Category: არქივი

  • მაშველებმა ზუგდიდში, ჭაში, მიწის ქვეშ მოყოლილი 72 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მაშველებმა ზუგდიდში, ჭაში, მიწის ქვეშ მოყოლილი 72 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 

    მამაკაცის ცხედარი  ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მის ამოსაყვანად მაშველები გუშინ  მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა გუშინ  მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს.

    შს სამინისტრიმ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც  გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

  • “გახარიას ადგილი არათუ მთავრობაში,საერთოდ ქვეყანაშიც არ არის“–ლევან ბერძენიშვილი

    რესპუბლიკური პარტიის წევრი, ლევან ბერძენიშვილი საპროტესტო აქციების 41–ე დღეს პარლამენტის წინ ახალ საპროტესტო ფორმატში მონაწილეობდა, რომელსაც უკვე ერთი კვირაა გადაცემის სახე აქვს. პროტესტის 41–ე დღე აქციების  ორგანიზატორებმა სიმბოლურად ასე დაასათაურეს: “ქართული ოცნების 41 სირცხვილი“.

    პირველი კითხვა ტრადიციული იყო: რატომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია:

    “გიორგი გახარია უნდა გადადგეს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 20–21 ივნისის ღამეს ჩაიდინა. თუკი მას აქვს შერჩენილი რაიმე ღირსება – მართალი გითხრათ არ ვიცი ეს სიტყვა– შერჩენილი– სწორია თუ არა, იმიტომ რომ რაღაც რომ შეგრჩეს, რაღაც მომენტში უნდა გქონდეს, თუკი ოდესმე ქონდა ღირსება, მას შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას. თუკი ასეთი რამ არ ქონია, შეუძლია ეს შეიძინოს სწორედ ამ ნაბიჯით. იგი ვალშია ქართველი ახალგაზრდების წინაშე. მან საქართველოს მომავალს ტყვიები ესროლა. მისი ბედი სრულიად ნათელია. ასეთი ადამიანის ადგილი არათუ მთავრობაში, საერთოდ ქვეყანაშიც არ არის. ამიტომ მე მის ადგილას ამ ქვეყნიდანაც შევეცდებოდი გაქცევას, თუმცა მას ყოველთვის იპოვნიან და ის თავის ადგილს იპოვის დარწმუნებული ვარ, რომ ის დაამთავრებს იქ, სადაც ახლა ზოგიერთი მისი წინამორბედი იმყოფება. “– ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

    რაც შეეხება ქართული ოცენების შეცდომებს, ლევან ბერძენიშვილის თქმით მთავარი შეცდომა ერთპარტიული მმართველობის დამყარებაა: 

    “ქართული ოცნების ყველაზე მძიმე შეცდომაა რომ მან დააპირა იყოს ერთადერთი პარტია.ანუ მან  იბრძოლა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო საქართველოში არანაირი პლურალიზმი.

    პირველი და ძირითადი შეცდომა მათი არის მისწრაფება ერთპარტიულობისკენ, რამაც გამოიწვია ყველა დანარჩენი დანაშაული, იმიტომ რომ როდესაც გაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა და გყავს არაკვალიფიციური ხალხი, აუცილებლად დაუშვებ შეცდომებს და შემდეგ ჩაიდენ დანაშაულს. ასე რომ მე ვთვლი, რომ მათი პირველი შეცდომა, დანაშაული იყო დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

    2012 –14 წლები ჩვენთვის იყო ნაყოფიერი წლები კოალიციური თანამშრომლობისა .საქმემ გაფუჭება დაიწყო ძირითადად 2014 წლის შემდეგ.

    გარდამტეხი მომენტი იყო , როცა დაინახა რომ ჩვენთან ხშირად კამათი უწევდა ყველაფერზე და გადაწყვიტა ერთპარტიული სისტემა აეშენებინა. რამაც გამოიწვია ასე ვთქვათ ჩვენი ნელნელა გაწევა და ჩვენი ჩამოშორება. დაიწყო ტრაქტორების საქმე ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, დაიწყო ბრძოლა რესპუბლიკელების წინააღმდეგ, დაიწყო საერთოდ მრავალხმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა. გამოჩნდნენ მონები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მარტო ისაა სწორი რასაც ბიძინა იტყვის. და საერთოდ მობეზრდა მას ჩვენთან კამათი, იმიტომ რომ პოლიტსაბჭოზე იყო ხოლმე ისეთი კამათი, ბიძინა რომ არ არის მიჩვეული.და ბიძინა ივანიშვილს ასეთი ჩვეულება აქვს, კედელთან თუ მიაყენებ, მაშინ გეტყვის: ხომ ხედავ, არგუმენტები არ გყოფნის. ასეთ კაცთან ძალიან ძნელია კამათი, მაგრამ ჩვენ ვკამათობდით.

    განსაკუთრებით მინდა გითხრათ, რომ ჩემი ძმა, დათო ბერძენიშვილი სისხლს უშრობდა და მაშინ მოიფიქრა, რომ არ არის საჭირო მრავალპარტიულობა.“– ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

  • ლედი გაგა პაპარაცებმა უცხო მამაკაცთან კოცნისას დააფიქსირეს

    ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა პაპარაცებმა ხმის რეჟისორ დენ ჰორტონთან ერთად დააფისქირეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People-ი ავრცელებს.  ლედი გაგას და დენ ჰორტონს ფოტო კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გადაუღეს. ფოტოზე ისინი ერთმანეთს კოცნიან.

    რესტორნის ერთ-ერთი სტუმრის თქმით, ლედი გაგა და მასთან ერთად მყოფი ჰორტონი ძალიან კარგად და ბედნიერად გრძნობდნენ თავს ერთმანეთის გარემოცვაში.

    შეგახსენებთ რომ ფილმ “A star is born”- ის შემდეგ გაჩნდა მოსაზრებები რომ ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას ერთმანეთი შეუყვარდათ. სწორედ ამას უკავშირებდნენ იმასაც რომ ლედი გაგამ საკუთარი ქორწილი ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში ჩაშალა ხოლო ბრედლი კუპერი კი ცნობილ მოდელ ირინა შეიკს დაშორდა. მიუხედავად ამისა ბრედლი კუპერი და ლედი გაგა მათზე გავრცელებულ ჭორებს ისინი უარყოფდნენ.

  • “მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდათ”-ნათელაშვილის ცოლის სახალისო ისტორია

    შალვა ნათელაშვილის ცოლი ბელა ალანია სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას წერს, რომელსაც მგზავრობისას შეესწრო.

    “სამარშრუტო ტაქსში ვსხედვართ
    მძღოლმა გააჩერა. ჩამსვლელმა შუახნის მამაკაცმა, უკანა რიგში ქალბატონს გასძახა:
    _ ქ-ნო ნანული, თქვენი ფული გადახდილია.
    _ მომიკვდეს თავი, რატომ შეწუხდით, სამწუხაროდ, ვერ გიცანით.
    _ მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდათ, გივი ვარ.
    ნანული წამოხტა ფეხზე და სანამ ხმას ამოიღებდა, მამაკაცი ჩავიდა.
    ატყდა მანქანაში ჩოჩქოლი და ხითხითი.
    ნანული ფერდაკარგული იდგა.
    რამდენიმე ხანში გამოერკვა და
    – უი, გამახსენდა, შარშან რეანიმაციაში ვიწექით მე რომ ფიბრომა ამომაჭრეს.
    მგზავრობის მთელი გზა, ნანული არ დამჯდარა და არ დაწყნარებულა, სანამ ყველას არ გააგებინა, რომ კი იწვნენ ერთად, მაგრამ საავადმყოფოში
    მართალი გითხრათ შემეცოდა. აშკარად წნევა ჰქონდა აწეული. ამ დროს არ იცი იტირო თუ იცინო.
    სანამ ჩავიდოდა მის ბიოგრაფიასაც გავეცანით. პედაგოგიური სტაჟით 40 წელი.
    უღირდა ახლა 80 თეთრის ეკონომიად ამდენი თავმართლება?
    _ მაგ პროსტატის ამოჭრას, ნეტავ, ენა ამოეჭრათ გივი შენთვის, ჩაილაპარაკა და ჩავიდა ნანული ვარკეთილის ერთ-ერთ გაჩერებაზე”-წერს ბელა ალანია.

  • რუსეთმა სამხედრო წვრთვნებისთვის შავი ზღვის მეოთხედი ჩაკეტა

    უკრაინული მედიის ინფორმაციით რუსეთმა შავი ზღვის მეოთხედი საზღვაო-სანაოსნო გამოყენებისთვის ჩაკეტილ ზონად გამოაცხადა.  ამის მიზეზად საზღვაო წვრთნები სახელდება. აკრძალვა 19 აგვისტომდე იქნება ძალაში.

    კრემლის გადაწყვეტილების გამო ბლოკადაში მოექცევა ბულგარეთის, უკრაინის, რუმინეთის, საქართველოს საპორტო ქალაქები, რაც შავი ზღვის აკვატორიაში ტვირთების ბრუნვას შეაფერხებს. რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

  • თბილისის ზოოპარკში 2 იშვიათი ნიამორი დაიბადა

    თბილისის ზოოპარკში 2 იშვიათი ნიამორი დაიბადა-ამ ინფორმაციას და ფოტოს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “ესეც ჩვენი მორიგი ახალშობილი!

    თან მხოლოდ ერთი კი არაა, მეორეცაა. ზუსტად ასეთი.
    დიახ, დიახ, ორი კოპწია და ლამაზი ნიამორი გაგვიჩნდა.

    რას აკეთებენ? დაახლოებით იგივეს, რასაც ეზოში გამოჟივჟივებული ბავშვები – დარბიან, დაძვრებიან კლდეებზე, თამაშობენ, ძიძგილაობენ და მეზობელ დარბაისელ ირმებს თავბრუს ახვევენ.

    მერე, ამდენ ბავშვს შენახვა ხომ უნდა? რომ იციან-ხოლმე, ისე არ თქვათ ახლა – შენახვის თავი თუ არ ჰქონდათ, რაღას აჩენინებდნენო. დიახ, წელებზე ფეხს ვიდგამთ და ვამრავლებთ, რადგან ნიამორის კონსერვაციის პროგრამას ვახორციელებთ. ვამრავლებთ, რომ მოგვიანებით ბუნებაში დავაბრუნოთ და სახეობა გადაშენებას გადავარჩინოთ”- წერია ზოოპარკის ადმინისტრაციის ფეისბუქ გვერდზე.

    თბილისის ზოოპარკი დახმარების მსურველებს სთხოვს ნიამორის დასახმარებლად ზოოპარკის  ვებ გვერდს ესტუმრონ.

  • ხალვაში არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან – დავით დვალი

    ხალვაში არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან- ეს განცხადება  “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთმა  დამფუძნებელმა  დავით დვალმა გააკეთა.

    დვალი აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში არ არის მოვალე, რომ მათ რამე გადაუფორმოს, რადგან ის არხის 100%-ის მფლობელია. მისი განცხადებით, ა ყველაფერი ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

    „სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ერთი ადამიანის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული დღეს. სახელმწიფომ ქნა ყველაფერი, კონკრეტულად პროკურატურამ, რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ამ წუთას არ გვაქვს. შესაბამისად, ეს არის კეთილი ნება. დრო ბევრი გავიდა იმის შემდეგ, რაც გაჟღერდა სხვა ციფრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთლით, რომ ქიბარ ხალვაშს სრული უფლება აქვს, დაასახელოს ნებისმიერი ციფრი. ან საერთოდ არაფერი არ შემოგვთავაზოს. უბრალოდ ჩვენი სრული უფლებაა, მივიღოთ ან არ მივიღოთ.

    ქიბარმაც დაადასტურა, რომ კმაყოფილება არ გვეხატა მაინც და მაინც. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, მაგრამ ყველაფერი დაიყვანება იმაზე კონტროლად ვისია. ამიტომ ჩვენი პასუხიც იქნება დაფუძნებული ამ ანალიზიდან გამომდინარე. უბრალოდ პასუხს მკაფიოს და ჩამოყალიბებულს ამ წუთას არ ვიძახით.

    ქიბარი არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან, ქიბარი უდგება ამას, როგორც მეწარმეს და ძალიან ღელავს “რუსთავი 2-ის” ფინანსურ მდგომარეობაზე და ღელავს, რომ როგორმე კრიზისიდან გამოიყვანოს ტელევიზია,“ – განაცხადა დავით დვალმა

  • “თქვენ გვერდით მიგულეთ” – პაატა ბურჭულაძე ხაზარაძის და ჯაფარიძის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს

    მსოფლიო ბანი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს.

    “ჩემო მამუკა და ბადრი, გუშინ მოვისმინე თუ რა რეპუტაციული და ფინანსური ზიანი მიადგა „თიბისი“ ბანკს, თითქმის, მილიარდი ლარით უზარალია ქართულ კომპანიებს… რა დავალებასაც არ უნდა იღებდეს საქართველოს პროკურატურა, თითოეულ მათგანს, ვინც ამ მავნებლობას სჩადის როგორ არ უნდა ესმოდეს, რომ შავი პიარისთვის დაგეგმილი ყოველი მათი ბრიფინგი, რომლითაც მხოლოდ იმ ერთ კაცს ფხანენ გულს, ქვეყნის ინსტიტუციებს ანგრევს! როგორ არ უნდა ესმოდეთ, რომ ეს არავის შერჩება და პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ გამიზნულ ბოროტებაზე.

    სიცრუისა და ცილისწამების სიმწარე ერთ-ერთმა პირველმა მე გამოვცადე, როცა უპოვარი ბავშვების შესაწირი ყულაბებიდან ხურდა ფულის მოპარვა დამაბრალეს, მეტი დამაჯერებლობისთვის კი საქმეში პროკურატურა ჩართეს. და როდესაც ნახეს, რომ მე კვლავ წარმატებით ვაგრძელებდი ჩემს კარიერას, უცხოეთის თეატრებში ჩამორეკეს და შეატყობინეს, რომ თურმე 7-დან 11 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა, უკვე ორი წელი გადის და პროკურატურამ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგა „იავნანას“ წინააღმდეგ, თუმცა მორალურად და მატერიალურად მოსპო ფონდი.

    ვერც კი წარმომიდგენია, ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ სერიალები გადაიღო და უზღვავი ფული დახარჯო ცნობილი და მთელი მსოფლიოსთვის პატივსაცემი ქართველებისა და მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციების რეპუტაციის გასანადგურებლად.

    დღეს მე მრცხვენია ჩემი კოლეგების, მსოფლიო დონის ვარსკვლავების, ვის კალენდარშიც წლებით ადრეა ყველა დღე გაწერილი, მაგრამ მეგობრობის პატივსაცემად მაინც პოულობდნენ დროს და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოდიოდნენ საქართველოში ბავშვების დასახმარებლად. მრცხვენია, რომ მავნებელი ოლიგარქისგან დასაცავად ავსტრიის მხარდაჭერა და უცხოელი ადვოკატების თანადგომა დამჭირდა. მრცხვენია, რომ საქართველოში ამდენ ადამიანს უჭირს და ფაქტიურად, ბოლომდე გაანადგურეს ქველმოქმედების იდეა, ყველას და ყველაფრის მიმართ გააჩინეს უნდობლობა და ეჭვი.

    ჩვენ რომ მოვლენებზე სწორი და დროული რეაგირება შეგვეძლოს მჯერა, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავდა ამდენს. ახლა ხომ მაიც ცხადად გამოჩნდა ყველაფერი, ახლა ხომ მაინც აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, ახლა ხომ მაინც ყველა ვხედავთ, რომ დიდი ფული იხარჯება ტროლურ კამპანიებში და მოქალაქეთა შორის ხელოვნური დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივებაში. ოლიგარქისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს ყოველი ახალი ძალა, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა იქნება ეს თუ პარლამენტის წინ შეუპოვრად მებრძოლი ახალგაზრდების გაერთიანება. საკუთარი მილიარდების გადასარჩენად ის ყველაფერზე მიდის. და ამ დროს, მას ავიწყდება მთავარი, ქართველს ჩაგვრით ვერავინ დააშინებს, ის მხოლოდ მცირე დროით შეიძლება შეაფერხო საბოლოო გამარჯვებამდე!

    ჩემო მამუკა, ვამაყობ შენით, ვამაყობ ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდებით, რომლებიც ამდენი ზეწოლის მიუხედავად, ვნახეთ რომ ვერც შეაშინეს და ვერც დაღალეს. თქვენს გვერდით მიგულეთ და ყველა იმ პატრიოტი ქართველის გვერდით, ვისი მიზანიც იქნება ქვეყნის განთავისუფლება ივანიშვილის მმართველობისგან.

    დარწმუნებული ვარ, საქართველო ისეთივე თავისუფალი და წარმატებული იქნება, როგორც ჩვენი დიტო რაზმაძე, რომელმაც შენი, ფონდ „იავნანას“ და კარგი ადამიანების თანადგომით, ყველა სირთულე დასძლია და ჭრილობებისა და ტკივილების მიუხედავად, 18 წლის საამაყო და სამაგალითო კაცი გახდა,” – წერს პაატა ბურჭულაძე.

  • “ჩვენ 40%-ზე არა ვართ თანახმა”-ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე

    “ჩვენ 40%-ზე არა ვართ თანახმა”- ამის შესახებ განცხადება “რუსთავი 2-ის” ახალ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ ჯარჯი აქიმიძემ გააკეთა.

    შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ მან “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებს, ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს “რუსთავი 2-ის”წილის 40% შესთავაზა, რაზეც მათ კმაყოფილება ვერ შეატყო.

    ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ ის და დავით დვალი არ დათანხმდებიან ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას  40%-იანი წილის გადაცემის შესახებ.

    „ჩვენ 40%-ს არ დავთანხმდებით. ჩვენ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ ამ ყველაფერზე თანხმა. შესაძლოა, ვთქვათ, რა არის ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ ჩვენ და რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, შემდეგ გამოჩნდება,“-განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

  • საინფორმაციო სამსახურების უფროსებს მე არ ვცვლი – ქიბარ ხალვაში

    „საინფორმაციო სამსახურების უფროსებს მე არ ვცვლი,“ – ეს განცხადება „რუსთავი 2-ის“ მფლობელმა, ჟურნალისტებთან  გააკეთა.

    ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ “რუსთავი 2-ში” საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

    ჟურნალისტის კითხვაზე, შეთავაზა თუ არა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დავით ნიკურაძეს, ხალვაშმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა.

    „მე არ შემითავაზებია არავისთვის, დირექტორი სთავაზობს და მას ჰკითხეთ“-განაცხადა ხალვაშმა.

    ხალვაში ამბობს, რომ უცხოელ მედია მენეჯერს კვლავ ეძებს.