Category: არქივი

  • ლარის გაუფასურების მიზეზი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია – კალაძე

    ლარის უპრეცენდენტო გაუფასურებას დედაქალაქის მერი მეზობელ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.

    „კარგი იქნება, თუ უფრო მეტს ინფორმაციას მივიღებდით ეროვნული ბანკისგან, თუ რა ქმედებებს აპირებს. გაუფასურებას რაც შეეხება ძალიან ბევრი ფაქტორი არის. რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან ბევრი ფაქტორი არის. რა თქმა უნდა, ჩვენ მიბმული ვართ, გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები როგორც თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსზე. გაუფასურება, მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკვე აისახა ფასებზე, თუმცა თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ გაუფასურდება ლარი, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასებზე,“- განაცხადა კალაძემ.

  • “მივიღე გადაწყვეტილება, დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა”-კეზერაშვილის განცხადება

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელევიზიას აფუძნებს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა. 

    “უკანსკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დამანახა და მიბიძგა მიმეღო მნიშვენელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის შესახებ.
    ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება – გამოჩდა თაობა რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა.
    ამავდროულად უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები.
    მიმაჩნია რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა ჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას – არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.
    ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისკიტის უმაღლეს სტანდარტებს.
    დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს.
    იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადaში მზად იქნება ეთერში გასასვლელად”- წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დავით კეზერაშვილი.

  • ლარი თუ გინებით უფასურდება, ე.ი. ტრ**ში შეძრომით უნდა გამყარდეს-ჯაფარიძე

    გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც   ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად პუტინის მიმართ გინება დაასახელა.

    “თუ გინებით უფასურდება, ე.ი. ტრ*^%ი შეძრომით უნდა გამყარდეს.

    ამაზე მიგვანიშნებენ, რადგან პირდაპირ თქმა პოლიტიკურად წამგებიანია ”- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

  • ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

    ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. აბიტურიენტებს ვებგვერდზე სისტემაში შესვლით უკვე შეუძლიათ იხილონ როგორც გამოცდის ქულა, ასევე  ნაშრომის ასლი. 

    „შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას)“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

    გუშინ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. სხვა გამოცდის შედეგები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.

  • ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა

    ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

    გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ელენე გოგუაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

    შეგახსენებთ, კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რაც  სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

    გამოძიების ინფორმაციით, გირაოთი გათავისუფლებულმა  ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

    გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების – გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა  პატიმრობით.

  • “კაცს იჭერენ წიწიბურისა და კატლეტის ჭამისთვის”-ნიკა მელია

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია  ზვიად კუპრავას საქმესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.  მელიას თქმით საქმე უპრეცედენტოა და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ციხეში წიწიბურისა და კატლეტის ჭამისთვის ზის.

    “ადამიანი იყო შესვენებაზე ბუფეტში ზაზა სარალიძესთან ერთად და  მიირთმევდა კატლეტს და წიწიბურას, ამ დროს ჩავარდნენ პოლიციის თანამშრომლები და ძალდატანებით ეცადნენ წამოყვანას. დაუწყეს ჯაჯგური და ამ კაცმა უთხრა დავამთავრებ თუ შეიძლება და ამოვალო. აი ამ ჯაჯგურში მან თქვა ეს ფრაზა მკიდია მოსამართლე დავამთავრებ საჭმელს და ამოვალო, ამის გამო ხუთი თვეა, ზვიად კუპრავა ციხეშია ხალხნო და ხვალ დილის 10:00 საათზე აპირებენ საბოლოოდ განაჩენით  გაამყარონ მისი პატიმრობა. არა რსებობს პრეცედენტი, რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს, რომ ოდესმე პატიმრობაში მოხვედრილიყოს ადამიანი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს სასამართლო დარბაზის მიღმა..

    მოსამართლე ელენე, გვარად გოგუაძე ხვალ 10:00 საათზე აპირებს ამ ენით აღუწერელი გადაწყვეტილების მიღებას. ზვიად კუპრავას ეს საქმე საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მართლმსაჯულება არ არსებობს. ყველაფერი ერთმა ადამიანმა ჩაიგდო ხელში, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს. მგონი, ვალდებულებიც ვართ, როდესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით თავი დავიცვათ. კაცს იჭერენ წიწიბურას და კატლეტის ჭამის გამო, ამას ვერ შევეგუებით. ხმა ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ, მივმართავ არასამთავრობოებსაც. დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას და მერე შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ, რა ვიღონოთ,“– აცხადებს ნიკა მელია.

  • ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ განგაში აღმოჩნდა

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით ცრუ განგაში იყო.

    გამნაღმველთა ჯგუფი ბათუმის უნივერსიტეტში გუშინ შეტყობინების შესვლისთანავე მივიდა და ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ 17:50 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ უნივერსიტეტში ნაღმი 48 საათში ამოქმედდებოდა.

    ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

  • დღეს მეტრო მგზავრებს 00:00 საათამდე მოემსახურება

    დღეს მეტრო 00:00 საათამდე იმუშავებს. მიზეზი უეფას ევროპის ლიგის გათამაშების საფეხბურთო მატჩია, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

    „უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

  • აზერბაიჯანული დიზელი რუსულით ჩანაცვლდება

    ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ოკუპანტ სახელმწიფოზე დამოკიდებულს ხდის – პირველი იანვრიდან, დიზელის ბაზრის მონოპოლისტი საქართველოში რუსეთი გახდება. ახალი რეგულაციებით, რომელიც ხუთ თვეში ამოქმედდება, ევრო 4 ტიპის საწავავის მოხმარება ქვეყანაში აიკრძალება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული დიზელი საქართველოში აღარ შემოვა და დეფიციტი რუსული პროდუქციით შეივსება.

    საქართველოს ნავთობის ბაზრის 40 პროცენტს აზერბაიჯანი აკონტროლებს, 20 -% -ს რუსეთი. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი რუსეთი ბაზრის 60%-ს გააკონტროლებს და მონოპოლისტი გახდება.

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორები საქართველოს მთვარობას ახალი რეგულაციების ერთი წლით გადავადებას სთხოვენ. ამ პერიოდში ახალი ევროპული ტიპის საწვავის წარმოებას აზერბაიჯანი დაიწყებს, რაც საქართველოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულს აღარ გახდის. ექსპერტების აზრით თუ ხელისუფლება იმპორტირების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს ქვეყანა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდება.

    საქართველოს საწვავის ბაზარზე რუსეთი დღემდე ერთ ერთი მთავარი მოთამაშეა. ბენზინგასამართი სადგურების ქსელის დიდი ნაწილი რუსულ კომპანიებს ეკუთვნით. „ლუკოილი“ რუსული ბრენდია, რუსეთის სახელმწიფო კომპანია როსნეფტს ეკუთვნის კომპანია „პეტროკასი“, რომელიც „გალფის“ მფლობელია. ოპოზიცია ამბობს, რომ არსებულ რისკებს მთავრობამ ახალი არ უნდა დაუმატოს და ქვეყანა რუსულ საწვავზე დამოკიდებული არ უნდა გახადოს.

  • ურეკში მოზარდი და ახალგაზრდა გოგონა დაიხრჩო

    ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, შავ ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. თვითმხილველების ცნობით, ერთი მათგანი 12 წლის ბავშვია, მეორე კი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მისივე ცნობით, სამაშველო სამსახურის დახმარება სჭირდებოდა კიდევ ერთ მოზარდს, რომელიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.

    შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ორივე გარდაცვლილი ადგილობრივია.

    თვითმხილველების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.