Category: არქივი

  • შსს-მ 3 მოქალაქე თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო კარანტინში იძულებით გადაიყვანა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 მოქალაქე გამოავლინა, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არღვევდნენ და ისინი კარანტინში იძულებით გადაიყვანა. მოქალაქეები ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გამოვლინდნენ.

    „თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს”,- წერია შსს-ს განცხადებაში.

    ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამჟამად 1000-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში. მათ მოუწოდებს, ნუ დაარღვევენ რეჟიმს.

  • მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 130 ათასს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა 4756-ია, ხოლო 68 ათასზე მეტი განიკურნა.

    ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, გავრცელების მასშტაბი საგრძნობლად შემცირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 ახალი ინფიცირებული და 11 გარდაცვლილია, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით მცირეა.

    რაც შეეხება იტალიას, მასზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ განახლებულა. გუშინდელი მონაცემებით, გარდაცვლილია 827 ადამიანი, 12 462 კი დაავადებული.

    დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 295 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 49.

  • “შენ ძლიერი ხარ იტალია!” – კახი კალაძე იტალიის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს

    თბილისის მერი კახი კალაძე, იტალიის მხარდამჭერ პოსტს საკუთარ twitter-ზე აქვეყნებს.

    „შენ ძლიერი ხარ იტალია, თქვენ გაუმკლავდებით და გადალახავთ ამ დიდი გამოწვევას. ჩემი მხარდაჭერა თქვენ!“, – წერს თბილისის მერი. 

  • კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია

    კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია. ის ამ რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც მის მეუღლეს გრიპის ნიშნები დაუდგინდა და კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა. მისი ტესტის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

    ,,მე ვეკონტაქტე ექიმს და მას არ სჯერა, რომ კორონავირუსის სიმპტომები მაქვს, მაგრამ მათ მირჩიეს, რომ შევზღუდო საზოგადოებასთან კონტაქტი სანამ თავს უკეთ არ ვიგრძნობ”,- წერს სოციალურ ქსელში ტრუდო.

    კანადაში ამ დროისთვის კორონავირუსით 118 დაავადებული და 1 გარდაცვლილია.

  • “ვითარება სერიოზულია,სიფრთხილე და არა შიში!”-სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

    “ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო, ცხოვრების სრულიად განსხვავებულ რეჟიმზეა გადასული. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოცხადდა. ეს, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ვითარება სერიოზულია. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პანდემია გულისხმობს საფრთხის არა გარკვეულ საფეხურს, არამედ მიუთითებს დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე, ანუ ყველა კონტინენტზე გავრცელებაზე. დღეისათვის, – იმ რეალობაში, როცა ზოგიერთი ქვეყანა ეპიდემიის მწვავე შემოტევას ებრძვის, – ჩვენთან მდგომარეობა საგანგაშო არ არის. პირველივე დღიდან მიღებულ იქნა დროული და ეფექტიანი ზომები, რამაც განაპირობა დაავადების გავრცელების მაქსიმალური კონტროლი. თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მოვდუნდეთ და არ მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. ყველას გვევალება არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მიიღო აუცილებელი ზომები. პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო ვიზიტები; შეიზღუდა სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები. ამის შემდეგ გაუქმდა ვიზიტები რეგიონებში. ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა, ამ განსაკუთრებულ რეჟიმში სრულფასოვნად მუშაობა გრძელდება და გრძელდება ადმინისტრაციის მუშაობა უწყებათაშორის კომისიაში. პირველივე დღიდან სახელმწიფო და, კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა ყველა ზომას იყენებს გავრცელებული დაავადების შესაკავებლად. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები საზღვრებზე ზედამხედველობას ეფექტიანად ახორციელებენ. ამის შედეგია, რომ დაავადებამ ამ დრომდე არ მიიღო გავრცელების უფრო მძაფრი ფორმა. საერთაშორისო პარტნიორებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასეს ჩვენი ნაბიჯები. სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ჩვენ პანიკის არც საფუძველი და არც უფლება არ გვაქვს. პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე, სიფრთხილესა და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. ეს არის ჩვენი ერთობლივი ვალდებულება, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ დაავადების გავრცელების არეალი, – მით უმეტეს, რომ დაავადება მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ ემუქრება. ის ემუქრება ზოგადად, ქვეყანას და მის ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობა კოლექტიურად უნდა ავიღოთ და გავინაწილოთ. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ თავზე, ჩვენს ოჯახებზე, ახლობლებზე, გარშემომყოფებზე; პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ამ დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქცევის წესებით დავადასტურებთ ჩვენს პატრიოტიზმს, ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეპიდემიასთან გამკლავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიზარდოს ქსენოფობიაში ან აგრესიის რაიმე სხვა ფორმაში. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მთელ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში პანდემიის შესაკავებლად, პოლიტიკური ძალები, ზუსტად ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ. ამ დაავადებასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს ერთიანობა განაპირობებს ხვალინდელ გამარჯვებას. მინდა მივმართო მედიასაშუალებებს: თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ყველა სიახლე, რაც ამ პროცესს ეხება. საზოგადოების სრულად და დროულად ინფორმირება თქვენი ვალდებულებაა. ამ პროცესის სწორი მართვისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, გამჭვირვალობა, მოქალაქეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მეორე მხრივ კი აუცილებელია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორც პანიკის მთავარი წყაროსგან, თავშეკავება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვითარების გარკვეულწილად გამწვავებისთვისაც, რასაც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, თუმცა, დამცავი მექანიზმები გვაქვს. მჯერა, რომ როგორი სამაგალითოც იყო ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება ეპიდემიის პირველ ეტაპზე, ასეთივე იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. მთავარია ჩვენი ერთიანობა და ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ამ რეალობაში არ შეიძლება, დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და ამ გამოწვევის წინაშე უფრო მეტად დაუცველნი აღმოჩნდნენ. დაბოლოს, სიფრთხილე და არა შიში!”,-ნათქვამია  პრეზიდენტის მიმართვაში.

  • დუმის დეპუტატმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და პუტინთან ერთად სხდომას დაესწრო

    ლიბერალ დემოკრატიული პარტიის წევრმა და რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი კატასონოვმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და პუტინის მოსმენას დაესწრო.

    მან საფრანგეთში იმოგზაურა, თუმცა ორ კვირით თვითიზოლაციაში არ დარჩა. ამის შესახებ მისი პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირენოსვკიმ განაცხადა.

    საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ კატასოვი დუმის რამდენიმე სხდომას დაესწრო, მათ შორის იმას, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს უსმენდნენ.

    ,,კატასონოვი გამოცხადდა აქ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ის შეიძლება უკვე ვირუსის მატარებელი იყოს. საშინელი საქციელია, მას ყველა ფეხებზე ვკიდივართ. შესაძლოა, მან უკვე ათობით ადამიანი დააინფიცირა”, – თქვა ჟირინოსვკიმ.

    კატასონოვის გამო დეპუტატების ნაწილი კარანტინში არიან მოთავსებულები.

    დეპუტატი ამბობს, რომ საფრანგეთში მაშინ იმყოფებოდა, როცა ქვეყანა მაღალი რისკის ზონად არ იყო გამოცხადებული. მისივე მტკიცებით, პუტინის გამოსვლისას ტრიბუნიდან შორს იჯდა და საეჭვოა, რომ მას შეეძლო პრეზიდენტისთვის რაიმე ზიანის მიყენება.

  • საქართველოში 1000-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია- ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართევლოს მასშტაბით 1000-მდე ადამიანი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება.

    გამყრელიძე მათ მოუწოდებს, არ დაარღვიონ რეჟიმი.

    ,,დაახლოებით ათასამდე ადამიანი თვითიზოლაციის რეჟიმშია. მინდა ვთხოვო ყველას, ნუ დაარღვევენ ამ რეჟიმს და თუ იქნა თვითიზოლაციის რეჟიმში გარკვეული სიმპტომები გამოხატული, მიმართონ, დაურეკონ ექიმს. ხშირად ვამბობდით, რომ მიმართონ და დღეს ვთხოვთ, დაურეკონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს პირდაპირი მიმართვები და სთხოვონ ექიმს, დაუნიშნონ ვიზიტი და ზუსტად იმ საათზე მივიდნენ. თავი მოვარიდოთ რიგებსა და თავყრილობებს”, – განაცხადა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

    ამავე ბრიფინგზე მან ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდა, არ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და იყვნენ სოლიდარულები.

    დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 295 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 49.

  • თსუ პირველ აპრილამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კორონავირუსის საფრთხის გამო პირველ აპრილამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის.

    თსუ-ის ინფორმაციით, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 16 მარტიდან დაიწყებს ელექტრონული სწავლების სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებას zoom-ის, smartboard-ისა და webinar-ის საშუალებით, ხოლო სხვა ფაკულტეტები 23 მარტიდან ელექტრონულ სწავლებაზე შემდეგი ფაკულტეტები გადავა:

    • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
    • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
    • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
    • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
    • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
    • მედიცინის ფაკულტეტი;
    • იურიდიული ფაკულტეტი;
    • თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.

    უნივერსიტეტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სტუდენტები რეგისტრაციის გავალს ელექტრონულ სისტემებზე (Moodle, LMS და სხვა). სტუდენტებს ფაკულტეტების ადმინისტრაციების მიერ მიეწოდებათ ინფორმაცია, რომელ პლატფორმაზე და როდის იქნება ხელმისაწვდომი ელექტრონული კურსები.

    სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც.

  • 8 მარტის შეთანხმებისას საუბარი იყო კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების მექანიზმებზე- ინაშვილი

    ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, 8 მარტის შეხვედრაზე, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, საუბარი კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების მექანიზმებზე იყო.

    რაც შეეხება მექანიზმებს, მისი თქმით, ისაუბრეს ზურაბიშვილის შეწყალებაზე და სასამართლოსა და პროკურატურის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე.

    “ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბარი იყო ამ შეხვედრებზე, გვარებზეც იყო საუბარი, მექანიზმებზეც იყო იდეები, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება… მე გარიგებაზე როცა ვლაპარაკობ, ამ გარიგებაში ვგულისხმობ იმას, რომ ასეთი შეხვედრები იყო არამარტო ამერიკის ან სხვა ელჩების რეზიდენციებში, არამედ პირდაპირ ხვდებოდნენ ერთმანეთს სააკაშვილის და ბოკერიას პარტიის წარმომადგენლები და ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერები.

    საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არის, თუ როგორ არის საქმე? ქართული ოცნების მთავარი დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ 2013 წელს არ დაიწყო ამ პირების დაკავება და მაინცდამაინც 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვია” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    ცნობისთვის, ,,ქართული ოცნება” უარყოფს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ოპოზიციასთან ისაუბრეს და შეთანხმდნენ. ხელისუფლება ასევე უარყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ.

    ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველ გუნდთან პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ და ისინი ციხეს დატოვებენ. მათი განცხადებით, გიგი უგულავას პრეზიდენტი შეიწყალებს, თამლიანს, ოქრუაშვილისა და რურუას კი აღკვეთის ღონისძიებები შეეცვლებათ.

  • კორონავირუსით აზერბაიჯანში პირველი ადამიანი გარდაიცვალა

    ზერბაიჯანში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.50 ქალი კარტანტინში ირანიდან დაბრუნების შემდეგ მოხვდა. მას ქრონიკული დაავადებები აწუხებდა. აზერბაიჯანში ამ დროისთვის კორონავირუსის 11 შემთხვევაა დადასტურებული.

    შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის