Category: არქივი

  • 50%-ის კონტროლი, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის-სალია

    „რუსთავი 2“-ის  გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას უპასუხა. სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს. 
    „რაც შეეხება იმას, რა იყო შეთავაზებული 2015 წელს და რა იყო შეთავაზებული ახლა. 2015 წელს განიხილებოდა, საჯაროდ ითქვა, რომ ქიბარ ხალვაში მზად იყო დაეთმო 50 პროცენტი, თუმცა ამ საუბრებს მიღმა ასევე ბევრი საუბარი იყო, ბევრი დისკუსია, რაც საბოლოო ჯამში, თუნდაც ორი დღის წინანდელ შეხვედრაზე ითქვა ორივე მხარის მიმართ, რომ მოდი, დავანებოთ თავი რა იყო წარსულში, რადგან რეალურ შეთანხმებამდე ჩვენ ვერ მივედით, ამიტომ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ ნაწილში ურთიერთობა და თქვით, რასაც გვთავაზობთ. ქიბარ ხალვაშმა უთხრა ის, რასაც სთავაზობდა, მან შესთავაზა 40%. 40% არის საკმაოდ დიდი წილი კომპანიაში. კონტროლის ბევრი მექანიზმი არსებობს და 40 %-ის მფლობელს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

    სხვადასხვა დროს სხვადასხვა საუბრები იყო და საბოლოო ჯამში ქიბარ ხალვაშმა, რომელიც სამართლებრივად, ყველანაირი პროცედურის დაცვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დარეგისტრირდა მესაკუთრედ, მან გამოიჩინა კეთილი ნება. ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს, ეს ძალიან კარგად იციან მათაც და ამბობენ კიდევაც. ეს არ არის ვალდებულება, ეს არის კეთილი ნება. რატომ არ მაძლევ უფრო მეტს და არ მჩუქნი, მგონი არასწორია“,-აცხადებს პაატა სალია.

    სალიამ განაცხადა, რომ “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არავინ აპირებს და 50%-ის აქიმიძის და დვალისთვის გადაფორმება დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტია ვერ იქნება.

    „სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საუბარი ძალიან ბევრია და ჩემი პასუხია, რომ ყოველდღიურობა გვაჩვენებს იმას, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არც არავინ ჩარეულა და არხი აგრძელებს მუშაობას ისე, როგორც მუშაობდა. ვერავინ მეტყვის, რომ ვინმემ რაიმე მითითება მისცა ჟურნალისტებს. 50%-ის კონტროლი, ჩემი აზრით, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის. დათოს განცხადება იყო, რომ ის აპირებს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ამ შემთხვევაში სად არის ლოგიკა? ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა“, – განაცხადა სალიამ.

  • ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

    ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9296 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0422 შეადგინა.

    ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ერთი ევროს ღირებულება 3.2328 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0799 ლარი შეადგინა.

  • ზუგდიდში ორი მუშა თხრილში ჩავარდა

    ზუგდიდში ორი მუშა თხრილში ჩავარდა. შემთხვევა ჩიქობავას ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა მუშები საკანალიზაციო ორმოს თხრიდნენ.

    მაშველებმა თხრილიდან ერთ-ერთი მუშის ამოყვანა მოახერხეს და ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ წუთებშისამაშველო ჯგუფი მეორე მუშის ამოყვანას ცდილობს.

    შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სახანძრო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

  • მამაკაცს, რომელმაც ხაშურის მუნიციპალიტეტში მეუღლეს სახლი დაუწვა, 4 წელი მიუსაჯეს

    ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის საცხოვრებელი სახლის დაწვისთვის მამაკაცს 4 წელი მიუსაჯა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

    გადაწყვეტილების მიხედვით, 2 წელი მსჯავრდებული საპატიმროში მოიხდის, დანარჩენ ორ წელს კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ.

    მამაკაცმა  შურისძიებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს საცხოვრებელი სახლი 2018 წლის 17 დეკემბერს  დაუწვა.

    საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ  მამაკაცი, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, დაზარალებულთან ერთად ცხოვრობდა სახლში.

    ,,უთანხმოებისა და ეჭვიანობის გამო, 2018 წლის 17 დეკემბერს, ცეცხლის წაკიდებით განზრახ გაანადგურა მეუღლის  კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

  • ეროვნულმა ბანკმა 32 800 000 დოლარი გაყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 32 800 000 დოლარი გაყიდა- ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

    „2019 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • „ჩემი ცოლის დაქალები“ „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა

    პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, მრავალი წლის მერე, „რუსთავი 2“-ის მაყურებელს დაემშვიდობება. ამის შესახებ on.ge-ს სერიალის შემქმნელებმა განუცხადეს. როგორც ცნობილი გახდა, სერიალი, რომელსაც უამრავი მაყურებელი ჰყავს, „ფორმულა კრეატივის“ მიერ შექმნილ სხვა პროექტებთან, – „მთავარი ექიმი“ და „ჩემი სამზარეულოს წესები“ ერთად, „ფორმულა კრეატივის“ ახალ ტელევიზიაში გავა, რომლის დაფუძნების შესახებ უკვე განაცხადეს.

    „ჩემი ცოლის დაქალები“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტია.

  • “მეშინია კამერების და ჩიტების” – ზურაბ ადეიშვილი

    იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან სატელევიზო ინტერვიუს საკუთარ ფობიებზეც ისაუბრა. გვარამიას შეკითხვაზე, რატომ ეშინოდა მას საჯაროდ საუბარი კამერებთან, ყოფილმა მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ ეს მისი  ერთ-ერთი ფობიაა.

    “ხო აქვს ადამიანს რაღაც ფობია, ერთ-ერთი ფობიაა კამერების შიში და ჩიტების, ამას გარ­და, მთე­ლი ბავ­შვო­ბა მეც და დე­და­ჩე­მიც ვოც­ნე­ბობ­დით, რომ ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც ამა­ზე უარი ვთქვი, არის სის­ხლის და ნემ­სის შიში. არა­სო­დეს მი­ყუ­რე­ბია, ნემსს რო­გორ უკე­თე­ბენ ადა­მი­ანს,“ – თქვა ადე­იშ­ვი­ლი.

  • “როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელი იყო. ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში არ შეიძლება”-გვარამია

    ცოტა ხნის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

    განაცხადების თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

    პროკურატურაში დაბარებას გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    “პროკურატრაში დამიბარეს დაკითხვაზე. ნინო ნიჟარაძის მიერ ჩემ წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე საქმე აღუძრავთ და ამ ეტაპზე მოწმის სახით მიბარებენ. სამი მუხლითაა საქმე აღძრული: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ და მე-3 ნაწილის გ (დიდი ოდენობით მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ (დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 220-ე მუხლი (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

    როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ რ2ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის გარანტირება, იქედან წამოსვლა და რ2ის წასულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება. და საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს 🙂

    მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? და დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?

    მე, როგორც ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს. მამაჩემი ებრძოდა საბჭოთა კავშირს და თავისი თვალით იხილა მისი მართალი და ისტორიული ბრძოლის ისტორიული შედეგი – საქართველოს გათავისუფლება კომუნიზმისგან და საბჭოთა ოკუპაციისგან და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მეც, 30 წლის მერე, პრაქტიკულად იგივე ბრძოლაში ვარ – ასევე მართალში და ისტორიულში, და ასევე საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. და ვპირდები ჩემ შვილებს – მეც ვნახავ ჩემი ისტორიული ბრძოლის ისტორიულ შედეგს, და ისინი იცხოვრებენ ბოლომდე დესოვიეტიზებულ თავისუფალ საქართველოში, სადაც თავისუფალი სიტყვის მსახურებისთვის არავინ დაიბარებს პროკურატურაში”-წერს გვარამია.

  • ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

    “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ახალ ტელევიზიას შექმნა დაანონსა.

    შეტყობინება არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დღეს მიიღო. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

    პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ   პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

    „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

    სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • თიბისიმ სითი ბანკთან სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა

    თიბისი ბანკმა სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული ჩარჩოხელშეკრულება გამოყენებული იქნება საქართველოში ადგილობრივი იმპორტიორებისა და ექსპორტიორების სავაჭრო საქმიანობის დასაფინანსებლად.

    „სითი ბანკთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენი წარმატებული მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს ჩვენი კორპორატიული და სმი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების თვალსაზრისით“, განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

    სითი ბანკის შესახებ

    სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას.

    თიბისი ბანკისა და თიბისი ბანკის ჯგუფის (“TBC PLC”) შესახებ

    თიბისი ჯგუფი არის ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული ღია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც 2016 წლის თებერვალში დაფუძნდა. თიბისი ჯგუფი სს თიბისი ბანკის მშობელი კომპანია 2016 წლის 10 აგვისტოს გახდა. თიბისი ჯგუფი კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე სიმბოლოთი TBCG და შედის FTSE 250 ინდექსში.

    თიბისი ბანკი, შვილობილ კომპანიებთან ერთად, წამყვანი უნივერსალური საბანკო ჯგუფია საქართველოში, რომლის მთლიანი წილი ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სესხების 38.5%-ს და არასაბანკო დეპოზიტების 41,0%-ს შეადგენს.