Category: არქივი

  • კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია – მარინა ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია.

    „როგორც გითხარით, ეს არის ერთი წყარო, მოგზაურობაში ერთად იყვნენ, ოჯახი იყო ერთად წასული. ეს 5 პაციენტი, რომელიც ერთად შემოვიდა, აქ მყოფ ერთ პაციენტთან ერთად მოგზაურობდნენ. ამ ბავშვის მდგომარება ჯერჯერობით არის მსუბუქი. საბედნიეროდ, ბავშვები დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე მოზარდებში და იმედია, საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    ცნობისთვის, გუშინ, 10 მარტს საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად გუშინ დაუდასტურდათ.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 11 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

    “თელასის” ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ბესიკის, ზიჩის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, ასათიანის და გრიბოედოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, დიდი ხეივნის დასახლების, დიდი ხეივნის II ქუჩის, დიდი ხეივნის, ხეივნის, გორგასლის, დიმიტრი გულიას, ორთაჭალის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურის, ახალი რეხის, შოთა ნიშნიანიძის, კოტე აფხაზის, არტურ ლაისტის, მეგობრობის, აჰმედ ჯავადის და მიკოლა ბაჟანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, დიდი ხეივნის დასახლების, დიდი ხეივნის II ქუჩის, დიდი ხეივნის, ხეივნის, გორგასლის, დიმიტრი გულიას, ორთაჭალის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურის, ახალი რეხის, შოთა ნიშნიანიძის, კოტე აფხაზის, არტურ ლაისტის, მეგობრობის, აჰმედ ჯავადის და მიკოლა ბაჟანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გუდამაყრის, გურამიშვილის და თიანეთის ქუჩების ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვიის გამზირის და გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის და მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • საქართველოში კორონავირუსით ერთ-ერთი ინფიცირებული ბავშვია

    საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა.

    თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდათ.

    ,,ბავ­შვი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად შემო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და რომ­ლებ­საც ვირუ­სი გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტის შე­დე­გად დღეს და­უ­დას­ტურ­დათ. ბავ­შვის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, იტა­ლი­ა­ში კონ­ტაქტს და სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ნო­მერ მე­ო­რე შემ­თხვე­ვას­თან ნაც­ნო­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც 28 თე­ბერ­ვლი­დან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ”,- ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

    დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო ჯამში ინიფიცირებული 23 ადამიანია.

  • ველი შეთანხმების აღსრულებას და პოლიტიკური მოტივით დაკავებულების მყისიერად გათავისუფლებას- სენატორი რიში

    სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და სენატორი, ჯინ შაჰინი, 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურებიან.

    ჯიმ რიში აცხადებს, რომ შეთანხმების აღსრულებასა და პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას ელის.

    ,,მივესალმები კვირას საერთო განცხადებაში ჩაწერილ დაპირებას, რომელიც მიემართება ქმედებებს, რომლებიც აღიქმება საქართველოს სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირებად და ველი, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებულები მყისიერად გათავისუფლდებიან. მე მოხარული ვარ იმ შეთანხმებით, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ მიაღწია და ველი მის სრულ აღსრულებას მომავალი კვირების და თვეების განმავლობაში. წლის დასაწყისში, მე და ჩემმა კოლეგა სენატორმა შაჰინმა პრემიერმინისტრ გახარიას მივწერეთ და გავუზიარეთ უკანასკნელი მოვლენებით გამოწვეული ჩვენი წუხილები და ვურჩიეთ, რომ საქართველოს მთავრობას ბოლო მოეღო დემოკრატიის უკუსვლისთვის”,- წერს რიში.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ შეთანხმება დემოკრატიისთვის წინ გადადგუმული ნაბიჯია.

    ,,სიამოვნებით ვამბობ, რომ ეს შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის აღდგენისა და კარგი მმართველობისკენ საქართველოში. რადგან საქართველო ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, აუცილებელია, რომ შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს და ყველა მხარისგან მიღებული იყოს”, – ნათქვამია სენატორი რიშის განცხადებაში.

    სენატორი შაჰინის თქმით, დადებული შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის.

    “მსურს ვნახო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი საარჩევნო სისტემის შესახებ დადებული პირობის აღსრულებისკენ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისთვის”, – წერს სენატორი.

    8 მარტს ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის შეთანხმება შედგა. ერთი მემორანდუმის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 სისტემით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. მეორე მემორანდუმით კი, ოპიზიციის თქმით, პოლიტიკური დევნა შეწყდება და პოლიტპატიმრები ციხეს დატოვებენ.

  • იტალიიდან ჩამოყვანილ 7 მოქალაქეს სიცხე დაუფიქსირდა, ისინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს- გამყრელიძე

    ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს იტალიიდან ქართული ავიახაზების მიერ ჩამოყვანილი 156 მოქალაქიდან 7-ს სიცხე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დანარჩენები კი კარანტინში განათავსეს.

    ,,თუ არ ვცდები სიცხე დაუფიქსირდა 7-ს, შეიძლება შემეშალოს პლუს-მინუს 1 ადამიანი, რომლებიც გადაიყვანილები არიან თბილისის ჰოსპიტალებში, ხოლო დანარჩენები საკარანტინო ზონებში. საკმაოდ კარგ, კომფორტულ პირობებში, სასტუმროებში”,- ამბობს გამყრელიძე.

    მისი თქმით, საკარანტინო ზონად გამოცხადებულ სასტუმროებში ისინი სპეციალური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. გადამზადებულია სასტუმროს ადმინისტრაციაც.

    საქართველოს 156 მოქალაქე დღეს საღამოს რომი-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნეს.

  • დღეს გამოვლენილი ერთი ინფიცირებული თვლის, რომ კორონავირუსი ფულის კუპიურით გადაეცა

    კორონავირუსით ერთ–ერთი დაინფიცირებული იმ რვა პაციენტიდან, რომლებსაც ვირუსი დღეს დაუდგინდათ თვლით, რომ სავარაუდოდ ვირუსი ფულის კუპიურით გადაეცა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით დაინფიცირებულს  რადგან  ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან.

    “ერთი, ჩვენ საავადმყოფოში წევს, მაგრამ მისი პასუხი არ ვიცოდით, ის არის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იმ იტალიიდან ჩამოსულ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდე სამი დაინფიცირდა, პაციენტი, ნომერი ხუთისგან, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში, ორი ოჯახი იყო იტალიაში და ამ ორი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელი. ის ასრულებდა თავის მოვალეობას, რაღაც სამუშო შეასრულა, როგორც ამბობს, ფული აიღო რაღაც საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება გადაედო“,-განაცხადა ცერცვაძემ.

    შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა საქართველოში დღეს საღამოს დადასტურდა,რითაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 23–მდე გაიზარდა.

  • ვინ არიან კორონავირუსით ახლად ინფიცირებულები- დეტალები ბოლო 8 შემთხვევაზე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხევევა იტალიიდან დღეს ჩამოსულებს არ უკავშირდებათ.

    მისი თქმით, 8 ინფიცირებულიდან 5-ს კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ექიმ ქალთან, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ეს 5 ადამიანი ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან ქალთან ერთად კვლევის დროს მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა დღეს ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. 

    ცერცვაძე ამბობს, რომ დანარჩენი სამი პაციენტი მეორე კლასტერთან არის დაკავშირებული. ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 2 ჯგუფი/კლასტერი იკვეთება, რომლებიც იტალიაში მოგზაურობდა. 

    ცერცვაძე აცხადებს, რომ შიდა გადაცემა ქვეყანაში ჯერ არ ფიქსირდება. 

    ის ასევე აღნიშნავს, რომ 8 ახალი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 1 საათის წინ მიიღეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევა ფიქსირდება.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 8 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. სავარაუდოდ ისინი იტალიიდან ჩამოსულ ექიმთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საიტზე stopcov.ge-ზე განთავსდა. 

    დეტალებზე 22:00 საათზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას გააკეთებს.

    ამჟამად კარანტინის რეჟიმში 126 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46.

  • ეს შეთანხმება შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს- თალაკვაძე

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იმიტომ შედგა, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს.

    ,,რომ არ ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება, რომ არ ყოფილიყო ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები და ეს ყველაფერიც რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა ეს შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ეს შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, საქართველოს აქვს მდგრადი პოლიტიკური სისტემა. ამით მოიგო პირველ რიგში საზოგადოებამ და ქვეყანამ და აქ არავის არაფერი უჩუქნია ერთმანეთისთვის და არც დაუთმია, ნურაფერს ნუ მივიწერთ ჩვენს თავზე, ეს არჩევნებიც და დემოკრატიაც ეკუთვნის ხალხს. ამიტომ, პოლიტიკოსებმა თუ რამე დათმეს, თუ მაინც ვინმე ამ ტერმინს იყენებს, მე ვფიქრობ, რომ დათმეს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მათ დაამტკიცეს, რომ პოლიტიკაში ყოფნის ლეგიტიმაცია აქვთ”,- აცხადებს თალაკვაძე.

    მისივე თქმით, 2019 წლის 14 ნოემბერს ,,ქართულ ოცნებას” პროპორციული არ ჩაუგდია, უბრალოდ ,,თარიღი შეუცვალა და მეტი არაფერი”.

    ცნობისთვის, 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის შეთანხმება შედგა. ერთი მემორანდუმის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 სისტემით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. მეორე მემორანდუმის გათვალისწინებით კი, ოპიზიციის თქმით, პოლიტიკური დევნა შეწყდება და პოლიტპატიმრები ციხეს დატოვებენ.

    ,,ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივას პარლამენტში მაქსიმუმ 11 მარტს წარადგენს.

  • კორონავირუსის გამო კათარზისმა მუშაობა დროებით შეწყვიტა

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო კათარზისმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.

    კათარზისის წარმომადგენლის განცხადებით, კათარზისის დღის ცენტრი მუშაობას ორი დღით აჩერებს, რადგან იქ ყოველდღე 350-მდე მოხუცი იყრის თავს, რაც კორონავირუსის გამო საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ისინი მოხუცებს გამზადებულ პროდუქტებს მისცემენ.

    ,,მივიღეთ პრევენციული ზომები საქმიანობის დროებით შეჩერებაზე. ეს გაგრძელდება დაახლოებით ორი დღე. გარკვეული ნაწილი სოციალურად დაუცველია და კვების რაციონს იღებს უფასო სასადილოებიდან. ხვალისთვის უკვე ჩამოვყალიბდებით როგორ მოვაგვაროთ პრობლემა. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ძირითადად ზუსტად რისკის მქონდე ადამიანები არიან, ანუ ხანდაზმულები”,- ამბობს კათარიზისის ოფიციალური წარმომადგენელი.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 178 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56 .