Category: არქივი

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოსა და ხომლელის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-2 დასახლებისა და ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მიქელაძის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ახმეტელის, სამტრედიის, წყალტუბოს, აგლაძისა და ბაღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ავჭალის გზატკეცილის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ლაზოს, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის, გელა ჭედიას, გმირ კურსანტთა და ედიშერ გარაყანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ულიანოვის, ბარალეთისა და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამრეწველო დასახლების, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჟღენტისა და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლებისა და აღმაშენებლის ხეივნის მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბარნოვის, ერეკლე ტატიშვილის, თარხნიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, შოთა მილორავასა და ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • ბათუმში 25 წლის ბიჭი დაჭრეს

    ბათუმში 25 წლის ბიჭი დაჭრეს.

    არსებული ინფორმაციით, გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საშაურმეში ქართველებსა და ტურისტს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.

    დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • Victoria’s Secret-მა ტრანსგენდერი ქალი მოდელი დაიქირავა

    Victoria’s Secret-მა ისტორიაში პირველად ტრანსგენდერი მოდელი დაიქირავა. ამის შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამზე თავად მოდელმა, ტრანსგენდერმა ქალმა ვალენტინა სამპაიომ დაწერა.

    მოდელმა გადასაღები მოედნიდან ფოტო გამოაქვეყნა.

    2018 წელს Victoria’s Secret-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, მან განაცხადა, რომ Victoria’s Secret-ის ჩვენებებში ტრანსგენდერი ქალები მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. ედ რაზეკს დისკრიმინაციული განცხადების გამო ბოდიშიც მოხდა მოუწია.

    ვალენტინა სამპაიო ცნობილი და წარმატებული ტრანსგენდერი ქალი მოდელია.

    2017 წლის თებერვალში სამპაიო ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა.  ეს Vogue-ის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როცა ღიად ტრანსგენდერი ქალი გარეკანზე მოხვდა.

  • გამოძიება ქართული ოცნების სამი ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ. ვინ გაფლანგა ასეულობით მილიონი ლარი

    სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენება და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა – გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მინისტრების, დავით შავლიაშვილის, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.

    ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დაკავებას არ ელოდება, თუმცა ადასტურებს, რომ გენერალურ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა.

    პროკურატურის გააქტიურება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ”კურიერის ” ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნამ დააჩქარა. დასკვნის მიხედვით, ავტობანის მშენებლობის პროექტზე თანხები გაიფლანგა და საეჭვო გარიგებებს ჰქონდა ადგილი.

    გამოძიება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ 2018 წლიდან მიმდინარეობს. საქმე სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობას ეხება, რისთვისაც 710 მილიონი საქართველოს, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასესხა. საქმის მასალების მიხედვით, ფული გზის ერთი ნაწილის ასაშენებლად უკრაინულ კომპანია ”ალტოკომს რეგიონული განვითარების სამინისტრომ წინასწარ ჩაურიცხა, უკრაინულმა კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა და არც თანხა დააბრუნა. ზურაბ ალავიძე „ალტკომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებთან შემხებლობას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ საგამოძიებო უწყებაში კითხვები ავტობანის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ჰქონდათ.

    ერთ-ერთი ვერსიით, უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში ექსპრემიერ, გიორგი კვირიკაშვილსაც დაიბარებენ. სავარაუდოდ, გამოძიება კვირიკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირებს არკვევს.

    ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებიდან არამიზნობრივად დახარჯული მილიონების შესახებ ოპოზიცია უკვე წლებია საუბრობს, თუმცა მათ განცხადებაზე პროკურატურა რეაგირებას არ ახდენდა.

    მიიღებს თუ არა პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების გადაწყვეტილებას, უცნობია. საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს.

  • ფუკუშიმას ატომურ სადგურთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

    იაპონიაში, ფუკუშიმას რეგიონში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ DailyMail-ი წერს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა იგრძნობოდა მიაგის რეგიონსა და ცენტრალურ ტოკიოშიც.

    შემთხვევის შედეგად დროებით შეჩერდა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობა. ადგილზე განლაგებული ატომური ელექტროსადგურები არ დაზიანებულა. სპეციალისტების ინფორმაციით, ფუკუშიმას სანაპიროებზე ცუნამის არ ელოდებიან.

    2011 წელს ფუკუშიმაში 9-მაგნიტუდიანი მიწისძვრა და ცუნამი იყო, რამაც ატომური ელექტროსადგურები დააზიანა და სტიქიამ 18.000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

  • ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

    ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. ერთმანეთს „ფორდისა“ და „მიცუბიშის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. “ფორდის მარკის ავტომობილში მჯდომი ქალი, ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებიდან ორი თბილისში ერთი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    დაშავებულთაგან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებათ.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

  • “შიდა საქმე გარეთ არ გამოდიოდა”-ჟურნალისტმა მანანა მანჯგალაძემ “რუსთავი 2” დატოვა

    ტელეკომპანია “რუსთავი 2” კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ჟურნალისტმა მანანა მანჯგალაძემ დატოვა. მანჯგალაძე ტელეკომპანიაში გადაცემა “Forbes კვირაში” რუბრიკა “საქმიანების” ავტორი იყო.

    მანანა მანჯგალაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ დღეს უკანასკნელი ეთერი ჰქონდა, თუმცა წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტევია.

    “დღეს ბოლო ეთერი მაქვს რუსთავი 2-ში.მესამედ ვემშვიდობები. არ ვიცი შეიძლევა ვერც ვერაფერი ვთქვა. არ არი იოლი. ჩემი სკოლაა. განსაკუთებით პირველად რომ მივედი და რ2 მიკროფონი დავიჭირე ხელში… აქ თუ არ მოხვდი მართლა ვერ წარმოიდგენ რა ჯადო აქვს. ვითომ ჩვეულებრივი ტელევიზია მაგრამ არა აქ თუ არ გიყვარს, არ ხარ გადადებული,არ ხარ ბოლომდე დახარჯული, თუ უკანასკნელი რესურსიც არ ჩადე ვერც გაჩერდები, ვერც იმუშავებ. კაი “სისხლისმელია”, ასეთი სისტემით ააწყვეს ჯერ საქმე და მერე ყველაფერი სხვა. ეს ვერავინ მოშალა…შეცდომები? როგორ არ იყო. ეს ყველაზე კარგად იქაურებმა იციან. მაგრამ ესეც რუსთავიორულია შიდა საქმე გარეთ არ გამოდიოდა. ერთი სიტყვით აქ ჩაკეტავ, ჩაახშობ სხვაგან ამოხეთქვს და ისევ ” ერთი, ორი სამი, ერთი ორი სამი ტრიალებს და საქანელა ტრიალებს და ტრიალებს..” -დაწერა მანანა მანჯგალაძემ.

  • “სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა”-ილია მეორე

    სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა, – ეს განცხადება ილია მეორემ 4 აგვისტოს საკვირაო ქადაგებაზე აღნიშნა.

    „დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლსა და დედის მნიშვნელობაზე. იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედებს შორის, ეს არის მაგალითი, როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან, ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა და სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

  • სააკაშვილი როგორც კი ჩამოვა, გავაგორებ-კიტოვანი

    სააკაშვილი როგორც კი ჩამოვა, გავაგორებ-ეს განცხადება ეროვნული გვარდიის დამფუძნებელმა თენგიზ კიტოვანმა იაგო ხვიაჩიას გადაცემაში “პროცესი” გააკეთა.

    “სააკაშვილს პირველი მე მოვკლავ. მაგან გაყიდა საქართველო და მაგის პოლიტიკით ვერ ამოგვიდგია სული. მე არც ვმალავ, როგორც ჩამოვა, გავაგორებ მაგას, თუ ცოცხალი ვიქენი. მაგან 10 წელი დედა უტირა საქართველოს, ნახეთ რას დაამსგავსა, ქართველი ქართველს არა ჰგავს… კომუნისტებმა ესე ქნეს თუ ისე, შეინარჩუნეს ეროვნული პოლიტიკა, ერი შეინარჩუნეს. ამან ყველა გაყიდა”-განაცხადა- კიტოვანმა

  • ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი-ბახტაძე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს ვალუტის ჯანსაღი პარამეტრების შესანარჩუნებლად ბერკეტები გააჩნია.

    ბახტაძე მიიჩნევს,რომ ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია.

    “ჩვენი პროგნოზები და ის ანალიზის, რომელიც გვქონდა ფინანსურ ინსტიტუტებს პრინციპში გამართლდა, რომ სამწუხაროდ ჩვენ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. ვინაიდან ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი.

    ლარმა დაიწყო გამყარება ბოლო ორი დღეა და მე ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პარამეტრები,“-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მასშტაბურად გაუფასურდა როგორც დოლართან ასევე ევროსთან მიმართებაში. გასულ კვირას ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს გადასცდა.