Category: არქივი

  • “სამსახურში მისვლის მეშინია” – მედდა იტალიიდან რომელსაც კორონავირუსის გამო სახეზე დაზიანებები აქვს

    “მე ვარ მედდა, მეც მეშინია, მაგრამ არა შოპინგზე წასვლის, არამედ სამსახურში მისვლის.”- ამის შესახებ იტალიელი მედდა ალესია ბონარი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე”  წერს და საკუთარ ფოტოს აქვეყნებს.  კორონავირუსისგან დასაცავად მას  მთელი დღის განმავლობაში სახის ნიღბები უკეთია, რის გამოც მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება. 

    ალესია ბონარი ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს რათა ამით დაცულები იყვნენ მოწყვლადი ჯგუფები. 

    “მე ვარ მედდა, მეც მეშინია, მაგრამ არა შოპინგზე წასვლის, არამედ სამსახურში მისვლის. მეშინია, რომ ნიღაბი არ მიმეკრობა სახეზე სათანადოდ, ან შემთხვევით შევეხები დაბინძურებული ხელთათმანით სახეს, ან ლინზები არ დამიფარავს თვალებს და რაღაც შეაღწევს. ფიზიკურად დავიღალე, რადგან დამცავ ხალათში ძალიან მცხელა, და ერთხელ თუ ჩავიცვი – შემდეგი 6 საათის განმავლობაში ვერც აბაზანაში შევდივარ და არც წყლის დალევის საშუალება მაქვს. ფსიქოლოგიურად დაღლილი ვარ, ისევე როგორც ჩემი კოლეგები, რომლებიც ასეთივე პირობებში მუშაობენ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას. მე გავაგრძელებ პაციენტებზე ზრუნვას, რადგან ვამაყობ ჩემი სამსახურით და მიყვარს ჩემი საქმე.

    ყველას, ვინც ამას წაიკითხავს, ვთხოვ, ნუ გააუფასურებთ ჩემს ძალისხმევას, დარჩით სახლებში და ამით დაიცავით ის, ვინც ყველაზე მოწყვლადია. ჩვენ, ახალგაზრდებს, არ გაგვაჩნია რაიმე განსაკუთრებული იმუნიტეტი ვირუსის მიმართ, ჩვენც შეიძლება გავხდეთ ავად, ან კიდევ უარესი – ჩვენ შეიძლება სხვებს გადავდოთ ავადმყოფობა. ამიტომ მე არ მაქვს იმის საშუალება, წავიდე და ვიჯდე სახლში, კარანტინში. უნდა ვიმუშაო და ვაკეთო ჩემი წილი საქმე. ძალიან გთხოვთ, თქვენ თქვენი წილი აკეთოთ.” 

  • გაერთიანებული სამეფოს გარდა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ევროპიდან ფრენები შეაჩერა

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონდ ტრამპმა კორონავირუსის გამო, ევროპიდან ფრენებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ  “The Guardian” – წერს. 

    როგორც ტრამპმა განმარტა, ევროპის ქვეყნებიდან ყველა მოგზაურობა 30 დღის დღის განმავლობაშო შეჩერებული იქნება,მკაცრი ზომები პარასკევიდან ამოქმედდება. შეზღუდვა არ შეეხება გაერთიანებულ სამეფოს,სადაც  კორონავირუსის 460 შემთხვევაა დაფიქსირებული.

    “შეზღუდვა არ შეეხება ვაჭრობას”- ამის შესახებ კი ტრამპი სოცუალურ ქსელში წერს და ავხადებს რომ  ფრენების შეჩერება ეხებათ მხოლოდ ადამიანებს  რომლებიც ევროპაში მოგზაურობენ და ეს არანაიირად არ იქნება დაკავშირებული ტვირთებთან და ვქჭრობასთან.

    „გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის და ბიზნესისთვის, იცოდნენ, რომ ევროპიდან მგზავრობაზე დაწესებული 30-დღიანი შეზღუდვა არანაირად არ შეეხება ვაჭრობას. შეზღუდვები აჩერებს ხალხს და არა ტვირთებს“, – წერს დონალდ ტრამპი .

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, საავიაციო ქარხნის დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს და გარდაბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I, IIIა მიკრორაიონების, ვარკეთილის ზედა პლატოს II მიკრორაინის, რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, თრიალეთის, სადგერის, რწმენის, აკაკი ჩხენკელის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, თაყაიშვილის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის და ბოგდან ხმელნიცკის ქუცის მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის, ხვინგიას და ცოტნე დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, ქერჩის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ომარ ხიზანიშვილის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილის, სანდრო მირიანაშვილის, შალვა ახალციხელის, მეფე არჩილის, პეტრიწის, ალექსანდრე ჯავახიშვილის, მეფე მირიანის, გიორგი გეხტმანის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, პეტრე სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ტაბახმელას მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ

    ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. იბფორმაციას უცხოური გამოცემა “The Guardian” ავრცელებს. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

    წყვილს კორონავირუსი მაშინ დაუდგინდა, როდესაც გადაღებებზე ავსტრალიის შტატ ქვინსლენდში იმყოფებოდა. ისინი ახლა მკურნალობას ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში გადიან. ჯერჯერობით უცნობია წყვილის დაინფიცირების წყარო.

    „თავს დაღლილად ვგრძნობდით, თითქოს გავცდივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა“, – წერს ტომ ჰენკსი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

    ამ ეტაპზე ტომ ჰენკსი და მისი მეუე ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში იმყოფებიან.

  • ვინ არის საქართველოში კორონავირუსით 24-ე ინფიცირებული

    კორონავირუსით ინფიცირებული 24-ე პაციენტი 19 წლის ბიჭია. მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

    ამ დროისათვის ის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

    როგორც ცნობილია, პაციენტის დაინფიცირების შემთხვევა ამჯერადაც იტალიას უკავშირდება.

  • ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის გამო დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს

    აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას 11 მარტის ბრძანებით აფხაზეთის ენ. წ. საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან ჩაიკეტება. შესაბამის ორგანოებს კი ზომების მიღება დაევალათ.  ამის შესახებ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.  

    „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი ბრძანება, სადაც მითითებულია აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლის სრულად შეზღუდვის ხანგრძლივობა, გაიცა დღეს, 11 მარტს”, – ნათქვამია განცხადებაში.

    აფხაზეთის  კორონავირუსისგან დაცვის უწყებათაშორისი შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ იმოგზაურონ იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია დაფიქსირებული.

    აფხაზეთის  დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 24-ე პირი 19 წლის ბიჭია

    ინფორმაცია საქართველოში 24-ე პაციენტის ინფიცირების შესახებ ოთხშაბათს საღამოს გახდა ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პაციენტის შესახებ დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა თქვა, რომ ის იტალიასთან კონტაქტს უკავშირდება. ცნობილი გახდა, რომ პაციენტი  19 წლის მამაკაცია. ის ბოლო პერიოდში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მას შემდეგ კი რაც კორონავირუსი დაუდასტურდა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • იტალიაში კორონავირუსით 24 საათში 200 ადამიანი დაიღუპა

    ბოლო 24 საათში, იტალიაში კორონავირუსით 200 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სულ ვირუსით COVID19-ით იტალიაში 827 ადამიანია დაღუპული, კორონავირუსი უკვე დადასტურებული აქვს 13 000-მდე ადამიანს.

    შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწვყეტილებით ქვეყანა ერთ თვიან კარანტინშია. მას შემდეგ რაც იტალია წითელ ზონად გამოცხადდა, რომის პაპმა წირვების ონლაინ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. იტალიის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს მოერიდონ სახლიდან გამოსვლას თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.

    იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი ქვეყანაში 3 აპრილამდე გაგრძელდება.

  • საქართველოში კორონავირუსის 24-ე შემთხვევა დაფიქსირდა

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.  ამის შესახებ გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

    გამყრელიძის ინფორმაციით, 24-ე პაციენტიც დაკავშირებულია იტალიაში მოგზაურობასთან.

    კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 298 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

    2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 

  • შოკისმომგვრელი კადრები – როგორ ცდილობს მამაკაცი კორონავირუსის გავრცელებას (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მეტროში თავის ნერწყვს ისეთ ადგილებს უსვამს, სადაც ყველაზე ხშირად კიდებს ადამიანი ხელს.  როგორც  უცხოურ მედიაში იწერება, აღნიშნული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაშია და  ცდილობს კორონავირუსის განზრახ გავრცელებას, თუმცა უცნობია ვიდეოში დაფიქსირებული პირი ნამდვილად არის დაინფიცირებული ვირუსით თუ არა. 

    ვიდეო ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში არის გადაღებული, სადაც ამ წუთისთვის კორონავირუსის 267 შემთხვევაა დაფიქსირებული.