თბილისში, თოდუას კლინიკაში განმნაღმველთა ჯგუფი მუსაობს. ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება კლინიკაში ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს.
ამ დროისთვის, შენობის დათვალიერება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
თბილისში, თოდუას კლინიკაში განმნაღმველთა ჯგუფი მუსაობს. ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება კლინიკაში ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს.
ამ დროისთვის, შენობის დათვალიერება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამნაღმველები მუშაობენ. ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, რის შემდეგაც თანამშრომლები სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.
„შეტყობინება შემოვიდა რუსულ ენაზე. გვითხრეს, რომ ნაღმი 48 საათში აფეთქდებოდა. სამართალდამცველებს ვაცნობეთ, თუმცა ვიმედოვნებ, ცრუ განგაშთან გვაქვს საქმე, რადგან ანალოგიური შეტყობინება რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა და არ დადასტურდა“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.
შენობაში ევაკუაცია 17:50 საათზე გამოცხადდა და შენობა დაცლილია.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
ჩინეთში მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 3 წლის ბავშვი აივანზე იყო დაკიდებული რის შემდეგაც მას ხელი დაუცურდა და გადმოვარდა. საბედნიეროდ თვითმხილველებმა მოასწრეს დაბლა ზეწრის გაშლა რაზეც 3 წლის ბავშვი დაეცა და უვნებლად გადარჩა. არასრულწლოვანს დაზიანებები არ მიუღია.ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სერიოზული ტრავმები არ მიუღია.
მაისში ჩინეთის ქალაქ ინინში კაცმა მე-5 სართულიდან გადავარდნილი ბავშვი გადაარჩინა. 2 წლის ბიჭი უყურადღებოდ იყო დატოვებული და ფანჯრიდან გადაძვრა. ის 28 წლის ტონიკ ტურგანბეკმა გადაარჩინა.
ეროვნული ბანკი ხვალ, 1-ელ აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.
ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას,“-აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
სააპელაციო სასამართლომ დღეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის საჩივარი განსახილველად არ მიიღო, შესაბამისად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ადვოკატი, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდა.
პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე კემულარია აცხადებს, რომ ის რომ სააპელაციო სასამართლომ არც კი განიხილა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სახიფათო პრეცედენტია.
„ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, პრაქტიკა, რასაც ეს ხელისუფლება ქმნის, რომ ასეთ რეზონანსულ საქმეზე, რომელშიც პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი გარდა პოლიციელების ჩვენებისა, რომლებიც დაპატიმრების წინა დრეს გამოაცხობინეს ამ მაღალჩინოსნებს, პოლიციელებს, და კადრი რომელიც ნახა, იქ წითელი ისრის გარდა იქ საინტერესო არაფერი არ არის, არა თუ ტალღა, მეტი სხვა არაფერი. საერთოდ არ განიხილეს. არც არგუმენტები განიხილეს, არც რაიმე მტკიცებულებები ან საერთოდ არსებობს თუ არა რამე სარწმუნო ერთობლიობა, საერთოდ არ იმსჯელეს ამაზე. აბა რისთვის არსებობს სააპელაციო სასამართლო. საზოგადოებას აინტერესებს უთხრან, რომ ხომ არ შეეშალა პირველ ინსტანციას სააპელაციო განიხილავს ამას ყველაფერს. საერთოდ არ განიხილეს, დაუშვებლად ცნეს და არ განიხილეს,“-განაცხადა კოტე კემულარიამ.
ირაკლი ოქრუაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება.
ლარი კვლავ რეკორდულად გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ, ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება, 2.9718 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0211 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი ევრო 3.3127 ლარი ღირს, მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2889 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0238 ლარი შეადგინა.
2018 წელს საქართველოში ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა 14.1 პროცენტით გაიზარდა, – ინფორმაციას დაავადებათა სტატისტიკის შესახებ „საქსტატი“ ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, გაიზარდა ასევე შემდეგი დაავადებების რაოდენობა: სიმსივნეების – 10.3 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების – 30.7 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების – 5.6 პროცენტით, ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობების – 5.6 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების – 3.8 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის – 14.1 პროცენტით, პერინატალურ (მშობიარობის) პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის – 57.2 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების- 7.4 პროცენტით, ხოლო ტრავმები, მოწამვლები და გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები გაზრდილია 53.5 პროცენტით.
მონაცემების მიხედვით, მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (დაავადებათა 32%), საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 %) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (8 %) ავადმყოფობები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ტურისტების კლებაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. რიჟვაძის ამ კომენტარს “ბათუმელები” ავრცელებს.
“ეს განაპირობა პირველ რიგში ნაცმოძრაობის ქმედებამ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ქვეყანა ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში, მათთვის ძალაუფლების დაკარგვა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ უკვე ქვეყნის ოპოზიციაში არიან გადასული. ცდილობენ, რომ რაიმე სახით დააზიანონ ეს ქვეყანა, დააზიანონ საქართველოს მოსახლეობა და შექმნან ნიჰილიზმის, უიმედობის განცდა, რაც ტურიზმზეც, ლარის კურსზეც, ეკონომიკის განვითარებაზეც, აისახება”, — ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
თიბისიმ ტურიზმის სექტორის ყოველკვირეული მაჩვენებლების ანალიზი განაახლა.
22 ივლისის კვირაში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი 6.8%-ით შემცირდა, ნაცვლად 13.5%-იანი და 21.4%-იანი შემცირებებისა წინა 2 კვირაში. მართალია თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორების კლება ისევ მკვეთრი იყო, თუმცა განსხვავებით წინა კვირებისაგან, რუსეთიდან სახმელეთო გზებით შემოსული ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ევროკავშირიდან ტურისტების ზრდა აჩქარდა.
მთლიანობაში, კვირის განმავლობაში ყველა ქვეყნიდან ვიზიტორების წლიური ზრდა 3.7%-ით განისაზღვრა, ნაცვლად წინა კვირის 2.1%-იანი მატებისა.
პუბლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/tourism-update-w3
ასევე, თიბისი კვლევების მიხედვით, ლარის სადღეისოდ დაფიქსირებული გაცვლითი კურსი ყველა შეფასებით ზედმეტად გაუფასურებულია და მისი გამყარებაა მოსალოდნელი. განახლებული პროგნოზები ხელმისაწვდომი იქნება თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში, რომელიც მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.
თუ გსურთ თიბისის მაკროეკონომიკური და სექტორული, თიბისი კაპიტალის კვლევების მიღება, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი „subscribe“ უჯრაში საიტზე www.tbcresearch.ge