Category: არქივი

  • სათაფლიის ტყეში დაკარგული საქართველოს ორი, 17 წლის მოქალაქე მაშველებმა იპოვეს

    სათაფლიის ტყეში დაკარგული საქართველოს ორი, 17 წლის მოქალაქე მაშველებმა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    საძიებო სამუშაოების შედეგად, სათაფლიის ნაკრძალში უვნებლად ნაპოვნია დაკარგული საქართველოს ორი, 17 წლის მოქალაქე. ისინი მეხანძრე-მაშველების მიერ გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გარდა, ჩართული იყო წყალტუბოს კრიმინალური პოლიციის ჯგუფი და სათაფლიის ნაკრძალის რეინჯერი.

  • ჯაბა კანკავამ ტაქსისტ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, თანხა გადაურიცხა

    საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ტაქსისტ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ თანხა გადაურიცხა.

    ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე” მაია ქართველიშვილის შვილმა გაავრცელა.
    ,,დიდი მადლობა კაპიტანო, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს ჩემთვის ასე მძიმე წუთებში”-წერს ნიკა ქართველიშვილი.

    ტაქსი წარწერით #მაიასთვის თბილისის ქუჩებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ის საქველმოქმედოა. შეგროვილი თანხა მაია ქართველიშვილის მკურნალობას მოხმარდება.

    54 წლის მაია ქართველიშვილის  გადასარჩენად ამ ეტაპზე 150 000 აშშ დოლარია საჭირო.

  • ბაღდათში, ავარიის დროს დაშავებული მეორე ახალგაზრდაც გარდაიცვალა

    ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მეორე ახალგაზრდაც გარდაიცვალა.

    19 წლის ბიჭი, რომელიც მოტოციკლს მართავდა ადგილზე დაიღუპა, მისი თანმხლები კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

    შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა, ბაღდათის ცენტრში „ბეემვეს” მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • 20 ივნისის აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ შარვაშიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

    20 ივნისის აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ შარვაშიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რაც ნიკოლოზ შარვაშიძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა.

    შედეგად სასამართლოს დადგენილებით, „თელავის დემოკრატიის სკოლის“ ხელმძღვანელის, წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა.

    შარვაშიძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდნენ. პარალელურად, პროკურატურა ნიკოლოზ შარვაშიძის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.

    “ჰქონდათ მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმი, შესაბამისად მათი მხრიდან სხვა მტკიცებულება არ ყოფილა, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამო, მოსამართლემ შეწყვიტა სამართალწარმოება და მცნო უდანაშაულოდ,”-ამბობს შარვაშიძე.

  • 72 წლის ტურისტი ხევსურეთში სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადავარდა

    საქართველოში სლოვენიის მოქალაქე დაშავდა .72 წლის ტურისტი მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ ბილიკზე ველოსიპედიდან გადავარდა. სლოვენიის მოქალაქე მრავლობითი მოტეხილობით ვერტმფრენით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    დაშავებულ ტურისტთან ერთად იმყოფებოდნენ საფრანგეთის ორი, ისრაელის ერთი და სლოვენიის ერთი მოქალაქე.

    ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთლი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლის, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, ქინძმრაულის, ლორთქიფანიძის, მროველის, ნახუცრიშვილის, იუმაშევის, ორახელასშვილის, გოკიელის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის III მიკორორაიონის II კვარტლის, იოზეფ პილსუდსკის გამზირის, ძეგლევის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, კალოუბნის და პატარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღის III მიკორორაიონის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხერგიანის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ზარზმის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, წინამძღვრიშვილის (გლდანი), პატარა ტბის და ხერგიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, სოფელი ჭალას, სოღანლუღის, მარნეულის და ჭალადიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”,- აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

  • პირველი ტრანსგენდერი მოდელი Victoria’s Secret-ის ისტორიაში

    Victoria’s Secret-ის მოდელების რიგებში ტრანსგენდერი მოდელი მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “The New York Times”- ი ავრცელებს.მსგავსი გადაწყვეტილება ბრენდის არსებობის მანძილზე პირველად დაფიქსირდა. მოდელი 22 წლის ბრაზილიელი  ვალენტინა სამპაიოა.ინფორმაციას მოდელის აგენტი ადასტურებს. მან ასევე განაცხადა რომ მოდელი ვიქტორია სეკრეტს “ვარდისფერი ხაზის” კამპანიისთვის შეუერთდა, რომელსაც აგვისტოს შუა რიცხვებში ვიხილავთ.

    {{PHOTOGALLERY}}

    2018 წელს Victoria’s Secret-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ედ რაზეკმა განაცხადა, რომ კომპანიის ჩვენებებში ტრანსგენდერ მოდელებს მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ. რაზეკის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც მან შემდეგ ბოდიშიც მოიხადა. 

  • ესპანეთში მამაკაცმა მაცივარი ხევში გადააგდო პოლიციამ კი უკან ამოატანინა (ვიდეო)

    ესპანეთში მამაკაცმა მაცივარი ხევში გადააგდო, ხოლო პოლიციამ ის უკან ამოატანინა. ამის შესახებ ინფორმაციას “The Telegraph”-ი ავრცელებს. მაცივრის ხევში გადაგდების კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.მამაკაცი მაცივარს  ხუმრობით აგდებდა ხევში რათა გაეგო თუ რამდენჯერ გადაბრუნდებოდა.

    როგორც ირკვევა ახალგაზრდა მამაკაცი სამხრეთ ალმერიის რეგიონში ძველი ნივთების გადამამუშავებელ კომპანიაში მუშაობს. მაცივარიც სწორედ ამ კომპანიიდან წამოიღო. “გადავამუშაოთ, მოდი გადავამუშაოთ” ამბობს კაცი ამ სიტყვებს და მაცივარს ხევში აგდებს. ამის გამო მამაკაცი 45 000 ევროთი დააჯარიმეს. 

  • ბაღდათში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

    ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ.

    ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

    შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ნაქირავებში ვცხოვრობ და მეგობრის ნათხოვარი მანქანით ვმოძრაობ-გვარამია “რუსთავი 2-ში” მისი შემოსავლის შესახებ

    “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ირაკლი ლატარიას პასუხობს. ლატარია ამტკიცებს, რომ გვარამია ტელეკომპანიიდან ფულს აკეთებდა და ამ ყველაფერში მისი იურისტი თამთა მურადაშვილი ეხმარებოდა.

    გვარამია ლატარიას განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.

    “არც ერთი შემთხვევა, ჩემს მიერ რეკლამის გაყიდვის, ბუნებაში არ არსებობს. იქეთ თუ მაქვს მიტანილი ფული რ2ში, თორემ აქეთ ხელფასის გარდა მისხალი არ წამომიღია.

    რაც შეეხება ხელფასს. ბოდიში, მაგრამ ასეთ კრიზისში მყოფ და უმძიმესი სპეციფიკის კომპანიის კომიდან გამოყვანაში და 7 წელი ქვეყნის მთავარ ბრენდად ქცევაში, რაც მარტო დირექტორობას კი არა ბრძოლის ხაზზე დგომას ითხოვს, 20 ათას დოლარად კი არა, 50ად არ დავთანხმდები ნებისმიერ სხვა ვითარებაში.

    თქვენ რ2 ჩემი ბიზნესი და საკუთრება ხომ არ გგონიათ? დიახ, ყველაფერთან ერთად, სხვისი ბიზნესი და საკუთრება ვაცოცხლე 7 წელი, რისთვისაც მადლობა ძმებ ყარამანიშვილებს და ნიკა ნაყოფიას, მარა არანაირი მადლობა 9%ის მფლობელს. მას კომპანიის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია. შენობის აშენებაშიც ფული აკეთა და დანჯღრეული ოფისი დატოვა, რომელსაც 600 კვადრატული აკლია წითელ ხაზებს თუ შევადარებთ. ტექნიკაზე აღარ ვლაპარაკობ – ბოსელი დამხვდა ტვს ნაცვლად. მთავარი – დაუცველი და დაბულინგებული ზეპროფესიონალი ჟურნალისტები. ნელნელა რაღაც ტექნიკა ვიყიდეთ, ჟურნალისტებს ზურგი გაუჩნდათ, სარედაქციო პოლიტიკა მკაფიო გახდა და 1 წლის თავზე უკვე ბოინგივით დაფრინავდა რ2. ასე იყო ჩემი იქ ყოფნის ბოლო დღემდე, და დიახ, ასე იქნებოდა, რომ დავრჩენილიყავი, სულ. მიუხედავად იმისა, რომ სამწლიანი რენესანსის მერე, დღევანდელი დროებითი ვითომმფლობელის ყადაღამ და ნაბიჭვარი ქართული ოცნების და დამნაშავე კახა ბექაურის რეგულაციებმა ჩამოაქცია სარეკლამო ბაზარიც და ჩვენი ფინანსური მდგრადობაც.

    და ეს 9%იანი მიჩივის?! იდი ნა ხუი, ამის მეტს ვერაფერს ვეტყვი, მკვდარსაც და ცოცხალსაც.

    და ისევ ბოდიში, მაგრამ, ვისაც ეგ ხელფასი უკვირს და ემაღლება, რაც ამ ღატაკ ქვეყანაში გასაგებია, ვეტყვი, რომ ორჯერ მეტიდან წამოვედი და ნებისმიერ დროს, სამჯერ მეტს მივიღებ და არც ომი, დაჭერა და 6 სისხლის სამართლის საქმესთან გამკლავება, ოჯახის გადამალვა და სიკვდილის შიშის დამარცხება არ დამჭირდება.

    ნუ Tamta Muradashvili მითიური კომპანია ხომ საერთოდ, კომენტარს მიღმაა.

    დავდე მე დასაბუთებულად, ვინ ყიდდა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში რეკლამას რ2ზე. შეამოწმეთ მისი და ჩემი ქონება და მერე ვიმსჯელოთ. 2 თვის ხელფასი ვერ მივეცი საკუთარ თავს და 7 წლიანი ეპოპეის მერე არც სახლი მაქ (რაც მაქ, ბანკშია ჩადებული და მისივე კრედიტში წავა), ნაქირავებში ვცხოვრობ და მეგობრის ნათხოვარი მანქანით ვმოძრაობ. ანგარიშზეც კი ფული არ მქონდა, რომ წამოვედი, და მეგობრების ხარჯზე მომიწევს ყოფნა, სანამ ახალ ტვს გავაკეთებ. და გავაკეთებ, ყველაზე კარგს და მათ შორის აწ უკვე ბიძინას რ2ს სამასხარაოს გავხდი. ასე იქნება ეს, ყველას ვარწმუნებ!

    ps პიჯაკები და “ჩაჯმული” შარვლები დამრჩა რ2ისგან და მოგიტანთ თუ გინდათ, გაყიდეთ და გაეცით ხელფასები”-წერს გვარამია.