Category: არქივი

  • “რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი არხის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარს ეუბნება

    „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი არხის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარს ეუბნება.

    ცოტა ხნის წინ დასრულდა “კურიერისა” და “პოსტკრიპტუმის” გუნდის შეხვედრა პაატა სალიასთან. სალიას თქმით, მან გაიარა კონსულტაციები ქიბარ ხალვაშთან, რომელიც უარს ამბობს შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად. „რუსთავი 2“- ის ახალი გენერალური დირექტორის ამბობს, რომ ხალვაში ასევე უარზეა გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. პაატა სალია აძლევს სიტყვას ჟურნალისტებს, რომ არ მოხდება ჩარევა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების კონტენტში და ჟურნალისტები მას სიტყვაზე უნდა ენდონ.

    „წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს განსაკუთრებითი იმ ფორმით რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე სიტყვები რაც იმ პუნქტში წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება 1000 ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, რომ თუ რაიმე სიმპტომი იქნება, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას და ა.შ. ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ,“-ამბობს პაატა სალია.
  • “ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამიას და მის გუნდს იბერიაზე მუშაობა შესთავაზა ” – ნინო ჯღარკავა

    ჟურნალისტ ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს რომ  ზაზა ოქრუაშვილმა ნიკა გვარამიასა  და მის გუნდს იბერიაში მუშაობა შესთავაზა. 

    “ექსკლუზივი:ამ წუთებში ჩემმა წყარომ მომიჩუხჩუხა ახალი ამბავი ,დეპუტატ ნატო ჩხეიძის ქმარმა ტელეკომპანია ,,იბერიის ,მფლობელმა და ,,ომეგას,,მეპატრონემ ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამიას თავის გუნდით შესთავაზა იბერიაში მუშაობა!:))))))))))))))ლონდონში მიიპატიჟა მოლაპარაკებებზე:))ცირკია რა ეს ცხოვრება! ისე ოქუაშვილმა თავის თანამშრომლები ისე გაყარა ორი თვის ხელფასი არ მიუცია და სასამართლოში უჩივიან,ხოდა ნიკას მადა აქვს მაგას მთელი ,,ომეგა,რომ ჩადოს ვერ გადაიხდის:))))ინფორმაცია 1000 პროცენტიანი წყალი არ გაუვა!”- წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

  • ჩვენ ბევრჯერ შევცდით, ავირჩიეთ კლანური სისტემის ლიდერები და მარიონეტები- ტიმოშენკო

    პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი გუნდი მზად არის, უმაღლეს რადაში მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგეს.

    „დღეს არავინ იცის, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი. ეს მხოლოდ თქვენს ხმაზეა დამოკიდებული. ამიტომ აირჩიეთ.დღეს უკრაინის ბედი თითოეული ჩვენგანის ხელშია. მხოლოდ უნდა ავიღოთ პასპორტი, ავდგეთ, მივიდეთ საარჩევნო უბანზე და გავაკეთოთ არა ემოციური არჩევანი, არამედ გავაკეთოთ არჩევანი მთელი გულით, მთელი გონებით, რათა საბოლოოდ შანსი გაგვიჩნდეს“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრემიერმა

    მან ასევე განაცხადა, რომ ახლა უკრაინას მორიგი შეცდომის დაშვების დრო არ აქვს.

    „ყველა ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ის ბიულეტენები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი აგდებს საარჩევნო ყუთში, ეს არ არის ბიულეტენი პარტიისთვის ან დეპუტატობის კანდიდატისთვის. ეს არის ბიულეტენი ჩვენი ცხოვრებისთვის, შვილების ცხოვრებისთვის. თქვენ კარგად იცით უკრაინის ისტორია. ჩვენ ბევრჯერ შევცდით, ავირჩიეთ კლანური სისტემის ლიდერები და მარიონეტები, ახლა შეცდომების დრო არ არის“, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

    უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.

  • იულია სუსლიაკი სამართალდამცავებს საბაჟო გამშვებ პუნქტ “სადახლოზე” ჰყავთ დაკავებული

    იულია სუსლიაკი სამართალდამცავებს საბაჟო გამშვებ პუნქტ “სადახლოზე” ჰყავთ დაკავებული და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას სუსლიაკის ადვოკატი ავრცელებს. ადვოკატის განცხადებით, სადახლოდან მას სუსლიაკი ახლახან დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას ქვეყანაში არ უშვებენ.

    ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს.

    სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.

    თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავების დროს მცირე ინციდენტიც მოხდა. იულია სუსლიაკმა ქართველ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მისი წაყვანა მაინც შეძლეს.

    სუსლიაკის ოჯახი და მისი ინტერესების დამცველი ამ დაკავებას უკავშირებენ „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, სადაც სუსლიაკი ამბობდა, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავების დღიდან მის გათავისუფლებამდე მომხდარ ამბებზე საუბარს აპირებდა.
    იულია სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკრაინაში დეპორტაცია მოხდეს. თოდუა ამბობს, რომ სუსლიაკის დაკავების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ეს გატაცება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მან ვერ მოახერხოს კონკრეტული გვარების დასახელება.

  • ეჭვი არ მეპარება რომ გახარია გვერდით საკანში დაამთავრებს, იქ, სადაც მისი წინამორბედი ზის- ხიდაშელი

    ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გახარია გვერდით საკანში დაამთავრებს, იქ, სადაც მისი წინამორბედი ზის, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 7 VS 1” თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

    როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საჯაროდ ჩადენილ დანაშაულებს ხალხი არც ერთ ხელისუფლებას არ პატიობს.

    „ერთადერთ კითხვას ვსვამ იმ დღის შემდეგ, რაც კობახიძე გადადგა – დავინახეთ ხელისუფლებამ რა ფასი მოითხოვა კობახიძის თავში, ახლა მთავარი კითხვაა, რა ფასს ითხოვს გახარიაში? გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს ფასი, როგორც წესი, იზრდება ხოლმე. 7 ნოემბრის ფასი ერთი იყო, სააკაშვილი გადადგა, ყველას კარგად გვახსოვს, 26 მაისის ფასი გაცილებით უფრო მაღალი გამოდგა, რადგან, სამწუხაროდ, გვყავდა გარდაცვლილები. აქ ერთადერთი კითხვა ეს არის, თორემ გახარია რომ გვერდზე საკანში დაამთავრებს, იქ, სადაც წინა მინისტრი ზის, ამაში ერთი წამით ისევე არ მეპარება ეჭვი, იმიტომ, რომ ამ უსამართლო ქვეყანაშიც კი, რომელშიც ვცხოვრობთ, ეს არის მასობრივად ჩადენილი დანაშაული შენი ხალხის მიმართ, თან განსაკუთრებული სისასტიკით და საჯაროდ, არ ეპატიებათ! ყველაფერი ეპატია წინა ხელისუფლებას 7 ნოემბრის და 26 მაისის გარდა, რადგან საჯაროდ, გაცხადებულად, ცინიკურად ჩანდენილ დანაშაულებს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ პატიობს და ვერც გახარიას ვერ აპატიებს შემდეგი, თუ გავრილოვი არ მოვიდა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.

  • დეპუტატი ენზელ მკოიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთანდაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

    „19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი პასუხისგებაში მისცა. ამ ქალბატონებს ბრალად სსკ–ს 182–ე მუხლი წარუდგინეს, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დღეს ნარინე გინოსიანი თავისუფალია, თუმცა ორი დღეა, მიზანმიმართულად ხდება იმ ბინძური კამპანიის მონაწილე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ნინოწმინდაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

    იმ ამაზრზენი ბრალდების საპასუხოდ, თითქოს ნარინე გინოსიანის მიმართ გარკვეული ინტერესი მქონდა, მინდა, საზოგადოებას ვაცნობო მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია: გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა.

    აუდიტის სამსახურმა, შესწავლის დასრულების შემდეგ, ეს საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა და გინოსიანს შესაბამისი ბრალიც წარედგინა.

    გარდა ამისა, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოკადრების სახით, იმის შესახებ, როგორ აძლევს ნარინე გინოსიანი უცხო პირებს მხოლოდ სამსახურეობრივი ტრანსპორტის მოხმარებისთვის განკუთვნილი საწვავის ე.წ. ჩიპებს. ანუ, ეს ქალბატონი საბიუჯეტო სახსრებს იყენებს პირადი და მისი მეგობრების კერძო მოხმარებისათვის, რაც ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამის მტკიცებულება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „რომპეტროლის“ ერთ-ერთ სათვალთალო კამერას აქვს დაფიქსირებული.

    მინდა, თხოვნით მივმართო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას, გაასაჯაროოს ეს კადრები, რომელთაც ჩემი მხრიდან, აუცილებლად გადავცემ შესაბამის უწყებებს. ასევე, მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი კონკრეტული ლიდერის შესახებ, რომელთაც უკვე გამართეს შეხვედრები ფულის მიმთვისებელ გინოსიანთან და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მისაცემად, მას ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებების გაჟღერება ურჩიეს. მივმართავ ამ პარტიის მესვეურებს – შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ოქრუაშვილი ან ტყუის, ან თუ მას ეს ფული ჰქონდა, ეს უკვე დანაშაულია – პაატა სალია

    ირაკლი ოქრუაშვილი ან ტყუის, ან თუ მას ეს ფული ჰქონდა, ეს უკვე დანაშაულია – ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილი მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომ “რუსთავი 2” რეალურად მისი საკუთრება იყო, ყალბს უწოდებს.

    თავდაცვის ყოფილი მინისტრის გუშინდელი სკანდალურ ინტერვიუს შემდეგ, პაატა სალია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გაყალბებული დოკუმენტით ცდილობს ხმაური გამოწვევას.

    “ეს დოკუმენტი პირველად გამოჩნდა 2015 წელს, მაშინაც განვაცხადეთ, რომ იყო ყალბი, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა და მოეყვანა არგუმენტად ის გარემოება, რომ მას ჰქონდა საფრანგეთში განხორციელებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ხელმოწერა ამ დოკუმენტზე იყო განხორციელებული ქიბარ ხალვაშის მიერ. ეს რომ ასე ვერ იქნებოდა, ძალიან ბევრი დამადასტურებელი გარემოება არსებობს, პირველ რიგში მან დაახლოებით ერთი წლის წინ შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოითხოვა ამ ე.წ. შეთანხმების პირველი ნაწილის გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულება, ასეთი ვალდებულება ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებდა და ვერ ექნებოდა ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის ვალი 7 მილიონიო დოლარი, მარტივი მიზეზის გამო, გარკვეულწილად აღიარებებსაც აქვს ადგილი მისი მხრიდან, რომ ის იყენებდა გარკვეულ ბერკეტებს, რომ მოეზიდა სახსრები.

    “გავიხსენოთ რა ბერკეტები შეიძლება ჰქონოდა მას, როცა იყო პროკურორი, თავდაცვის მინისტრი და ა.შ , აქ საუბარია, რომ ის იზიდავდა სახსრებს საკუთარი ინტერესებისთვის, მე მგონი აქ უნდა იკეტებოდეს ეს თემა, მაგრამ კი ბატონო გეტყვით, რომ ეს ხელმოწერა არის ნამდვილი,”-ამბობს პაატა სალია.

    მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ქიბარ ხალვაში რამდენიმე წელია ვერ მივიდა იმის გამო, რომ “დროში ვერ დაემთხვია” სხვა პირებს და ასევე ის საქართველოში არ ცხოვრობს.

    თუმცა სალია ამბობს, რომ ახლა რადგან ეს საქმე ისევ აქტუალური გახდა, ხალვაში აუცილებლად მივა მისი ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად ჩანიშნულ ექსპერტიზაზე.

  • იულია სუსლიაკი გაიტაცეს – სუსლიაკის ადვოკატი

    ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს.
    როგორც  სუსლიაკის მეუღლე ყვება, ორმა უცნობმა პირმა სუსლიაკი მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უკრაინელი ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

    სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.

    თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავების დროს მცირე ინციდენტიც მოხდა. იულია სუსლიაკმა ქართველ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მისი წაყვანა მაინც შეძლეს.

    სუსლიაკის ოჯახი და მისი ინტერესების დამცველი ამ დაკავებას უკავშირებენ „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, სადაც სუსლიაკი ამბობდა, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავების დღიდან მის გათავისუფლებამდე მომხდარ ამბებზე საუბარს აპირებდა.

    იულია სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკრაინაში დეპორტაცია მოხდეს. თოდუა ამბობს, რომ სუსლიაკის დაკავების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ეს გატაცება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მან ვერ მოახერხოს კონკრეტული გვარების დასახელება.
    “სუსლიაკი დღეს ჩემთან მოდიოდა, ხვალ ბრიფინგი მაქვს ჩანიშნული 13:00 საათზე, რომელზეც სუსლიაკს დეტალები უნდა მოეთხრო იმის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ არღვევდა მის უფლებებს მთელი სამი თვის განმავლობაში, რა სტრესისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა მთელი სამი თვე. ეს ყველაფერი რომ არ დაეშვათ, გენერალური პროკურატურორის პროკურორების პირდაპირი მითითებით, პოლიციის თანამშრომლებმა სამოქალაქო პირებთან ერთად, დღეს 08:30 საათიდან 09:00 საათამდე ბაქო-თბილისის რეისის მე-5 ვაგონიდან, გარდაბნიდან გაიტაცეს იულია სუსლიაკი და მისი ადგილსამყოფელი ჩემთვის ამ დრომდე უცნობია. ტელეფონი გამორთული აქვს. შსს და პროკურატურა ინფორმაციას არ გვაწვდის და ფაქტობრივად საქმე გვაქვს ადამიანის უკანონო გატაცებასთან, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე“,-აცხადებს სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

    იულია სუსლიაკი ხვალ პირველ საათზე აპირებდა ბრიფინგზე ეთქვა, ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარები, ის უკანონობები, რასაც ჩადიოდნენ დაკავების დღიდან მთელი სამი თვის განმავლობაში, სწორედ იმისთვის, რომ ეს არ დაეშვათ. გენერალური პროკურატურის კონკრეტული პროკურორების თეა გიორგაძის და მარიამ გოგორელიანის მითითებით, შსს-ს თანამშრომლებმა, დღეს 08:30 საათზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიტაცეს იულია სუსლიაკინი, მისი ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია ჩემთვის,“ – განაცხადა ადვოკატმა.

    შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის საქმე შეწყვეტილი არ არის და ის გამოსაძიებლად სრულად გადაეცა უკრაინის მხარეს. თავად სუსლიაკი კი ამბობს, რომ ის უკრაინაში არ დაბრუნდება, სანამ საქართველოში არ აღადგენს სამართლიანობას და მის შელახულ რეპუტაციას.

  • პოლიციას, რომელიც ყაჩაღობის საქმეზე ორ პირს აკავებდა, ცეცხლი გაუხსნეს

    გვიან ღამით თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ სროლის ხმა ისმოდა.
    პოლიციას, რომელიც ყაჩაღობის საქმეზე ორ პირს აკავებდა, ცეცხლი გაუხსნეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
    დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

  • შავი ფული ქართულ ოცნებაში და მორჩილება კეთილდღეობის სანაცვლოდ

    „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მოქმედმა თანამშრომელმა გადაწყვიტა მმართველი პარტია ამხილოს. კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით „ოცნების“ თანამშრომელი „კურიერს“ შეუთანხმდა, რომ დაწერდა ყველაფერს, რაც იცის და რასაც ფიქრობს. წერილში ნაამბობი ფაქტები მიმდინარე პროცესებთან სრულ თანხვედრაშია, რაც აჩენს განცდას, რომ ყველაფერი, რაც ხუთგვერდიან გზავნილში წერია – რეალობაა. პირი, რომლის წერილი კურიერმა გაასაჯაროვა, ნამდვილად „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს და ეს ინფორმაცია „კურიერმა“ რამდენიმე დამოუკიდებელ წყაროსთან გადაამოწმა.

    პირველი და მთავრი, რაც ამ წერილიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ ოფისში შავი ფულის ბრუნვაა. დგინდება, რომ ფული საფინანსო სამსახურის უფროსს ნუგზარ ხუციშვილს აბარია, რომელიც თანხას ჩანთებით იღებს და შემდეგ სეიფში ინახავს.

    ირკვევა, რომ ამ შავ ფულს პარტია პოლიტიკური მორჩილებისათვის და საარჩევნო პროცესებისთვის იყენებს, „ქართული ოცნების“ მოქმედი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ოფიციალური ხელფასის გარდა, რასაც პოლიტიკოსები იღებენ, მათ ბიძინა ივანიშვილი ცალკეც უხდის და ამით მათ პოლიტიკურ მორჩილებას ყიდულობს.

    მმართველ გუნდში ამ თემაზე საუბარი არ სურთ. დეპუტატების ნაწილმა ალბათ არც კი იცის, რომ მათი კოლეგები დამატებით შემოსავალს პირადად ცენტრალური ოფისიდან იღებენ. ამბობენ, რომ ამის არ სჯერათ, თუმცა გამორიცხვითაც არაფერს გამორიცხავენ.

    რა ხდება პარტიის კულუარებში კარგად იცის არმაზ ახვლედიანმა. ის ივანიშვილის პარტიაში 2012 წლის გამარჯვების შემდეგ მივიდა და გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. ახვლედიანი პირველად ყვება, რომ პარტია დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა და შავი ფულით, უშიშროების სამსახურით და ხელისუფლებასთან ჩახუტებული ბიზნეს ელიტით იმართებოდა.

    კაცი, რომლის ინტერესების დაცვაზეც არმაზ ახვლედიანი საუბრობს, ბიძინა ივანიშვილია. პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი გამორიცხავს, რომ შავი ფულის არსებობის შესახებ ივანიშვილმა არაფერი იცის. ამბობს, რომ ეს სწორედ ქვეყნის მთავარი ოლიგარქის მიერ დანერგილი პრაქტიკაა.

    „ქართულ ოცნებაში” არსებულ შავ ფულზე საუბრობს ოპოზიცია. მტკიცებულებად რამდენიმე თვეში გაუგებარი გზებით გამდიდრებული მმართველი გუნდის დეპუტატები მოჰყავთ. „ქართული ოცნების“ დეპუტაციის უმეტესობის ქონებრივი დეკლარაციები რადიკალურად შეიცვალა. იშოვნეს ფული, ააშენეს სასახლეები და აუზშიც წყალი უკვე ჩაასხეს.

    ირკვევა, რომ შავი ფულის განაწილების საქმეში ნუგზარ ხუციშვილთან ერთად ჩართულია მთავრი ბუღალტერი ლექსო მურადაშვილი. წერილში ნახსენები პირების გასაცნობად „კურიერი“ პარტიის ოფისში მივიდა, თუმცა ჟურნალისტები ადგილიდან გამოყარეს.

    ასევე ირკვევა, რომ კამერები ოფისებში რამდენიმე ადამიანის სტუმრობის დროს ითიშება. ისინი ძირითადად ის ხალხია, ვისი შეხვედრაც ბიძინა ივანიშვილთან საიდუმლოდ უნდა დარჩეს. თუმცა, საიდუმლო შეხვედრები საიდუმლოდ მაინც არ რჩება. წერილის ეს ნაწილი კურიერმა ოპოოზიციასთან გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სტუმრობა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უკვე გავრცელებული ინფორმაციაა. მათ შორის ისიც, რომ თამარ ჟვანია ხელფასის გარდა თავის მომსახურებაში ბიძინა ივანიშვილისგან საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებს.

    „კურიერმა“ გაარკვია ისიც, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტების ანტიპიარით ცალკე სამსახურია დაკავებულია. ამ სამსახურს ლაშა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს. წერილის ავტორი ამტკიცებს რომ ნაცვლიშვილთან კონსულტაციებზე მინისტრები, დეპუტატები და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული სხვა ცნობილი სახეები ხშირად დადიან.

    შავი პიარის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილი პარტიაში ანტიპიარის მსხვერპლი თავადაც არის. „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მოქმედი თანამშრომელი ყვება, რომ იმ ჭრელ საზოგადოებაში, რომელითაც პიარის განყოფილება არის სავსე, შიდა დაპირისპირებებიც ხშირია.

    5-გვერდიან წერილში პარტიის მოქმედი თანამშრომელი დეტალურად ყვება პარტიის წევრების დამოკიდებულებას რუსეთთან. ამბობს რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბს შიგნითვე ხუმრობით რუსეთის საკონსულოს უწოდებენ.