Category: არქივი

  • მივმართავ ივანიშვილს და მის შნირებს–ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა – სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილისოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობასა და ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება.

    “პრემიერმინისტრმა გამოაცხადა რომ თურმე  ლარის გაუფასურება არის მიტინგების და ოპოზიციის აქტიურობის დამსახურება. ჩემ დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ მაშინ როცა სულ მიტინგებს გვიწყობდნენ, სულ არეულობა იყო, მათ შორის სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო 1-2 ჯერ და მაინც ვიზრდებოდით და მაინც სწრაფად ვვითარდებოდით. მინდა ვუთხრა ივანიშვილს და მის შნირებს ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა ქურდობამ. და თქვენ ხართ ქურდები. ქურდები უნდა მოშორდეთ და სადღაც კი არ უნდა მოშორდეთ უნდა ციხეში. ქურდების ადგილი არის ციხეში და თქვენნაირების ადგილი არის დიდიხნით ციხეში. “- განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში. 

  • პოროშენკოს თავს დაესხნენ (ვიდეო)

    უცნობი მამაკაცი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მანქანას იმ დროს შეახტა, როდესაც ის უკრაინის საგამოძიებო ბიუროს ტოვებდა.  ამის შესახებ ინფორმაიცას უცხოური მედია ავრცელებს. პოროშენკოს დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგ უცნობმა აქტივისტმა მათ ცრემლმდენი აირი შეასხურა. მცირე დაპირისპირების შემდეგ თავდამსხმელი თანმხლებ პირებთან ერთად ადგილიდან მიიმალა.

  • “ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე ყველა ღვთისმგმობებს რომ თავი მოაჭრას”- დეკანოზის აგრესიული ქადაგება (ვიდეო)

    “ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე ღვთისმგმობებს რომ თავი მოაჭრას”- ეს განცხადება მრევლთან დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა ქადაგებისას გააკეთა.

    ბასილ ახვლედიანის აგრესიული ქადაგება, რომელიც  მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელდა და  საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.  

    სასულიერო პირი აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯა სირცხვილი არაა და მეფემ, რომელიც მომავალში საქრათველოს ტახტზე ავა  ხმლით უნდა მოაჭრას თავი ყველა ღვთისმგმობელს საჯაროდ.

    „დღეს გვაქვს ტელევიზია, დავუშვათ იგივე რუსთავი2 თუ სხვა, რომლებიც გამოდიან და ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენ ასევე ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც უბრალოდ, როგორც მოცემულობას ისე აღვიქვამთ და არ გვაქვს სურვილი მივიდეთ და დავამხოთ, ავაფეთქოთ, დავშალოთ და აღვუდგეთ წინ თუნდაც სისხლის დაღვრით ამ ბოროტებას. არა, სახელმწიფო გვეუბნება რომ ეს არის 21-ე საუკუნე და ადამიანის უფლებები. მე ვაკეთებ ერთ დასკვნას და ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, მირონცხებული სათავეში, რომ დაიყენოს ყველა მოედანზე ღვთის მგმობი და მქადაგებელი ადამიანები, გააფრთხილოს ერთხელ და მეორეჯერ თავი მოაჭრას იმ ძველი ხმლით თუნდაც, რომელიც მუზეუმში ინახება. არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა.“- აცხადებს დეკანოზი

  • მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს განცდა მის მიმართ პოლიტიკური დევნის – ომბუდსმენი ოქრუაშვილზე

    გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება და დაკავებები იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო.

    ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულების მიმართ გამოძიება იყოს გამჭვირვალე და მყარი მტკიცებულებებით არგუმენტირებული.

    “მოვინახულეთ ყველა დაკავებული, მათ შორის როგორც მოქალაქეები, ასევე, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი. გვაინტერესებდა, ხომ არ ჰქონდათ რაიმე პრეტენზია მოპყრობასთან დაკავშირებით ან ბრალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მაღალი სტანდარტით და მყარი მტკიცებულებებით იყოს გარანტირებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, განსაკუთრებით თუ პატიმრობა იქნება მოთხოვილი, ვინაიდან საქმეში ფიგურირებს ვთქვათ, პოლიტიკოსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს განცდა მის მიმართ პოლიტიკური დევნის,“- განაცხადა ლომჯარიამ.

    “თხოვნით მივმართე მას, რომ განსაკუთრებით ყურადღება მიაქციოს იმ 11 მოქალაქის ბედს, რომლებიც ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადამიანი რომ არ უნდა იყოს დაკავებული, ფაქტია. იმიტომ, რომ ის რასაც მას სახელმწიფო ედავება, არის კლინიკური იდიოტიზმი. არავითარი ძალადობრივი ჯგუფი არავის არ შეუქმნია,“ – განაცხადა ვაშაძემ.

  • შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე – მამუკა ხაზარაძე

    „ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე,“ – ეს განცხადება თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

    მამუკა  ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც სასამართლო პროცესი იწყება, სხდომაზე თიბისი ბანკის დამფუძნებლების  აღკვეთის ღონისძებაზე უნდა იმსჯელონ.

    „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის ასევე მიმართული აბსოლუტურად გაუგებარი რამ, რომ ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობა იძახის და მეორე მხრივ, პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ.

    მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას, ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით, ამას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

  • “პროკურატურამ თავისი უნიჭო განცხადებით ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზარალი”-ხაზარაძე

    მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში მივიდნენ. ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბიზნესის კეთების 29 წლის განმავლობაში კანონი არასდროს დაურღვევია.

    “ჩვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში ორჯერ მოგვიწია ამ უპასუხისმგებლო, ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც მთელ მსოფლიოში მოჭრა თავი ქართულ საინვესტიციო გარემოს. ორჯერ მოგვიწია გადადგომა, მეორე გადადგომა იცით რომ გუშინ განვახორციელეთ, მას მერე როცა 98% აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა, 5 წუთიანი დოკუმენტის გადმოსაცემად პროკურატურამ ჩაატარა ქვეყნის საზიანო ბრიფინგი, ქართულ ეკონომიკას დააკარგინა ისედაც მყიფე რეპუტაცია, დააკარგინა ძალიან მსხვილი ინვესტორები ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, 2 დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით, ჩვენმა ეკონომიკას 2 დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზარალი” -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროცესზე შესვლამდე.

    პროკურატურა ხაზარაძის და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით,  მილიონ-მილიონ ლარს ითხოვს.

    „ჩვენ პრესიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობის და პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას ორ მილონ ლარში ცვლიან, აღარ ვლაპარაკობ ნდობაზე, რეპუტაციაზე და იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს ჩვენ ხელისუფლებას აქვს“

    ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

  • 20 ივნისს მე იქ ვიყავი და გახარიას გადადგომას დღემდე ვითხოვ-დავით დვალი

    “20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე,” – ეს განცხადება პარლამენტში დავით დვალმა გააკეთა.

    დავით დვალმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ, ის შს მინისტრის გადადგომას ითხოვს.

    „სამწუხაროდ, ამ წუთას ტრიბუნა მაქვს მხოლოდ ჩემი ფბ გვერდი და შემიძლია გითხრათ, რომ 20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე და კიდევ უფრო. დარწმუნებული ვარ მაგაში, რომ უნდა გადადგეს,“ – ამბობს დვალი.

    ამ წუთებში “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები პარლამენტში დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად “რუსთავი 2-ის” საკუთრების შესახებ მსჯელობენ.

  • ყვითელი მიკროავტობუსი რომელიც თავისივე გამონაბოლქვში აღარ ჩანს (ვიდეო)

    „ფეისბუქგვერდი“ ჩემი ქალაქი მკლავს ვიდეოს ავრცელებს, სადაც რამდენიმე წამის განმავლობაში, მხოლოდ დიდი რაოდენობით ბოლი ჩანს. ვიდეოს დასასრულს ჩნდება ყვითელი მიკროავტობუსი, რომელიც ამ ბოლს გამოყოფს.გვერდი წერს, რომ ეს დღეს თბილისის პირველი პრობლემაა.

    „ფაქტი იმისა რომ მერია დღეს არ მუშაობს, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო !!!

    შეცვალეთ ეს ყვითელი ჯართები, გახადეთ ხილული კვამლი დაჯარიმებადი და თქვენ ეს ქალაქი დაგაფასებთ !!

    ეგო გვერდით გადადეთ და საქმე აკეთეთ !!!

    ესაა დღეს თბილისის N 1 პრობლემა…“ – წერს „ფეისბუქგვერდი“ ჩემი ქალაქი მკლავს.

  • სალომე ზურაბიშვილმა ატამი დაკრიფა

    საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში ატამი დაკრიფა. ატმის დაკრეფის ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა “ტვიტერში” გაავრცელა.

    „ჯორჯიის შტატო, ჩვენც გვაქვს ატამი”, – წერს ზურაბიშვილი.

    ამერიკის ჯორჯიის შტატში ატამი 1995 წლის შემდეგ შტატის ოფიციალურ ხილად არის გამოცხადებული.

  • “რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმება მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში დაიგეგმა – სოსო ბარათაშვილი

    საქმის მასალების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმება დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში, როდესაც მან მოიწვია ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, დაავალა, რომ მათ უნდა ჰქონოდათ წილები, – ამის შესახებ ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დამოუკიდებელი დეპუტატები ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს უსმენენ.

    როგორც სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, 2012 წლის ნოემბერში ბატონმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ საჩივრით მიმართეს პროკურატურას მათ მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

    „დაიწყო გამოძიება, დაიკითხა მრავალი ადამიანი, ამოღებული იქნა მთელი რიგი დოკუმენტაცია. დაკითხული არიან ირაკლი ოქრუაშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი, ჯემალ ინაიშვილი, ეროსი კიწმარიშვილი, გიორგი გეგეშიძე და მრავალი სხვა ადამიანი. საქმეში არის პირდაპირი აღიარებითი ჩვენებები, თუ როგორ მოხდა წართმევა, სად დაიგეგმა, როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი. საქმის მასალების მიხედვით, ეს დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში, როდესაც მან მოიწვია ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, დაავალა, რომ მათ უნდა ჰქონოდათ წილები. შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმეს თავად მოაგვარებდა, ხოლო ზურაბ ადეიშვილს დაავალა, რომ მას ემუშავა დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან. ამას ქრონოლოგიურად მოსდევს ის, რომ პირადად შეხვდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი რესტორანში დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, პირდაპირ დასვეს საკითხი იმის თაობაზე, რომ ეს წილები უნდა გადაფორმებული“, – აღნიშნა ბარათაშვილმა. 

    „ეს იყო უმძიმესი დარტყმა დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისთვის, ვინაიდან „რუსთავი 2“-ს აღებული ჰქონდა კრედიტი, 2,5 მლნ როგორც მახსოვს დოლარი და კრედიტის უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის პირადი ქონება, უძრავი ქონება, ასევე მათი წილები „ჯორჯიან ონლაინში“. ფაქტობრივად მეორე დღესვე უკვე კრედიტორებისაგან მოვიდა გამაფრთხილებელი წერილები, რომ ისინი იწყებდნენ ასე ვთქვათ უზრუნველყოფის საშუალების დაუფლებას. ამან გახადა იძულებული დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წასულიყვნენ წილების გადაფორმებაზე და მართლაც ასე მოხდა. არაერთი ნოტარიუსი, მათ შორის ცნობილი ნუნუ გინტური არის დაკითხული, რომელმაც აღწერა, თუ რა ვითარებაში და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. შეიძლება ეს გასაკვირიც იყოს, მაგრამ ყველა მათგანი ხაზს უსვამს, რომ ეს მოხდა იძულებით, ამ წილების გადაფორმება. დიმიტრი ქიტოშვილმა, რომელიც იყო კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, პირადად შეუდგინა ეროსი კიწმარიშვილს გაკოტრების თაობაზე განცხადება სასამართლოში შეტანილი. ეს არის მისი აღიარებითი ჩვენება. როგორ დაიბარა ზურაბ ადეიშვილმა ჯემალ ინაიშვილი და როგორ სთხოვა, ეშუამავლა დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან, როგორ გადასცეს მათ, რომ ტრუსიკ-მაიკის ამარა დატოვებდნენ, თუ არ დათანხმდებოდნენ ხელისუფლების ნებას და ა.შ“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.