარღვევითა და არაპროპორციული ძალის გამოყენებით, ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები დაუშინია თავის მოქალაქეებს, მათ შორის, 18 წლის მაკო გომურსაც, რომელმაც, სამწუხაროდ, თვალი დაკარგა.

    1 თვეა, რაც სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში, ადამიანები სხვადასხვა ფორმით ითხოვენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ და დატოვოს თანამდებობა.

    ბიძინა ივანიშვილი კი თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის თვალის ამომთხრელი მინისტრი გმირი და “მაგარი კაცია”.

    “გავრილოვის ღამიდან” ერთი თვის თავზე, გამოდი, თუ თბილისში ხარ, ჩამოდი, თუ არ ხარ, ან გადი იქ, სადაც ხარ! ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი ფორმით, 19:00-დან, გამოდი ქვეყნის სამსახურში!“ –ნათქვამია ორგანიზატორთა მიმართვაში.

    {{PHOTOGALLERY}}

  • ბათუმში „რივიერაზე“ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ (ვიდეო)

    “არა ბათუმის ჩაბეტონებას!”,  “დაიცავი ძველი ბათუმი!”,  “ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ამ ლოზუნგებში ბათუმში ამჟამად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა  რივიერაზე  5 კოშკის მშენებლობას  აპროტესტებს.

    {{PHOTOGALLERY}}
    ფოტო:ირინა მამფორია

    „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ: შეჩერდეს პროექტის „რივიერას“ საქმისწარმოება, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

    მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ეკოლოგიური საფრთხეები, რომლის შესახებ საუბარია 2013 წლის სამთავრობო დოკუმენტში, აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია: „დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა სიმძიმეს შეიძლება, ვერ გაუძლოს ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრის ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“. ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის ეკონომიკური სარგებელი ეჭვქვეშ დგება და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს.

    მოვითხოვთ, „რივიერა“ დაუბრუნდეს ისტორიულ დაცვის ზონას და შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე და ღია სივრცე, რითაც ძველი ბათუმის ზღვას უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიული ბათუმი დაკარგავს ზღვისპირა ქალაქის იდენტობას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დღეს მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ სახელით გავრცელდა.

  • პოლიციამ საკარმიდამო ნაკვეთიდან სამი პიკაპი ,,კანაფი” ამოიღო

    იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

    მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პოლიციამ, ბაღდათის რაიონში, დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 36 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე ,,კანაფი ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

    გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით.

  • არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

    დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, სამშენებლო სამუშაოების უსფრთხოების წესების დარღვევისთვის სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დაკავებულ დირექტორს დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. იგი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხვალ, 12.00 საათზე იმსჯელებენ.

    გამოძიების ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • ოქრუაშვილი გახლავთ ქურდი, მოძალადე, მატყუარა, ვერ აზროვნებს – ლევან ლორთქიფანიძე

    პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი, სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

    “ღმერთო, რა დებილი და კალოშია ეს კაცი! ძალოვანი უწყების მინისტრი იყო, ერთ წელიწადში მისი ხელფასი მილიონის მეოთხედიც არ ყოფილა და რამდენიმე მილიონის ღირებულების ტელევიზია მისი მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ დაითრია. თან თავის საქმეს პარტნიორ ბიზნესმენს აკეთებინებდა. აღნიშნული განცხადებებიდან გამომდინარე სამი დასკვნის გამოტანა შეიძლება:

    1. ირაკლი ოქრუაშვილს ჰქონდა არალეგალური შემოსავალი და თანამდებობის საშუალებით ფულს ხაპავდა სხვადასხვა წყაროდან.

    2. ირაკლი ოქრუაშვილი თანამდებობას, მის დაქვემდებარებაში მყოფ ძალოვან უწყებებს იყენებდა სხვების დასაშინებლად, დასაშანტაჟებლად, თავისუფალი მედიის მფლობელებზე ძალადობისათვის.

    3. სპეკულიანტობდა, ფაქტებს აყალბებდა, საკუთარ კვალს შლიდა, იტყუებოდა, რათა ტელევიზიის ჩამორთმევის საქმეში თავად არ გამოჩენილიყო; რათა პროცესი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ნაცვლად მომგებიან ბიზნეს გარიგებად წარმოეჩინა.

    მაშასადამე, ირაკლი ოქრუაშვილი გარდა იმისა, რომ დებილია, ამასთანავე გახლავთ ქურდი, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამომყენებელი, მოძალადე, მატყუარა და ვერ აზროვნებს.

    არც გვარამია, არც ხალვაში, არც ოქრუაშვილი … რუსთავი 2 დვალსა და აქიმიძეს!“,- წერს ლევან ლორთქიფანიძე.