Category: არქივი

  • სამხრეთ კორეაში ღამის კლუბის შენობა ჩამოინგრა

    მსხვერპლი მოჰყვა ტრაგედიას სამხრეთ კორეაში. ქალაქ კვან-ჯუში, სადაც საწყალოსნო სპორტის სახეობათა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, პოპულარული ღამის კლუბი ჩამოინგრა. ნგრევის დროს კლუბში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

    წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. გარდაცვლილები სამხრეთ კორეის მოქალაქეები არიან, დაშავებულებს შორის კი ამერიკელი, ახალ ზელანდიელი, ნიდერლანდელი, იტალიელი და ბრაზილიელი მოცურავეები არიან. ისინი სხვადასხვა სახის ტრავმებით კლინიკებში მოათავსეს.

    ჩამონგრეულ შენობაში საგამოძიებო კომისია მუშაობს. ცნობილია, რომ კლუბში შეკიდული სართული ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, კონსტრუქციამ ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო.

  • საქართველოში აშშ–ს საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი ჩამოფრინდა

    საქართველოში პირველად ჩამოფრინდა აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი.

    საქართველოში ამერიკის საელჩო საკუთარ გვერდზე ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს.

    “ამ ისტორიული ვიზიტისას პოსეიდონმა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარა. საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • მასობრივი დაკავებების გამო პარლამენტის წინ დღეს გადაცემის მაგივრად ისევ აქცია გაიმართება

    20 ივნისის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებული დევნის და მასობრივი დაპატიმრებების გამო პარლამენტის წინ დღეს ისევ საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ბოლო დღეებში საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს და აქციების ნაცვლად პარლამენტის წინ შეკრებას გადაცემის ფორმა მისცეს. თუმცა ბოლო დღეების მოვლენების და დაპატიმრებების გამო გეგმა შეცვალეს.

    აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს, სიმბოლურად, საღამოს 20 საათსა და 20 წუთზე რუსთაველის გამზირზე ისევ მასშტაბური აქცია გაიმართება. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება – გადადგეს შს მინისტრი.

    პარლამენტის წინ უკვე 38 დღეა, საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

  • საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” დაიწყო

    მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” დაიწყო. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიხსნა.

    მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ჩატარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება.

    წვრთნებში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული.

    წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს.

    ასევე, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის. ამას გარდა, სწავლების მიზანია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

  • ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

    ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა. “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი 20-21 ივნისის საქმეზე დააკავეს.

    თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

    ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ ციხიდან წერილი გამოაგზავნა.

    „ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც “რუსთავი 2-ს” და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩუმებს,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

  • “დადასტურდა, რომ ფარულად უსმენდით “ტვ პირველის” ყველა თანამშრომელს – ვატო წერეთელი

    “ვითომ “ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ, პრაქტიკულად, ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!”, – ასე გამოეხმაურა “ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გამოძიება მის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა.

    ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟილაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ “ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!” – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

    მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვოად კორძაძემ გუშინ განაცხადა, რომ “ტიბისი ბანკის” საქმის ფარგლებში 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ, მათ შორის “ტვ პირველის” დამფუძნებელსაც. ტვ პირველის დამფუძნებელი ბიზნესმენ ავთო წერეთლის შვილი, ვატო წერეთელია, ავთო წერეთელი კი ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის ფიგურანტია. ზვიად კორძაძის ინფორმაციით მოსმენა სავარაუდოდ გასული წლის შემოდგომიდან ხორციელდებოდა.

  • “ნაციონალურმა მოძრაობამ ხელოვნურად დააგდო ლარის კურსი, რათა მოეხდინა ფულის გათეთრება“-დავით ზურაბიშვილი

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას იდეას სთავაზობს:

    “საქართველოს მთავრობა | Government of Georgia

    ნახეთ, რა ლამაზი ბრალდება მოგიგონეთ გამოსაყენებლად?

    “ნაციონალურმა მოძრაობამ ხელოვნურად დააგდო ლარის კურსი, რათა მოეხდინა ფულის გათეთრება 20 ივნისის სახელმწიფო გადატრიალების დაფინანსების მიზნით!”

    აი, ასე! მაინც იძახით ამას ყველაფერს და რაღა ცალ-ცალკე კეროთ საქმეები? ბარემ ერთად იყოს, ერთი (გისოსებიანი) ფანჯრის პრინციპით.“– წერს ფეისბუქზე დავით ზურაბიშვილი.

  • “ოცნება” ჟურნალისტების და მათი ოჯახების დევნას იწყებს – “კურიერმა” კვესიტაძის სახლთან შეკრებილების ვინაობა გაარკვია

    „ქართული ოცნება“ ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების დევნას იწყებს. „კურიერმა“ გაარკვია ყველას ვინაობა, ვინც გუშინ სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის სახლთან ხმაურიან აქციაზე იმყოფებოდა.

    მმართველი პარტიის წევრები და აქტივისტები ძირითადად გორიდან იყვნენ მობილიზებული. ერთ-ერთი მათგანი, უჩა მშვიდობაძეა, “ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის წევრი და კულტურის ცენტრის მოქმედი თანამშრომელი.

    უჩა მშვიდობაძე „კურიერთან“ ადასტურებს, რომ ჟურნალისტის სახლთან საკუთარი გადაწყვეტილებით არ წასულა. საჯარო მოხელეები გორის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში „ოცნების“ მიერ დაქირავებული სამარშუტო ტაქსით ჩამოიყვანეს.

    გორში პარტიულ აქტივს სოციალურ ქსელში შოთა უტიაშვილის სტატუსის ფოტო გაუგზავეს და მოუწოდეს, რომ უტიაშვილის სახლთან აქციაზე წასულიყვნენ.

    „რუსთავი 2-ის“ ტელეწამყვანის ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და საჯარო მოხელეებმა მისი მეუღლის Facebook სტატუსი მოტივით გამართეს, თუმცა არ იციან, ზუსტად რა დაწერა შოთა უტიაშვილმა.

    “ქართული ოცნების” გორის ახალგაზრდული ფრთიდან „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის სახლთან სხვა საჯარო მოხელეებიც იმყოფებოდნენ. ნიკა ბერძნიშვილი, ფრიდონ მოხოხაშვილი და უჩა მშვიდობაძე ანაზღაურებად შვებულებაში 23 ივლისს 3 დღით გავიდნენ. სამივე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელია.

    გორის მერიის კულტურის ცენტრში მატერიალურ-ტექნიკურ განყოფილებას სულ 5 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 3 ამჟამად ოფიციალურად შვებულებაშია და სამივე მათგანი ეკა კვესიტაძის სახლთან გუშინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

    მათი ხელმძღვანელი გელა კაპანაძე ამბობს, რომ საქმის კურსში არ იყო, თუ მისი თანამშრომლები აქციაზე წასვლას აპირებდნენ. უჩა მშვიდობაზე კი ამბობს, რომ ხელმძღვანელი გააფრთხილეს.

    გელა კაპანაძე თავად აქციაზე არ ყოფილა, თუმცა თანამშრომლების გადაწყვეტილებას იზიარებს, აქციის პათოსს ეთანხმება, თუმცა, ზუსტად არც მან იცის, რა დაწერა შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში.

    “ქართული ოცნების” გორის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის სახლთან საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა.

    „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის სახლთან აქციას წინასწარ აანონსებდა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო „ეს პერსონა“. ეკა კვესიტაძე დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლის წინაღმდეგ გამართული აქცია „რუსთავი 2-ში“ მის პროფესიულ საქმიანობას ეხებოდა და მასზე ზეწოლის განხორციელებას ემსახურებოდა.

  • “ ხელისუფლების წამზომი ჩართულია.წყალს გაატანა ყველა იმედი და მოლოდინი ივანიშვილმა“–ალეკო ელისაშვილი

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წამზომი ჩართულია და უკუსვლა დაწყებულია. მიმდინარე პროცესებზე ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა:

    “ერთი რუსთაველზე დარბევაღა აკლდა ქართულ ოცნებას. დანარჩენი ყველაფრით დაემსგავსა ნაციონალურ მოძრაობას. ერთადერთი სისხლი არ უდენიათ ხალხისთვის რუსთაველის გამზირზე და ესეც იყო. იმათ ქონდათ შვიდი ნოემბერი და 26 მაისი, ამათ აქვთ 20 ივნისი.

    ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებები ნდობას ემყარებიან, არანორმალურ ქვეყანაში ძალადობას და შიშს. რვა წელი შესრულდება რაც ხელისუფლებაში არიან და რაც არ უნდა გეკითხა, ერთადერთი რასაც იძახდნენ ნაციონალების ცხრა წელია. მთლიანად წყალს გაატანა ყველა იმედი და მოლოდინი ივანიშვილმა. ყველაფერი გაფლანგა. აჩემებული რომ ქონდა ჭარბი ნდობა , ჭარბი ნდობა კი არა, გაფლანგა ყველაფერი და წავიდა უკვე დაჭერებზე, ძალადობაზე, შეშინებაზე, იმიტომ რომ ამოიწურა აბსოლუტურად. რვა წლის თავზე ქართული ოცნება არის საკუთარი თავის კარიკატურა.

    ლარის კურსზე რომ ეკითხებით, 1:3–ზე რატომ გახდაო, ნაციონალების ბრალიაო იძახიან. არაფერზე პასუხი არ აქვთ.ერთადერთი რითაც ოდნავ მორალური უპირატესობა ქონდათ ნაცებთან შედარებით ეს იყო, რომ არ ძალადობდნენ ისე, როგორც ძალადობდა ნაციონალური მოძრაობა და ეს ტაბელიც გადააბრუნეს რუსთაველზე.

    ივანიშვილი ვერაფერს ვერ შეცვლის. კორუფციის ჭაობში არიან. ჭაობში სანამ წელამდე შეხვალ, გგონია რომ ამოხვალ უკან, მაგრამ წელამდე რომ ხარ უკვე ჩაფლული მერე საკუთარ თავს ვეღარ ამოიყვან ჭაობიდან. ასე არიან ჩაფლული. ეს ქვეყანა არ არის ქვეყანა. ეს არის ერთი კაცის მომსახურების სააგენტო. ჩვენ რაღაცას ვკუდაბზიკობთ, ვითომ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელსაც რაღაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს, არანაირი ინსტიტუტები არ არსებობს. ერთი კაცი არის, რომლის ხოშზე არის ეს ქვეყანა და ყველაფერი ემსახურება მის ინტერესს. უბრალოდ ფული არ იშოვება ბევრი, თორემ რაც იშოვება იქიდან ცდილობს გამოწუროს ამ ქვეყანას – ბიტკოინებზე გლდანში თავისუფალი ეკონომიკური ზონა რომ გამოაცხადა,წარმადობით მეორე იყო მსოფლიოში და სასტუმროებია თუ რაშიც იშოვება ფული ყველგან ცდილობს ფული იშოვოს.

    ივანიშვილი არის ამოწურული, უბრალოდ ყველამ უნდა მოვინდომოთ ერთი რამ. მე რაც ხმები მომდის უნდათ უკან პროპორციულის წაღება. ყველას პასუხისმგებლობაა, რომ მივაყვანინოთ პროპორციულ არჩევნების საკითხი ბოლომდე, რაც აჩენს იმის შანსს, რომ არჩევნებით გავუშვათ ეს კაცი.

    სააკაშვილი და ივანიშვილი არიან აბსოლუტურად ერთნაირები.ერთი უბრალოდ მაღალია და მეორე დაბალი. არაფერი განსხვავება მათ შორის აღარ არის. ორივე აწვალებს და ჯიჯგნის ამ ქვეყანას. სააკაშვილი რომ დაისკოჩოს ერთი ორი წელი ჩვენ მოვახერხებთ რომ ივანიშვილი გავუშვათ. შეჭამა იმ კაცმა იქიდან ეს ქვეყანა და ამან აქედან და ერთმანეთს ეხმარებიან. ფერი ფერსაო ამათზეა ნათქვამი. იმ შიშით ინარჩუნებს ქართული ოცნება დღემდე ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. და სააკაშვილიც ეხმარება ამაში.

    ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჯამში ოპოზიციის ხმები არის ბევრად მეტი და ეს რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიყვანოთ, მართლა ძალიან დიდი შანსი იქნება რომ ხელისუფლებიდან გავუშვათ ქართული ოცნება და სულ მცირე უმრავლესობა არ ქონდეს, რომ ეს ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე დადგეს. ყველას ამოცანაა რომ ალტერნატივები გავაჩინოთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ მარტო სააკაშვილი და ივანიშვილი არ არიან.“– ამბობს ელისაშვილი.

  • ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ

    ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე 2018 წლის გაზაფხულიდან სექტემბრამდე 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას  ბიზნესმენების ადვოკატი, ზვიად კორძაძე ადასტურებს. მისი განცხადებით, ერთ-ერთი პირი, ვის სატელეფონო საუბრებსაც უსმენდნენ, „ტვ პირველის“ ერთ-ერთი მფლობელი ვატო წერეთელია.

    ასევე, საქმეში დევს “სამგორი M-სა” და “სამგორი ტრეიდის” მფლობელის, ავთო წერეთლის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.

    ადვოკატის განცხადებით, “თიბისი ბანკის” საქმეში ბიზნესმენების, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის, სატელეფონო საუბრების გარდა, ასევე დევს თანამშრომლების და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების სატელეფონო საუბრები.

    ადვოკატი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრების მოსმენა სხვადასხვა პერიოდში ხორციელდებოდა.