Category: არქივი

  • ლარის კატასტროფა – დოლართან მიმართებაში კურსი 3–ს აღწევს

    ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით დღეს დილიდან ერთი დოლარი 2.9171 ღირდა, თუმცა დილიდან კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს აღწევს.
    „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა 2,99 ლარად, ხოლო გაყიდვა – 2,89 ლარად არის შესაძლებელი.

    „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარი 2,985 ლარი ღირს, გაყიდვა კი 2,895 ლარად არის შესაძლებელი;

    დაახლოებით მსგავსია კურსი სხვა კომერციულ ბანკებშიც.

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დღეს 17 საათზე გამოაქვეყნა. ის დოლართან მიმართებაში 2.9321–ს შეადგენს.

  • “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია-დავით დვალი

    “რუსთავი2-ის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია და ის მიზეზებიც განმარტა როგორია მისი ხედვა არხის მომავალთან  დაკავშირებით.

    “მეპატრონის გაუმჭირვალობა ბევრ პრობლემას ქმნიდა და შეიძლება შექმნას მომავალშიც რუსთავი 2-შიც, შეიძლება ხმამაღლა ვთქვა და ვიღაცას ყური მოჭრას მაგრამ მე მაინც ვიტყვი ამას არ მეშინია, რაღაც შელოცვას გავს ის ფრაზა რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია რა თქმა უნდა , შესაცვლელია იმ მხრივ რომ ტაბუები უნდა აეხსნას რაღაც თემებს, რომელიც სამწუხაროდ, იმის გამო რომ გარკვეულ პოლიტიკური ჯგუფის ზეგავლენის ქვეშაა და ის მფლობელი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის უკან იკარგება და ის თემები და მათგან წამოსული დღის განრიგი უნდა მოიხსნას და ტელევიზია უნდა იყოს მართლა თავისუფალი. მართლა უნდა ასახავდეს იმას რაც დღეს ხდება, რაც გვაღელვებს, სად დარღვევაა, სად კორუფციაა, სად კრიმინალია, სად დანაშაულია და ა.შ. მიუკერძოებლად. ჩემი ხედვა რუსთავი 2-ის მომავლის ეს იქნება და მე აბსოლუტურად დარმწუნებული ვარ რომ ის ჟურნალისტები, რომლებიც დღეს არიან “რუსთავი 2-ში” იქნება ძალიან მისაღები დარწმუნებული ვარ დაკვეთების კეთება არავის არ სიამოვნებს.”-განაცხადა დვალმა.

    შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციონერი დეპუტატები „რუსთავის 2“-ის დამფუძნებლებს – დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ხვდებიან.

  • “რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის დიდი დარტყმა”-დავით დვალი

    “რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის დიდი დარტყმა”-ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა  პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე  განაცხადა.

    “ჩვენი პოზიცია ოფიციალური არის ასეთი ჩვენ ვთვლით დაუშვებლად რუსთავი2-ის როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას, რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის დიდი დარტყმა, კრიტიკული ტელევიზია ეხლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას, უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა.

    ხაზს ვუსვამთ რომ გვაქვს  რაღაც წითელი ხაზი, რომლის იქითაც  ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ. თუ არ იქნება ჩვენ ხელში ბერკეტი და გარანტია იმისი რომ რუსთავი 2 შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით რომ რუსთავი 2 კიდევ ერთხელ წაგვართვეს”-განაცხადა დვალმა.

    დვალის ამ განცხადებას დარბაზში დეპუტატების ხმრიდან ტაში მოჰყვა. 

    შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციონერი დეპუტატები „რუსთავის 2“-ის დამფუძნებლებს – დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ხვდებიან.

  • პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თითოზე მილიონ ლარს ითხოვს

    პროკურატურა ხაზარაძის და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს ითხოვს. ამის შესახებ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა. 

    რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, ამ საკითხზე კორძაძე ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან კონსულტაციებს გამართავს.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

  • სვანეთში 62 მილიონიანი ჭალაადის ჰესი წყალმა წაიღო

    სვანეთი და ჭალაადის ხეობა ისევ სტიქიური უბედურების ზონაა. სტიქიამ ჭალაადის ჰესი მთლიანად გაანადგურა. თითქმის, 70-მილიონიანი პროექტი წყალმა წაიღო.

    ჩამონგრეული ბეტონის კონსტრუქცია კი მდინარის ვიწრო ხეობაშია გაჭედილი და არსებობს საფრთხე, რომ წყალი შეგუბდეს და ხეობის სოფლები წაიღოს.

    გარესამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი მოსახლეობა კვლავაც საფრთხის წინაშეა და დახმარებას ითხოვს.

    ადგილობრივი მცხოვრები, ანი ჩართოლანი ამბობს, რომ წყლის ნაკადი იმატებს. ამასთან ერთად, მისი თქმით, წყალმომარაგების მილები წაღებულია და სასმელი წყალი მესტიას არ მიეწოდება.

    „როგორც სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, ესეც არ აღდგება ერთი-ორი დღის მანძილზე მაინც, სანამ არ გაიწმინდება. 10 მილიონის ზარალს ვარაუდობენ,“ – ამბობს ადგილობრივი.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური ჯგუფის წევრი, დურმიშხან ჭელიძე ამბობს, რომ მდინარე ღვარცოფული ხასიათისაა და გასულ წლებშიც რამდენჯერმე ადიდდა. ჭელიძის თქმით, დაბას დიდი ზარალი არ მიადგა, რადგან ძირითადი დარტყმა ჰესის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს მიადგა, რამაც დამცავი როლიც ითამაშა. ჭელიძე ამბობს, რომ მდინარის ადიდება არა აფეთქებებმა, არამედ მყინვარების დნობამ გამოწვია.

  • ლიბიის სანაპიროზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა – დაღუპულია 115 ადამიანი

    ლიბიის სანაპიროზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ბოლო მონაცემით 115 ადამიანია დაღუპული. მაშველებმა წყლიდან 130-ზე მეტი მიგრანტი ამოიყვანეს. ისინი სანაპიროზე თავშესაფრებში არიან გადაყვანილი.

    გავრცელებული ცნობით, ნავში 250 ადამიანი იმყოფებოდა. უმეტესობა აფრიკის და არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომლებიც ხმელთაშუაზღვის გავლით ევროპაში გადასვლას აპირებდნენ. მათი ნავი სანაპიროდან 8 კილომეტრის დაშორებით ჩაიძირა.

  • “აშშ-ს საელჩოს განცხადებით შეშფოთებული არ ვარ” – ოხანაშვილი

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებით შეშფოთებული არ არის.

    “შეშფოთების საშუალება არ მაქვს, ვინაიდან ეს არის ტიპიური სამართლებრივი საქმე, რომელზეც განხორციელდა საგამოძიებო მოქმედება. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანაა , ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს გამჭირვალედ. ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ვართ ერთიან პოზიციაზე, რომ პროცესი წარიმართოს გამჭირვალედ“,- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

    შეგახსენებთ, გუშინ ამერიკის საელჩომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

  • ეს არის პოლიტიკური რეპრესია – კოტე კემულარია

    პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოტე კემულარია მისი გუნდის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურებად და ამ ფაქტს პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს. განცხადება კემულარიამ პარტიის ოფისში ბრიფინგზე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად გააკეთა.

    „ხელისუფლების დღევანდელი განცხადება, რომ თურმე არსებობს ნათელი მტკიცებულებები ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, არის გამოგონილი და მას არანაირი კავშირი სამართალთან და მტკიცებულებებთან არ აქვს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია. ხელისუფლება ცდილობს ანტისაოკუპაციო მიტინგის არაპროპორციული ძალით დარბევა გადაფაროს ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით და მათი დაკავებით. მიტინგიდან ერთი თვის განმავლობაში მიუხედავად სასამართლოში დაკითხვისა, ირაკლი ოქრუაშვილი არ ყოფილა დაკავებული. ის დააპატიმრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზია “რუსთავი 2”-ის აქციების ასი პროცენტი, ეკუთვნის სწორედ მას და ეს ფაქტი დადასტურებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით,“- განაცხადა კემულარიამ.