Category: არქივი

  • “ბედნიერება ვერ შევატყვე”-რა შესთავაზა ქიბარ ხალვაშმა აქიმიძეს და დვალს

    შეხვედრიდან გამოსული ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ჯარჯი  აქიმიძეს და დავით  დვალს “რუსთავი2-ის” 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა მათ უარი განაცხადეს.

    “მე შევთავაზე რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40% “რუსთავი2-ის”, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, მაგრამ არც ის არის რომ ხვალ საუბარი არ გაგრძელდეს, თვითონაც წინადადება  მითხრეს, რაც საფიქრალია ჩემი მხრიდან” -განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

    მიუხედავად იმისა რომ პირველ შეხვედრაზე ხალვაშსა და “რუსთავი2-ის” დამფუძნებლებს შორის შეთანხმება არ შედგა, ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მაინც კმაყოფილია.

  • “ციდან რაღაც ძალის მოვლინებას ელოდებიან, რომელიც ლარს გაამყარებს“- გოცირიძე

    „ფაქტიურად კაპიტულაციაა მოვლენების წინაშე. ბედს არიან მინდობილი და ჰგონიათ, რომ თავისით დასტაბილურდება ლარი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს.

    მისი თქმით, ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობაა, რადგან ისინი ნაბიჯს არ დგამენ ლარის გასამყარებლად.

    „ცოცვა-ცოცვით ლარი კატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ნაბიჯი მაინც არ გადადგას ან სებ-მა და ან მთავრობამ. ფაქტიურად არის კაპიტულაცია მოვლენების წინაშე, ბედს არიან მინდობილი და ჰგონიათ, რომ თავისით დასტაბილურდება ლარი. თავისით არაფერი ხდება. ძალიან სავალალოა, რომ ლარის გაუფასურებას აბრალებენ და თავის გამართლების საბაბი იშოვნეს ტურისტული ნაკადის კლების სახით რუსეთიდან. ტურიზმი საქართველოში ამ წელიწადში გაიზრდება, მიაღწევს 9 მილიონს და ტურიზმიდან შემოსავალი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე იყო შარშან, იმის მიუხედავად, რუსეთიდან ტურისტები ნაკლები შემოვლენ, თუ არა. პრობლემების გადაბრალება იმას ნიშნავს, რომ ვერ აცნობიერებენ იმ სიღრმისეულ მოვლენებს ჩვენს ეკონომიკაში“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

  • “ლარი არის თინეიჯერი”-ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

    ლარი არის თინეიჯერი, რომელსაც ბაზარი თვითონ არეგულირებს- ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ Business Media Georgia-სთან ინტერვიუში  გააკეთა.

    “ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.

    იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს აისახება ლარზე“- აცხადებს ალავიძე.

  • ბანკებში ერთი დოლარი სამი ლარი ღირს

    ბანკში ერთი დოლარი უკვე სამი ლარი ღირს. ეროვნული ვალუტის რეკორდული  გაუფასურება გრძელდება. 

    ბიზნესი უკვე აანონსებს საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ფასების მატებას.

  • გურჯაანში ახალგაზრდა ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს

    გურჯაანში ახალგაზრდა ბიჭი  ჩამომხრჩვალი იპოვეს.

    ახალგაზრდა მამაკაცი, ხეზე ჩამომხრჩვალი, გამვლელმა აღმოაჩინა.

    ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ ახაშენის მკვიდრია. 

  • დააზღვიე და დასაჩუქრდი – თიბისი დაზღვევა საზაფხულო ავტოდაზღვევის აქციას იწყებს!

    ზაფხულის დადგომასთან ერთად თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს. 25 ივლისიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და აირჩიოს განსაკუთრებული საჩუქრები: გალფის ან ვენდუს 200 ლარამდე ვაუჩერი

    ასევე, მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები პარტნიორ სამრეცხაოებში, რეცხვის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

    აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს:

    • ავტომობილის დაზღვევას
    • ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას
    • მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას

    ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისი დაზღვევის ფილიალებში, თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებ-გვერდზე: online.tbcinsunrace.ge

    აქცია გრძელდება 15 სექტემბრამდე.

  • თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ივან ბლასთან 2 შეხვედრა ჩატარდა

    თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თბილისს „მის ვან დერ როეს“ ფონდის პროგრამებისა და ჯილდოების კურატორი – ივან ბლასი ეწვია.

    ივან ბლასთან დახურული შეხვედრა თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ჩატარდა, მეორე დღეს კი ყველა მსურველს ჰქონდა დასწრების შესაძლებლობა.

    ლუდვიგ მის ვან დერ როე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი არქიტექტორი იყო, რომლის სახელობის ფონდიც ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ბოლო რამდენიმე წელია სპეციალურ პრემიას გასცემს თანამედროვე არქიტექტურის სფეროში (European Union Prize for Contemporary Architecture – Mies van der Rohe Award). პრემია ორ წელიწადში ერთხელ ევროპულ თანამედროვე, საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებს გადაეცემა. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე არქიტექტურის განვითარებას. ბოლო რამდენიმე წელია კონკურსში საქართველოც მონაწილეობს, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისათვის.

    ორივე შეხვედრაზე ივან ბლასმა ისაუბრა ფონდის საქმიანობისა და პრიზის შესახებ – “მის ვან დერ როეს ჯილდო – ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში“; ასევე, პრიზზე წარდგენილი ქართული და უცხოური არქიტექტურული ბიუროების შესახებ.

    დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს 2019 წლის გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა – ფრედერიკ დრუომ და პრიზზე თავის დროზე წარდგენილმა ქართველმა არქიტექტორებმა.

  • „ნანუკას შოუ“ ეთერში აღარ გავა

    ახალი სეზონიდან „ნანუკას შოუ“ ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. 

    ნანუკა ჟორჟოლიანი არხზე რჩება და ახალ გადაცემაზე იმუსავებს, თუმცა ახალი გადაცემის ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.

    „ჯერ ვრჩებით რუსთავი 2-ზე ვიდრე სარედაქციო პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორც დღეს არის. ახალი გადაცემის ფორმატი საბოლოდ ჩამოყალიბებული არ გვაქვს. „ნანუკას შოუ“ ათი წლის გახდა და ვფიქრობ, როდესაც რაღაც პროექტი ათი წლის ხდება, ასრულებს ერთ ეტაპს. მგონია, რომ მაყურებელს ახალი უნდა შევთავაზო, თუმცა ეს არ იქნება პოლიტიკური თოქ-შოუ.“-უთხრა „პრაიმტაიმს“ ნანუკა ჟორჟოლიანმა.

  • ოქრუაშვილი, ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, საინტერესო არ არის – კახა კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმე და მისი პერსონა უინტერესოა. კალაძე ფიქრობს, რომ  ყველამ, ვინც დამნაშავეა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

    „შესაბამისი უწყებები მოქმედებენ ისე, რომ ყველამ გასცეს ჩადენილ დანაშულს პასუხი. ირაკლი ოქრუაშვილი, ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო. არის კითხვები, ის გასცემს იმ კითხვებზე პასუხს, მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.