Category: არქივი

  • ზვიად კუპრავა პრემიერ-მინისტრობას გეგმავდა – ზაზა სარალიძე

    ზვიად კუპრავა პრემიერ-მინისტრობას გეგმავდა- ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ „ალიასთან“ ინტერვიუში გააკეთა. 

    სარალიძის თქმით, ზვიად კუპრავას პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა. 

    „მოკლედ, გადაწყდა, რომ ოპოზიციის ყველა ლიდერს უნდა შევხვედროდი. შევხვდით. ოპოზიციის ყველა ლიდერი მოვიდა, ყველა პარტია იყო ოპოზიციური, ყველა მოსული იყო, რომ მხარდაჭერა გამოეხატა და უნდა გვესაუბრა, რა ფორმით.

    მე კი ვიცი, მე კი ვიტყვი, ვინაა ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებელი და კი ვიტყვი, ვინ უნდა გადადგეს, მაგრამ რატომ უნდა გადადგეს, სამართლებრივად მე ამას ისე კარგად ვერ ჩამოვაყალიბებდი, როგორც ეგენი.

    შევთანხმდით, რომ მეორე დღეს ყველანი მოვიდოდნენ აქციაზე და იქ გავაკეთებდით პირველ განცხადებებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს მიჭერს და მერე დავსხდებოდით და ვისაუბრებდით გეგმებზე.

    ადგა კუპრავა და ოპოზიციის ლიდერებს გამოუცხადა, ჩვენი გაერთიანების შემთხვევაში, მე უნდა მაღიაროთ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერადო. მან იცოდა ჩემი აზრი თანამდებობებზე და ლიდერობაზე, მაგრამ მაინც თქვა. დანაწილებული ჰქონდა თანამდებობები. კუპრავა პრემიერი უნდა გამხდარიყო, მისი მეგობრები მინისტრები. შს მინისტრიც არჩეული ჰყავდა – ვიღაც ჯიმი.

    მოვითმინე, ხმა არ გამიღია, ოპოზიციას მიმართა და იმათ გადაეწყვიტათ. კი მივხვდი, რომ ამით კუპრავამ მეც გამომიტანა განაჩენი და თავის თავსაც – მაგრამ, რაღა აზრი ჰქონდა რამის თქმას.

    მეორე დღეს 2 საათზე უნდა მოსულიყვნენ. ეს ის დღეა, როცა ვაკის პარკში კონტრაქცია იმართება. მე არ ვუყურებდი ვაკის აქციას კონტრაქციას – მე ვუყურებდი, როგორც აქციას, სადაც სამართალს ითხოვენ და ვისაც არ უნდა მოეთხოვა სამართალი, სულ ერთი იყო, ნაცს, თუ ქოცს, მე ყველა იმ აქციაზე მივიდოდი. მით უფრო, რომ იმ აქციაზე, ვაკის აქციაზე იყო ჩემი ქალიშვილი, ჩემი შვილის ძმაკაცები.

    ორი საათია და ოპოზიციის ლიდერები არ ჩანს, ვეკითხები კუპრავას, სად არის ოპოზიცია? დაიბნა, გაწითლდა, ძლივს ამოიბლუკუნა: – ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან და მერე მოვლენო!

    ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან რა, პურმარილი მაქვს და ერთად უნდა მოვიდნენ? დაპატიჟებული მყავს? რად უნდოდა მაგას ერთად შეკრება და ისე მოსვლა? ჩემთან ვერ შეიკრიბებოდნენ? მაგრამ, სასაუბრო ჰქონდათ, ჩემს გარეშე ჰქონდათ სასაუბრო. ე.ი. მე კი არ ვიყავი მთავარი, ჩემი საქმე კი არ იყო მთავარი, თავისი საქმე ჰქონდათ, თავისი დარდი ჰქონდათ. ავდექი და წავედი ვაკის პარკში.

    კი გაგიჟდა კუპრავა, სად მიდიხარო და კიდევ გავიმეორებ, უკვე მომხდარი ჩავლილი იყო კარვის ამბავი და ვიღას ჰქონდა კუპრავას ნდობა! წავედი ვაკის აქციაზე, მივედი, იმ ხალხთან, ვინც მეგონა სიმართლეს ითხოვდა და სამართალს და ახლა ისინი დამესივნენ.

    მაინც ვერ გავიგე რას ითხოვდა ეს ხალხი ჩემგან, კონკრეტულად ჩემგან რას ითხოვდა? რა უნდოდათ მე რომ გამეკეთებინა? უნდოდათ, რომ მარტო ვყოფილიყავი? კი, ბატონო, მიაღწიეს, აგერ ვარ, მარტო!

    რომ ეთქვათ, შე, ტალახიდან ამოთრეულო, სოფლიდან ჩამოთრეულო გლეხოო – ვეტყოდი, კი, ბატონო, ეგ ვარ, მართალია-თქო, მარა, არ ვარ ეს ნაციონალი და ვერავინ იტყვის, ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ნაციონალების მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ ვინმეს! გლეხი ვარ, ჩვეულებრივი გლეხი და გლეხს აქვს ორი სიმდიდრე – მიწა და შვილი. მიწას წაართმევ – შვილი ვერ ეყოლება, შვილს წაართმევ – მიწა რა ჯანდაბად უნდა. გლეხის ამ ორ სიწმინდეს არ უნდა შეეხო. იქ, ვაკის აქციაზე, მართლა ცუდად გავხდი უკვე და სახალხო დამცველმა რომ შემომთავაზა, მოდი, სახლში წაგიყვანო, ავდექი და წამოვედი სახლში, რომ ცოტა დამესვენა და მეფიქრა. თუმცა, არ დამიმთავრებია ამით ცდა“ – განაცხადა სარალიძემ.

  • “ტიპიც ხარ და არაკაციც, “გამოდი გარეთ, აგხევ ნაკერებზე” – დაპირისპირება სემეკის სხდომაზე (ვიდეო)

    სიტყვიერი დაპირისპირება სემეკის სხდომაზე – “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავასა და სემეკის კომისიის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. გიორგი გუგავა გაზის ტარიფთან დაკავშირებით კითხვას სვამდა, რა დროსაც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ის დემაგოგიას ეწევა. ვიდეოს “ტვ პირველი”- ავრცელებს. 

    “არ გრცხვენიათ, გავიგეთ, მაგრამ არ დაიღალეთ ამ დემოგოგიით? ტიპიც ხარ და არაკაციც”– მიმართა სემეკის კომისიის წევრმა გიორგი გუგავას.

    “გამოდი გარეთ, აგხევ ნაკერებზე”– ასე უპასუხა “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.

  • “ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია“ – დავით დვალი

    „მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია“ – ამის შესახებ დავით დვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსთავი 2″-ის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

    „ხელმოწერა არის ფალსიფიცირებული. ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ხელი მოწერილი აქვს დოკუმენტს და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას რუსთავი 2-სთვის. მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით და ბრალდებებით და ინსინუაციებით, რაც წართმევის პერიოდს ეხება, უბრალოდ ხელისუფლების ტროლია. მგონია, რომ მისი ეს ვითომ ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი, რომელიც კიდია ქიბარ ხალვაშის თავზე, შესაბამისად, განცდა მაქვს, რომ ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე, შესაბამისად რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, რომ თუ რაღაც ისე არ განვითარდა სცენარი, აამოქმედონ დამატებითი ბერკეტი მის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ოქრუაშვილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს,“- განაცხადა დავით დვალმა.

  • “ივანიშვილი აფინანსებს ტელევიზიას რომელიც მას აგინებს”- ნანუკა ჟორჟოლიანი

    “ძალიან სერიოზული პროცესები დაიწყება სექტემბრიდან, ბიძინა ივანიშვილს მთავარი შოუ წინ აქვს”- ასე განაცხადა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტვ “კავკასიის” გადაცემა ბარიერში. მან ასევე აღნიშნა რომ მისი გადაცემა ახალი სეზონიდან მაყურებელს სხვა ფორმატს შესთავაზებს თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ მაინც გაგრძელდება.  

    “მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, მოდი დავარქვათ  ბიძინა ივანიშვილი. მე მგონია რომ ისინი ელოდებოდნენ რომ ჩვენ რაღაცნაირი პროტესტი გვექნებოდა,  ნიკა გვარამია არ დაემორჩილებოდა სასმაართლოს გადაწყვეტილებას. მათ ეს ვერ მიიღეს ჩვენგან ვერ მიღეს პროტესტი, ჩვენგან ვერ მიიღეს ბუნტი და ვერ მიღეს დემარში და ჩვენ ამით ბიძინა ივანიშვილი გაკვირვებული დავტოვეთ. იმიტომ რომ ჩვენა არ გვქონდა პლან “ბ” და არც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პლან “ბ” და რაღაცა დინებას მიყვება. ჩვენ შევთავაზეთ მას ნერვების ომი რაზე მათ გვითხრეს რომ კი რაზეა საუბარი.რადგან ჩვენ ამ გზით წავედით,ალბათ ჩვენ ამ ნერვების ომს აღარ წავაგებთ.მისი ხელწერა არის ნელა მოქმედება. ნელა მოქმედებს არსად არასოდეს არ ეჩქარება.  მიუხედავად იმისა რომ ეხლა სხვა დროა და ცოტა ხანდახან ნერვები უმტყუნებს, ის შეეცდება ნელ-ნელა მოგვგუდოს. ძალიან უცნაური სიტუაციაა, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ტელევიზიას რომელიც მას აგინებს. რა თქმა უნდა ეს ეს ივანიშვილის ფული არ არის მაგრამ ქიბარ  ხალვაშმა ფული ივანიშვილის გავლენით მოიგო. ხალვაშმა აიღო კრედიტი მაგრამ ივანიშვილი რომ არა ხალვაში ამ პროცესს ვერ მოიგებდა.”- ნანუკა ჟორჟოლიანი.

    “საკითხი დგას ასე, თუ შაბათის კურიერი არ იქნება ეს ნიშნავს იმას რომ სარედაქციო პოლიტიკაში ისინი უკვე ჩაერივნენ. ჩემთვის მთავარი ხაზი გადის კურიერზე და ნოდარ მელაძეზე. თუ კურიერში დავინახავ სიუჟეტს თუ რა  სარგებლობა მოაქვს დენდროლოგიურ პარკის უნიკალურობას და როგორ დადიან ხეები აქეთ იქით მე მივხვდები რომ მანდ აღარ უნდა გავჩერდე.”- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა 

  • ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ქიბარ ხალვაშს პასუხობენ

    „რუსთავი2-ის” დამფუძნებლები 40%-იანი წილის შესახებ  ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას  პასუხობენ.

    აქიმიძე და დვალი  ტელევიზიის წილის 40 პროცენტზე უარს საჯაროდ ამბობენ და სამართლებრივ დავას აგრძელებენ.მათ განაცხადეს, რომ ამ საკითხზე ვაჭრობას არ აპირებენ.

    “2004 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს ჩვენთვის „რუსთავი 2-ის“ 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის დასტურია.

    ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულებად გვცნო, თუმცა საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული.

    ბოლოდროინდელი შეთავაზების მიღება კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას.

    ამ შემოთავაზებას წინ უძღოდა და ახლაც ფონად გასდევს ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფოს სრული მობილიზება სხვადასხვა ფორმით.
    ჩვენთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზიის წართმევიდან მე-15 და სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული გუნდის მმართველობის მეშვიდე წელს, ხელისუფლება ყველა ხერხით, მათ შორის სამთავრობო ტროლების და ბოტების არნახული გააქტიურების გზით აბსურდულ ბრალდებებს გაგვივრცელებდა, ბოიკოტს გამოუცხადებდა საპარლამენტო მოსმენას და უმადურებად გამოგვაცხადებდა, რადგან არ ვიღებთ „დიდსულოვნად“ ნაბოძებ საჩუქარს.

    სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, ჩვენ არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი 2-ის“ კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში. ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა. „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2-ის“ მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

    ჩვენი მიზანია წართმეული უფლების აღდგენა სამართლებლივი გზით და არა კულუარული გარიგების შედეგად. სახელმწიფო ჩვენ მიმართ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს, რომლის მიხედვითაც ყველას, ვისი ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც ირღვევა, აქვს ეფექტიანი ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებდნენ.

    შესაბამისად, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დაფუძნებლებისთვის დაბრუნება.

    ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2-მა“ დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია,”-ნათქვამია განცხადებაში.

  • ერთი ტომარა ფქვილი შესაძლოა 2 ლარით გაძვირდეს

    ფქვილის ფასი, ერთ ტომარაზე, შესაძლოა, 2 ლარით გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს.  

    „ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პერიოდულად პრობლემა შეიქმნა, ვინაიდან ხორბლის იმპორტი ჩვენთან დოლარზე ხორციელდება. ფქვილის ფასი დღესდღეობით დოლართან მიმართებაში 2,75-2,80 კურსზეა გაანგარიშებული. აქედან გამომდინარე, დღეს არის სიტუაცია, როდესაც დოლარი თუ არ დასტაბილურდა, ფასები უნდა გადაიხედოს, თუმცა ამ დროისთვის დრამატულ ცვლილებებს არ ველოდებით. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება საშუალოდ 48 ლარია, შესაბამისად, თუ ჩვენ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ფასს მოვუმატებთ, ეს, დაახლოებით, 2 ლარიანი მატება იქნება და ფასი 50 ლარზე ავა“, -აღნიშნა ლევან სილაგავამ.

  • ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თბილისში მამაკაცი დააკავეს

    სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ე.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე.ს.-მ მიმდინარე წლის 28 ივლისს, ოჯახური კონფლიქტის დროს, მეუღლეს – 1969 წელს დაბადებულ მ.ო.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

    შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებული ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავეს.

    აღსანიშნავია, რომ წარსულში აღნიშნული პირების მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი არ ფიქსირდება.

    გამოძიება მეუღლის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

    დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ჩაქვში მატარებელი ტურისტს დაეჯახა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

    ჩაქვში  მატარებელი ტურისტს დაეჯახა. უკრაინის მოქალაქე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმი-ერევნის რეისის შესრულების დროს მოხდა.

  • “ფრეგოს“ მფლობელი გიორგი თოფჩიშვილი დააკავეს

    გავრცელებული ინფორმაცით, ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „ფრეგოს“ მფლობელი გიორგი თოფჩიშვილი დააკავეს.

    “კურიერის” ინფორმაციით, ბიზნესმენი გიორგი თოფჩიშვილი უკვე გლდანის ციხეშია გადაყვანილი. 

    „ფრეგო“ ბაზარზე საწვავს ყველაზე იაფად ყიდდა, რითაც ოპოზიციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ინტრესები გადაკვეთა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ გიორგი თოფჩიშვილი უჩა მამაცაშვილის ბრძანებით დააკავეს.

    გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ მათ პატიმრობა შეუფარდა. მათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას ედავებიან.

  • “მოხდა გლობალური კატაკლიზმა, რომელიც იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოში 2012 წელს”-ადეიშვილი

    იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში აცხადებს , რომ მან ბევრი შეცდომა დაუშვა. ის მიიჩნევს, რომ  2012 წელს ხელისუფლების ცვლილება რუსული სპეცოპარაცია იყო.

    “რა თქმა უნდა, დავუშვი შეცდომები. ბევრი შეცდომები იყო. ამ გადმოსახედიდან ეს შეცდომები უკეთესად ჩანს. ვფიქრობ, ბევრი რაღაც ყველას ერთად სსხვანაირად რომ გაგვეკეთებინა, შანსი იყო ქვეყნის სხვანაირი განვითარების. მაგრამ რაღაც ლაპარაკი, რომ რაღაც კონკრეტული შეცდომების გამო რაღაც მოხდა, ძალიან ძნელია. იმიტომ, რომ მოხდა გლობალური კატაკლიზმა, ასე ვთქვათ, რომელიც იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოში 2012 წელს. თუმცა, ამას დაერთო ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელი ბუნებრივი პროცესი – ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალური, სწორი, კარგი პროცესი იყო, რა თქმა უნდა”, – აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.