Category: არქივი

  • “სააკაშვილს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის მოუწევს პასუხისგება “- ანატოლი ბიბილოვი

    ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი თანამებრძოლების მიმართ იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც სამხრეთოსეთის ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ

    „ამ ადამიანებზე – 76 პირზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. აგვისტოს აგრესიის ტრაგიკულ მოვლენებში დამნაშავეების მიმართ საქმეებს არ შეიძლება ჰქონდეთ ხანდაზმულობის ვადა. ამ ადამიანებზე ყოველთვის დევნა იქნება. საქართველოს ხელმძღვანელობის მოქმედებებს ოსი ხალხის გენოციდთან პირდაპირი კავშირი აქვთ. სააკაშვილი დღეს ერთი ქვეყნიდან მეორეში დარბის და დასავლეთის სახელმწიფოებისა და აშშ-ის მხრიდან ამ დამნაშავის გარკვეული მფარველობა არსებობს. თუმცა ვფიქრობ, რომ ოდესმე საღი აზრი გაიმარჯვებს და ამერიკელებიც და ევროპელებიც მიხვდებიან, რომ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რაღაც მუხლით, არამედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე – კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის. ადრე თუ გვიან მას მოუწევს პასუხისგება. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასება მიეცემა იმ დანაშაულებებს, რომლებიც ჩადენილ იქნა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების და ქართველი სამხედროების მიერ“, – განაცხადა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა.

  • ვოლსკი არის რუსეთის კგბ-ს აგენტი-სააკაშვილი

    ვოლსკი და მისნაირი ადამიანები ანწუხელიძის სამშობლოში ხმას როგორ უნდა იღებდნენ – მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის ლიდერის გიორგი ვოლსკის ბრალდებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
    “ვოლსკი არის ძალიან დიდი ხნის აგენტი რუსეთი КГБ-ს. ეს ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი,ის არის პირდაპირი აგენტი რუსული სპეცსამსახურების, მაგრამ ვოლსკი მარტო ვოლსკი ხომ არ არის, მისი პირით ლაპარაკობს ივანიშვილი და რუსეთი.

    მე, მიხელ სააკაშვილმა, არამხოლოდ არ მივატოვე საქართველო, როდესაც პირადად მე დამემუქრა პუტინი და მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ცოცხალი დადის მას შემდეგ, რაც პუტინიო საჯაროდ დაემუქრა ჩამოკიდებით, მოკვლით და ასე შემდეგ. დაე, ჩამოვიდნენ, დაე, დამიჭიროს, დაე ჩამომკიდოს, დაე მომკლას, არასოდეს მე ჩემს ქვეყანას არ ვუღალატებ, არასოდეს მოვაწერ ხელს მის დაშლას და ჩვენ მივაღწიე ისეთ ხელშეკრულებას,რომლითაც დაცული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

    ეს ვოლსკი მაშინ იყო ხვრელში ეს ვირთხა და არარაობა და სხვა არარაობები, რომლებიც იქ იყვნენ, როცა ჩვენ ყველანი ყოველ წამს ვრისკავდით ჩვენს სიცოცხლეს და როდესაც მას შემდეგ რუსეთი არ ჩერდება დაგანაგრძობს ქართველ გმირებზე შურისძიებას. უკრაინაში მოკლეს ის ინჟინერი, რომელიც ეხმარებოდა ჩვენს სამხედროებს.

    ჩვენს სამხედროებს დასდევენ და აგრძელებენ დევნას მთელ მსოფლიოში. ეს არის სირცხვილი, რომ ასეთ ადამიანებს ვაბლატავებთ. ანწუხელიძის სამშობლოში ვოლსკი როგორ უნდა იღებდეს ხმას, ყველაფერს ხომ აქ საზღვარი,სადამდე უნდა ვითმინოთ ეს წარმოუდგენელი ღალატის ქრონიკა. საქართველოს სამწუხაროდ მოღალატეები ყოველთვის ჰყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველთვის ჰყავდა ანწუხელიძეები და შინდისი გმირები.

    ჩემი ყველაზე მთავარი იმედი არიან ქართველი ახალგაზრდები, შეუპოვარი,დაუდგრომელი, ზუსტად ეს არის ის თაობა, რომელიც ვერ გატეხა რუსეთმა 2008 წელს, რომელიც ამ ყველაფრის შედეგად ბევრად უფრო პატრიოტად გაიზარდა და ბევრად უყვარს სამშობლო. ვოლსკი მსგავსი ადამიანების სამშობლო არის კრემლი მოსკოვში. ქართველი ახალგაზრდების სამშობლო არის საქართველო, მათ შორის აფხაზეთი და შიდა ქართლი,”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

    შეგახსენებთ, დღეს  სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

  • 21 მილიონი ლარის უმეტესი ნაწილი გამოყოფილ იქნა ჩვენს სამხედროებზე – თავდაცვის სამინისტროს განმარტება

    გაზრდილ სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 21 მილიონი ლარის უმეტესი ნაწილი სამხედროების საერთაშორისო მისიებში გასამგზავრებლად გამოიყო.

    როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლების ქვეყნის შიდა და ქვეყნის გარე მივლინებებზე მხოლოდ 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

    „მოყვანილი რიცხვის 21 მილიონი ლარის უმეტესი ნაწილი (18,004,421 მილიონი ლარი) გამოყოფილ იქნა ჩვენს სამხედროებზე, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მსახურობენ და იცავენ მსოფლიო უსაფრთხოებასა და მშვიდობას. შესაბამისად, თუკი ზემოთ აღნიშნულ რიცხვს გამოვაკლებთ საერთაშორისო მისიებისთვის განკუთვნილ სამივლინებო ხარჯების რიცხვს დაგვრჩება 2,727,514 ლარი, რომელიც განკუთვნილია თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლების ქვეყნის შიდა და ქვეყნის გარე მივლინებებზე.

    რაც შეეხება, სამოქალაქო პირების სამივლინებო ხარჯებს, მოგახსენებთ, რომ 2017 და 2018 წლების სამივლინებო ხარჯებში კლების ტენდენციაა (419 ათას 811 ლარი, 415 ათას 599 ლარი შესაბამისად) და უფრო მეტიც მაგალითად 2015 წელთან შედარებით სახეზეა საგრძნობი კლება (1 112 559 ლარი ), ამის მიზეზი კი ცალკეულ ვიზიტებზე დელეგაციის წევრთა რაოდენობის საჭიროებისამებრ განსაზღვრაა. ზოგადად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ხარჯების ეფექტური და რაციონალური განკარგვაა. ამაზე მიუთითებს, პერსონალზე სახელფასო უზრუნველყოფის წილის შემცირება თავდაცვის მთლიან ბიუჯეტთან მიმართებით, რითაც ჩვენ ნატოს კიდევ ერთი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ,” – აცხადებენ ლევან იზორიას უწყებაში.

  • “ხელისუფლება, რომელიც აქეზებს დაპირისპირებას და თვითონაც გამოდის ამ დაპირისპირებაში მხარედ, ჩადის დანაშაულს“–დავით ზურაბიშვილი

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის თემა ეროვნული თანხმობის თემა უნდა იყოს და არა დაპირისპირების სტიმულატორი:

    “აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის ის მოვლენა, რომელიც უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს თემა უნდა იყოს ეროვნული თანხმობის და არა კონფრონტაციისა და დაპირისპირების სტიმულატორი. კამათიც შესაძლებელი უნდა იყოს, მსჯელობაც, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საზოგადოების ერთი ნაწილის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მეორე ნაწილის წინააღმდეგ. თუ ნორმალური სახელმწიფო გვინდა, ასეა.

    ამის ნაცვლად ჩვენ ამ თემაზე მუდმივად გვაქვს ე. წ. ნაც-ქოცური ნარატივების სასტიკი ომი. აქ ერთის მხრივ არის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მომხრეების დაუოკებელი სწრაფვა რუსეთ-საქართველოს ომში მთავარ დამნაშავედ გამოიყვანონ სააკაშვილი და ამ ჟინს აყოლილები ან ვერ აცნობიერებენ რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების ომის დაწყებაში დადანაშაულება იგივეა, რაც საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება, ან აცნობიერებენ მაგრამ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. მეორეს მხრივ კი არის მუდმივი აპელირებები 2012 წლის ოქტომბერზე, როგორც უბედურების ათვლის წერტილზე, რის შემდეგაც საქართველოში მოვიდა პრორუსული ხელისუფლება რომელიც მიზანმიმართულად მიგვათრევს რუსეთისკენ და ამ კონტექსტში არათუ სააკაშვილის დადანაშაულებაც რუსეთის დაკვეთის შესრულებად მიიჩნევა, არამედ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რაგინდარა შეცდომასა თუ პასუხისმგებლობაზე სიტყვის დაძვრაც კი.

    ცხადია, ხელისუფლების პოზიცია აქ გაცილებით საშიშია ქვეყნისთვის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ხელისუფლება, მაგრამ ალბათ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველა ხელისუფლების დროს ასე არის და ასე იქნება: ყველა ხელისუფლება, რომელიც აღრმავებს საზოგადოებაში განხეთქილებას და კონფრონტაციას, ძერწავს მტრის ხატს, აქეზებს დაპირისპირებას და თვითონაც გამოდის ამ დაპირისპირებაში მხარედ, ჩადის დანაშაულს.“– ამბობს ზურაბიშვილი

  • ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის მერვედფინალშია!! – ნიკა ზვერევთან რემატჩისთვის ემზადება

    ATP რეიტინგის მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის 1/8 ფინალშია. გასულ ტურში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი დაძაბულ ბრძოლაში, 3 სეტში 2:6 6:2 6:3 დაამარცხა.

    27 წლის ქართველის შემდეგი მეტოქე გამოცდილი გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი იქნება. ზვერევი რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. მან 1/16 ფინალში მსოფლიოს 62-ე ჩოგანი ბრიტანელი ნორი კამერონი 2 სეტში 7:6 6:4 დაამარცხა.

    შეგახსენებთ, ნიკოლოზი და ზვერევი 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერ გამარჯვება გერმანელს დარჩა. თუმცა მათი უკანასკნელი დაპირისპირება 27 ივლისს ჰამბურგის ღია პირველობაზე შედგა, სადაც გამარჯვება ნიკოლოზმა იზეიმა, 6:4 4:6 7:6.

    მატჩი 8 აგვისტოს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

  • ოზურგეთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს 4 დღე ონკანის წყალი არ დალიოს

    ოზურგეთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს 4 დღე ონკანის წყალი არ დალიოს, რათა თავიდან აიცილონ მოწამვლის შემთხვევები.
    აღნიშნულთან დაკავშირებით მერია  მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

    “დღეს, გვიან ღამით იწყება წყლის ახალი სისტემის დაქლორვითი სამუშაოები.
    ისინი, ვინც ექსპლოატაციაში გაშვებამდე სარგებლობდით ახალი სისტემით გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ სასმელი წყალი 4 დღის განმავლობაში, გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, რათა თავიდან აიცილოთ მოწამვლის შემთხვევები!!! “-აცხადებენ მერიაში.

  • ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი – დავით ბერძენიშვილი

    “უმცირესობისკენ არის სიმართლე კრიტიკულ ვითარებაში და ამ უმცირესობის წარმომადგენლები და ყველაზე მაგარი ქართველები არიან გიორგი ანწუხელიძე შინდისელები და ბევრი სხვა“,- ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერნა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, “საზღვარი დაარღვია რუსეთმა, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი. ოკუპანტია რუსეთი ინტერვენციაც იყო და ახლა ჩხირკედელაობა იმაზე, ვინ როდის როგორ მოიქცეოდა, თავის დროზე ბევრი გვაქვს ნათქვამი, მაგრამ არსებითად არაფერს ცვლის, არსებითია, რომ რუსეთია ოკუპანტი და ვინც რუსებს ენის მოჩლექით ელაპარაკება და ვინც მათი ხელდასმულია საბჭოთა კომკავშირულ – პროფკავშირულ, კომუნისტური წარმომავლობიდან ეს არის მათი პრობლემა და ეს არ არის საქართველოს მომავლის პრობლემა,“ – განაცხადა ბერძენიშვილი.

  • პუტინის პროპაგანდას ჩვენივე ხელისუფლება აგრძელებს – გიგა ბოკერია

    „დარჩა ორი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელიც უკრაინის აგრესიის შემდეგაც კი აგრძელებს პუტინის სამარცხვინო პროპაგანდას – ეს არის რუსეთის ხელისუფლება, თვითონ პუტინის და მეორე, ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენივე ხელისუფლება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს.

    „2008 წლის ომის წინ და მერე, თავისუფალ სამყაროშიც კი, არ არსებობდა პუტინის რეჟიმის არსთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო საფრთხე არამარტო მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ, ზოგადად თავისუფალი სამყაროსთვის. რუსეთ-საქართველოს ომიც კი არ აღმოჩნდა ზოგიერთისთვის საკმარისი, რომ ეს პოზიცია მკაფიოდ ჰქონოდა ჩამოყალიბებული, იმდენად მძლავრი იყო პროპაგანდისტული მანქანა, იმდენად ძლიერი იყო მემკვიდრეობა ე.წ სეპარატისტული კონფლიქტების, რომ ამან ხელი შეუშალა ქართული მხარის პოზიციის კარგად მიტანას მაშინ თავისუფალ სამყარომდე. მაგრამ უკრაინაში აგრესიის შემდეგ, ეს კითხვები ყველას მოეხსნა, ყველა საღი აზრის მქონე პოლიტიკურ ლიდერს მსოფლიოშიც კი – თუ რას ჰქონდა ადგილი 2008 წელს, რა ვნახეთ 2008 წელს და რა არის პუტინის რეჟიმი. დარჩა ორი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელიც უკრაინის აგრესიის შემდეგაც კი აგრძელებს პუტინის სამარცხვინო პროპაგანდას – ეს არის რუსეთის ხელისუფლება, თვითონ პუტინის და მეორე, ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენივე ხელისუფლება. ეს ორი ხელისუფლება აწვება იგივე ხაზს, როცა მთელ დანარჩენ მსოფლიოში ვითარება არის უკეთესი, პუტინის რეჟიმზე წარმოდგენა არის მკაფიო და აღარ არსებობს ის უსამართლო კითხვის ნიშნები, რომლებიც იქამდე არსებობდა“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

  • გორში, ნატყვიარ კედელზე აგვისტოს ომის სახელობის სტენსილი დახატეს

    გორში ერთ-ერთ კედელზე, რომელსაც აგვისტოს ომის დროს ტყვია მოხვდა, სტენსილი დახატეს. ნახატის ავტორი გაგოშაა.

    აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში და საზღვრებს გარეთ საქართველოს მხარდასჭერი აქციები დაიწყო.

    საქართველოს მხარდამჭერი წერილები სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებმა და წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს.

    რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაგმო ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარი, – დაწერა Twitter-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა 3 და დაშავდა მედიის 11 წარმომადგენელი.

    ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

  • 170 მიზეზი თუ რატომ უნდა გადაერქვას მოსკოვის გამზირს სახელი-მიმართვა ხელისუფლებას

    170 მიზეზი, რატომ არ უნდა არსებობდეს თბილისში, მოსკოვის გამზირი – ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, დღეს რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული, 170 გმირის სახლებით და გვარებით, სიმბოლურად მოსკოვის გამზირზე შეიკრიბნენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსკოვის ნაცვლად, გამზირს რომელიმე გმირის სახელი დაარქვან.

    მოთხოვნით მოძრაობამ მერიას ერთი წლის წინ მიმართა, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია.