Category: არქივი

  • ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

    ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩხუბის დროს მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად  საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.  ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

    მედიის ცნობით, დაპირისპირება კვირას,დაახლოებით სარამოს 6 საათზე ოთხ ადამიანს შორის დაიწყო. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 წლის ქართველი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    მომხდარის მიზეზს ესპანელი სამართალდამცავები იძიებენ.

  • ბათუმში სანაპიროზე დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს

    ბათუმში სანაპიროზე დაკარგული 5 წლის ბავშვი  უვნებელი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 5 წლის ბიჭი  ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და სამართალდამცველებს მიმართა. ბავშვი ამ დროისთვის უკვე  მშობლებთან იმყოფება.

    მცირეწლოვანს  დღეს დილიდან ეძებდნენ, ბავშვი  სანაპიროთან, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

  • “რუსთავი 2-ს” არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია,10 მილიონ ლარზე მეტი აქვს დავალიანება- თალაკვაძე

    “რუსთავი 2-ს” არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარიემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით გააკეთა. 

    მისი თქმით, სხვა მედიასაშუალებების მსგავსად,„რუსთავი 2-ს“ 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე.

    „ვის, ვის, მაგრამ „რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ამაზე პრეტენზია. ვინაიდან, ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ამ ტელევიზიასაც 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ამისათვის სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ გადაუდგამს. ბუნებრივია, აქამდეც დამზოგველი მიდგომები იყო როგორც სხვა, ასევე ამ ტელევიზიის მიმართ. შესაბამისად, სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ აუცილებლად უნდა თქვათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე. შეკითხვაზე, მომავალში რა იქნება, პარლამენტი ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის მთავრობის პრეროგატივა. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულება იქნება იგივე, რაც იყო აქამდე,“ –აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

  • ბახმაროში კინოთეატრი „ბახმარო“ დაარბიეს

    ბახმაროში კინოთეატრი „ბახმარო“ დაარბიეს.შენობის კედლები და ჭერი ჩამონგრეულია, ჩამსხვრეულია მინები და დალეწილია სკამები.

    ოპოზიცია მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას და ეკონომიკის სამინისტროს ადანაშაულებს. მათი განმარტებით, 2012 წელს შენობა-ნაგებობები უწყებამ სპეციალურად დაიკეტა და განადგურებისთვის გაიმეტა.

    „კურორტი ბახმარო არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ანადგურებს „ქართული ოცნება“, აჩანაგებს ყველაფერს, რაც უკავშირდება წინა ხელისუფლებას, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ , რაც უკავშირდება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს და ამის ნათელი მაგალითი არის კინოთეატრი, რომელიც ჩემს ზურგს უკან არის, რომელიც გაანადგურეს პრაქტიკულადუპატრონობით და რამდენიმე დღის უკან ის ააოხრეს და უნდათ ეს ყველაფერი გადააბრალონ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყო „ოცნების“ უნიათობა და მავნებლობა ჩაფარცხონ,“- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების, ან განადგურების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილეს.

  • “ტვ პირველი” პირდაპირ ეთერში გავიდა (LIVE)

    “ტვ პირველი” ჰაკერული შეტევის შემდეგ, პირდაპირ ეთერში გავიდა. როგორც წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ განაცხადა, სერვერი კვლავ გათიშულია და ტელეკომპანიას მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეუძლია გასვლა. ჯგუფი ვერ ახერხებს გადაღებული და დამუშავებული მასალის ეთერში გაშვებას.

    პირველადი ინფორმაციით, არხის მთავარ სერვერზე კრიპტოვირუსმა შეაღწია. ეს არის ვირუსი, რომელიც არსებულ მასალას შიფრავს.

    “როდესაც IT-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ პრობლემის აღმოფხვრას, მათ დახვდათ მეილი, რომელსაც უნდა დაკავშირებოდნენ, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემის მოგვარება სურდათ,” – აცხადებენ ტელეკომპანიაში.

    ამ ეტაპზე ტექნიკური სამსახურის მიერ სერვერს დიაგნოსტიკა უტარდება.

    ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები. მათ შენობა უკვე დატოვეს.

  • ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ტვ “პირველში” შსს-ს გამომძიებლები იმყოფებიან

    ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ტვ “პირველში” შსს-ს გამომძიებლები იმყოფებიან.

    შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები  “ტვ პირველში”იმყოფებიან და ადგილზე  ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

    “ტვ პირველში” აცხადებენ, რომ არხის სერვერზე კიბერშეტევა დღეს დილით განხორციელდა და მას შემდეგ არხის პირდაპირ ეთერში მუშაობა პარალიზებულია.

    კიბერთავდასხმის გამო ეთერში ვერ გადის საინფორმაციო გამოშვება, რის გამოც არხზე ფილმებს უჩვენებენ.

    ტვ პირველი ლაივ რეჟიმში ამ წუთებში ფეისბუქ გვერდზე მაუწყებლობს.

  • “ქართული ოცნება არის დეგრადაციის პროცესში”-ხუხაშვილი

    კოალიციური მთავრობის შექმნა გაივლის საგარეო პოლიტიკურ კურსზე – ამის შესახებ განცხადება, გია ხუხაშვილმა გააკეთა. პოლიტოლოგი მმართველი გუნდის წევრების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისინი 2020 წლის არჩევნებისთვის წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გამორიცხავენ.

    გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” პარტნიორად რჩება “პატრიოტთა ალიანსი”. ეს კი გია ხუხაშვილის განცხადებით, იქნება მმართველი პარტიის მხრიდან პრორუსულობის ღია განაცხადი იქნება.

    გია ხუხაშვილის განცხადებით, მთავარი არის ის თუ ვის ექნება 2020 წლის არჩევნებზე ოქროს გასაღები. ხუხაშვილი თვლის, რომ ანგარიშგასაწევი იქნება მამუკა ხაზარაძის მოძრაობა.

    „ქართული ოცნების ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ ნამდვილად იმიტომ, რომ ისინი არიან დეგრადაციის პროცესში. ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან. ჯერ ჯერობით ერთადერთი პარტია რომელთან ალიანსის კულტურები შეიძლება გამოიკვეთოს ეს არის პატრიოტთა ალიანსი. მაგრამ „პატრიოტთა ალიანსთან“ ღია თანამშრომლობის დაწყება „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ძალიან მძიმე დარტყმა სულ სხვა მიმართულებით. გასაგებია რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველზე არც აკეთებს აქცენტებს, ისინი არ ფიქრობენ არჩევნების მოგებას, ფიქრობენ არჩვენების ყიდვას. ანუ რესურსების მონოპოლიზაციას მთლიანად, როგორც ფინანსური ნაკადების ასევე ადმინისტრაციული. შეეცდებიან რა თქმა უნდა რომ ეს ორ პოლუსიანობა შეინარჩუნონ. რაც ამ ორ პოლუსიანობას ანგრევს მთლიანად და სრულიად ახალ რეალობაში გადავყავართ, ახალი პოლიტიკური ცენტრების გაჩენაა. ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო არის მამუკა ხაზარაძის გეგმები და ახლა ვის ხელში აღმოჩნდება საბოლოო ჯამში ოქროს გასაღები ძნელი სათქმელია,”-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

  • რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას, საქართველოში დგას რუსული ჯარი-კურტ ვოკლერი

    “რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას, მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე”, – ეს განცხადება  „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა განაცხადა.

    “პირველ რიგში ვისაუბროთ ფაქტებზე. ფაქტები ცხადია, რუსეთი საქართველოზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის, სამხედრო ზეწოლასაც, დაახლოებით, ორი წელი. ამაში შედის საქართველოს დრონის ჩამოგდება, რადარების დაბომბვა, დღეს ოკუპირებულ და მაშინ გაეროს მიერ დაცულ კონფლიქტურ ზონებში სამხედრო პერსონალის გაზრდა, ჯარების შემადგენლობის შეცვლა, საინჟინრო ბატალიონების გადაყვანა. ყველაფერი ეს მიუთითებდა იმისკენ, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და საქართველოზე ზეწოლას ახორციელებდა.

    შემდეგ კი იყო სამხედრო წვრთნები, რომლის დროსაც რუსეთი საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანას აპირებდა. საქართველომ ამაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა, ამ ყველაფრის მანამდე შესაჩერებლად, ვიდრე ვითარება გაუარესდებოდა. შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველომ იმ კონკრეტულ დღეს პირველი ტყვია გაისროლა, მაგრამ ეს ] მთლიანად სცდება კონტექსტს, რომელიც იმაზე მიანიშნებს, თუ რა ხდებოდა ამ კონფლიქტში.

    რუსეთს სურს განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. იმიტომ, რომ მათი გადმოსახედიდან, ეს ამართლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას. მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ნარატივის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენ, ვიყავით თუ არა იქ, ვიცნობდით თუ არა საკითხებს მაშინ, თუ მათ შესახებ ახლა ვსწავლობთ, მნიშვნელოვანია ჩუმად არ ვიყოთ და რუსეთის ეს შეხედულება კამათის გარეშე არ გავატაროთ” -განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ კურტ ვოლკერმა.

  • ზუგდიდში რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოპარა – 26 წლის ქალი დაკავებულია

    ქურდობა ზუგდიდში – რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა. 26 წლის ქალი დედამთილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.

    სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად დაკარგული თანხა ამოიღეს. 26 წლის ქალმა ბრალი აღიარა. ის ამ დროისათვის ზუგდიდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

    ბრალდებულის სასამართლოს პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

  • მდინარე არაგვის ნაპირთან ტრაილერი ჩავარდა

    სოფელ ფასანაურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომანქანა გზიდან მდინარე არაგვის ნაპირთან ჩავარდა.ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ტრაილერში მხოლოდ ერთი ადამიანი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა და გადარჩა.

    “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში” და შსს-ში განაცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო.