Category: არქივი

  • “კრიმინალურ ავტორიტეტს” საკუთარ სახლში ყელი გამოჭრეს – მომხდარი ეზოს ვიდეოკამერებმა გადაიღო

    უკრაინაში, “კრიმინალურ ავტორიტეტს” საკუთარ სახლში ყელი გამოჭრეს. ის ალექსეი პეტროვია, მეტსახელად „პეტრიკა“. მომხდარი ეზოში დამონტაჟებულმა ვიდეოკამარებმა გადაიღო. ე.წ. კანონიერმა ქურდმა კარი გააღო, საიდანაც 2 ადამიანი შემოვიდა, რომლებმაც ის სიცოცხლეს გამოასალმეს და მშვიდად დატოვეს ტერიტორია

  • მუხიანში ქალი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას ემსხვერპლა

    მუხიანში, მეორე მიკრორაიონის მეოთხე კორპუსში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა
    მეზობლების თქმით, ქალი სამი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, სამაშველო სამსახური კი უსიამოვნო სუნის გამო გამოიძახეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

  • ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული – ნათია თურნავა

    ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ლარის კურსი ხელოვნურად იყო გაუფასურებული. ამის შესახებ განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ორგანული და სიღრმისეული მიზეზები ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში არ არსებობს.

    „ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული. რადგან გამოქვეყნდა კიდევაც პირველი ექვსი თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები. ეკონომიკა იზრდება. საგადამხდელო ბალანსი უმჯობესდება. შესაბამისად, არანაირი ორგანული, სიღრმისეული მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული. შესაბამისად, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია არის სრულიად ადეკვატური,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

  • ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.8870 ლარი გახდა

    ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8870 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0426 შეადგინა.

    ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ერთი ევროს ღირებულება 3.2037 ლრი გახდა. ცვლილებამ 0.0291 შეადგინა.

  • ის, რაც ისედაც არსებობს, ჯობია კანონით მოწესრიგებული იყოს-მიქაუტაძე ლგბტ ქორწინებაზე

    “ის, რაც ისედაც არსებობს, ჯობია კანონით მოწესრიგებული იყოს”-ასე უპასუხა  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ გასაუბრებაზე, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, რომელიც ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერს შეეხებოდა.

    “დისკრიმინაციული არ არის, მაგრამ მომავალში აუცილებლად გახდება დამაბრკოლებელი და საკონსტიტუციო ნორმების შეცვლას სხვა სტანდარტი აქვს – იმ შემთხვევაში, თუ გადავწყვეტთ, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების უფლება მივანიჭოთ. ძალიან რთული თემაა, არ მიფიქრია, მაგრამ იცით რაზე ვფიქრობ ყოველთვის? ის, რაც ფაქტობრივად არსებობს, ჯობია, არსებობდეს მოწესრიგებული სახით. თუ ჩვენ მოვლენებს, რომელიც ისედაც არსებობს საზოგადოებაში, ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, დავუპირისპირდებით ხისტი ჩარევებით, როგორიც არის საკანონმდებლო დონეზე უფლებების მინიჭება ან არმინიჭება, ეს ყოველთვის გამოიღებს ცუდ შედეგს და სწორ მიზნამდე არ მიგვიყვანს. ამიტომ ჯობია, საკანონმდებლო დონეზე იყოს მოწესრიგებული ის ურთიერთობები, რომელსაც, ყველა ვაღიარებთ, რომ ისედაც არსებობს”-განაცხადა მიქაუტაძემ.
    .

  • ქუთაისში აივნის ჩამონგრევის შედეგად 78 წლის ქალი გარდაიცვალა

    ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში აივანი ჩამოინგრა.შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, გარდაცვლილია 78 წლის ქალი, რომელიც ნგრევის დროს აივანზე იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ “პრაიმტაიმი” ავრცელებს

    ქალი მეზობლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • „ამ ქვეყანაში თუ წვიმს ბიძინა ივანიშვილის ბრალია”-გიგა ბუკია

    “ქართული ოცნების” წევრი გიგა ბუკია აცხადებს, რომ თუ კი ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა აგოს პასუხი, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი უმიზეზოდ ბრალდება.

    „ამ ქვეყანაში თუ წვიმს ბიძინა ივანიშვილის ბრალია. თუ გვალვაა ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია, მუდმივად, რაც კი ქვეყანაში ხდება და მათშორის შესაძლო დანაშაულს, თუ ვინმე საქმე ჩადის და ამაზე პასუხის მოთხოვნა , ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბრალი. სინამდვილეში რა ხდება, ძალიან მარტივად არის საკითხი. ჯერ კიდევ იმ დროს როდესაც გენერალური დირექტორი იყო გვარამია რუსთავი 2-ისა, როგორც ჩვენ გვახსოვს თანამონაწილეები დაობდნენ და მათ შეიტანეს საჩივარი რომ რაღაც ფინანსურ დარღვევებზე ჰქონდათ მათ ეჭვი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ვალდებული იყო საქმე აღეძრა, დაეწყო მოკვლევები. თუ რამე კითხვის ნიშანი არსებობს და ეს კითხვის ნიშნები ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი,“-განაცხადა გიგა ბუკიამ.

  • ბახტაძე გვარამიას ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს

    პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე ნიკა გვარამიას ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს. მამუკა ბახტაძე, “ფიქრობს, რომ გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება კერძო დავის ნაწილია.

    “მე ვიცი რომ ერთ-ერთი აქციონერი ედავება კომპანიას, რომ მოხდა ფინანსურ საკითხებში მნიშვნელოვანი დარღვევები, რის შედეგადაც მან იზარალა და ვიცი, რომ დღეს უნდა ყოფილიყო გამოკითხვა. კანონი უზენაესია ჩვენ ვართ თანასწორი კანონის წინაშე – მხოლოდ ეს განმარტება შემიძლია გავაკეთო, რაც შეეხება პიროვნების პროდასავლურ კურსს, როგორც მოქალაქე ამაზე გიპასუხებთ.

    ჩემთვის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში ჩართული, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, მათ შორის თავისი განცხადებებით,რ ომ ევროპული ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს თურმე არიან სუბიექტურები და მოსყიდულები, ჩემთვის ნებისმიერი ასეთი ადამიანის სიტყვები ითარგმნება ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად.

    „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ მედია პლურალიზმი და ჩვენ ამ მედია პლურალიზმს ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ,“-განაცხადა ბახტაძემ.

  • “რუსთავი 2”-ში პროკურორები იმყოფებიან

    რუსთავი 2-ის შენობაში პროკურორები შემოვიდნენ. ამ წუთებში ტელევიზიის სათაო ოფისის ერთ -ერთ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. საუბარია ოფისის იმ ნაწილზე, სადაც კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული. გუშინ პროკურორებმა დოკუმენტაცია „ინტერმედიას“ სათაო ოფისიდან ამოიღეს, ახლა კი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    პროკურორ ლაშა აბულაძის განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეს.

    „მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ეხება კომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები სამსახურებრვი მდგომარეობის მითვისებით. ასევე მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგების გზით კომპანიის ქონების გადამალვის ფაქტებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩვენს მიერ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღებული იქნა სასამართლოს განჩინება. რომელიც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში იჯარით გაცემული ფართის, კერძოდ, კი “ინტერმედია პლუსზე” იჯარით გაცემული ფართის ოთახში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ეს მოქმედება ტარდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც გუშინ ჩატარდა სხვა მისამართზე. ამჟამად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. თუმცა მინდა დავაზუსტო რომ ეს მოქმედება, ჩვენს მიერ დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოძიება ეხება მხოლოდ შპს ინტერმედია პლუსს,“-განაცხადა ლაშა აბულაძემ.

    კომპანია „ინტერმედია“ რუსთავი 2-ის კონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც სარეკლამო დროს ყიდის. სწორედ ამ კომპანიის გენერალური დირექტორის ოთახში იმყოფებიან ამ წუთებში პროკურორები.

    საგამოძიებო მოქმედებას ესწრება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის დეტალები უცნობია.

    „მან განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი აინტერესებს. იმ გამოძიების ფარგლებშია რაც არის დაწყებული. როგორც რუსთავი 2-ისთვის ზიანის მიყენების ასევე ინტერმედიასთან მიმართებაში დაწყებული გამოძიების და სავარაუდოდ ეს დოკუმენტები აინტერესებს, რაც არის დაკავშირებული ინტერმედიასთან. ამის მეტი ინფორმაცია არ მაქვს ამ ეტაპზე,“-განაცხადა პაატა სალიამ.

    ინტერმედია არის რუსთავი 2-ის კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ყიდის სარეკლამო დროს. და სწორედ ამ კომპანიის გენერალური დირექტორის ოთახში იმყოფებიან ამ წუთებში პროკურორები.

  • გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს – ბახტაძე

    „გვაქვს ყველანაირი მოლოდინი რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს,“-აცხადებს საქართველოს პრემიერი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ პოზიტიურ მოლოდინს მთავრობას ეკონომიკაში არსებული პროცესები უჩენს.

    პრემიერი ამბობს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება, რადგან ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღი და დინამიკურია.

    „ლარი უკვე ორი დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს. პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი ამას მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი, ეს დაადასტურა საქსტატის მონაცემებმაც. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს,რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის მყარი, ჯანსაღი და ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებულია. ამას ხელი შეუწყო ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა.ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები არის პოზიტიური და გვიჩვენებს მყარ დინამიკას“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერი ლარის გაუფასურებას სხვადასხვა ფაქტებს მათ შორის ტურიზმის შემცირებას უკავშირებს. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში ქვეყანას მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა, „ცნობილმა მოვლენებმა“ ამ მიმართულებით პრობლემები შექმნა.

    „იმ გამოწვევების ფონზე,რომელიც დადგა, იგივე ტემპის გაგრძელება გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ იმ ღონისძიებებით,რომელიც დავგეგმეთ დავაბრუნებთ ასეთ მზარდ დინამიკას ტურიზმის სექტორში,“-აცხადებს პრემიერი.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ საუბრობს 20 ივნისის მოვლენების გავლენაზე და ამბობს, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რუსი ტურისტების შემოსვლის აკრძალვას ასახელებს.

    შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 40 მილიონის დოლარი გაყიდა. ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს აღემატებოდა გუშინ კი ლარის ნიშნულმა ოდნავ აიწია და 1 დოლარის შეძენა 2.92 თეთრად იყოს შესაძლებელია.