Category: არქივი

  • პროკურორი არ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა ნიკა გვარამიას ხელმეორედ დაკითხვაზე

    დაიბარებენ თუ არა ნიკა გვარამიას კიდევ ერთხელ გამოკითხვაზე, ამასთან დაკავშირებით საქმის პროკურორი ჯერ ვერ საუბრობს.

    ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მიღებული პასუხების შესაბამისად კი დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო ნაბიჯები. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილია, გახდება თუ არა საჭირო ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე ხელმეორედ დაბარება.

    “გამოძიება მიმდინარეობს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. და ასევე ქონების გადამალვის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა დღეს მოწმის სახით სასამართლოში ნიკა გვარამია. ეს პიროვნება გენერალური დირექტორი იყო რუსთავი 2-ის. ბუნებრივია რადგან პერიოდი ეხებოდა მისი მუშაობის პერიოდს მოხდა მისი გამოკითხვა. დაისვა შესაბამისი კითხვები და მივიღეთ პასუხები. ამ პასუხების შეფასებების შემდგომ დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ,“-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

    ნიკა გვარამიას გამოკითხვა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ის მოწმის სტატუსით გამოიკითხა.

  • მობრძანდეს ქიბარ ხალვაში მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს – გვარამია

    ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულებულია, მან საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი თქმით, კითხვები შეეხებოდა ფინანსურ დოკუმენტაციებს და ფინანსებს, რაშიც ნიკა გვარამიას განცხადებით, ის კომპეტენტური არ არის.

    “დამკვიდრებული სავაჭრო წესების განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით. მომისმინეს, დაიბარებენ, ალბათ ჩვენს ფინანსურ სამსახურებს, ასეთი ეჭვი მაქვს.

    მე რა ინფორმაციაც ვიცი, კომპეტენტური ვარ და მახსოვს მივაწოდე, ციფრების მდგენელების ჩაშლა არ ვიცი. მძიმე მდგომარეობააო, ქიბარ ხალვაშს რომ ჰკითხონ მის დროს როგორი მდგომარეობა იყო არა?

    ჩვენ რაც გვაქვს ვალები, აბსოლუტურად გასტუმრებადია, ამას სჭირდება ჩასხმა, ჩვენ წელს დაგეგმილი გვქონდა ჩასხმა. ჩვენს დამფუძნებლებს ვგულისხმობ, მაგრამ “რუსთავი2” მათი აღარაა და არ ჩაასხამენ ამ ფულს, პირიქით ისინი რაც ჩასხმული აქვთ იმას მოითხოვენ უკან, უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით.

    ამიტომ მობრძანდეს ქიბარ ხალვაში მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, ჩაასხას ფული გაისტუმროს ვალები და გაისტუმრონ ხელფასები. მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები “რუსთავი2″-ის მიმართ, ოღონდ ის განიხილება ლონდონის არბიტრაჟში. იმიტომაც იხილავენ სისხლის სამართლის წესით, რადგან ნებისმიერი სამოქალაქო დავა ჩემთან საქართველოში შეუძლებელია,”-ამბობს ნიკა გვარამია.

    გვარამია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ქიბარ ხალვაშს ქართული და ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებით, მიღებული ქონება, ბევრად აღემატება, გასულ წლებში მის ხელთ არსებულს.

  • ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა

    „რუსთავი 2″ – ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა თბილისის საქალქო სასამართლოში დასრულდა.

    გვარამია ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 2 საათზე მეტ ხანს აძლევდა.

    სასამართლოში შეკრებილი იყვნენ ნიკა გვარამიას მეგობრები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

    პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

  • “ოღონდ ახლა გვარამია არ დაიჭიროთ და მაგის უფლებებზე არ მაყვიროთ“-ჩერგოლეიშვილი

    „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავებასთან დაკავსირებით წერს.

    “ოღონდ ახლა გვარამია არ დაიჭიროთ და მაგის უფლებებზე არ მაყვიროთ და რავი, ერთი დღით ბიძინას კრიტიკაზე მორატორიუმს გამოვაცხადებ!

    იყოს გარეთ, გააკეთოს “მთავარი ტელევიზია” ნულიდან.

    ხომ შეიძლება, ოდნავი კეთილგონიერებაც გამოიჩინოთ”-წერს ჩერგოლეიშვილი.

  • საქართველოში ამ დრომდე ამდენი პოლიტიკოსი პატიმრობაში არ ყოფილა – ხაბეიშვილი

    “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ქვეყანას არასოდეს ჰყოლია ამდენი პოლიტიკური პატიმარი.

    “მოსამართლეც, პროკურორიც, შს მინისტრიც არის ბიძინა ივანიშვილი. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით რომ სამართლებრივი პროცესი არ მიმდინარეობს და ცდილობს ნიკა გვარამია გააჩეროს, ეს ალბათ საქართველოსთვის ნათელია. ქვეყანაში არის ოფიციალური დიქტატურა დამყარებული და საქართველოში ამ დრომდე ამდენი პოლიტიკოსი პატიმრობაში არ ყოფილა. ქვეყანა არის განსაცდელში და ჩვენი ქვეყანაა დასაცავი, ეს აქლემი ყველას კარებთან მოვა და დაიჩოქებს,”-ამბობს ხაბეიშვილი.

  • არსებობს ორი სხვადასხვა განცხადება სხვადასხვა პირის მიერ შემოტანილი – გვარამიას საქმის პროკურორი

    “არსებობს ორი სხვადასხვა განცხადება სხვადასხვა პირის მიერ შემოტანილი”- ამის შესახებ  ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა  ჟურნალისტებთან განაცხადა. გვარამიას გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, 11:00 საათზე მოხდება.

    პროკურორი მტკიცებულებების შესახებ არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში გვარამიას წინააღმდეგ ორი განცხადებაა შესული.

    „რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს, გამოძიებას აქვს რამდენიმე საინტერესო კითხვა და იმედი გვაქვს რომ ამ კითხვებზე მივიღებთ პასუხს,“-აცხადებს პროკურორი.

    გვარამიამ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

    პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. გვარამიას დაბარებას წინ უძღოდა მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება.

  • რობერტ კენედის 22 წლის შვილიშვილი გარდაიცვალა

    რობერტ კენედის 22 წლის შვილიშვილი სორს კენედი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახი ადასტურებს. მასაჩუსეტსში კენედის რეზიდენციაში გადაუდებელი დახმარება გამოიძახეს, თუმცა გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    სორს კენედი ჰილი ბოსტონში კოლეჯის სტუდენტი იყო.22 წლის გოგონას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    “მისი ცხოვრება სავსე იყო იმედით და სიყვარულით, შეძრული ვართ ამ უდიდესი დანაკარგით”-აცხადებს კენედების ოჯახი.

    კენედების ოჯახში წარსულშიც რამდენიმე ტრაგედია მოხდა.

    რობერტ ფრენსის ბობი კენედი, გარდაცვლილი გოგონას ბაბუა, ამერიკელი დემოკრატი სენატორი 1968 წელს მოკლეს. მანამდე კი 1963 წელს მისი ძმის პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობა მოხდა.

  • უცხო ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

    ერთიანი ეროვნულ გამოცდების უცხოური ენების გამოცდის ტესტების შედეგები გამოქვეყნდა.აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეუძლიათ ვებგვერდზე და ასევე SMS-ის საშუალებით.

    სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

    სხვა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად მოხდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, შედეგები შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება, ხოლო სტატისტიკური ანალიზი ვებგვერდზე აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განთავსდება.

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოსა და ხომლელის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-2 დასახლებისა და ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მიქელაძის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ახმეტელის, სამტრედიის, წყალტუბოს, აგლაძისა და ბაღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ავჭალის გზატკეცილის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ლაზოს, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის, გელა ჭედიას, გმირ კურსანტთა და ედიშერ გარაყანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ულიანოვის, ბარალეთისა და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამრეწველო დასახლების, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჟღენტისა და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლებისა და აღმაშენებლის ხეივნის მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბარნოვის, ერეკლე ტატიშვილის, თარხნიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, შოთა მილორავასა და ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.