Category: არქივი

  • “ფორმულა კრეატივი” ტელევიზიის გახსნას გეგმავს

    გავრცელებული ინფორმაციით, ფორმულა კრეატივი ახალი ტელევიზიის შემქნას გეგმავს. ტელევიზიაში შესაძლოა კარგად ნაცნობი სახეებიც ვიხილოთ, მათ შორის “რუსთავი2-ის” ჟურნალისტები.

    On.ge-ს ცნობით, ახალ ტელევიზიაში გადასვლა შესთავაზეს “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს. ის ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

    ფორმულა კრეატივს მაყურებელი ყველაზე კარგად მისი პოპულარული და წარმატებული პროექტით იცნობს. ქართული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” სწორედ ფორმულა კრეატივს ეკუთვნის და ის “რუსთავი2-ზე” გადის.

  • ზუგდიდში ჭის წმენდისას მიწა ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა

    ზუგდიდში, უბედური შემთხვევა მოხდა.

    ჭის წმენდისას  მიწა ჩამოიშალა და დაახლოებით 9 მეტრის სიღრმეში მყოფი 72 წლის მამაკაცი მოიყოლა.

    ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და მამაკაცის ჭიდან ამოყვანას ცდილობენ.

  • ყველამ უნდა შეიგნოს, რა უსამართლობაა ჩაბუდებული დღევანდელ ხელისუფლებაში-მაჩალიკაშვილი

    ყველამ უნდა შეიგნოს, რა უსამართლობა არის ჩაბუდებული დღევანდელ ხელისუფლებაში. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, – ეს განცხადება  მალხაზ მაჩალიკაშვილმა “გამარჯვებული საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

    „მინდა შევეხო ირაკლი ოქრუაშვილს, როცა ადამიანში ხედავენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას და სამართლიანობას, ამნაირ ხელისუფლებას ეშინია ზუსტად ამის. დღეს რაც საქართველოში ხდება, ამ ხელისუფლებაში, ეს არის სრულიად ამოუხსნელი რაღაც უმსგავსო ნაძირლობა. ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი ადამიანები დღეს ამათ ტყვედ აიყვანეს და გამოკეტეს ციხეში იმისთვის, რომ მათში სამართალსა და სიმართლეს ხედავენ. ისინი არანაირ გადატრიალებას არ ცდილობდნენ. არანაირი ორგანიზატორები არ იყვნენ და არც ყოფილან. ამას დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ, ყველანი, საქართველოში მცხოვრებელები, თვითონ ის “ოცნების” გუნდი. მე პირველი წუთიდან იქ ვარ და ვხედავდი ყველაფერს რა ხდებოდა. ამათგან არანაირი მცდელობა არ ყოფილა”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    შემომხედეთ მე და ჩემს ბრძოლას. ყველამ უნდა შეიგნოს, რა უსამართლობა არის ჩაბუდებული დღევანდელ ხელისუფლებაში. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ყველა პოლიტპატიმარი, ირაკლი ოქრუაშვილის თამადობით, უნდა განთავისუფლდეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თუ რამე შეგვიძლია. ამას მოვუწოდებ მთელ საქართველოს”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

  • ვინ არის კარასინის შემცვლელი, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს და რატომ გამოცხადდა ის პერსონა ნონ გრატად

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გრიგორი კარასინის შემცვლელის პოსტზე ივან ვოლინკინის კანდიდატურა განიხილება.

    60 წლის დიპლომატმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი 1981 წელს დაამთავრა.

    ვოლინკინი სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებებში მუშაობდა იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბეთსა და მონტენეგროში, ასევე საქართველოსა და მაკედონიაში.

    2009-დან 2013 წლამდე იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილე და სამინისტროს გენერალური სამდივნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

    2013 წლიდან 2018 წლამდე, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში. 2017 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

    ივან ვოლინკინს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს მათ შორის დიპლომატიური საქმიანობა და ოჯახი.ის საქართველოში რუსეთის ელჩიც იყო. საქართველოში 2007 წელს კი ის პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს და საქართველოდან გააძევეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ვოლინკინი იმდროინდელმა ხელისუფლებამ სხვა რუს დიპლომატებთან ერთად ჯაშუშურ საქმიანობაში დაადანაშაულა.

    ივან ვოლინკინის მეუღლე ქართველი სვეტლანა რამიშვილია. ივან ვოლინკინის და სვეტლანა რამიშვილს ოთხი შვილი ჰყავთ.მათი 2 შვილი კი თბილისში ცხოვრობს.

    სვეტლანა რამიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მან რუსული საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ბაბუა იყო “მამელუკის” ავტორი, მწერალი კონდრატე თათარიშვილი.

    დედის მხრიდან სვეტლანა რამიშვილის ბაბუა სომეხია, ბებია კი – რუსი. გავრცელებული ინფორმაციით, ივან ვოლინკინს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ზვიად გამსახურდიას ნეშთის საქართველოში გადმოსვენებაში.

    შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინი თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს. კარასინი 70 წლის ხდება, ხოლო კანონმდებლობის თანახმად 70 წლის ასაკის ზემოთ მყოფ პირს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს.

  • “საქართველო გადის საგარეო შოკს”-ეროვნული ბანკის განმარტება ლარზე

    ლარის  ვარდნასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტებებს აკეთებს და რომ ლარის გაუფასურებას საგარეო შოკებს უკავშირდება. . მისივე განცხადებით, ტურისტების შემოდინება არის შემცირებული.

    „დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული. ეს ფაქტიური რიცხვებითაც დასტურდება,რომ საქართველოში იმაზე ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე.

    რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი მიმართულება, რომელიც არის მნიშვნელოვანი ეს არის დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში სესხები არებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში.

    საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ასეთი პერიოდი 2014-2016 წლებში, ამ პერიოდშიც კი საქართველოში იყო ზრდა და უმუშევრობა ქვეყანაში არ გაზრდილა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება ახდენს გავლენას ინფლაციაზე, ეროვნული ბანკი ჩაერევა და გამოიყენებს ბერკეტებს რომელიც გააჩნია,”-აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

    მიუხედავად იმისა, რომ ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარია, მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ინტერვენციას არ აპირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ჩარევა მოხდება მაშინ, თუ ინფლაციის მაჩვენებელი ზღვარს გადასცდება.

  • “პოლიტიკურ მოუსავლეთში, წახვალთ თქვენც”-საგანგებო განცხადება ოქრუაშვილის პარტიაში

    “გამარჯვებული საქართველოს” ოფისში  ოქრუაშვილის დაკავების შესახებ საგანგებო განცხადება გაკეთდა. კოტე კემულარიას განცხადებით, საქმის მასალები ფალსიფიცირებულია. 

    მისი თქმით, ყველა ჩვენება ოქრუაშვილის წინააღმდეგ ერთი დღით ადრეა დაწერილი, ყველა ჩვენება ერთმანეთს ჰგავს და ყველას ავტორი პოლიციელია.

    კემულარია ამბობს, რომ ოქრუაშვილი და 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე დაკავებული სხვა პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.  

    „ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილის ტყვე, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც ანტისაოკუპაციო მიტინგში მონაწილეობდა არის პოლიტიკური პატიმარი და ასევე ტყვე პირადი.

    ბეჟან ლორთქიფანიძე არის ასევე პოლიტიკური პატიმარი და ყველა 19 ახალგაზრდა რომელიც არის დაპატიმრებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე არის პოლიტიკური პატიმარი, გმირი,რომელიც სამშობლოსა და დეოკუპაციისთვის იბრძოდა და ისინი ვინც ოკუპანტებთან მეგობრობდა გამოჰყავთ გმირებად და ეს ახალგაზრდები თურმე მოძალადეები და რადიკალები არიან. ნიკა მელია,რომელიც გამოკეტეს სახლში და ჩამოაშორეს ძალადობრივად პოლიტიკურ პროცესებს არის ასევე პატიმარი.

    “მინდა გითხრათ შემაშფოთებელი სამართლებრივი პრაქტიკა, როდესაც პოლიციელებს მაღალი რანგის პოლიციელებს მატ სორის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებამდე ერთი დღით ადრე დააწერინეს სრულიად უბადრუკი ჩვენებები,რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, რომ მათ დაინახეს ირაკლი ოქრუაშვილი რომელიც რაღაცას ხელმძღვანელობდა, რას, ისიც არ იციან.

    მიდის ფალსიფიკაცია და იმის უნარი არ აქვს ბიძინა ივანიშვილის პროკურატურას და გახარიას, რომ თარიღები მაინც შეცვალონ და დაამსგავსონ ისე, რომ თვისა და ათი დღის მერე კი არ დაკითხეს პოლიციელები, რომელმაც ოქრუაშვილი დაინახა, არამედ ცოტა ადრე. ამას ჰქვია ერთი სახელი-ფალისფიკაცია და ისიც უტვინოდ.

    “ეს პოლიტიკურ პატიმრები დაკავებული არიან იმიტომ, რომ რუსეთს უპატაკონ, რომ მოძალადეები დაიჭირეს და რამე კია რ იყო ანტირუსული,არამედ ესენი ძალადობდნენ, პარლამენტში უნდა შეჭრილიყვნენ და ეს ლამაზი ხელისუფლება უნდა დაემხოთ. როგორც მიცვალებულს ასვენებენ როდესღაც, ისე ნებისმიერი მთავრობა მთავრდება. ერთ დღეს ყველა მთავრობა მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში, წახვალთ თქვენც, მაგრამ მთავარია, როგორ წახვალთ,“-აცხადებს კოტე კემულარია.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

    თელასის ინფორმაციით, სამგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აეროპორტის დასახლების, გიორგი ბერიაშვილის, გახოკიძის, აბაშვილისა და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

    12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI კვარტლისა და კახეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოლითის, თორნიკე ერისთავისა და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვისა და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიშნიანიძის, სანაპიროს, ბოტანიკურის, სამღებროს, საადის, გორგასლის, აბანოსა და ირგვლივის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ნავთლუღის, უჯარმის, ჭრელაშვილის, გიორგი ნადარეიშვილისა და ბეიკ გეთიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”-აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.

  • სოკოთი მოწამლული სამი ადამიანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

    ლენტეხში სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმების  ინფორმაციით, პაციენტები მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

    მოწამლულები ქუთაისში ლენტეხის კლინიკიდან გუშინ გადაიყვანეს. სამივე პირს  სოკოთი ინტოქსიკაცია აღენიშნება. 

    შეგახსენებთ, რომ სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

  • ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

    ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბი ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოს ერთ-ერთი კომპანიის სახელით განახორციელა 96 000 ლარის ღირებულების ინერტული მასალის მიწოდება.

    დანაშაული 2-დან 4-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • თბილისში სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1 პირი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს.

    შს სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ერთსა და იმავე დღეს ორი მაღაზია დააყაჩაღა – ერთი დიდუბეში, ერთი კი წერეთლის გამზირზე, სადაც სავარაუდო დამნაშავე მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შემდეგ კი აიძულა სალარო გაეხსნა და მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა.

    საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.