Category: არქივი

  • თურქეთში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. არიან დაშავებულები

    თურქეთის დასავლეთ ნაწილში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა.მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ბიძგები ადგილობრივი დროით 14:25 საათზე დაფიქსირდა.

    სტიქიის ეპიცენტრი დენზლის პროვინციაში მდებარე ქალაქი ბოსქურთი იყო. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნეს ანტალიის, მუგლას, ისპატასა და ბურდურში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგები 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაზიანდა სახლის სახურავები, დაიბზარა კედლები. მოსახლეობა 

    თურქეთი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში 1999 წელს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა.მაშინდელი 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად   17 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

  • “ამაზე ლაპარაკი სირცხვილზე მეტია და არის შეგნებული ღალატი”- გენერალი კალანდაძე

    ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას სააკაშვილის მთავრობას აკისრებს, სამარცხვინოს უწოდებს გენერალი კალანდაძე. გიორგი კალანდაძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 5 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ძალები უკვე ჯავაში იმყოფებოდნენ და მეორე დღეს საქართველოს მხარეს ორი გარდაცვლილი ჰყავდა.

    მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვისტოს ომს იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და აზიანებს საქართველოს ინტერესებს.

    „მათ უკვე გადმოლახეს 5 აგვისტოს, შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ოფიციალურმა, საზღვარი და შემოვიდნენ ჯავაში. თუ ვინმე არ თვლის ჯავას საქართველოს ტერიტორიად, ეს მისი პრობლემაა. იყო ინტენსიური სროლა და 6-ში ჩვენ უკვე გვყავდა 2 სამშვიდობო გარდაცვლილი. ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკური ძალა, რომელიც გაბრაზებულია წინა ხელისუფლებაზე და ამ კონკრეტულ შემთხვევას იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს ცხადია და ამაზე აღარ ვდაობთ. სამარცხვინოა კიდევ ერთხელ, რომ ვიძახოთ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ჩვენ გამოვიყენეთ უფრო დიდი ძალა ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული . ისევ ამაზე ლაპარაკი, ეს მგონი სირცხვილზე მეტია, ეს უკვე არის შეგნებული ღალატი ქვეყნისა და პრინციპების მიმართ,“-განაცხადა გიორგი კალანდაძემ.

    11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს გენერალი მამუკა ყურაშვილიც. გენერალი ამბობს, რომ მაშინდელ ხელისუფლებას სურდა მშვიდობიანი გზით წასულიყო და ცალმხრივად სროლაც კი შეწყვიტა, თუმცა უშედეგოდ.

    „გახდა აშკარა მათი ჩართვა ზუსტად 7 აგვისტოს რომ უკვე შემოსულები იყვნენ მოწინავე რაზმები მეთვრამეტე არმიის, მეცხრამეტე დივიზიის ქვედანაყოფები იყვნენ ქურთის თავზე განთავსებულები. ხელისუფლების იმ დროს, უმაღლესი მთავარსარდლის პოზიცია იყო და თქვენ გახსოვთ, რომ პერიოდიც აიღო, რომ ცალმხრივად შევაჩერეთ სროლა მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით რომ ეს გადაჯგუფებისთვის გამოიყენეს და ისევ ჩვენს საზიანოდ გამოდგა. მაგრამ გადავდგით ეს ნაბიჯი. გვინდოდა რომ ესე დამთავრებულიყო , რომ მშვიდობიანად მოგვარებულიყო,“-განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

  • „ჩვენი პოლიციელი ტიროდა”-გუგუტიანთკარის მაცხოვრებლებს რუსი ოკუპანტები სასმელი წყლის ნაგებობასაც ართმევენ

    ახალი მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი აბრები გუგუტიანთ კარში – რუსმა ოკუპანტებმა ბარიერების მონტაჟი დღეს დროებით შეაჩერეს. სამუშაოების სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაგრძელდება. აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზერუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები. ბორდერიზაციის პროცესი ორი დღის წინ დაიწყო.

    მომხდარს იხსენებენ ადგილობრივები, ვისი მიწის ნაკვეთებიც მათულხლართებს მიღმა რჩება. ისინი ჰყვებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ. მოსახლეობა ახალი რუსული მავთულხლართების მოლოდინშია მათი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება სათავე ნაგებობა, რომელიც წყლით ორ სოფელს ამარაგებს.

    „ჩვენი პოლიციელი ტიროდა, კეხველი ბიჭი, აქ მიდგას ბოღმა, ცრემლებიო, რა გავაკეთოო. აბა, რა გავაკეთოთ,“-ამბობს ადგილობრივები.

    როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა ამბობს, რუსი ოკუპანტები ნაცნობი ხელწერით მოქმედებენ და ისინი მორიგი სამუშაოების გაგრძელებისთვის დირექტივებს ელოდებიან.

    „ეს ხელწერა ნათელი და ცნობილი, რუსი ოკუპანტები ქოთანს იქით აბამენ ყურს საითაც უნდათ. მაგალითად, გუშინ,როცა ეს რვა ბოძი დაამონტაჟეს, ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ შეიძლება წავიდნენ მარჯვნივ, შეიძლება წავიდნენ მარცხნივ, ჯერ ელოდებიან მითითებებს საით გაგრძელდება ეს უკანონო ბორდერიზაცია.

    ჩვენ ვრჩებით ადგილზე, არ გავდივართ ამ სოფლიდან და იმედი მაქვს ხელს ამაში არ შეგვიშლიან. და, როგორც ატოცში მოვახერხეთ, სამოქალაქო აქტივობით, რომ შეგვეჩერებინა ბორდერიზაცია იმედია მოვახერხებთ ამას გუგუტიანთკარშიც“-ამბობს ლაშა ბერულავა.

  • “ექიმებს ეხვეწებოდა გადამარჩინეთ, შვილი უნდა შემეძინოსო”.გმირის ქალიშვილი,რომელიც ომის შემდეგ დაიბადა

    სოციალურ ქსელში პატარა გოგონას ფოტო ვრცელდება, რომელიც აგვისტოს გმირი მამის დაღუპვის შემდეგ დაიბადა.როგორც აღმოჩნდა 10 წლის გოგონა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ზვიად ბარბაქაძის შვილია. ლიზის ფოტოს და ემოციურ პოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ელზა ჯაფოშვილი აქვეყნებს.

    „ლიზის 22 წლის მამა, 2008 წლის აგვისტოში ფოთის დაბომბვის დროს დაჭრილი ზვიად ბარბაქაძე ექიმებს ეხვეწებოდა – გადამარჩინეთ, შვილი უნდა შემეძინოსო…
    ლიზი დაიბადა, სიცოცხლე გრძელდება …
    ლიზის ძარღვებში ოსური სისხლიც არის. გარდაცვლილი გმირის დედა წარმოშობით ოსია.
    ამ ომში დროებით ყველამ წავაგეთ ოკუპანტი იმპერიის გარდა!
    მცირე ერები იმპერიებთან ერთიანობით და ერთად დგომით იმარჯვებენ და ასეც იქნება. იმპერიები ჩნდებიან, აღზევდებიან და ქრებიან – გენი, რასაც ლიზი აგრძელებს, მხოლოდ ეს არის უწყვეტი და დაუმარცხებელი!“-წერია პოსტში.

  • თბილისში „საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს.

    თბილისში,საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. 

    როგორც ცნობილია „საქათველოს ბანკის“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა დაშავებული არავინ არის.

    ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9488 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობისშედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9488 ლარი შეადგინა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9338 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0150 ლარი შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3038 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0232 ლარი შეადგინა.

  • შეკითხვებზე პასუხები გასცა, რომ არ ახსოვს – პროკურორი ვატო წერეთლის გამოკითხვაზე

    “ტვ პირველის” მესაკუთრის ვატო წერეთლის გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. გამოკითხვის შემდეგ  პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მათ  ვერ მიიღეს პასუხები დასმულ შეკითხვაზე და  წერეთელი უმეტეს შემთხვევაში პასუხობდა, რომ არ ახსოვდა კონკრეტული დეტალები.

    „ვატო წერეთელი სოციალურ მედიაში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვებს თუ რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს პიროვნება სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე პასუხები გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი.

    ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა ‘სამგორი ემის“ და ‘სამგორი ტრეიდის“ წილის მფლობელს, ეს, შეგახსენებთ, ის კომპანიები რომელზეც მოხდა ამ თანხების სესხად გაცემა, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით.

    გამოძიებამ რა გაარკვია, დეტალურად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. შეხება ჰქონდა ამ კომპანიებთან, იყო ამ კომპანიების წილის მფლობელი, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები,“ – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

  • ომის დროს სარკოზი კლოუნივით იქცეოდა-სააკაშვილი

    „სარკოზი კლოუნივით იქცეოდა”-ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტის შესახებ გააკეთა.

    სააკაშვილმა აგვისტოს ომის შესახებ უცხოელი ლიდერების როლზე ისაუბრა და ნიკოლას სარკოზის ქმედებები უარყოფითად შეაფასა.

    “სარკოზი კლოუნივით იქცეოდა. ის ძალიან არაკომპეტენტური იყო. სარკოზის უკმაყოფილება ამერიკის მიმართ და აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ ის ამერიკელების ჩამოშორებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ მას მისია შეესრულებინა. სარკოზიმ, მოახერხა ის რომ ამერიკელები პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდით ასე ვთქვათ, რომ ამ მისიის პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულებაა, თუმცა მეორე მხრივ ბევრი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა,ასევე მათთვის გარკვეულწლილად ლეგიტიმური როლის მინიჭება. სარკოზის ქმედების ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მას ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაავიწყდა. მან ის მისტრალებში გაცვალა-განაცხადა სააკაშვილმა.

  • “პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას”-ვატო წერეთელი სასამართლოში მივიდა

    “ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მისი თქმით ის მაშინ უნდა დაკითხულიყო, სანამ ხაზარაძეს ბრალს წაუყენებდნენ.

    “პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას. სამწუხაროდ ჯერ ადამიანებს წარუგინეს ბრალი და ეს არის სრული იდიოტიზმი.

    ეხლა შევალ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი, წარმოუდგენელი არის ის, რაც ხდება ამ საქმესთან მიმართებაში.”,- განაცხადა ვატო წერეთელმა.

    წერეთელის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება 6 აგვისტოს გაავრცელა, თუმცა ვატო წერეთელმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე სასამართლოში მოითხოვა.

    როგორც ცნობილია წერეთელი თიბისი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება. 

    სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

    საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. 

  • თიბისი სტატუსი მომხმარებელს ახალ ციფრულ ნაკრებს სთავაზობს

    თიბისი სტატუსი მომხმარებელს ახალ ციფრულ ნაკრებს სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ვინც აქტიურად მოიხმარს არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს და ვისაც ურჩევნია დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარშე მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო ოპერაციები.

    სტატუსის ციფრული ნაკრები ტრადიციულ ნაკრებში შემავალ ყველა უპირატესობასა და პროდუქტს აერთიანებს, პერსონალური ბანკირის გარდა. მომხმარებელს შეუძლია მისი ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებებით, სავაჭრო ობიექტებში ფასდაკლებებითა და სხვადასხვა ღონისძიებაზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლოს. სტატუს კონსიერჟი კი სხვადასხვა მოთხოვნების განხორციელებაში დაეხმარება.

    სტატუსის ციფრული ნაკრების საბანკო და არასაბანკო პროდუქტების სრული სია ასე გამოიყურება:

    საბანკო პროდუქტები:

    · პრემიუმ კლასის VISA/MASTERCARD PLATINUM ბარათი:

    – თანხის უფასო განაღდების პირობა ბარათიდან თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში

    – დღიური განაღდების მაღალი ლიმიტი ბანკომატში

    – ბარათზე არსებულ ნაშთზე სარგებლის დარიცხვის პირობა

    – ბარათის უსაფრთხოების უფასო „პრემიუმ”მომსახურება

    · ფიქსირებული ტარიფები საბანკო გადარიცხვებზე

    · შეღავათიანი ტარიფები შემნახველი და მიმდინარე ანგარიშებიდან თანხის განაღდებაზე

    · განსაკუთრებული შეთავაზებები სადაზღვევო პროდუქტებზე

    · ცნობა და ამონაწერი უფასოდ

    · პრიორიტეტული რიგის მართვის ბარათი

    · სტატუს ცენტრის მომსახურება 24/7

    არასაბანკო პროდუქტები:

    · კონსიერჟ მომსახურება

    · ფასდაკლებები 150-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში

    · მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ტრენინგები, მასტერკლასები და ღონისძიებები

    · აეროპორტების ლაუნჯებზე წვდომის ბარათი (Lounge Key; Priority Pass)

    სტატუს ციფრული ნაკრების ყოველთვიური ღირებულება 10 ლარია.

    ციფრული ნაკრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე –https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/status-digital. დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით სტატუს ცენტრს ნომერზე – 2 272700.