Category: არქივი

  • “ეჭვი მაქვს, სულ მალე ნახევარ საქართველოს თაღლითებად და ცუდ ადამიანებად გამოაცხადებენ“–ინგა გრიგოლია

    ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:

    “ანუ როგორ რეალობაში ვცხოვრობთ.რაც უნდათ,იმას დაგაბრალებენ ,თუ თვალში არ მოსდიხარ? ან ფულის გათეთრებას,ან ფულის მოპარვას, ან შეთქმულებას , სახელწოდებით ,,ბომბეიდან ლონდონამდე, და საიდუმლო გვირაბების გათხრას ,ან ბავშვების ჭამას. დაგაბრალებენ, გათრევენ პროკურატურაში ,სასამართლოში, მოამზადებინებენ შენზე დაკვეთილ რეპორტაჟებს, მოახდენენ შენს სრულ დისკრედიტაციას საგანგებო პრესკონფერენციებით,ბოტებით და ტროლებით ( სოცქსელის სპეცრაზმელებით) ზურგგამაგრებულები, შენ კი უნდა დადგე და კამერების წინ ამტკიცო,რომ მეზობლის ბავშვებს არ ჭამ, ამოგიგდებენ რაღაც თერთმეტი თუ ასი წლის წინანდელ გადარიცხვას ან გადმორიცხვას ან მიმოწერას,ან დაწერილ ლექსს ან პოემას ან კიდევ რა ვიცი,ფანტაზიას რა დალევს და გეტყვიან,რომ შენ დააქციე ეს ქვეყანა,თან ხალხს ეტყვიან,აი,ეს საზიზღარი გიშლით ხელს ბედნიერებაშიო.

    მე დიდი ხანია მსგავსი კომპლექსები აღარ მაწუხებს,როცა დარტყმის ობიექტი ვხდები ხოლმე,იმუნიტეტი მაქვს,მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანმა ,რომელსაც არ აქვს ასეთი იმუნიტეტი,ვერ გაუძლოს და გული გაუსკდეს? ეჭვი მაქვს, სულ მალე ნახევარ საქართველოს თაღლითებად და ცუდ ადამიანებად გამოაცხადებენ და კარგი მხოლოდ ის იქნება ვინც მათთანაა და ყველაფერზე ტაშს უკრავს. რამხელა პოსტი გამომივიდა,მაგრამ ეს დღეებია ,სულ ამაზე ვფიქრობ. P.s- ,,აბა, ნაცები სჯობდნენ და გინდა დაბრუნდნენ ,, კომენტარებით ნუ დამღლით, იმიტომ რომ დიდი ხანია ღიად ვწერ,არც ,,ოცნების ,, ამომრჩეველი ვარ და არც ,,ნაციონალების,,. და წინა პერიოდის დაჭერებიც მახსოვს და გამოგონილი გამოძიებებიც, თავისი ნოტარიუსთან გადაფორმებებით,რომელსაც სულ ვაშუქებდი.“– წერს ჟურნალისტი ფეისბუქ გვერდზე.

  • რუსთავში ახალგაზრდა ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

    რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე,  ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 35 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი ოჯახის წევრებმა სახლში ნახეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

  • ავტობანზე ავტომობილი იწვის

    თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე ავტომობილი იწვის. თვითმხილველთა ინფორმაციით, ხანძრის გამო   დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა გადაიკეტა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • “ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა“–პატრიარქი

    საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ახალგაზრდობაზე ისაუბრა. მისი აზრით მომავალმა თაობამ მაგალითი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს.

    „დღეს არის ესტატე მცხეთელის დღესასწაული, გილოცავთ. მინდა დღეს ვისაუბრო ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, უნდა ვისწავლოთ რა ვაკეთოთ და რა არ ვაკეთოთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობობები, მაგრამ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგვრჩა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას.

    მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენ ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს, გაუძლებს იმ განსაცდელს, რომელშიც იმყოფება დღეს.

    ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალაგაზრდებისგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ დაძლევენ.

    ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი. უფალმა მოგვცეს ძალა და მშვიდობა, ეს ღვთისგან მინიჭებული მადლია.

    ნუ ეცდებით, აიღოთ მაგალითი სხვისაგან, აიღეთ მაგალითი ჩვენი წინაპრებისაგან. ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ შეპყრობილი, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა შეგეწევათ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ეწეოდა ჩვენ წინაპრებს. კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა კაცთმოყვარებითა. ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ჩვენთანაა“,- განაცხადა საქართვლოს პატრიარქმა.

  • საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან  4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 22 კილომეტრში, ღამის  03:30 საათზე დაფიქსირდა.

    მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან გუშინ,  10 აგვისტოსაც დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა.

  • ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან შარლ აზნავურის სიმღერას ითხოვს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ გვერდზე  მისი დაკავების შემდეგ პირველად მისი სახელით სტატუსი გამოქვეყნდა.

    “ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი , რომელიც მატროსოვის ციხის კედელთან ცენტრალურ შესასვლელამდე არმისული ასი მეტრით შარლ აზნავურის La Boheme -ს მომასმენინებს სამჯერ . ადმინისტრაციულ ჯარიმას მე ვიხდი . მამაკაცებისთვის სუფრას ვკისრულობ. P.S. მოსმენა შემეძლება კვირას 10.30-11.30 ; ორშაბათს 14.30-15.30; სამშაბათს 11.30-12.30“– წერია სტატუსში.

    ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს. ამჟამად ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაშია და პირადად წვდომა ფეისბუქ გვერდზე სავარაუდოდ არ აქვს.

  • ანტისაოკუპაციო Wifi-ს სახელი და პაროლი ფასანაურის რესტორანში

    დუშეთის რაიონში, დაბა ფასანაურში ახალი რესტორანი “გუდა” გაიხსნა.

    რესტორანმა გახსნის პირველ დღესვე მიიქცია ყურადღება ანტისაოკუპაციო ინტერნეტისა და პაროლის საინტერესო კომბინაციით.

    Wifi-ს სახელი: აფხაზეთისაქართველოა, ხოლო პაროლი: სამაჩაბლო საქართველოა.

    თან ამას რესტორანში შესული ყველა კლიენტი გაიგებს, რადგან ეს ყველაფერი მენიუზე საკმაოდ მკაფიოდ წერია.

  • “ივანიშვილს ნიკა გვარამიამ ყველა რაუნდი მოუგო”-ნანუკა ჟორჟოლიანი

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას 5 საათიან სასამართლო პროცესსა და აღკვეთის ღონისძიებას გამოეხმაურა.

    “რა მნიშვნელობაა მოგწონთ თუ არა, ეთანხმებით თუ არა, აღიარეთ რომ დღეს, ივანიშვილს Nika Gvaramia-მ ბრძოლის ყველა რაუნდი მოუგო.

    ღამის თევით სასამართლომ უბრალოდ დაადასტურა რომ მთელი ქვეყანა ბიძინას შოუა, უბრალოდ ეს შოუც ნიკას მიყავს. შუბლით აწვება, არ მიეყიდა და ვერ შეაშინა. ამიტომაც არის მაგარი!”,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალუ ქსელში.

    რამდენიმე წუთის წინ  მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ. თუმცა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხა 80 000 ლარი 40 000 ლარამდე შეამცირა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მეორე მოთხოვნაც და გვარამიას საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა გამოძიებასთან შეთანხმების გარეშე.მოსამართლემ ჩათვალა, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ შესაძლოა ჩადენილ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამართლებულია.

  • “მაინც არ გადავიხდი!“–ნიკა გვარამიას მოსამართლემ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

    რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა  ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ. თუმცა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხა 80 000 ლარი 40 000 ლარამდე შეამცირა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მეორე მოთხოვნაც და გვარამიას საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა გამოძიებასთან შეთანხმების გარეშე.მოსამართლემ ჩათვალა, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ შესაძლოა ჩადენილ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამართლებულია. 

    გირაოს გადახდისთვის გვარამიას 30 დღიანი ვადა აქვს. თუმცა ცნობილია, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ მზად არის ამის გამო დააპატიმრონ.

    პროცესის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოსამართლემ თანხა გაანახევრა თუ არა:

    “ თუ უნდა ოთხზე გადაემრავლებინა, ორზე გაეყო და დაემატებინა 77. მაინც არ გადავიხდი.

    პროკურატურას შეეშინდა რეალურად . უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო ითხოვეს. არ გადავიხდი და ვნახოთ ერთი თვის მერე რა იქნება.

    ეს მოსამართლე რას გადაწყვეტს რა მნიშვნელობა აქვს. ვითომ მომცა შეღავათი. არ მინდა ბატონო შეღავათი. არ გადავიხდი მაინც.

    რაში ჭირდებათ ამას რომ იჩალიჩებენ. ეს ხომ ის არის, რაც არ უნდა გააკეთოს საღ აზრზე მყოფმა იმანაც კი, ვინც გააკეთა.
    ამ გადაწყვეტილების პრობლემა ის არის, რომ მინიმალური სტანდარტიც კი ჩათვალა დაკმაყოფილებულად. საქმე არის ბოდვა. “– აცხადებს გვარამია.

    ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით ედავებიან, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

  • “3.5%–ის წესი“: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პროტესტი, რომელშიც მოსახლეობის 3.5% მონაწილეობს ყოველთვის აღწევს შედეგს

    მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ დიქტატურასთან და ავტორიტარულ მმართველობასთან ბრძოლაში მშვიდობიანი პროტესტი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება. ამასთან, გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს მოსახლეობის უმნიშვნელო უმცირესობამაც კი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას აპროტესტებს.თუ ასეთი ადამიანების წილი კრიტიკულ ნიშნულს, მოსახლეობს 3.5% –ს გადაცდება, მაშინ მშვიდობიანი პროტესტი პრაქტიკულად ყოველთვის იწვევს ცვლილებებს.

    მაგალითი ბევრია. 1986 წელს მილიონობით ფილიპინელი გამოვიდა მანილას ქუჩებში მშვიდობიანი საპროტესტო ლოცვით. ამ პროცესს ხალხის ძალის რევოლუცია, იგივე ყვითელი რევოლუცია უწოდეს. მარკოსის ავტორიტარული რეჟიმი მეოთხე დღეს დაემხო.

    2003 წელს ხანგრძლივი მასობრივი სახალხო პროტესტების შედეგად სუდანში და ალჟირში თანამდებობიდან გადადგნენ ამ ქვეყნების პრეზიდენტები, რომლებიც პოსტს ათწლეულობის მანძილზე იკავებდნენ.

    ყოველ ამ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სამოქალაქო წინააღმდეგობამ პოლიტიკური ელიტა დაამარცხა და რადიკალურ ცვლილებებს მიაღწია.

    არსებობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგის, ერიკა ჩენოვეტის კვლევის დამაჯერებელი შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მხოლოდ მორალური არჩევანი არ არის.

    მეოცე საუკუნის ასობით საპროტესტო კამპანიის გაანალიზების შედეგად ჩენოვეტი მივიდა დასკვნამდე, რომ არაძალადობრივი პროტესტი ორჯერ მეტად აღწევდა მიზანს, ვიდრე ძალადობრივი.და მართალია მოვლენათა განვითარების დინამიკა შესაძლოა ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მკვლევარმა გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებისთვის საკმარისია პროტესტში მოსახლეობის დაახლოებით 3.5%–ის აქტიური მონაწილეობა.
    ჩენოვეტის დასკვნების გავლენა შეგვიძლია ცოტა ხნის წინანდელი “გადაშენების წინააღმდეგ ამბოხის“ საპროტესტო მოძრაობის მაგალითზე განვიხილოთ. ეს არის სოციალურ–პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც კლიმატის ცვლილებების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის და სოციალ–ეკონომიკური კოლაფსის რისკის წინააღმდეგ ბრძოლაში არაძალადობრივ მეთოდებს იყენებს. ამ მოძრაობის ბრიტანელი დამფუძნებლები ამბობენ, რომ ისინი ჩენოვეტის კვლევის შედეგებმა შთააგონა.


    როგორ მივიდა მკვლევარი ასეთ დასკვნებამდე?

    რა თქმა უნდა, ჩენოვეტის კვლევა წარსულის ბევრი გავლენიანი ფიგურის ფილოსოფიურ შეხედულებებსაც ეყრდნობა: ცნობილი ფემინისტების, ქალების სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლების, რომ აღარაფერი ვთქვათ მაჰათმა განდიზე და მარტინ ლუთერ კინგზე. ყველა მათგანი დამაჯერებლად ასაბუთებდა მშვიდობიანი პროტესტის ძალას.

    და მაინც , ჩენოვეტი აღიარებს: როცა 2000–იანი წლების შუა პერიოდში კვლევას შეუდგა, საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ ჯეროდა, რომ სიტუაციათა უმრავლესობაში არაძალადობრივი ქმედებები შეიძლება ბევრად ეფექტური იყოს, ვიდრე შეიარაღებული კონფრონტაციები. თუმცა მისი მოტივატორი სწორედ არაძალადობრივი წინააღმდეგობის ეფექტურობის მიმართ მისი სკეპტიციზმი გახდა. მოტივატორი გახდა იმის აღმოჩენაც, რომ მანამდე არავის უცდია ყოველმხრივ შეედარებინა არაძალადობრივი პოტესტების მაჩვენებლები იმ პროტესტებთან, რომლებშიც ძალადობრივი მეთოდები იქნა გამოყენებული.
    მარკოსის ავტორიტარული რეჟიმი დაეცა, როცა ქუჩაში მილიონობით ადამიანი გამოვიდა

    მკვლევარმა კოლეგასთან ერთად 1900– 2006 წლის პერიოდის სამოქალაქო წინააღმდეგობის და საზოგადოებრივი მოძრაობების შესახებ სამეცნიერო ნაშრომების შესწავლა დაიწყო. ძირითადად ყურადღება იმ მაგალითებს დაეთმო, რომელთა მიზანი მმართველი რეჟიმის შეცვლა იყო.

    კვლევის დროს მშვიდობიან მოძრაობად, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ჩაითვალა ისეთი მოძრაობა, რომელმაც მთლიანად მიაღწია საკუთარ მიზნებს. ამასთან, მაგალითად რეჟიმის შეცვლა გარე სამხედრო ჩარევის შედეგად წარმატებად არ ითვლება.

    მკვლევარმა ძალადობრივის კატეგორიაში შეიყვანა ყველა საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც თან ახლდა ადამიანების გატაცება, ბომბის აფეთქება, ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება ან რაიმე სხვა ტიპის ზიანი, რომელიც საკუთრებას ან ადამიანს მიადგა.

    “ჩვენ შევეცადეთ შეგვემოწმებინა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ეფექტურობის ხარისხი საკმაოდ მკაცრი პარამეტრებით“– ამობს ჩენოვეტი. პარამეტრები იმდენად მკაცრი იყო, რომ მკვლევარის ანალიზში ინდოეთის მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანი პროტესტის მაგალითად არ ჩაითვალა, რადგან წარმატების გადამწყვეტ ფაქტორად მკვლევარმა ბრიტანეთის ამოწურული სამხედრო რესურსები მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ თავად საპროტესტო მოძრაობამაც უდიდესი როლი ითამაშა.

    შედეგად მკვლევარებმა 323 ძალადობრივი და არაძალადობრივი კამპანიის მონაცემები შეაგროვეს. კვლევის შედეგები, რომლებიც წიგნად გამოიცა (წიგნის სახელწოდებაა“რატომ მუშაობს სამოქალაქო წინააღმდეგობა. არაძალადობრივი კონფლიქტების სტრატეგიული ლოგიკა“) გამაოგნებელი აღმოჩნდა.

    ციფრების ძალა

    მთლიანობაში არაძალადობრივი საპროტესტო კამპანიები შედეგიანად ორჯერ უფრო ხშირად დამთავრდა, ვიდრე ძალადობრივი: არაძალადობრივმა პროტესტმა პოლიტიკური ცვლილებები 53% შემთხვევებში გამოიწვია, ძალადობრივის შემთხვევაში კი წარმატება მხოლოდ 26%–მა მოიპოვა.

    ნაწილობრივ ეს მონაწილეთა რაოდენობის შედეგია. ჩენოვეტი თვლის, რომ მშვიდობიანი კამპანიები წარმატებას დიდწილას იმის ხარჯზე აღწევდნენ, რომ თავის რიგებში მოსახლეობის ფართო ფენებიდან ბევრ ადამიანს იზიდავდნენ და პროტესტი სერიოზულ შეფერხებებს, ქალაქის ნორმალური ცხოვრების პარალიზებას იწვევდა.

    25 მშვიდობიანი საპროტესტო კამპანიიდან, რომლებიც მკვლევარებმა შეისწავლეს, 20 მშვიდობიანი იყო და 14–მა მათგანმა ცალსახა წარმატება მოიპოვა. მთლიანობაში არაძალადობრივმა პროტესტებმა საკუთარ რიგებში ოთხჯერ უფრო მეტი ადამიანი მიიზიდა, ვიდრე კამპანიებმა ძალადობის ელემენტებით.

    მაგალითად, ფილიპინების სახალხო ძალაუფლების რევოლუციამ, რომლებიც მარკოსის რეჟიმის წინააღმდეგიყო მიმართული თავის პიკზე ქუჩაში ორი მილიონი ადამიანი გამოიყვანა. ბრაზილიის საპროტესტო მოძრაობამ 1984-85 წლებში კი მილიონი ადამიანი. ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვან რევოლუციაში 1989 წელს 500 000 ადამიანი მონაწილეობდა.

    “ციფრებს მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ მოძრაობამ ძალა მოიკრიბოს და სერიოზული საფრთხე გახდეს ხელისუფლებაში ფესვგადგმული ელიტებისა და ოკუპანტებისთვის“ – ამბობს ჩენოვეტი, რომლის აზრით მშვიდობიანი პროტესტი საუკეთესო გზაა მოძრაობისთვის საზოგადოების ფართო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

    მკვლევარის დასკვნით როგორც კი პროტესტში აქტიურად ერთვება ქვეყნის მოსახლეობის 3.5 %, წარმატება გარდაუვალია.

    “არ ყოფილა არცერთი კამპანია, რომელმაც წარუმატებლობა განიცადა მას შემდეგ, რაც მისი მონაწილეების რიცხვმა პიკზე მოსახლეობის 3.5%–ს მიაღწია.“ – ამბობს ჩენოვეტი, რომელმაც ამ ფენომენს “3.5%–ის წესი უწოდა“.

    მეცნიერი აღიარებს, რომ თავიდან ამ შედეგებმა გააოცა, მაგრამ ახლა მრავალი მიზეზის დასახელება შეუძლია, რატომ იღებს მოსახლეობის ასეთ ფართო მხარდაჭერას არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობები.ყველაზე ცხადი მიზეზი ის არის, რომ ძალადობრივი ქმედებები იმ ადამიანებს აშინებს, რომლებსაც სისხლისღვრის და არეულობის ეშინიათ, მშვიდობიან პროტესტანტებს კი მორალური უპირატესობა აქვთ.ჩენოვეტი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისთვის ნაკლებია ფიზიკური წინააღმდეგობა. არ არის აუცილებელი ფიზიკურად მომზადებული იყოთ ან კარგი ჯანმრთელობა გქონდეთ, რომ გაფიცვაში მიიღოთ მონაწილეობა, ძალადობრივი საპროტესტო კამპანიები კი ძირითადად ახალგაზრდების მხარდაჭერას ეყრდნობა, რომლებიც კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან.

    ძალადობრივი პროტესტის შემცველ მოძრაობებს კი ესაჭიროებათ იარაღი, კონსპირაციის დაცვა, ამიტომაც ფართო მასებამდე მიღწევა უჭირთ.

    მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერის მოპოვებით მშვიდობიანი საპროტესტო კამპანიები დიდი ალბათობით იმხრობენ პოლიციის და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს – ანუ იმ ჯგუფებს, რომლებსაც როგორც წესი ხელისუფლებები არსებული რეჟიმის შესანარჩუნებლად ეყრდნობიან.

    მშვიდობიანი მასობრივი დემონსტარცების დროს, რომელშიც მილიონები მონაწილეობენ, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებსაც უჩნდებათ შიში, რომ პროტესტანტებს შორის შესაძლოა მათი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები აღმოჩნდნენ. ან კიდევ უზარმაზარი ხალხის მასის დანახვისას მიდიან დასკვნამდე, რომ დროა ის გემი დატოვონ, რომელიც იძირება – ამბობს ჩენოვეტი.რაც შეეხება სპეციფიურ სტრატეგიებს, მკვლევარის აზრით მასობრივი გაფიცვები არაძალადობრივი პროტესტის ყველაზე ძლიერი იარაღია. მაგრამ ისინი შესაძლოა ყოველ მონაწილეს ძვირი დაუჯდეს, რადგან მშვიდობიანი პროტესტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით ანონიმური ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება.

    ჩენოვეტს მაგალითად მოჰყავს სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის ერა, როცა ბევრი შავკანიანი მოქალაქე უარს ამბობდა იმ კომპანიების პროდუქციის შეძენაზე, რომელთა მეპატრონეები თეთრკანიანები იყვნენ. შედეგი თეთრი ელიტის ეკონომიკური კრიზისი იყო, რაც 1990–იანების დასაწყისში სეგრეგაციის პოლიტიკაზე უარის თქმის ერთ–ერთი მიზეზი გახდა.

    მაროკოში მშვიდობიანი დემონსტრანტი უსაფრთხოების ძალების მებრძოლს ელაპარაკება

    მაგიური რიცხვი?

    რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზოგადი კანონზომიერებებია, და მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი პროტესტები ორჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე ძალადობრივი კონფრონტაცია, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობებიც შემთხვევათა 47%–ში წარუმატებლობას განიცდის.

    როგორც ჩენოვეტი საკუთარ წიგნში აღნიშნავს, ასე იმიტომ ხდება, რომ არაძალადობრივი პროტესტები ზოგჯერ ვერ მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას და საკმარის დინამიკას, რათა მოწინააღმდეგის ძალაუფლება შეარყიოს და რეპრესიების წინაშე არ შედრკეს.

    თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა საკმაოდ სერიოზულ მშვიდობიან საპროტესტო მოძრაობასაც განუცდია წარუმატებლობა. მაგალითად, აღმოსავლეთ გერმანიაში 1950–იან წლებში კომპარტიის მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობამ, რომელშიც 400 000 ადამიანი მონაწილეობდა (მოსახლეობის 2%), ცვლილებების გამოწვევა ვერ შეძლო.

    ჩენოვეტის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით მშვიდობიანი პროტესტის შედეგი მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, თუ 3.5%–იან ზღურბლს აღწევს, ანუ მასში ქვეყნის მოსახლეობის 3.5% მონაწილეობს.

    ეს მარტივი არ არის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 3.5% 2.3 მილიონი ადამიანია. აშშ–სთვის ეს ციფრი 11 მილიონ მოქალაქეს ნიშნავს – უფრო მეტს, ვიდრე ნიუ იორკის მოსახლეობაა.

    თავდაპირველად ჩენოვეტის კვლევა 2011 წელს გამოქვეყნდა და მისი შედეგები დღემდე დიდ ყურადღებას იპყრობს.

    სანთლები პრაღაში, ხავერდოვანი რევოლუციის მემორიალთან. 1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში
    კომუნისტური რეჟიმი დაემხო – “3.5%–ის წესის“ კიდევ ერთი დასტური

    “ძნელია არ აღიარო, რამდენად დიდი გავლენა იქონია მათმა კვლევამ“ – ამბობს მეთიუ ჩენდლერი, რომელიც ნოტრ–დამის უნივერსიტეტში სამოქალაქო წინააღმდეგობის პრობლემებს სწავლობს.

    იზაბელ ბრამსენი, რომელიც კოპენჰაგენის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფლიქტების ისტორიას იკვლევს, ასევე ადასტურებს, რომ ჩენოვეტის დასკვნები დამაჯერებლად გამოიყურება: “ახლა ეს უკვე ჭეშმარიტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ: არაძალადობრივი პროტესტი ბევრად უფრო მაღალი ალბათობით იწვევს ცვლილებებს, ვიდრე ძალადობა“– ამბობს ის.

    რაც შეეხება “3.5%–ის წესს“, ის ხაზს უსვამს: “მართალია ეს თითქოს მოსახლეობის უმნიშვნელო უმცირესობაა, მაგრამ ამ რაოდენობის მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა პროტესტში იმას ნიშნავს, რომ პროტესტანტების მიზნებს პასიურად მხარს უჭერს გაცილებით ბევრი ადამიანი.“

    მკვლევარები ახლა აპირებენ უფრო ღრმად შეისწავლონ, კიდევ რა ფაქტორები იწვევენ საპროტესტო მოძრაობების წარმატებას ან მარცხს. ბრამსენიც და ჩანდლერიც ხაზს უსვამენ დემონსტრანტების ერსულოვნებას.

    ბრამსენს მაგალითად მოჰყავს ბაჰრეინის 2011 წლის ვერშემდგარი აჯანყება. თავიდან პროტესტში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ მოძრაობა მალე გაიხლიჩა კონკურენტ ფრაქციებად. ერთიანობის დაკარგვამ ბრამსენის აზრით გამოიწვია ის, რომ საპროტესტო მოძრაობამ განვითარების დინამიკა დაკარგა და უშედეგოდ დასრულდა.